საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი

მიღების თარიღი 03.12.2013
ძალაში შესვლა 17.06.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №34/43
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016406
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/07/2016
matsne.gov.ge 698 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.12.2013 მიღება
17.06.2016 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 14.02.2023 მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 07.12.2015 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის გაფართოებული თანამშრომლობის შესახებ ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 26.11.2014 „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 88% 30.11.2022 ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 86% 05.03.2018

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო (შემდგომში წოდებულნი, როგორც „მხარეები“), ეყრდნობიან რა საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის არსებულ შესანიშნავ პოლიტიკურ ურთიერთობებს; ხაზს უსვამენ რა, რომ ევროპული ღირებულებები და პრინციპები, კერძოდ, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემა, ასევე გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემა და ხელშეწყობა, რომელიც, მათ შორის, მოიცავს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპებს, აძლიერებს ორმხრივ ურთიერთობებს; აღნიშნავენ რა, რომ საქართველო წარმოადგენს პარტნიორს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა (ENP) და აღმოსავლეთ პარტნიორობის, ასევე შავი ზღვის სინერგიის ფარგლებში; ხაზს უსვამენ რა ევროპის კავშირისა (შემდგომში წოდებული, როგორც „ევროკავშირი“) და საქართველოს ვალდებულებას, შემდგომში განავითარონ და ახალი ბიძგი მისცენ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას, არსებული და სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში, რაც მოიცავს „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების გაფორმებას, „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის“ (DCFTA) ჩათვლით, რომელიც წარმოადგენს ასოცირების შესახებ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს; აღნიშნავენ რა, რომ ევროკავშირმა და საქართველომ დაიწყეს სავიზო დიალოგი, რომელიც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეშვეობით, გააძლიერებს მოქალაქეთა მობილობას დაცულ და ეფექტურად მართულ გარემოში; მხედველობაში იღებენ რა, რომ საქართველო და საბერძნეთის რესპუბლიკა თანამშრომლობენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის „მობილურობა პარტნიორობისათვის“ (Mobility Partnership) ინიციატივის ფარგლებში; ითვალისწინებენ რა, რომ საქართველო და საბერძნეთის რესპუბლიკა წარმოადგენენ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) დამფუძნებელ წევრ სახელმწიფოებს და რომ ისინი ხელს უწყობენ BSEC-სა და ევროკავშირს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების განმტკიცებას; აღიარებენ რა, საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს როლსა და მნიშვნელოვან გამოცდილებას ევროკავშირის ინსტიტუტების ფუნქციონირებისა და ევროკავშირის პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით; მხედველობაში იღებენ რა საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სურვილს, ხელი შეუწყონ იმ რეფორმების პროცესის შემდგომ წარმატებულ განხორციელებას, რომელიც საქართველომ წამოიწყო ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების მიზნით; ხაზს უსვამენ რა საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სურვილს, ხელი შეუწყოს საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) თავისი წვლილის ჩათვლით; აღიარებენ რა, საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნის, ევროპულ არჩევანს და ევროპულ მისწრაფებებს, და მის ვალდებულებას, დაამკვიდროს და გაავრცელოს საერთო ღირებულებები, რომელზეც დაფუძნებულია ევროკავშირი; ცნობენ რა მხარეების საერთო სურვილს ხელი შეუწყონ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების  განვითარებასა და შემდგომ გაძლიერებას, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) ფარგლებში; ითვალისწინებენ რა მხარეთა შორის გაფორმებულ 1994 წლის 8 ნოემბრის თანამშრომლობის შესახებ ოქმს; შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 მხარეები განავითარებენ ურთიერთთანამშრომლობას როგორც თავიანთ, ისე საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებს შორის, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მიზნით, ევროკავშირის პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით გამოცდილების, ექსპერტიზისა და ნოუ-ჰაუს გაცვლის გზით.  მუხლი 2🔗 ზემოხსენებული თანამშრომლობა მოიცავს იმ სფეროებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ ევროკავშირთან საქართველოს შემდგომ დაახლოებას, ასევე რეგიონალურ თანამშრომლობას, კერძოდ: ა)   ინსტიტუტიონალური შესაძლებლობების გაძლიერება; ბ) მოხელეთა შესაძლებლობების გაზრდა შესაბამისი სასწავლო პროგრამების, ექსპერტების დახმარებისა და სემინარების, ასევე, ერთობლივი სწავლებებისა და კვლევების მეშვეობით; და გ) შესაბამისი ქვეყნების შესაბამის აკადემიურ დაწესებულებებს, ორგანიზაცებსა და ანალიტიკურ ცენტრებს შორის თანამშრომლობის წახალისება.   მუხლი 3🔗 წინამდებარე მემორანდუმის დახვეწისა და განხორციელების მიზნით, მხარეები გაცვლიან იდეებსა და წინადადებებს ყოველი წლის ბოლო სემესტრში, რომელიც განსაზღვრავს მომავალი წლისათვის განსახორციელებელ კონკრეტულ ღონისძიებებს. მხარეებმა შესაძლოა, შეიმუშაონ ორმხრივად შეთანხმებული წლიური განრიგი. მხარეები, შესაბამის დონეზე,  გამართავენ რეგულარულ შეხვედრებს, რათა: ა)   მოამზადონ ზემოაღნიშნული ღონისძიებები; ბ)   განახორციელონ თანამშრომლობის პროგრამების იმპლემენტაციის მონიტორინგი; გ) გადაჭრან თანამშრომლობის პროგრამების განხორციელებისას წარმოშობილი საკითხები.  მხარეთა შორის კომუნიკაცია განხორციელდება დიპლომატიური არხების მეშვეობით.   მუხლი 4🔗 მხარეები განიხილავენ თანამშრომლობის პროგრამებისა და წლიური განრიგის დაფინანსების შესაძლებლობას ინსტიტუტიონალური თანამშრომლობისა და დაფინანსების იმ მექანიზმების გამოყენებით, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის ან თავიანთი შესაბამისი ეროვნული ბიუჯეტის ფარგლებში. მუხლი 5🔗 წინამდებარე მემორანდუმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები. ეს ცვლილებები გაფორმდება ცალკე ოქმის სახით და ძალაში შევა წინამდებარე მემორანდუმის მე-6 მუხლის დებულებათა შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული ოქმი წარმოადგენს წინამდებარე მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს.  მუხლი 6🔗 წინამდებარე მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების თარიღიდან. წინამდებარე მემორანდუმი იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე მემორანდუმის მოქმედება მეორე მხარისათვის, დიპლომატიური არხებით, წერილობითი შეტყობინების გზით. ასეთ შემთხვევაში, მემორანდუმი მოქმედებას წყვეტს შეტყობინების თარიღიდან ექვსი (6) თვის შემდეგ. მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდება მხარეებს შორის კონსულტაციების გზით. შესრულებულია ქ. ბრიუსელში, 2013 წლის 3 დეკემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.            საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით მაია ფანჯიკიძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით ევანგელოს ვენიზელოსი პრემიერ-მინისტრის მოადგილე და საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი