⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (21.03.2024)
გაუქმებულია:

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 06.07.2016
ძალის დაკარგვა 21.03.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №70/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016198
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/07/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,756 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.07.2016 მიღება
21.03.2024 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
პირი
როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი
მუხლი 2
რეზიდენტი ფიზიკური პირი
საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე ინდივიდუალური მეწარმე
მუხლი 2
არარეზიდენტი ფიზიკური პირი
უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე, მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ
მუხლი 2
რეგისტრირებული
შექმნილი – იურიდიული პირის შემთხვევაში, მოქალაქეობის მქონე – ფიზიკური პირის შემთხვევაში
მუხლი 2
პარტნიორი
საკრედიტო კავშირის წევრი, რომელსაც აქვს საკრედიტო კავშირის წესდებით გათვალისწინებული უფლებებები და მოვალეობები
მუხლი 2
კლიენტი
პარტნიორი ან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირი
მუხლი 2
საბლანკო სესხი
სესხი, რომლისთვისაც არ არსებობს გირაო ან იპოთეკა, ან თუ არსებობს, მას არ გააჩნია საბაზრო ღირებულება, ან ღირებულების მიუხედავად, იგი არ არის სწორად რეგისტრირებული
მუხლი 2
ოჯახის წევრი
პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №70/04 2016 წლის 6 ივლისი ქ. თბილისი არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის თანდართული წესი დანართ №1-თან ერთად. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესი მუხლი 1🔗. წესის მიზანი და მოქმედების სფერო 1. ,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესი“ (შემდგომში – წესი) მოიცავს ამ ბრძანების დანართი №1-ით გათვალისწინებული ,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების  უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების“ (შემდგომში – ანგარიშგება) ცალკეული ველების შევსების პრინციპებს, რომლებიც საჭიროებს განმარტებას, ასევე არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის მიერ დამატებით მოსაწოდებელი ინფორმაციის წარმოდგენის წესს. 2. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დისტანციური ზედამხედველობის (შედგომში – დისტანციური ზედამხედველობა) მიზანია, საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ დადგენილი წესით, შეფასდეს კონკრეტულ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში – საკრედიტო კავშირში (შემდგომში – საკრედიტო კავშირი) არსებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები, ასევე, საკრედიტო კავშირის შიდა კონტროლის სისტემის ადეკვატურობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გატარდეს შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები. 3. დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოში მოქმედი საკრედიტო კავშირები ეროვნულ ბანკს აწვდიან ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას დადგენილი ფორმითა და ვადებში. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პირი – როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი; ბ) რეზიდენტი ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე ინდივიდუალური მეწარმე; გ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე, მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ; დ) რეგისტრირებული – შექმნილი – იურიდიული პირის შემთხვევაში, მოქალაქეობის მქონე – ფიზიკური პირის შემთხვევაში; ე) პარტნიორი –  საკრედიტო კავშირის წევრი, რომელსაც აქვს საკრედიტო კავშირის წესდებით გათვალისწინებული უფლებებები და მოვალეობები; ვ) კლიენტიპარტნიორი ან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირი; ზ) საბლანკო სესხი – სესხი, რომლისთვისაც არ არსებობს გირაო ან იპოთეკა, ან თუ არსებობს, მას არ გააჩნია საბაზრო ღირებულება, ან ღირებულების მიუხედავად, იგი არ არის სწორად რეგისტრირებული; თ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა. მუხლი 3🔗. ზოგადი დებულებები 1. ანგარიშგების ფორმების ძირითადი ველები ივსება საკრედიტო კავშირის მიერ, ხოლო ცალკეული მათგანი არის დაცული და ივსება საკრედიტო კავშირის მიერ შევსებული ინფორმაციის საფუძველზე ავტომატურად. 