სს „საქწყალმშენი“-ს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „საქწყალმშენი“-ს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქმე
№2/3722-16
განჩინება
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის
შესახებ
2016 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლეთამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი – სს ,,საქწყალმშენი’’
(საიდენტიფიკაციო ნომერი 206129134)
დირექტორი შპს „რეაბილიტაციის’’ (ს.ნ 206096419) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი – თამარ მუმლაძე
მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენლები – იაგო ქეშელაშვილი, მიხეილ ლომთაძე
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა სს „საქწყალმშენის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი
გამოარკვია:
2016 წლის 19 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სს ,,საქწყალმშენის’’ დირექტორმა, შპს ,,რეაბილიტაციის’’ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა ბიძინა ჩიკვილაძემ და მოითხოვა სს ,,საქწყალმშენის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან სს ,,საქწყალმშენს’’ არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადებამიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულებისეროვნულიბიურო, კრედიტორთაპირველიკრებამოწვეულიქნა2016 წლის 01 აპრილს 16:00 საათზეთბილისისსაქალაქოსასამართლოში.
კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი, კერძოდ, მოსმენილ იქნა მეურვის ანგარიში მოვალის ქონებასთან დაკავშირებით. სს "საქწყალმშენის" და მეურვის – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლების შუამდგომლობის საფუძველზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა გადაიდო კანონით დადგენილ ვადაში.
2016 წლის 31 მაისს მეურვის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წარმოდგენილ იქნა მოხსენება სს „საქწყალმშენის” ქონების ფინანსური მდგომარეობის, ვალდებულებების და უზრუნველყოფილი კრედიტორების, აგრეთვე მოძიებული ქონების შესახებ.
2016 წლის 23 ივნისის კრედიტორთა კრებაზე მეურვემ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა მიხეილ ლომთაძემ წარმოადგინა ანგარიში, რომლის მიხედვით სს „საქწყალმშენი” არ ფუნქციონირებს, მას არ გააჩნია მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება და წილი სხვა საწარმოში. კომპანიას არ ჰყავს დებიტორები. მას გააჩნია მხოლოდ 7 ავტოსატრანსპორტო საშუალება, აქედან 4 ავტოსატრანსპორტო საშუალება რეალიზებულია აუქციონის გზით საწარმოთა მართვის სააგენტოს მიერ. 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება, მისაბმელი ODAZ 9370 და სატვირთო KRAZ 256B1, იმყოფება კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს რაიონში, სოფ. წითელწყაროში. აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეფასებულია – KRAZ – 2 000 ლარად, ხოლო ODAZ – 1000 ლარად. საბანკო დაწესებულებებში დადებითი ნაშთი არ გააჩნია. შესაბამისად სს „საქწყალმშენს” არ შესწევს უნარი დაფაროს საპროცესო ხარჯები. აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა მოითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა, კრედიტორები დაეთანხმნენ აღნიშნულ შუამდგომლობას.
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მეურვის ანგარიში, შპს „რეაბილიტაციის” დირექტორის თამარ მუმლაძის ახსნა-განმარტება, მიაჩნია, რომ სს ,,საქწყალმშენის” მიმართ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, სს ,,საქწყალმშენი” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს საწარმოს რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
აღნიშნული ნორმის მიხედვით კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.
მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ გამოვლინდა, რომ სს ,,საქწყალმშენს” ქონება არ გააჩნია და ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, რის გამოც უნდა შეწყდეს სს „საქწყალმშენის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, საზოგადოება უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში, რადგან მეურვის და მოვალის მიერ შეტყობინებები გაგზავნილი იქნა კრედიტორებზე და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კრედიტორებისათვის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოსადგენად საქმის წარმოების შეწყვეტის განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადის განსაზღვრის საფუძველი აღარ არსებობს.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 284-285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,საქწყალმშენის’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი 206129134) (დირექტორი, შპს „რეაბილიტაციის’’ (ს.ნ 206096419) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი – თამარ მუმლაძე), მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
2. სს ,,საქწყალმშენი’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი 206129134) (დირექტორი, შპს „რეაბილიტაციის’’ (ს.ნ 206096419) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი – თამარ მუმლაძე), გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს სს ,,საქწყალმშენის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ, განიჩნების ჩაბარებიდან ან გაცნობიდან 5 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლეთამარ ჭუნიაშვილი