„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №146 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №146 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №305
2016 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №146 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №146 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/02/2014, 040030000.10.003.017765) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1.მე-2 მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა კრიზისული ცენტრის მომსახურებით უზრუნველყოფა;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა რეაბილიტაცია და დახმარება.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა თავშესაფრით (მსხვერპლზე/დაზარალებულზე დამოკიდებულ პირებთან ერთად), იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო, საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის და/ან სხვა სახის მომსახურებით უზრუნველყოფა;“;
ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა იურიდიული, ფსიქოლოგიური დახმარებითა და სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით უზრუნველყოფა;“;
გ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“, „ვ2“ და „ვ3“ ქვეპუნქტები:
„ვ1) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა თავშესაფრით (მსხვერპლზე/დაზარალებულზე დამოკიდებულ პირებთან ერთად) ან კრიზისული ცენტრით და იქ არსებული მომსახურებებით (სამართლებრივი დახმარება, ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია, სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით უზრუნველყოფა, ოჯახსა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა და/ან სხვა სახის მომსახურება) უზრუნველყოფა;
ვ2) ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა (მასზე დამოკიდებულ პირებთან ერთად) კრიზისული ცენტრით და იქ არსებული მომსახურებებით (სამართლებრივი დახმარება, ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია, პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ორგანიზება/მიღება) უზრუნველყოფა;
ვ3) საჭიროების შემთხვევაში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა/ დაზარალებულთა/სავარაუდო მსხვერპლთა თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფა;“;
დ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა, ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა, ასევე მათზე დამოკიდებულ პირთა, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა (შემდგომში – ფონდის ბენეფიციარი) პატივისა და ღირსების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა;“;
ე) „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) დაკისრებული მიზნების მისაღწევად, ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების, ასევე სტრუქტურული (თავშესაფრების, კრიზისული ცენტრების) და ტერიტორიული ერთეულების (ფილიალების) შექმნა, გარდაქმნა და ლიკვიდაცია;
ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სტრუქტურული (თავშესაფრების, კრიზისული ცენტრების) და ტერიტორიული ერთეულების (ფილიალების) საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია, მართვა და კონტროლი;“.
3. მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ფონდი დაკისრებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და სტრუქტურული (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი) და ტერიტორიული (ფილიალი) ერთეულების მეშვეობით.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ პუნქტი:
„21. ფონდის ცენტრალური აპარატის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს დირექტორი.“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სტრუქტურული ერთეულის (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი) სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება შინაგანაწესით, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს დირექტორი.“;
დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სტრუქტურულ (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი) და ტერიტორიულ (ფილიალი) ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.
4. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს ფონდის დირექტორი, ფონდის სტრუქტურული ერთეულის (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი) ხელმძღვანელი ან ფონდის სხვა თანამშრომელი.“.
5. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, აუქმებს ან ცვლის ფონდის დირექტორის მოადგილ(ეებ)ის, სტრუქტურული (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი) და ტერიტორიული (ფილიალი) ერთეულების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;“;
ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ამტკიცებს ფონდის ცენტრალური აპარატის დებულებას, სტრუქტურული ერთეულის (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი) შინაგანაწესსა და ტერიტორიული ერთეულის (ფილიალი) დებულებას;“;
გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) ახორციელებს ფონდის ცენტრალური აპარატის, სტრუქტურული (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი) და ტერიტორიული (ფილიალი) ერთეულების საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს;“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი