ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.07.2016
ძალის დაკარგვა 20.04.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი პროგრამა/
ქვეპროგრამა
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/07/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| პროგრამული კოდი | პროგრამა/ ქვეპროგრამა |
| წლიური გეგმა | I |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 13.04.2018
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
2016 წლის 1 ივლისი
ქ. გორი
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი“, დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ფორმა დამტკიცდეს დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში, დანართი 3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია მეტრეველი
დანართი 1
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების
საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის
გადანაწილების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი (შემდგომში –
წესი), შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე.
2. წესი განსაზღვრავს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მექანიზმს.
მუხლი 2🔗.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების ძირითადი პრინციპები
1. ერთი პრიორიტეტიდან მეორე პრიორიტეტზე ასიგნების გადანაწილება (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდისა, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებისა) შეიძლება დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით.
2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებს და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდისა, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებისა) და ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში –
მერი) სამართლებრივი აქტის –
ბრძანების საფუძველზე.
4. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების, კოდის შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში.
5. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, მერი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამული კოდის ან/და პროგრამის დამატება) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ ურაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან მერის სამართლებრივი აქტის –
ბრძანების საფუძველზე გამოყოფილი თანხებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება განხორციელდეს ბიუჯეტის მორიგი ცვლილებებისას.
7. იმ შემთხვვაში, თუ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში კვარტლებს შორის ასიგნებების გადანაწილებით არ იცვლება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებით განსაზღვრული ასიგნებების წლიური მოცულობა, კვარტალებს შორის თანხების გადანაწილებას ახორციელებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, შესაბამისი სამსახურების მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 3🔗.
ქალაქ გორის მუნიხიპალტიეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება
1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, მერიის შესაბამისი სამსახური ან ადგილობრივი საბიუჯეტო ორგანიზაცია, წერილობით მიმართავს ქალაქის მერს, ასიგნების გადანაწილების თაობაზე. წარდგენილ მოთხოვნაში მოყვანილი უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნების გადანაწილებისა და მათზე ვალდებულებების აღების არარსებობის თაობაზე.
2. მოთხოვნა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს მერიის შესაბამისი სამსახურისგან წარედგინება წერილობითი სახით, ხოლო მხარჯავი ორგანიზაციის შემთხვევაში მერიის შესაბამისი სამსხურისთვის წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის და ამ სამსახურის წერილობითი რეკომენდაციის საფუძველზე. მათვე ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე.
3. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, მერს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი ან/და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი) ასიგნების გადანაწილების თაობაზე.
4. გადანაწილების თაობაზე მერის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მერი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, ხოლო გადანაწილებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ შესაბამის სამსახურს და საბიუჯეტო ორგანიზაციას ეცნობება წერილობით.
5. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილებაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას. ახორციელებს ცვლილებას დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტში და ელექტრონული ფორმით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში.
6. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ასიგნების საფუძველს წარმოდგენს მერის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი –
ბრძანება.
7. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ელექტრონული ფორმით ასევე ზუსტდება ბიუჯეტის სარეზერვო ფონდით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გამოყოფა ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
დანართი 2
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის
გეგმის ცვლილების ცნობა №
201 წლის „------“ „----------------------“
-----------------------------------------------------------------------------------
(საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, პროგრამული კოდი)
-------------------------------------------------------------------------------------------------
(ცვლილების საფუძველი: დადგენილება, განკარგულება, ბრძანება, გადაწყვეტილება)
ცვლილების შინაარსი
პროგრამული
კოდი
პროგრამა/
ქვეპროგრამა
საბიუჯეტო
კლასიფიკაციის
მუხლი
ცვლილების თანხა +/-
მათ შორის, კვარტალების მიხედვით
წლიური
გეგმა
I
II
III
IV
დაფინანსების ან მიმართვის წყარო
1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებიდან;
2. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან;
3. წინა წლების დავალიანების დაფარვა;
4. დანარჩენი ცვლილება.
დანართი 3
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტის დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში
1.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (შემდგომ –
ა(ა)იპ) ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე.
2.
ეს წესი არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობით განხორციელებული ცვლილების ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში ასახვის წესს, ასევე, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებში თანხების ასახვის და მათ შორის გადანაწილების მექანიზმებს, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღბული სახსრების ნაწილში.
3.
ეს წესი ადგენს მხოლოდ ბიუჯეტის დაზუსტების პროცედურულ საკითხებს, ხოლო ბიუჯეტის დაზუსტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად შესაბამისი იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით.
4.
ა(ა)იპ-ი მოთხოვნას, მისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში ასიგნებების გადანაწილების თაობაზე ცვლილების შეტანის შესახებ, მერიის შესაბამისი სამსახურისთვის სათანადო არგუმენტაციით და შესაბამისი დასაბუთებით წარდგენილი მოთხოვნით და ამ სამსახურის წერილობითი რეკომენდაციით, წარუდგენს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, რომელიც ხარჯთაღრიცხვის ცვლილების შესაბამისი ელექტრონული ცნობით, ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში.
5.
განხორციელებული ცვლილებები ა(ა)იპ-ებისთვის ხელმისაწვდომი ხდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.