„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 დეკემბრის N199/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№74/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.017148
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 დეკემბრის N199/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება
№74/ნ

2016 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 დეკემბრის №199/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე  ვბრძანებ:

მუხლი 1🔗

შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 დეკემბრის №199/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge., 06/12/2013 სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016719) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების:

1. მე-5 მუხლის:

ა) „ბ“-„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება;

გ) პროფესიული განათლების მართვის სფეროში ეროვნული და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების განხორციელების კოორდინაცია;

დ) პროფესიული განათლების განვითარების მიზნით ღია კონკურსების ორგანიზება, პროექტების შეფასებაში მონაწილეობა და მათი განხორციელების კონტროლი;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა,  ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს განვითარებასა და დანერგვაში მონაწილეობა;“

გ) ,,ზ“ და „ი“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის განხორციელების მიზნით;“;

ე) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი:
„ნ1) პროფესიული განათლების სფეროში სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების -საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობის კოორდინაცია.“.

2. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) სპეციალისტი.“.

3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის:

ა)  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პროფესიული განათლების სფეროში არსებული პრობლემების ანალიზი და ამ პრობლემათა აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის, სტრატეგიისა და პროგრამების განხორციელების ანალიზსა და შეფასებაში მონაწილეობა;";

გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) პროფესიული განათლების სფეროს ირგვლივ ჩამოყალიბებულ კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებში, ასევე  უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა.“.

4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საინფორმაციო ცენტრების კოორდინაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა რეგისტრაციის პერიოდში;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“- „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორების იდენტიფიკაცია და სეგმენტაცია;

ბ) სოციალური პარტნიორობის მექანიზმების განსაზღვრა და ამ მექანიზმების მუშაობის ხელშეწყობა;

გ) პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორების საქმიანობის კოორდინაცია;“;

ბ)  „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) პროფესიული განათლების სფეროში კერძო სექტორის ჩართვის მექანიზმების შემუშავება;

ი) პროფესიული განათლების ვებპორტალის ადმინისტრირება;“;

დ) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2🔗

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 დეკემბრის N199/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.07.2016.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 დეკემბრის N199/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 დეკემბრის N199/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.07.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №74/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.022.017148.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 დეკემბრის N199/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 დეკემბრის N199/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 დეკემბრის N199/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.07.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 დეკემბრის N199/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №74/ნ, 06.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017148 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.07.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3328407/