5 ოქტომბრის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის გენოციდისა და ეთნოწმენდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადების შესახებ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება მოქმედი სახელმწიფო მმართველობა
მიღების თარიღი 24.06.2016
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
ნომერი №234-ს
სარეგისტრაციო კოდი 010330000.31.060.016013
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/07/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.06.2016 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტების გამოქვეყნებისა და მისი საერთო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო - სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 21 სექტემბრის N17-ს დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ბუღალტრული ანგარიშგების შედგენის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 24 დეკემბრის №42 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგიერთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
5 ოქტომბრის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის გენოციდისა და ეთნოწმენდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
5 ოქტომბრის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის გენოციდისა და ეთნოწმენდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადების შესახებ
ვინაიდან საქართველოს პარლამენტის მიერ არაერთგზის არის დადასტურებული, რომ 1992-93 წლებში საომარი მოქმედებებისა, ომის შემდგომ პერიოდში და დღემდე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხორციელდება მშვიდობიანი მკვიდრი ქართული მოსახლეობის გენოციდი - ეთნიკური წმენდა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. გამოცხადდეს ყოველი წლის 5 ოქტომბერი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდის-გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ.
2. დაევალოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას აფხაზეთში მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდის-გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღის აღსანიშნავად და საერთაშორისო საზოგადოებრიობის ინფორმირებისთვის გაატაროს სათანადო ღონისძიებები.
3. დადგენილების შესრულების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ანგარიში მოსმენილ იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიაზე მიმდინარე წლის 14 სექტემბერს.
4. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აფხაზეთის დეოკუპაციის, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომისიას (თავმჯდომარე ნ. მგალობლიშვილი) და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების კომისიას (თავმჯდომარე ა. წოწონავა).
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა
24.06.2016წ.
№234-ს