სს ,,საქწყალპროექტი"-ს განცხადება აქციონერთა საერთო კერების მოწვევის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს ,,საქწყალპროექტი"-ს განცხადება აქციონერთა საერთო კერების მოწვევის თაობაზე
განცხადება
სააქციო საზოგადოება „საქწყალპროექტის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება „საქწყალპროექტის“ სამეთვალყურეო საბჭო იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2016 წლის 2 აგვისტოს, დღის 15 საათზე, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, მოსაშვილის ქ. №11.
სს „საქწყალპროექტის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2016 წლის 6 ივლისი.
დღის წესრიგი:
1. სს „საქწყალპროექტის“ სამეთვალყურეო საბჭოს არჩევა.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „საქწყალპროექტის“ დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა, წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან:
- ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2016 წლის 6 ივლისის მდგომარეობით.
აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „საქწყალპროექტის“ რეგისტრატორთან - სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მოსაშვილის. №11, ტელ.: 222-53-51, 225-15-60.
გენერალური დირექტორი ნინო ფალავანდიშვილი