2. ანგარიშგება უტყუარად და სრულად უნდა ასახავდეს მოთხოვნილ ინფორმაციას ამ წესის მე-20 მუხლის პირველი პუქტით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით. 3. ანგარიშგება მოიცავს კლიენტსა და საკრედიტო კავშირს შორის საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ გარიგებებს (ოპერაციებს). უცხოურ ვალუტაში განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) შესახებ ინფორმაცია აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში, გარიგების შესრულების თარიღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით. 4. ანგარიშგებაში  სესხების  შემთხვევაში აისახება მხოლოდ ათვისებული თანხების შესახებ ინფორმაცია და არ მოიცავს რესტრუქტურიზებულ სესხებს. სესხის რეფინანსირების შემთხვევაში ფორმაში აისახება რეფინანსირების შედეგად და თავდაპირველად ათვისებულ თანხების ოდენობას შორის სხვაობა. 5. ჯგუფური სესხის შესახებ სასესხო ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, ფორმაში ინფორმაცია აისახება ყველა მსესხებლის შესახებ, ხოლო ათვისებული თანხა მიეთითება ერთ-ერთი მსესხლებლის (რომელიც უფრო მაღალი რისკის მატარებელია) მონაცემებში. 6. ანგარიშგების არცერთ ველში არ აისახება ინფორმაცია საკრედიტო კავშირის მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ კლიენტისგან მიღებული საკომისიოს, ასევე ჯარიმების, საურავების და დარიცხული პროცენტების (სარგებლის) შესახებ.   7. ანგარიშგების ფორმებში დაუშვებელია ქვეფაქტორებში მონაცემების განმეორება, გარდა ამ წესის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 8. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ანგარიშგებაში ფიქსირდება სხვა ქვეყნის მოქალაქედ, ხოლო თუ ორივე შემთხვევაში არის უცხო ქვეყნის მოქალაქე – იმ ქვეყნის მოქალაქედ, რომელიც მეტი რისკის მატარებელია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით.  მუხლი 4🔗. ანგარიშგების ფორმები 1. ანგარიშგება მოიცავს შემდეგ ფორმებს: ა) ინფორმაცია საკრედიტო კავშირის შესახებ (ფორმაN1) ბ) ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ  (ფორმა N2); გ) ინფორმაცია პროდუქტების/გარიგებების შესახებ (ფორმა N3); დ) ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული გარიგებების შესახებ (ფორმა N4); ე) ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობის შესახებ (ფორმა N5); ვ) ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა N6); ზ) ინფორმაცია მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა N7); თ) ინფორმაცია განხორციელებული ინვესტიციების და სასესხო ვალდებულებების შესახებ (ფორმა N8); ი) სტატისტიკური ინფორმაცია ფინანსური მონიტორინგის სამსახურში  გაგაზავნილი ანგარიშგებების  შესახებ (ფორმა N9); კ) ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა N10); ლ) ინფორმაცია სანქცირებული კლიენტების და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა N11); მ) ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა N12); ნ) ინფორმაცია საეჭვო ზონების შესახებ (ფორმა N13); ო) ინფორმაცია რისკის მატარებელი პროდუქტების შესახებ (ფორმა N14). მუხლის 5. ინფორმაცია საკრედიტო კავშირის შესახებ (ფორმა N1) 1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს საკრედიტო კავშირის დასახელებას, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ(ებ)ის (პაის 10%-ის და მეტის მფლობელი პარტნიორი), ბენეფიციარი მესაკუთრე პირ(ებ)ის (პაის 25%-ის და მეტის მფლობელი პარტნიორი), გამგეობის წევრების, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის, საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ფილიალების, ასევე ეროვნული ბანკის ბოლო შემოწმების თარიღის (ადგილზე ინსპექტირების) და მინიჭებული რისკის დონის შესახებ ინფორმაციას. 2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელების, ბენეფიციარი მესაკუთრე პირების, გამგეობის წევრების და მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ ინფორმაციის ასახვისას, მიეთითება საიდენტიფიკაციო მონამცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მოქალაქეობა). 3. საქართველოს ფარგლებს გარეთ ფილიალების არსებობის შემთხვევაში მიეთითება მათი რაოდენობა და ადგილმდებარეობა (ქვეყნების ჩამონათვალი). 4. ფორმაში ინფორმაცია აისახება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული მონაცემების მიხედვით. მუხლი 6🔗.   ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა N 2)    1. ანგარიშგების ფორმა შედგება ფაქტორებისა და ქვეფატორებისგან.  რისკის დონეების და სხვა მახასიათებლების მიხედვით ფორმაში უნდა აისახოს  კლიენტთა რაოდენობისა და მათ მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) მოცულობის შესახებ ინფორმაცია. 2. ანგარიშგების ფორმის შევსების მიზნით, საკრედიტო კავშირმა უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით. 3. ანგარიშგების ფორმა მოიცავს კლიენტთა რაოდენობრივ მაჩვენებელს, მათ შორის, იმ პირების შესახებ ინფორმაციას, რომელთაც საანგარიშო პერიოდში არ განუხორციელებიათ ოპერაცია, ან/და საანგარიშო პერიოდში გავიდნენ საკრედიტო კავშირის წევრობიდან. 4. იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი  ზღვრული ოდენობის მიუხედავად, თუ საკრედიტო კავშირს კლასიფიცირებული ჰყავს კლიენტები რეზიდენტობის და რისკის დონეების მიხედვით, აღნიშნული პირების და მათ მიერ გახორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია უნდა აისახოს შესაბამის ველებში. მუხლი 7🔗.  ინფორმაცია პროდუქტების/გარიგებების შესახებ (ფორმა N 3)  1. ანგარიშგების ფორმაში აისახება საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გარკვეული კატეგორიის გარიგებების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია. 2. მთლიანი ბრუნვის მონაცემებში აისახება ,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობებთან დაკავშირებული გარიგებების (ოპერაციების) საერთო რაოდენობისა და მოცულობის (მათ შორის, ფორმაში მითითებული გარიგებების) შესახებ ინფორმაცია. 3. ფორმაში აისახება საბლანკო სესხების შესახებ ინფორმაცია, რომელთა ოდენობა აღემატება 5000 ლარს (ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში). 4. ფორმაში აისახება ინფორმაცია სესხების შესახებ, რომელთა თანხის ოდენობა აღემატება 5000 ლარს (ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში) და უზრუნველყოფას წარმოადგენს ძვირფასი ლითონები, ქვები, ანტიკვარიატი ან/და ხელოვნების ნიმუშები. 5. თუ სესხის უზრუნველყოფა არის შერეული (მოიცავს, მაგალითად, ფასიან ქაღალდებს და ძვირფას ლითონებს), სესხის მოცულობა აისახება ფორმით გათვალისწინებულ მხოლოდ ერთ-ერთ ქვეფაქტორში. 6. ანგარიშგების ფორმაში არ აისახება ინფორმაცია ძვირფასი ლითონებით, ქვებით, ანტიკვარიატით, ხელოვნების ნიმუშებით, დეპოზიტით ან/და ფასიანი ქაღლდებით უზრუნველყოფილი სესხების შესახებ, თუ სესხი ამავდროულად უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით ან გირავნობის სხვა ნებისმიერი საგნით. 7. უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები, მოიცავს ინფორმაციას სესხების შესახებ, რომელთა უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს მესამე პირთა უძრავი ქონება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მესამე პირი არის კლიენტის ოჯახის წევრი. 8. იმ შემთხვევაში, თუ სესხი ერთდროულად უზრუნველყოფილია ძვირფასი ლითონებით, ქვებით, ანტიკვარიატით, ხელოვნების ნიმუშებით, ფასიანი ქაღლდებით ან/და დეპოზიტით და ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებით, მონაცემები აისახება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების შესახებ ინფორმაციაში. 9. სასესხო ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია მოიცავს საყურადღებო/საეჭვო/არაკოოპერირებად ზონებში რეგისტრირებული პირებისგან  საკრედიტო კავშირის მიერ მიღებულ სესხებს. 10. ანგარიშგების ფორმაში მოცემული მაღალრისკიანი პროდუქტების/გარიგებების შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მხოლოდ იდენტიფიცირებული კლიენტების მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ მონაცემებს, ხოლო ინფორმაცია კლიენტის იდენტიფიკაციის გარეშე განხორციელებული გარიგებების შესახებ აღირიცხება დიფერენცირებულად – შესაბამის ქვეფაქტორში. მუხლი 8🔗. ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული გარიგებების შესახებ (ფორმა N 4) 1. ანგარიშგების ფორმაში, რეზიდენტობის მიხედვით, აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს გარიგებები. 2. ანგარიშგების ფორმა მოიცავს კლიენტების რაოდენობრივ მაჩვენებელს და მათ მიერ/მათ სასარგებლოდ განხორციელებული გარიგებების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაციას. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებიც საანგარიშო პერიოდში გავიდნენ საკრედიტო კავშირის წევრობიდან. 