,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2016 წლის 1 ივლისი
ქ. ლაგოდეხი
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №60 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 05/01/2016,010250050.35.167.016248).
მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
,,მუხლი 7. სოციალური დახმარების დაფინანსება
პროგრამის დაფინანსების წყაროა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისათვის გათვალისწინებულია დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
508238 (ხუთას რვა ათას ორას ოცდათვრამეტი) ლარი.“.
მუხლი 3🔗
,,დანართი №2
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის პროგრამის 2016 წლის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა
დასახელება
სოციალური დახმარების
მოცულობა /ლარი/
რეალიზაციის ვადა
ერთ ბენეფიციარზე
სულ
1
უფასო კვების
ობიექტის დაფინანსება
60000 ლარი
ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად
2
საზოგადოებრივი ჯანდაცვის
დაფინანსება
99950 ლარი
ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად
3
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება, მათ შორის:
157500 ლარი
90 გაიხარჯა
სამედიცინო კვლევებისა და
სტაციონარული მომსახურების
თანადაფინანსება
არაუმეტეს 1000 ლარი
პროგრამის შესაბამისად წელიწადში ერთხელ
ჰემოდიალიზზე მყოფ მოქალაქეთა სოციალური დაცვა
100 ლარი
ყოველთვიურად
გაუსაძლის პირობებში მცხოვრები ან სტიქიის შედეგად და უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახთა საცხოვრებელი პირობების
გაუმჯობესების ხელშეწყობა (ბინის ქირა)
არაუმეტეს 100 ლარი ყოველთვიურად
წლის განმავლობაში
ობოლი და მარჩენალდაკარგული ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი შვილი
8 ლარი ყოველთვიურად
პროგრამის შესაბამისად
ობოლი და მარჩენალდაკარგული ბავშვთა ოჯახი რომელსაც ჰყავს ორი და მეტი არასრულწლოვანი შვილი
12 ლარი ყოველთვიურად
პროგრამის შესაბამისად
მარტოხელა მშობელი, რომელსაც
ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი
8 ლარი ყოველთვიურად
პროგრამის შესაბამისად
100 წლის და მეტი ასაკის მქონე
მოხუცთა ერთჯერადი ფულადი დახმარება
200 ლარი
წელიწადში ერთხელ
უდედმამო ბავშვთა ოჯახი
50 ლარი
ყოველთვიურად
უმწეო ხანდაზმულთა სოციალური
რეაბილიტაციის პროგრამის თანადაფინანსება
47788 ლარი
ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად
4
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ფულადი დახმარება.
20000 ლარი
პროგრამის შესაბამისად
8 ლარი ყოველთვიურად
სადღესასწაულო საჩუქრები
5
მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
80000 ლარი
მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი,ფულადი დახმარება
300 ლარი
წელიწადში ერთხელ
მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ საშიშ-გაუსაძლის პირობებში
არაუმეტეს 500 ლარი
წელიწადში ერთხელ
ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება პირველ და მეორე ბავშვზე
200 ლარი
დაბადებიდან 6 თვის ვადაში
6
იძულებით გადაადგილებულ
პირთა (დევნილთა) დახმარება
10000 ლარი
პროგრამის შესაბამისად
7
სამშობლოს დასაცავად მებრძოლთა ოჯახებისა და ვეტერანების ინტერესების დაცვა
დაკრძალვის სარიტუალო
ხარჯებისათვის
250 ლარი
5000 ლარი
პროგრამის შესაბამისად
სადღესასწაულო ღონისძიებების
დაფინანსება
5000 ლარი
პროგრამის შესაბამისად
8
უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ფულადი დახმარება (სარიტუალო ხარჯებისათვის)
250 ლარი
3000 ლარი
პროგრამის შესაბამისად
9
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სათბობით უზრუნველყოფა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში
20000 ლარი
პროგრამის შესაბამისად
სულ:
508238 ლარი
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ბარბაქაძე