საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბერის №114 ბრძანებით დამტკიცებულ “ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №44 |
|
2016 წლის 29 ივნისი ქ. თბილისი |
ვბრძანებ:
1. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილი არ არის გააფორმოს განმცხადებელთან ხელშეკრულება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების შესახებ ან/და გასწიოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების მომსახურება, თუ:
ა) არსებობს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების განხორციელებისათვის ხელშემშლელი ტექნიკური პირობა;
ბ) განაცხადით მოთხოვნილი რაოდენობები არ არის გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის ბალანსით.“.
2. მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. იმ შემთხვევაში, თუ არ არის განაცხადით მოთხოვნილი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისთვის ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ინდივიდუალურ ან/და ამ წესებით გაუთვალისწინებელ პირობებზე შეუთანხმებლობის მიუხედავად, განაცხადის შეტანის მეათე სამუშაო დღიდან ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია ამ წესებითა და ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილ განაცხადში მოცემული პირობებით განახორციელოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება.“.
3. მე-13 მუხლს 1-ლი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„11. ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების და კორექტირებისას მხედველობაში მიიღება ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებული მდგომარეობა, ქვეყანაში ბუნებრივი გაზის მიწოდების პირობები, ვადები, სტაბილურობა და საიმედოობა.“.
4. მე-13 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ბუნებრივი გაზის ბალანსის დარღვევად არ ჩაითვლება ავარიის შედეგად გამოწვეული ცვლილებები, თუ აღნიშნულის შესახებ დროულად ეცნობება სამინისტროსა და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატს.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბერის №114 ბრძანებით დამტკიცებულ “ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბერის №114 ბრძანებით დამტკიცებულ “ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.06.2016.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბერის №114 ბრძანებით დამტკიცებულ “ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბერის №114 ბრძანებით დამტკიცებულ “ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 29.06.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №44. სარეგისტრაციო კოდი — 300280000.22.025.016202.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბერის №114 ბრძანებით დამტკიცებულ “ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბერის №114 ბრძანებით დამტკიცებულ “ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბერის №114 ბრძანებით დამტკიცებულ “ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.06.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბერის №114 ბრძანებით დამტკიცებულ “ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, №44, 29.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 300280000.22.025.016202 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3322179/