„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №291 |
|
2016 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“:
1. პირველი მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) რეფინანსირება - ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მიმართულებებში, პროგრამის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული მიზნებისთვის გაცემული კრედიტით, პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამის ფარგლებში აღებული მიმდინარე კრედიტის გადაფარვა კომერციულ ბანკში ან პროგრამის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მიმართულებაში 61 მუხლით განსაზღვრული პირობებით გაცემული მიმდინარე სალიზინგო პროექტის გადატანა პროგრამის მონაწილე სხვა ლიზინგის გამცემთან;“. 2. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პირველადი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების დაფინანსება: ა.ა) ბოსტნეულის, კენკროვანი კულტურების, მწვანილის და სოკოს სასათბურე მეურნეობა; ა.ბ) მესაქონლეობის ფერმა (მერძეული-მეხორცული); ა.გ) მეღორეობის ფერმა; ა.დ) მეფრინველეობის ფაბრიკა (მხოლოდ მეხორცული მიმართულების გამოსაზრდელი და სანაშენე დანიშნულების მქონე); ა.ე) ძვირფასბეწვიანი ცხოველების ფერმა; ა.ვ) თევზის წარმოება; ა.ზ) მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოება; ა.თ) საჩითილეები და სანერგეები; ა.ი) მრავალწლიანი კულტურების ბაღები, ზვრები, პლანტაციები და სხვა;“. 3. სახელმწიფო პროგრამის №3 დანართის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სასტუმრო: NACE (საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი):
NACE 55.1 კრიტერიუმით განსაზღვრული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურული ბაზა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:
|
|