შპს „სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ეიტსკის“ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შპს „სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ეიტსკის“ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
საქმე №
2/16652-16
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების
წარმოებაში მიღების შესახებ
201
6
წლის
1 ივლისი
ქ.
თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი
:
შპს „სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ეიტსკი” (ს/კ 200004002)
წარმომადგენელი:
დირექტორი შპს „რეაბილიტაციის” (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი – თამარ მუმლაძე
მოთხოვნა:
გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ეიტსკის“ (ს/კ 200004002) წარმომადგენელმა დირექტორმა შპს „რეაბილიტაციის” (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა – თამარ მუმლაძემ და განმარტა, რომ შპს „სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ეიტსკი” წარმოადგენს სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. დღეის მდგომარეობით, ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს. კომპანიას საკუთრებაში ერიცხება მხოლოდ ქ. თბილისში, საყვირიის ქ. №2 მისამართზე მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 01.12.12.024.167.01.505).
სსიპ – საქართველოს შინგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 8 ივნისის წერილით ირკვევა, რომ შპს ”სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ეიტსკის” (ს/კ 200004002) სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალებები ,,რაფ 2203”, სანომრე ნიშანი ABW-104; ვაზ 2121, სანომრე ნიშანი ADF-148. 2011 წელს განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების ,,რაფ 2203”, სანომრე ნიშანი ABW-104 საჯარო აუქციონის გზით რეალიზაცია, თუმცა ახალ მესაკუთრეს სარეგისტრაციო ჩანაწერებში ცვლილებების შეტანა არ მოუხდენია. შპს „სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ეიტსკის” (ს/კ 200004002) მოძრავი ქონების სახით კომპანიას საკუთრებაში ერიცხება ასევე მაცივარი ,,ჩინარი”; კაბინეტი მაგიდა; მაგიდა ერთი ტუმბოიანი; სკამი ნ/რბილი; რკინის კარადა.
განმცხადებლის უზრუნველყოფილი კრედიტორია მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართ დავალიანება შეადგენს 369,29 ლარს.
შპს „სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ეიტსკის” (ს/კ 200004002) არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს წარმოადგენენ: ზაურ მესხიშვილი (პ/ნ 01017008410), რომლის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება შეადგენს 13 608.00 ლარს; გივი ფოჩხუა (პ/ნ 01023008172), რომლის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება შეადგენს 9 072.00 ლარს; მარინე ჯოხარიძე (პ/ნ 01021014930), რომლის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება შეადგენს 8 316.00 ლარს; ნანული გაბუნია (პ/ნ 01003020018), რომლის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება შეადგენს 6 804.00 ლარს.
შპს „სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ეიტსკის” (ს/კ 200004002) ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიაში”, ანგარიშზე თანხა არ ერიცხება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ეიტსკი” (ს/კ 200004002) გადახდისუუნაროა, რადგან არ შესწევს უნარი, დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები.
მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, განმცხადებელი ითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე დართულ დოკუმენტებს და მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს შპს „სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ეიტსკის” (ს/კ 200004002) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და, შესაბამისად, განცხადება ექვემდებარება წარმოებაში მიღებას.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, თუ სასამართლოს ეჭვი შეეპარა მოვალის ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მითითებისა და მტკიცებულების ნამდვილობაში, ან მიიჩნია, რომ მოვალის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ვერ ადასტურებს მოვალის მითითებას, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლო უფლებამოსილია ამ კანონის მე-19 მუხლით დადგენილი წესით გამოიტანოს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.
განცხადებაში მითითებულია, რომ შპს „სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ეიტსკის” (ს/კ 200004002) სახელზე აღრიცხულია თბილისში, საყვირიის ქ. №2 მისამართზე მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 01.12.12.024.167.01.505), ასევე 1 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და სხვადასხვა სახის 6 მოძრავი ნივთი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს შპს „სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ეიტსკის” (ს/კ 200004002) განცხადების წარმოებაში მიღების საფუძვლები.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7-8, მე-14, მე-15, მე-18, 21-ე, 22-ე, 24-ე, 25-27-ე, 29-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ეიტსკის” (ს/კ 200004002) განცხადება მის მიმართ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში.
2. შპს „სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ეიტსკის” (ს/კ 200004002) მეურვედ დაინიშოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. აეკრძალოს შპს „სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ეიტსკის” (ს/კ 200004002) ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.
4. შეჩერდეს შპს „სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ეიტსკის” (ს/კ 200004002) მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.
5. აიკრძალოს გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე არსებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის – საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.
6. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ, დაუყოვნებლივ შეატყობინოს მოვალეს მის მიმართ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე, კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება.
7. განემარტოს შპს „სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ეიტსკის” (ს/კ 200004002), რომ ის ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები შპს „სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ეიტსკის” (ს/კ 200004002) მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.
9. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2016 წლის 10 აგვისტოს, 11 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №23). კრედიტორთა პირველი კრების დღის წესრიგია: ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი; ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; გ) გაკოტრების მმართველის დანიშვნა.
10. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზეც.
11. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით, განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე