გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ
საქმე
№2/3998-16
განჩინება
საქართველოს სახელით
201
6
წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი - შპს ,,საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის კომპანია’’
(საიდენტიფიკაციო კოდი 404911048)
დირექტორი - აკაკი წერეთელი
წარმომადგენელი - თამთა ივანიშვილი
მოთხოვნა - გაკოტრების მმართველის დანიშვნა.
კრედიტორთა კრებაზე განიხილა შპს ,,საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის კომპანიის” მიმართ გაკოტრების მმართველის დანიშვნის საკითხი
გამოარკვია
2016 წლის 22 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის კომპანიის’’ დირექტორმა აკაკი წერეთელმა და მოითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
2016 წლის 07 მარტის განჩინებით მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო.
2016 წლის 25 მაისის კრედიტორთა კრებაზე არჩეულ იქნა მომრიგებელი საბჭოს სამი წევრი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2016 წლის 6 ივნისს მომრიგებელი საბჭოს წევრების მიერ წარმოდგენილ იქნა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება, სადაც მითითებულია, რომ მომრიგებელი საბჭოს წევრების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, შპს ,,საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის კომპანიის’’ მიმართ დაიწყოს გაკოტრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 ივნისის ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გაკოტრების პროცესში საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობას ახორციელებს გაკოტრების მმართველი. გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით. გაკოტრების პროცესში საწარმოს დირექტორს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უჩერდება.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
მოცემულ შემთხვევაში კრედიტორთა კრებაზე არ იქნა წარმოდგენილი მმართველის კანდიდატურა, აღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გაკოტრების მმართველად დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო.
კანონის 37-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაკოტრების მმართველად აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შემთხვევაში გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კანონის ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ მე-7, მე-8, მე-17, 25-ე, 27-ე, 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის კომპანიის’’ გაკოტრების მმართველად დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო;
2. განჩინება გამოქვეყნდეს "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში", სასამართლო დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge..
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე
თამარ ჭუნიაშვილი