ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.07.2016
ძალის დაკარგვა 09.08.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.170.016208
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/07/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 03.08.2018
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №48
2016 წლის 1 ივლისი
ქ. ზუგდიდი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.გ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბი, თანახმად №1 დანართისა;
ბ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშა, თანახმად №2 დანართისა.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია
დანართი №1
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბი
აღწერილობა
გერბის ფარის ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ოქროს საწმისი, რომელზეც მოთავსებულია მეწამული მცირე ფარი - ცენტრში ღვთისმშობლის ოქროს კვართით.
ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით. გერბის ფარს გარს არტყია შესამკობელი - ვაზის ფოთლების ვერცხლის ორნამენტი.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი „ზუგდიდი." სადევიზე ბაფთის ორივე მხარეს გამოსახულია ორი მცირე მეწამული ჰერალდიკური ჯვარი.
დანართი № 2
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშა
აღწერილობა
დროშა წარმოადგენს მართკუთხედის ფორმის, ლაჟვარდისფერ ქსოვილს, რომლის ცენტრში მოთავსებულია ჰერალდიკური ფარი ოქროს მცირე არშიით - ცენტრში ღვთისმშობლის ოქროს კვართით. დროშის პროპორციაა 2:3.