3. ველში ,,სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია კლიენტების შესახებ, რომელთა რეგისტრაციის ქვეყნები/ტერიტორიები არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით). 4. იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით  დადგენილი  ზღვრული ოდენობის მიუხედავად, თუ საკრედიტო კავშირს გააჩნია კლიენტის რეზიდენტობის შესახებ მონაცემები, ინფორმაცია უნდა აისახოს ამავე ფორმაში რეზიდენტობის მიხედვით. მუხლი 9🔗. ინფორმაცია კლიენტთა  რეზიდენტობის შესახებ (ფორმა N 5) 1. ანგარიშგების ფორმაში აისახება რეზიდენტობის მიხედვით იმ კლიენტების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არიან საკრედიტო კავშირის წევრები, მიუხედავად იმისა, განხორციელდა, თუ არა მათ მიერ/მათ სასარგებლოდ გარიგება საანგარიშო პერიოდში. ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომლებიც საანგარიშო პერიოდში გავიდნენ საკრედიტო კავშირის წევრობიდან. 2. ანგარიშგების ფორმაში პაის მოცულობის ველში აისახება პარტნიორის საკუთრებაში არსებული პაის რაოდენობის ღირებულებაზე ნამრავლი. 3. ველში ,,სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია კლიენტების შესახებ, რომელთა რეგისტრაციის ქვეყნები/ტერიტორიები არ არის მოცემული ფორმაში  (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით). 4. იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი  ზღვრული ოდენობის მიუხედავად, თუ საკრედიტო კავშირს გააჩნია კლიენტის რეზიდენტობის შესახებ მონაცემები, ინფორმაცია უნდა აისახოს ამავე ფორმაში რეზიდენტობის მიხედვით. მუხლი 10🔗. ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა N 6) 1. ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაციაც განხორციელდა ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად (მათ შორის, რეზიდენტი მესამე პირების/შუამავლების მეშვეობით იდენტიფიცირებული კლიენტების შესახებ). 2. ფორმაში აისახება მონაცემები იმ ორგანიზაციის შესახებ (რეზიდენტობის ქვეყნის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების იდენტური), რომელსაც დაეყრდნო საკრედიტო კავშირი პირის იდენტიფიკაციისას, ასევე ამ ფორმით იდენტიფიცირებული კლიენტების რაოდენობა და განხორციელებული გარიგებების შესახებ მონაცემები. 3. კლიენტების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში ტრანზაქცია. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებიც საანგარიშო პერიოდში გავიდნენ საკრედიტო კავშირის წევრობიდან. მუხლი 11🔗. ინფორმაცია მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა N 7) 1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე, ასევე, სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების რაოდენობისა და გარიგებების მოცულობის შესახებ ინფორმაციას. 2. პირების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში ტრანზაქცია. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებიც საანგარიშო პერიოდში გავიდნენ საკრედიტო კავშირის წევრობიდან. 3. პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს საადვოკატო, საბუღალტრო, აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს. 4. ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი კლიენტები არ მოიცავს უშუალოდ ხელოვან პირებს. 5. იმ პირების გარიგებების მოცულობაში, რომელთა შესახებ ანგარიშგება გაიგზავნა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით, აისახება როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი გარიგების, ასევე, ამ კლიენტის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული გარიგებების ჯამური მოცულობა.  6. გარიგების დადების მცდელობის საეჭვო სტატუსით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ანგარიშგების გაგზავნის შემთხვევაში, გარიგების მოცულობაში აისახება როგორც ამ კონკრეტული გარიგების თანხა, ასევე გარიგების მონაწილე პირის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული გარიგებების თანხების ჯამური მოცულობა. 7. საკრედიტო კავშირის მიერ ფორმაში ასევე ასახული უნდა იქნეს მის მიერ,  საქმიანობის მიხედვით, მაღალი რისკის მატარებლად განსაზღვრული კლიენტების შესახებ ინფორმაცია, თუ კრიტერიუმი განსხვავდება ფორმაში მოცემული ჩამონათვალისგან. 