„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონი
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 244) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:🔗
1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:
ა) 31 პუნქტი:
„31. ყველა პირი, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელებასთან, ვალდებულია შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტი − საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმები.“;
ბ) 32 პუნქტი:
„32. ამ მუხლის 31 პუნქტში მითითებული პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და, საქმიანობის დაწყების, შეწყვეტის ან/და საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.“.
2. 36-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა, მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ პირთა მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის 31 და 32 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლი;“.
3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 452 მუხლი:
„მუხლი 452. საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებლად რეგისტრაცია გარდამავალ პერიოდში
1. ყველა პირი, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელებასთან, ვალდებულია 2016 წლის 1 ოქტომბრამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.
2. საქართველოს მთავრობამ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, 2016 წლის 1 ოქტომბრამდე შეიტანოს ცვლილება „ტექნიკური რეგლამენტი − საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში.“.
მუხლი 2🔗
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 2 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,24 ივნისი 2016 წ.
N5571-IIს
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 5. მოსახლეობისა და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში
- მუხლი 36. მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში
- მუხლი 452. საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებლად რეგისტრაცია გარდამავალ პერიოდში
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.06.2016.
- როდის იქნა მიღებული „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.06.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5571-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 470000000.05.001.018215.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.06.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5571-IIს, 24.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 470000000.05.001.018215 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.06.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3327755/