1. საჰაერო ხომალდები იყოფა სამოქალაქო, სახელმწიფო და ექსპერიმენტულ ხომალდებად.
2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდებს განეკუთვნება ხომალდი, რომელიც რეგისტრირებულია სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ან ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში.
3. სახელმწიფო საჰაერო ხომალდებს განეკუთვნება ხომალდები, რომლებიც გამოიყენება სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საბაჟო მიზნებისათვის და შეტანილია სახელმწიფო საჰაერო ხომალდების რეესტრში.
4. საჰაერო ხომალდი არის ექსპერიმენტული, თუ იგი გამოიყენება საცდელი, ექსპერიმენტულ-საკონსტრუქტორო ან სამეცნიერო-კვლევითი ფრენის შესრულების მიზნით.
საქართველოს 2013 წლის 27 დეკემბრის კანონი №1900 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3954 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3269 – ვებგვერდი, 04.07.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.06.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 15.06.2023 კანონი №3269
- 08.07.2015 კანონი №3954
- 27.12.2013 კანონი №1900
წინა რედაქცია (21.11.1996 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21. საჰაერო ხომალდების კლასიფიცირება 1. საჰაერო ხომალდები იყოფა სამოქალაქო, სახელმწიფო და ექსპერიმენტულ ხომალდებად. 2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდებს განეკუთვნება ხომალდები, რომლებლიც შრეგისტანრირებულია სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ან ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში. 3. სახელმწიფო საჰაერო ხომალდებს განეკუთვნება ხომალდები, რომლებიც გამოიყენება სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საბაჟო მიზნებისათვის და შეტანილია სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში. 4. საჰაერო ხომალდი არის ექსპერიმენტული, თუ იგი გამოიყენება საცდელი, ექსპერიმენტულ-საკონსტრუქტორო ან სამეცნიერო-კვლევითი ფრენის შესრულების მიზნით.