ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უძრავი ქონების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.06.2016
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №140
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016350
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/06/2016
matsne.gov.ge 476 სიტყვა · ~2 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დაინტერესებული პირი
უძრავი ქონების მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე, „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით განსაზღვრული კანონიერი მოსარგებლე.
მუხლი 2
ნუმერაცია
დადგენილი წესით, გარკვეული რიგითობის მიხედვით, უძრავი ქონების დანომვრა არაბული ციფრების, ქართული ანბანის ან/და ინდექსების მეშვეობით.
მუხლი 2
ინდექსი
არაბული ციფრი, რიცხვი ან ქართული ანბანის ასო, რომელიც ნუმერაციის რიცხვს ეწერება მარჯვნივ ზემოთ.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების ყოლის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 23.02.2022 „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 ივლისის №103 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 30.09.2015 „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 28 ნოემბრის №115 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 25.02.2015 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 16.06.2015 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ 86% 28.12.2022

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უძრავი ქონების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №140 2016 წლის 29 ივნისი ქ. ქუთაისი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უძრავი ქონების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უძრავი ქონების ნუმერაციის წესი დანართის შესაბამისად. /დანართი დადგენილებას თან ერთვის/ მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უძრავი ქონების ნუმერაციის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების ნუმერაციის წესს და პირობებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. დაინტერესებული პირი – უძრავი ქონების მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე, „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით განსაზღვრული კანონიერი მოსარგებლე. 2. ნუმერაცია – დადგენილი წესით, გარკვეული რიგითობის მიხედვით, უძრავი ქონების დანომვრა არაბული ციფრების, ქართული ანბანის ან/და ინდექსების მეშვეობით. 3. ინდექსი – არაბული ციფრი, რიცხვი ან ქართული ანბანის ასო, რომელიც ნუმერაციის რიცხვს ეწერება მარჯვნივ ზემოთ. მუხლი 3🔗. უფლებამოსილი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უძრავი ქონების ნუმერაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი. მუხლი 4🔗. ნუმერაციის მოთხოვნა 1. უძრავი ქონების ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე. 2. ნუმერაციის მინიჭება ხდება შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე: ა. დაინტერესებული პირის განცხადება; ბ. უძრავი ქონების განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი (საკუთრების შემთხვევაში) ან კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ. მესაკუთრის/კანონიერი მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ. წარმომადგენლობის შემთხვევაში – წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე. საჯარო რეესტრიდან და ამავე სამსახურის ტექბიუროს არქივიდან ინფორმაციები დღეის მდგომარეობით რა რიგითი ნომრის მინიჭებაც ხორციელდება აღნიშნულ უძრავ ქონებაზე; ვ. იპოთეკის არსებობის შემთხვევაში, იპოთეკარის თანხმობა, ნუმერაციის მინიჭების შესახებ; ზ. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სხვა დამატებითი დოკუმენტი, ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში. მუხლი 5🔗. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უძრავი ქონების ნუმერაციის საფუძველი 1. უძრავი ქონების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა. უძრავი ქონების  ნუმერაციის არარსებობა; ბ. უძრავი ქონების გაყოფა ან/და გაერთიანება; გ. ახალი უძრავი ქონების შექმნა; დ. არსებულ დოკუმენტებში უძრავი ქონების ნუმერაციის დუბლირება; ე. სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უძრავი ქონების ნუმერაციის მოთხოვნა. 2. ნუმერაცია დაუშვებელია, თუ მესაკუთრეს ან კანონიერ მოსარგებლეს არ გააჩნია უძრავი ქონებით დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობა და იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე უფლების ობიექტს. მუხლი 6🔗. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ნუმერაცია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ნუმერაციის ათვლა უნდა მოხდეს მარცხნიდან მარჯვნივ. მუხლი 7🔗. ნუმერაციის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში 1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება უნდა გატარდეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. 2. დაინტერესებულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილების წარდგენა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებები 1. ნუმერაციის საკითხი განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. 2. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით  დადგენილი წესის შესაბამისად.