8. თუ კლიენტი ერთდროულად არის ფორმით გათვალისწინებული რამდენიმე ნიშნით რისკის მატარებელი, ინფორმაცია აისახება მხოლოდ ერთ-ერთ ფაქტორში. გამონაკლისს წარმოადგენს ფაქტორი – ,,პირები, რომელთა შესახებ ანგარიშგება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა საეჭვო სტატუსით“, სადაც დაშვებულია ფაქტორებით გათვალისწინებული მონაცემების განმეორება. მაგალითად, თუ პოლიტიკურად აქტიური პირთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა ანაგარიშგება, ინფორმაცია აისახება ორივე ფაქტორში. მუხლი 12🔗. ინფორმაცია განხორციელებული ინვესტიციების და სასესხო ვალდებულებების შესახებ (ფორმა N 8) 1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ინფორმაცია საკრედიტო კავშირის მიერ იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ (გარდა პარტნიორებისა) არსებული სასესხო ვალდებულებების და საკრედიტო კავშირის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შესახებ. 2. ფორმაში აისახება მხოლოდ იმ კრედიტორი ფიზიკური/იურიდიული პირების შესახებ ინფორმაცია, რომელთაგან საანგარიშო პერიოდში აღებულ იქნა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ეკვივალენტი მოცულობის და მეტი ოდენობის სასესხო ვალდებულება. 3. ფორმაში ასევე აისახება ,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია, გარდა სახაზინო ვალდებულებებში სახსრების ინვესტირებისა. 4. ფორმაში მითითებული რეზიდენტობის ქვეყნის დასახელება/კოდი უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების/კოდის იდენტური. მუხლი 13🔗. სტატისტიკური ინფორმაცია ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგაზავნილი ანგარიშგებების  შესახებ (ფორმა N 9) 1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას. 2. საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ ინფორმაცია აისახება დიფერენცირებულად, იმის მითითებით, თუ რა ნიშნით მოხდა ანგარიშგების საეჭვო სტატუსით გაგზავნა. მუხლი 14🔗. ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა N10) 1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საეჭვო სტატუსით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ დამატებით ინფორმაციას. 2. ფორმაში მიეთითება ტრანზაქციის სტატუსი, გარიგების/პროდუქტის ტიპი (სესხის გაცემა, დეპოზიტის მიღება და სხვ.), კლიენტის რეზიდენტობა (ქვეყნის კოდის მითითებით) და შემთხვევების რაოდენობა. 3. ფორმაში მითითებული რეზიდენტობის ქვეყნის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების იდენტური. 4. ფორმაში ასევე მიეთითება ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა ანგარიშგების საეჭვო სტატუსით გაგზავნა. მუხლი 15🔗. ინფორმაცია სანქცირებული კლიენტების და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა N11) 1. ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ქონებასაც, საანგარიშო პერიოდში, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად დაედო ყადაღა. 2. ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა გარიგებების აღსრულებაც შეჩერდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების საფუძველზე საანგარიშო პერიოდში. 3. ველში ,,სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია პირთა შესახებ, რომელთა რეგისტრაციის ქვეყნები/ტერიტორიები არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით). მუხლი 16🔗. ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა N12) 1. ანგარიშგების ფორმაში აისახება საქართველოს ეროვნული ბანკის როგორც ადგილზე შემოწმების, ასევე დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების შედეგად განსაზღვრული რეკომენდაციები  და მათი შესრულების მდგომარეობა. 2. ანგარიშგების ფორმაში უნდა აისახოს თოთოეული რეკომენდაცია, დადგენილი შესრულების ვადა, შესრულების მდგომარეობა, გატარებული ზომები და შესრულების თარიღი. 3. თითოეული რეკომენდაციის შესრულების მიზნით, ფორმაში აღწერილი გატარებული ზომების შესახებ ინფორმაცია, გარკვევით უნდა ასახავდეს საკრედიტო კავშირის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს.  მუხლი 17🔗. ინფორმაცია საეჭვო ზონების შესახებ (ფორმა N13) 1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ქვეყანა, ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც საკრედიტო კავშირის მიერ მიჩნეულ იქნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ (ქვეყნის კოდის მითითებით). 2. ანგარიშგების ფორმაში უნდა აისახოს ინფორმაცია ქვეყნის, ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის საეჭვო ზონად კლასიფიცირების თარიღის, იმ საფუძვლებისა და წყაროს შესახებ, რომლის გათვალისწინებითაც მოხდა მისი საეჭვო ზონად მიჩნევა. 