სს “კრისტალი-1887“-ის აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს “კრისტალი-1887“-ის აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
განცხადება
სს „კრისტალი-1887“-ის აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
2016 წლის 29 ივლისს, 15.00 საათზე, ქ. თბილისში, მეველეს ქ. 20-ში მოწვეულია სააქციო საზოგადოება „კრისტალი-1887“-ის აქციონერთა მორიგი საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით:
1. სამეთვალყურეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის 2015 წლის ერთობლივი ანგარიშის დამტკიცება.
2. აუდიტორის არჩევა.
3. სხვადასხვა.
დღის წესრიგთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მეველეს ქ. №20, ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული გენერალური დირექტორის წინაშე საერთო კრებამდე 10 დღით ადრე.
სააქციო საზოგადოება „კრისტალი-1887”-ის აქციონერთა მორიგ საერთო კრებაში მონაწილეობის მიღების უფლება შეგიძლიათ შეამოწმოთ სააქციო საზოგადოება „კრისტალი-1887“-ის აქციონერთა რეესტრის მწარმოებელთან სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი” 2016 წლის 18 ივლისიდან 2016 წლის 28 ივლისის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. №74ა.
კონსტანტინე დონაძე
გენერალური დირექტორი