,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2016 წლის 1 ივლისი
ქ. ქარელი
,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1🔗
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №21 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” www.matsne.gov.ge, 21/07/2014; 010260030.35.144.016154) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე.ვ1“ ქვეპუნქტი:
,,ე.ვ1)კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;“
;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. გამგებლის წარმომადგენელი:
ა) გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ბ) გამგებლის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;
გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
დ) გამგებლის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;
ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ხელმოწერითა და ბეჭდით ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, ასევე შეტყობინებებს დაბადებისა და გარდაცვალების ფაქტის შესახებ;
ვ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;
ზ) დაბადების რეგისტრაციის თაობაზე მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, დაბადების რეგისტრაციის არარსებობის თობაზე შეტყობიდან, ან, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ –
დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ბავშვის დაბადების თაობაზე შეტყობიდან 1 თვის ვადაში;
თ) პირის გარდაცვალების თაობაზე ადგენს ოქმს პირის გარდაცვალების შესახებ და გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში; პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ საკმარისი და უტყუარი ინფორმაციის არარსებობისას, ოქმის შედგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, ატყობინებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების ფაქტის თობაზე ოქმის შედგენის გარეშე;
ი) აწარმოებს შემოსული განცხადებებისა, გასული ცნობების და მიმრთვების რეესტრს, რომელზეც ანგარიშს ასლებთან ერთად კვარტალში ერთხელ, მომდევნო კვარტალის პირველი თვის 5 რიცხვამდე წარუდგენს გამგებელს;
კ) გამგებლის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
,,5) გამგებლის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი, რომელიც გამოიყენება წარმომადგენლისათვის ამ დებულების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების განსახორციელებლად.“
;
დ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 371 მუხლი:
,, 371 მუხლი. გამგეობის კომისიების ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი
ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე.ვ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიები, კანონით ან უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, უფლებამოსილი არიან, გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება;“;
ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 38. გამგეობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება
1.გამგეობის თანამდებობის პირების და ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე.ვ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.
2. გამგეობის თანამდებობის პირის (გარდა მუნიციპალიტეტის გამგებლისა) და სხვა მოხელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება გამგებელთან და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.07.2016.
- როდის იქნა მიღებული „,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“?
- „,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 01.07.2016. მიმღები ორგანო — ქარელის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 010260030.35.144.016254.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.07.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“, №12, 01.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.144.016254 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.07.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3328430/