3. თუ საეჭვო ზონად მიჩნეულ იქნა ქვეყანა/ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მოცემულია ანგარიშგების შესაბამის ფორმებით განსაზღვრული ქვეყნების ჩამონათვალში, ფორმაში დასახელება უნდა მიეთითოს სიაში არსებული დასახელების იდენტურად.  მუხლი 18🔗. ინფორმაცია რისკის მატარებელი პროდუქტების შესახებ (ფორმა N14) 1. ანგარიშგების ფორმაში აისახება მხოლოდ იმ პროდუქტების, ასევე, მომსახურების მიწოდების საშუალებების (არხის) შესახებ ინფორმაცია, რომელიც საკრედიტო კავშირის მიერ მიჩნეულ იქნა მაღალი რისკის მატარებლად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით (საწყისი რისკის გათვალისწინებით). 2. ანგარიშგების ფორმაში მითითებული ინფორმაცია გარკვევით უნდა ასახავდეს პროდუქტის/მიწოდების არხის აღწერილობას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით არსებულ რისკებსა და იდენტიფიცირებული რისკების მიტიგაციის მიზნით საკრედიტო კავშირის მიერ განსაზღრულ ზომებს. მუხლი 19🔗. საკრედიტო კავშირის მიერ დამატებით წარმოსადგენი ინფორმაცია 1. ამ ბრძანების დანართი N1-ით გათვალისწინებული ანგარიშგების გარდა, კონტროლის სისტემის დისტანციური შეფასების მიზნით, საკრედიტო კავშირი ეროვნულ ბანკს  წარუდგენს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საკრედიტო კავშირში არსებულ ყველა პოლიტიკა-პროცედურას და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოდგენა ხდება ამ წესის მე-20 მუხლით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. 3. პოლიტიკა-პროცედურები და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობა არ საჭიროებს საანგარიშო პერიოდების მიხედვით განმეორებით წარმოდგენას, თუ მასში არ არის განხორციელებული რაიმე სახის ცვლილება, ხოლო ცვლილების შემთხვევაში იგზავნება მხოლოდ განახლებული ინფორმაცია. 4. საკრედიტო კავშირისგან სხვა დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია განხორციელდეს ეროვნული ბანკის შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე. 5. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია განხორციელდეს კითხვარის სახით, რომლის ფორმას განსაზღვრავს ეროვნული ბანკი. მუხლი 20🔗. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ვადები 1. საკრედიტო კავშირი ანგარიშგებას ეროვნულ ბანკს წარუდგენს შემდეგი თარიღებისათვის: ა) პირველი ნახევარი წლის ანგარიშგება (იანვარი – ივნისი) - არაუგვიანეს 31 ივლისისა; ბ) მეორე ნახევარი წლის ანგარიშგება (ივლისი – დეკემბერი) - არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 31 იანვრისა. 2. ამ წესის მე-19 მუხლით გათალისწინებულ პოლიტიკა–პროცედურებს და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას საკრედიტო კავშირი წარადგენს ანგარიშგებასთან ერთად. 3. კონკრეტული საკრედიტო კავშირის ადგილზე შემოწმების დაგეგმვის მიზნით, საკრედიტო კავშირის მმართველობის ან/და მფლობელობის სტრუქტურაში ცვლილებების, ასევე, სხვა გარემოების გათვალისწინებით, შესაძლებელია განხორციელდეს ანგარიშგების ან/და დამატებითი ინფორმაციის ვადაზე ადრე გამოთხოვა. ამასთან, ანგარიშგების/ინფორმაციის გამოთხოვის განსხვავებული სიხშირე და ინტენსიურობა შესაძლებელია განაპირობოს საკრედიტო კავშირის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დონემ. მუხლი 21🔗. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის წესი 1. საკრედიტო კავშირი ამ წესის მე-20 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში ეროვნულ ბანკს ელექტრონული ფორმით წარუდგენს ციფრული ხელმოწერით დამოწმებულ ანგარიშგებას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.ge. 2. საკრედიტო კავშირი ამ წესის მე-20 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში ეროვნულ ბანკს ელექტრონული ფორმით წარუდგენს ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.ge. 3. ანგარიშგების მომზადება ხორციელდება MSExcel-ის ფორმატში, ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებული ელექტრონული ფორმისა და ფორმულების დაცვით, რომლის დარღვევაც დაუშვებელია. მუხლის 22. გარდამავალი დებულებები საკრედიტო კავშირის მიერ ამ წესით გათალისწინებული ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის პირველადი წარმოდგენა განხორციელდეს არაუგვიანეს 2017 წლის  31 იანვრისა, სადაც აისახება 2016 წლის მეორე ნახევრის მონაცემები.