შპს „ხაგი“-ს განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შპს „ხაგი“-ს განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
საქმე
№
2/16207-16
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების
წარმოებაში მიღების შესახებ
2016 წლის
27 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „ხაგი”
წარმომადგენელი: როინ მიგრიაული
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ხაგის” (ს/კ 404965560) წარმომადგენელმა
როინ მიგრიაულმა და განმარტა, რომ მოვალეს შეჩერებული აქვს სამეწარმეო საქმიანობა, ფინანსური სიძნელეების გამო ვერ უზრუნველყოფს ვადამოსული ვალდებულებების შესრულებას. მოვალეს არ გააჩნია საკმარისი ქონება, რომლის რეალიზაციითაც ის შეძლებდა კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფლებას. მოვალეს არ გააჩნია არც უძრავი ქონება და არც სატრანსპორტო საშუალებები. ამასთან, მოვალე არ წარმოადგენს არც ერთი საზოგადოების წილობრივ მონაწილეს/პარტნიორს. მოვალეს გააჩნია მხოლოდ მოძრავი ქონება - სპორტული საქონელი, რომელთა ღირებულება ჯამში შეადგენს 22 101 ლარს. აღნიშნული ქონება დაყადაღებულია შემოსავლების სამსახურის მიერ და მისი რეალიზაცია მოთხოვნილია სასამართლოს გზით. მოვალეს არ გააჩნია ასევე ფულადი სახსრები საბანკო ანგარიშებზე.
შპს „ხაგის” კრედიტორული დავალიანება შეადგენს 76 547,60 ლარს. კერძოდ, მოვალეს ჰყავს ოთხი კრედიტორი: სსიპ შემოსავლების სამსახური, რომლის მიმართ დავალიანება შეადგენს 51 669,44 ლარს; შპს ,,პრემიერ აუდიტი” (ს/ნ 200033980), რომლის მიმართ დავალიანება შეადგენს 1 000 ლარს; რომელიც წარმოიშვა 2012 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე; გიორგი გოგოლაძე (პ/ნ 01008010408), რომლის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანებაც შეადგენს 18 758,11 ლარს; ხათუნა ხვადაგიანის (პ/ნ 01024045075) სახელფასო დავალიანება, რომლის ოდენობაც შეადგენს 5 120,05 ლარს. შპს ,,ხაგის” ჰყავს უზრუნველყოფილი კრედიტორი - სსიპ შემოსავლების სამსახური. განცხადების აღძვრის მომენტისათვის შპს ,,ხაგის” არ ჰყავს დებიტორები.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის საფუძველზე მოვალემ მოითხოვა საწარმოს გაკოტრება და მისი რეგისტრაციის გაუქმება.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე დართულ დოკუმენტებს და მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს შპს „ხაგის” (ს/კ 404965560)
მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების „გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისშესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და შესაბამისად, განცხადება ექვემდებარება წარმოებაში მიღებას.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, თუ სასამართლოს ეჭვი შეეპარა მოვალის ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მითითებისა და მტკიცებულების ნამდვილობაში ან მიიჩნია, რომ მოვალის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ვერ ადასტურებს მოვალის მითითებას, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლო უფლებამოსილია ამ კანონის მე-19 მუხლით დადგენილი წესით გამოიტანოს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი მიუთითებს საწარმოს აქტივზე, რომლის ღირებულებაც განმცხადებლის მითითებით აღემატება 20 000 ლარს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს შპს „ხაგის” (ს/კ 404965560)
განცხადების წარმოებაში მიღების საფუძვლები.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7-8, მე-14, მე-15, მე-18, 21-ე, 22-ე, 24-ე, 25-27-ე, 29-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დაადგინა
:
1. შპს „ხაგის” (ს/კ 404965560)
განცხადება მის მიმართ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების. წარმოებაში დაწყების თაობაზე მიღებულ იქნეს სასამართლო
2. შპს „ხაგის” (ს/კ 404965560)
მეურვედ დაინიშოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. აეკრძალოს შპს „ხაგის” (ს/კ 404965560)
ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.
4. შეჩერდეს შპს „ხაგის” (ს/კ 404965560)
მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.
5. აიკრძალოს გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე არსებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.
6. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ, დაუყოვნებლივ შეატყობინოს მოვალეს მის მიმართ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე, კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება.
7. განემარტოს შპს „ხაგის” (ს/კ 404965560)
რომ ის ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები შპს “ხაგის” (ს/კ 404965560)
მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.
9. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნას 2016 წლის 3 აგვისტოს, 12 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6, დარბაზი №23). კრედიტორთა პირველი კრების დღის წესრიგია: ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი; ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; გ) გაკოტრების მმართველის დანიშვნა.
11. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებ. გვერდზე. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვე სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზეც.
12. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ბესიკ სისვაძე