1. უსაფრთხოების მითითება არის სააგენტოს მიერ გამოცემული (ზეპირად ან წერილობით) ან აღიარებული დოკუმენტი, რომელიც გამოიცემა/აღიარებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ საფრთხე ექმნება ფრენის უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, და რომელიც მიმართულია საავიაციო უსაფრთხოების აღდგენისკენ.

2. შესაბამის იურიდიულ ან ფიზიკურ პირს ეგზავნება წერილობითი უსაფრთხოების მითითება, რომელშიც ასახულია სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია:

ა) საფრთხის აღწერა;

ბ) იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც შეეხება უსაფრთხოების მითითება;

გ) განსახორციელებელი (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში − დაუყოვნებლივ განსახორციელებელი) მოქმედებების ჩამონათვალი და მათი განხორციელების საჭიროების დასაბუთება;

დ) განსახორციელებელი მოქმედებების განხორციელების ვადები;

ე) უსაფრთხოების მითითების ძალაში შესვლის თარიღი.

3. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც საჭიროა დაუყოვნებლივ მოქმედება, უსაფრთხოების მითითება გამოიცემა ზეპირად, ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული ინფორმაციის გათვალისწინებით. უსაფრთხოების მითითება გონივრულ ვადაში წერილობით ფორმდება.

4. იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც შეეხება უსაფრთხოების მითითება, ვალდებულიადადგენილ ვადაში უზრუნველყოს უსაფრთხოების მითითების შესრულება.

5. გამოცემული/აღიარებული უსაფრთხოების მითითების შესრულებას ზედამხედველობს სააგენტო.

საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

თავი III. საჰაერო სივრცე და სააერნაოსნო მომსახურება

საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018