„სახელმწიფო ორგანოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 29.12.2009
ძალის დაკარგვა 11.10.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №246
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 159, 30/12/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„სახელმწიფო ორგანოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt .75in .5in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №246
2009 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ორგანოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს სახელმწიფო ორგანოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
სახელმწიფო ორგანოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი (შემდგომში – წესი)
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა (შემდგომში – სახელმწიფო ორგანოები) და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების (შემდგომში – ქონება) სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს.
2. ეს წესი არ ვრცელდება მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებებზე, შემოქმედებით კავშირებსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიაზე, აგრეთვე იმ პირებზე, რომელთათვისაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემა გათვალისწინებულია „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 2🔗. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მოთხოვნის წარმდგენი
სახელმწიფო ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მოთხოვნის წარმდგენები შეიძლება იყვნენ:
ა) სახელმწიფო ორგანოები;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირები.
მუხლი 3🔗. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი
1. ქონება სახელმწიფო ორგანოებს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს სარგებლობის უფლებით შეიძლება გადაეცეთ უსასყიდლოდ, ვადით ან უვადოდ.
2. სახელმწიფო ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემა ხდება ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულებით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – აუდიტორული დასკვნის საფუძველზე.
3. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისა და ამ უფლების შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის ხარჯებს ანაზღაურებენ ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
მუხლი 4🔗. ქონების სახელმწიფო ორგანოსათვის სარგებლობაში პირველადი გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენა, განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
1. სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართავს განცხადებით სარგებლობაში გადაუცემელი ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის (შემდგომში – პირველადი გადაცემა) შესახებ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო განცხადების წარდგენიდან 2 კვირის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემის რეგისტრაციის საფუძველია, – ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უარის თქმის შემთხვევაში ქონების გადაცემის საკითხს სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართვის საფუძველზე განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. თუ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო 2 კვირის ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია, მიმართოს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს ქონების სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემის რეგისტრაციის მოთხოვნით.
2. განცხადება უნდა შეიცავდეს სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასახელებას და დასაბუთებულ მოთხოვნას ქონების გადაცემის თაობაზე. განცხადებას თან უნდა ახლდეს სარგებლობაში გადასაცემი ქონების მონაცემები (საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან – უძრავი ქონების შემთხვევაში) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ წარდგენილი განცხადების შემთხვევაში – სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა.
3. ქონების სახელმწიფო ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის პირველადი გადაცემა ხორციელდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წერილობითი თანხმობით.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ ქონების სახელმწიფო ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე წერილობითი თანხმობა უნდა შეიცავდეს:
ა) ქონების მიმღები სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასახელებას;
ბ) ქონების დასახელებასა და დახასიათებას;
გ) ქონების სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემის ვადას;
დ) გადაცემის სხვა პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მუხლი 5🔗. სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის მის სარგებლობაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ სხვა სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართვის წარდგენა
1. ქონების გადაცემის მოთხოვნით სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის მიმართვის უფლება აქვთ სახელმწიფო ორგანოებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.
2. სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემული, ან მის ბალანსზე რიცხული ქონების სარგებლობაში გადაცემის მოთხოვნით მიმართავს მოსარგებლე სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.
3. მიმართვა უნდა შეიცავდეს სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასახელებას და დასაბუთებულ მოთხოვნას ქონების გადაცემის თაობაზე. მიმართვას თან უნდა ახლდეს ქონების მონაცემები (საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან – უძრავი ქონების შემთხვევაში) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ წარდგენილი მიმართვის შემთხვევაში – სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა.
მუხლი 6🔗. სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მისთვის სარგებლობაში გადაცემული ან მის ბალანსზე რიცხული ქონების სხვა სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
1. სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების სხვა სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემის მოთხოვნით მიმართვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას წერილობით მოთხოვნილი ქონების გადაცემის თაობაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ამ სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს შორის ქონების გადაცემის თაობაზე ადრე დადებული ხელშეკრულების ან შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში უფლების რეგისტრაციის საფუძველია.
2. ქონების სახელმწიფო ორგანოთა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთათვის სარგებლობაში გადაცემის მიზნით სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობა (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) უნდა შეიცავდეს:
ა) ქონების მიმღები სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასახელებას;
ბ) ქონების დასახელებასა და დახასიათებას;
გ) ქონების სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემის ვადას;
დ) გადაცემის სხვა პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი უძრავი ნივთის სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე ვალდებულია გადაცემიდან არა უგვიანეს 1 თვისა ინფორმაცია წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი მის სარგებლობაში არსებულ ქონებას სახელმწიფო ორგანოს ან სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით.
მუხლი 7🔗. ქონების, რომლის მესაკუთრე დაუდგენელია, სახელმწიფო ორგანოსათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა
1. თუ ვერ დგინდება ქონების მესაკუთრე, სახელმწიფო ორგანო (გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსი) ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართავს განცხადებით ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც სახელმწიფო ორგანოს მიერ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქონების სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვისა და ამავე სახელმწიფო ორგანოსათვის სარგებლობაში გადაცემის რეგისტრაციის თაობაზე მიმართვის საფუძველია, – ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე.
2. თუ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილი არიან, მიმართონ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვისა და ამავე სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემის რეგისტრაციის მოთხოვნით.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი წარადგენს ქონების სარეგისტრაციო დოკუმენტაციას (საკადასტრო აზომვით ნახაზს, ტექნიკურ პასპორტს და სხვ.).
მუხლი 8🔗. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ სარგებლობის უფლებით მოთხოვნილი ქონების საკუთრებაში გადაცემა
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართავს განცხადებით ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო წერილობითი განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც სახელმწიფო ორგანოს (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო) მიერ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქონების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე მიმართვის საფუძველია, – ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე. თუ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო დადგენილ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია, მიმართოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის მოთხოვნით.
მუხლი 9🔗. ქონების გადაცემა
1. ქონების სახელმწიფო ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. აკრძალულია სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების იპოთეკით დატვირთვა, დაგირავება, სერვიტუტით დატვირთვა, უძრავ ნივთზე სხვაგვარი განკარგვითი გარიგების დადება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომელიც იწვევს ქონების მესაკუთრის შეცვლას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. ქონების სახელმწიფო ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემისას, გარდა პირველადი გადაცემისა, ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც უნდა გაფორმდეს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 1 თვისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო უფლებამოსილია, მიმართოს სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობის უფლებით გადაცემული უძრავი ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნით, თუ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული იქნება გადაწყვეტილება აღნიშნული ნივთის პრივატიზების თაობაზე.