სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის

მიღების თარიღი 16.12.2013
ძალაში შესვლა 01.07.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №18/189
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016407
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/07/2016
matsne.gov.ge 1,059 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.12.2013 მიღება
01.07.2016 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 98% 15.12.2014 სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 97% 22.12.2015 სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 97% 28.12.2016 „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება" საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 97% 24.12.2019 საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 29.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა  (შემდგომში, როგორც  ,,მხარეები“), ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობების ფარგლებში, სამხედრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციის საქმეში წვლილის შეტანის მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე:  მუხლი I მიზანი თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა, სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გამოყოფს 900.000 (ცხრაასი ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტის აშშ დოლარებში ფინანსურ რესურსებს. 708.000 (შვიდას რვა ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარებში გამოიყენება თურქეთში მოქმედი ადგილობრივი კომპანიებისაგან, პირველ რიგში თავდაცვის სამრეწველო კომპანიებისაგან, სამხედრო მიზნებისათვის საქონლის შესასყიდად; 192.000 (ას ოთხმოცდათორმეტი ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარებში გამოიყენება საქართველოს/მარნეულის აეროპორტის პროექტის მოდერნიზაციისათვის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმის პრინციპების შესაბამისად, რომელიც ხელმოწერილი იქნება ცალკე ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მხარეთა უწყებების მიერ. მუხლი II ფარგლები 708.000 (შვიდას რვა ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარებში ფინანსური რესურსები ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მთავრობისათვის, რათა დაიფაროს თურქეთში მოქმედი ადგილობრივი კომპანიებისაგან, პირველ რიგში თავდაცვის სამრეწველო კომპანიებისაგან, სამხედრო მიზნებისათვის საქონლის შესასყიდად საჭირო ფინანსურ ხარჯები  თურქეთის რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ მოხდება შესყიდვებთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის გამოყენება. 192.000 (ას ოთხმოცდათორმეტი ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარებში ფინანსური რესურსი გამოიყენება საქართველოს/მარნეულის აეროპორტის პროექტის მოდერნიზაციისათვის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმის პრინციპების შესაბამისად, რომელიც ხელმოწერილი იქნება ცალკე ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მხარეთა უწყებების მიერ. მუხლი III კომპეტენტური ორგანოები და საკონტაქტო პირები ეს შეთანხმება განხორციელდება თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ და საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. ამ შეთანხმების საკონტაქტო პირები არიან საქართველოს სამხედრო ატაშეს ოფისი ანკარაში, თურქეთში და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს ოფისი თბილისში, საქართველოში. მუხლი IV განსახორციელებელი პრონციპები 1. 708.000 (შვიდას რვა ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარებში ფინანსური რესურსებით თურქეთში მოქმედი ადგილობრივი კომპანიებისაგან, პირველ რიგში თავდაცვის სამრეწველო კომპანიებისაგან, სამხედრო მიზნებისათვის საქონლის შესყიდვის შემთხვევაში; ა. თუკი შესყიდული საქონლის ღირებულება შეადგენს ან აღემატება 885.000  (რვაას ოთხმოცდახუთი ათასი) თურქული ლირის   ეკვივალენტს აშშ დოლარებში, 885.000  (რვაას ოთხმოცდახუთი ათასი)  თურქული ლირის ეკვივალენტის აშშ დოლარებში 80%-ი, ბ. თუკი შესყიდული საქონლის ღირებულება ნაკლებია 885.000  (რვაას ოთხმოცდახუთი ათასი) თურქული ლირის   ეკვივალენტზე აშშ დოლარებში, 885.000  (რვაას ოთხმოცდახუთი ათასი) 80%-ი, ხელმისაწვდომი იქნება ნაღდი ფულის სახით თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ ცენტრალური ბანკისათვის მიცემული ბრძანების საფუძველზე შეთანხმების პრინციპების შესაბამისად იმ კომპანიის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით, რომლისაგან იქნა შესყიდვა განხორციელებული და რომელიც განსაზღვრულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ. 2. საქართველოს მთავრობისათვის ამ შეთანხმების შესაბამისად გამოყოფილი რესურსი გამოიყენება ამ შეთანხმების მუხლი X შესაბამისად. გამოუყენებელი ქონება დაბრუნდება თურქეთის რესპუბლიკის ხაზინაში. 3. საქართველოს მთავრობა თურქეთში შესყიდვის განხორციელებამდე თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს გაუგზავნის გამოყოფილი რესურსების შესაბამისად განსაზღვრულ მოთხოვნათა ნუსხას (პრიორიტეტების ჩათვლით). თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს კოორდინირებით, განსაზღვრული იქნება შესაბამისი კომპანიები და საქართველოს მთავრობა დაიწყებს თურქეთში მოქმედი ადგილობრივი კომპანიებისაგან, პირველ რიგში თავდაცვის სამრეწველო კომპანიებისაგან შესყიდვის პროცესს. 4. გადახდა განხორციელდება თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ იმ კომპანიების საბანკო ანგარიშზე, რომლისგანაც იქნა საქონელი შესყიდული და რომელიც განსაზღვრულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ შემდეგი პირობების შესრულების შემდეგ: ა. საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის კონტრაქტის ხელმოწერისა და შესრულების შემდეგ, ბ.მას შემდეგ საქართველოს მთავრობა დიპლომატიური ნოტის მეშვეობით განაცხადებს, რომ საქონელი და მომსახურება იქნა მიწოდებული, გ. მას შემდეგ საქართველოს მთავრობა დიპლომატიური ნოტის მეშვეობით განაცხადებს, რომ კონტრიბუციის ოდენობა იქნა გადახდილი. 5. თუკი საქართველოს მთავრობა განახორციელებს შესყიდვას, რომელიც აღემატება გამოყოფილი რესურსებისა და კონტრიბუციის ოდენობას, საქართველოს მთავრობა თავის კონტრიბუციას დაამატებს დამატებით რესურს. თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა არ გადაიხდის ამ შეთანხმებაში მოცემული თანხის რაოდენობაზე მეტს. 6. ის ხარჯები, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ფინანსური რესურსების გამოყოფასთან, როგორიცაა ტვირთის გადაზიდვა, ტრანსპორტირება, მონტაჟი, გადაფუთვა, სწავლება, მგზავრობის ხარჯები და ყოველდღიური ხელფასი, დაზღვევა, გადასახადები, ბანკის საკომისიო და განსხვავებები ვალუტის გადაცვლისას, ასახული უნდა იქნეს საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის დადებულ შესყიდვის კონტრაქტში. 7. შესყიდვის პროცესის ფარგლებში განსახორციელებელი ვიზიტები დაიწყება ამ შეთანხმების მუხლი IX-ის შესაბამისად ძალაში შესვლის შემდეგ.  ამ პროცესთან დაკავშირებული საქართველოს მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლების ხარჯები, დაფარულ უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ. 8.  შესასყიდი საქონლის ღირებულების 20%-ის ანაზღაურება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელდება შესაბამისი საქონლის მიღების შემდეგ. მუხლი V საქონლის გამოყენების უფლება 1. ამ შეთანხმების თანახმად, საქართველოს მთავრობა თანახმაა თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გადაცემული ფინანსური რესურსებით შეძენილი ქონების ამოღებით მიღებული შემოსავალი გადარიცხოს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ დანიშნულ საბანკო ანგარიშზე. 2. საქართველოს მთავრობა თანხმდება, რომ საქონელს ან მათ გამოყენების უფლებას არ გადასცემს სხვა ქვეყანას ან მესამე მხარეს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის წინასწარი თანხმობის გარეშე. 3. ამ შეთანხმების პირობები არ ვრცელდება ვალდებულებებზე, რომლებიც წარმოიშვა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, რომლის მხარეები არის ორთავე მხარე და არ გამოიყენება სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ. მუხლი VI საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოება  მხარეები არ გაუმჟღავნებენ შეთანხმების შინაარსს და მისი განხორციელების შესახებ ინფორმაციას ან მასთან დაკავშირებით მხარეთა შორის გაცვლილ საიდუმლო ინფორმაციას მესამე მხარის მთავრობას, კომპანიას ან პირს  მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე. ამ მუხლში დაფიქსირებული საიდუმლო ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის ვალდებულება მხარეებზე ვრცელდება შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც. მუხლი VII დავათა გადაწყვეტა ამ შეთანხმების განხორციელებასა და განმარტებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებს მხარეები გადაწყვეტენ დიპლომატიური არხებით მოლაპარაკებების გზით ნებისმიერი საერთაშორისო სასამართლოს, საარბიტრაჟო ორგანოსა ან მესამე მხარისადმი დავის გადასაწყვეტად მიმართვის გარეშე.  მუხლი VIII ცვლილებები და დამატებები 1. თითოეულმა მხარემ შეიძლება წამოაყენოს წინადადება წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების ან დამატებების შეტანის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, მხარეები 30 დღის განმავლობაში დაიწყებენ შეთანხმებაში ცვლილებების ან დამატებების განხორციელების საკითხის განხილვას. 2. მხარეთა შორის წერილობით შეთანხმებული ცვლილებები ძალაში შევა მუხლ IX მოცემული პროცედურების შესაბამისად. 3. თუკი კონსულტაციების დაწყებიდან 60 დღის განმავლობაში არ იქნა მიღწეული არანაირი შედეგი, შეთანხმება შეწყდება მუხლი X დებულებების შესაბამისად. 4. მოლაპარაკებების პროცესის განმავლობაში მხარეები გააგრძელებენ შეთანხმების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებას. მუხლი IX ძალაში შესვლა ეს შეთანხმება ძალაში შედის  მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების დიპლომატიური არხების საშუალებით მიღების დღის შემდგომი თვის პირველი დღიდან.  მუხლი X მოქმედების ვადა და შეწყვეტა 1. ეს შეთანხმება ძალაში დარჩება 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. თუკი საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების გამოყენება სრულად ამოიწურება, ეს შეთანხმება შეწყდება მეორე წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან, რომლითაც მხარეები ერთმანეთს უდასტურებენ სიტუაციას.  2. იმ შემთხვევაში, თუკი ერთ-ერთი მხარე არ ასრულებს ან დაასკვნის, რომ მეორე მხარე არ ასრულებს ამ შეთანხმებების დებულებებს, შეიძლება წერილობით მოითხოვოს კონსულტაციები. კონსულტაიები დაიწყება წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. თუკი 45 დღის განმავლობაში არ იქნება მიღწეული არანაირი შედეგი, ერთ-ერთი მხარე შეწყვეტს შეთანხმებას უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან 60 (სამოცი) დღის განმავლობაში.  3.   შეთანხმების ნებისმიერი მიზეზით შეყვეტა გავლენას არ მოახდენს ამ შეთანხმების მუხლი V-ის დებულებებზე. მუხლი XI ტექსტი და ხელმოწერა 1.  ეს შეთანხმება მომზადდა ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ამ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. 2.  ამის დასტურად, ორივე მხარის მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი ქვემორე ხელმომწერები, ხელს აწერენ ამ შეთანხმებას 2013   წლის 16.12  ანკარაში, თურქეთი. საქართველოს მთავრობის სახელით: პოლკოვნიკი მამუკა სამხარაძე საქართველოს თავდაცვის               ატაშე თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით: პოლკივნიკი ბედრჰან ქოჩი თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს  თავდაცვის ინდუსტრიის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი