„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №296
2016 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №102 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/03/2016, 280120000.10.003.019166) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:
1. №1.5 დანართის (დღის ცენტრების ქვეპროგრამა):
ა) მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის „თ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ.ა) ყოველდღიურად (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა), 6 საათის განმავლობაში მომსახურებას, ამასთან ბენეფიციარის მიერ ცენტრში გატარებული მინიმალური დრო, მათ შორის, ამ მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარებისათვის არ უნდა იყოს 3 საათზე ნაკლები;“;
ბ) მე-4 მუხლის:
ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქვეპროგრამის დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებით.“;
ბ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ვაუჩერის ერთ ტალონზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა შშმ პირთა (მ.შ. ბავშვთა) დღის ცენტრში შეადგენს 230 ლარს, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა დღის ცენტრში - თვეში 378 ლარს, ხოლო 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში - ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარული დღეების (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გამოკლებით) რაოდენობაზე. ამასთან:
ა) თუ წინა თვეში ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ (გარდა არდადეგებისა) დღეთა რაოდენობა 12 ან მეტია, მიმდინარე თვეში ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ანაზღაურებისათვის ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა მცირდება გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით 11 ლარზე - შშმ პირთა (მ.შ. ბავშვთა) დღის ცენტრის შემთხვევაში, 18 ლარზე - მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა შემთხვევაში, ხოლო 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში, გადასარიცხი თანხის ოდენობა მცირდება წინა თვეში ნებისმიერი მიზეზით (გარდა არდადეგებისა) გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით ვაუჩერის დღიური ანაზღაურების ოდენობის ნახევარზე, თუ გაცდენილ დღეთა რაოდენობა 5 ან 5-ზე ნაკლებია, ხოლო, თუ წინა თვეში გაცდენილ დღეთა რაოდენობა 5-ზე მეტია, მიმდინარე თვეში ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ანაზღაურებისათვის ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა მცირდება წინა თვეში გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით ვაუჩერის დღიური ანაზღაურების ოდენობაზე;
ბ) მიმწოდებელი ვალდებულია, არა უგვიანეს მომსახურების გაწევის თვის 15 რიცხვის ჩათვლით, სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების წინა თვეში შესაბამისი დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით;
გ) მიმწოდებლის მიერ გამოცხადებული არდადეგების დღეები არ ანაზღაურდება;
დ) ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.“.
2. 1.6 დანართის მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ დადგენილების 1.6.1, 1.6.2, 1.6.3, 1.6.4 და 1.6.5 დანართებით გათვალისწინებული კომპონენტების ფარგლებში, ასევე წინა წლებში შესყიდული და/ან ვაუჩერით დაფინანსებული, აგრეთვე დონორული ან სხვა წყაროებიდან მიღებული დამხმარე საშუალებების ბენეფიციარებისათვის განაწილების ან შესაბამისი ვაუჩერების გაცემის მიზნით, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - ბრძანებით სააგენტოში იქმნება სპეციალური კომისია (შემდგომში - კომისია).“;
ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დამხმარე საშუალების შესყიდვის/მიღების შემთხვევაში - შესაბამისი საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი პირის რეკვიზიტები და ამ პირისადმი მიმართვის ვადა.“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი