„ქონების მართვის, ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.114.016316
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2016 წლის 28 ივნისი

დაბა ჩოხატაური

 

 

„ქონების მართვის, ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ცვლილება შევიდეს ,,ქონების მართვის, ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 04/09/2014, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი:  010260020.35.114.016210).
მუხლი 2
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

2. დადგენილების დანართის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28–ე და საკრებულოს რეგლამენტის მე-18, 95–ე და 96–ე მუხლებით დადგენილი წესით.“.

3. დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ადგენს და ამტკიცებს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;“.

4. დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი. კომისიაში სამუშაოდ იწვევს სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად.“.

5. დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის უფლებამოსილებათა ფუნქციური დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისაგან შეიძლება შეიქმნას კომისიის სამუშაო ჯგუფები.“.

7. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისიაში შეიძლება შეიქმნას შემდეგი სამუშაო ჯგუფები:“.

8. დადგენილების დანართის მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს.

9. დადგენილების დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქიით:

„მუხლი 6. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა

1. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი, ასევე კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარემ შესაძლებელია საკრებულოს კომისიაში სამუშაოდ დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით  მოიწვიოს სხვა პირებიც.“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქონების მართვის, ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.06.2016.
როდის იქნა მიღებული „ქონების მართვის, ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„ქონების მართვის, ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 28.06.2016. მიმღები ორგანო — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №21. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.114.016316.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქონების მართვის, ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქონების მართვის, ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქონების მართვის, ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.06.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქონების მართვის, ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №21, 28.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.114.016316 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3321641/