,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.109.016196
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2016 წლის 4 ივლისი

ქ. მარტვილი

,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1

,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების  დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 3 სექტემბრის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.109.016109) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა)
მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე.ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ე.ზ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე.ზ1) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“;

ბ)
მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ვ1“   ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ1) ,,სამოქალაქო  აქტების  შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით  ახორციელებს  დაბადების რეგისტრაციის თაობაზე (თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე) შეტყობინების  მიწოდებას, გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენასა  და გაცემას,  პირის  გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის სამოქალაქო  აქტების რეგისტრაციის ორგანოში გაგზავნას.“.

მუხლი 2
1.
ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების ,,ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2.
ამ დადგენილების ,,ბ“ ქვეპუნქტი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 3 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია