„საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების საქმიანობის ლიცენზიის ფორმისა და მისი აღწერილობის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.07.2016
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №07
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016083
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/07/2016
matsne.gov.ge 476 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მამუკა ახალაძე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარმოდგენის წესისა და ვადების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 18.02.2015 „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტების პროექტები 88% 29.05.2018 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 87% 18.07.2024 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს შორის სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ წინასწარი მონაცემების გაცვლის ორგანიზების შესახებ“ ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 20.09.2022 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 87% 25.09.2015

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების საქმიანობის ლიცენზიის ფორმისა და მისი აღწერილობის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №07 2016 წლის 11 ივლისი ქ. ბათუმი „საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების საქმიანობის ლიცენზიის ფორმისა და მისი აღწერილობის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს  კანონის „საქართველოს საზღვაო კოდექსი“ 113-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 88-ე პუნქტისა და მე-14 მუხლის, „საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 ოქტომბრის №430 დადგენილების მე-8 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს „საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების საქმიანობის ლიცენზიის“ ფორმა და მისი აღწერილობა (დანართის №1). მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიმამუკა ახალაძე დანართი №1 საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების საქმიანობის ლიცენზიის ფორმა და მისი აღწერილობა 1. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გასაცემი საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების საქმიანობის ლიცენზიის ფორმა წარმოადგენს ფერად A4 ფორმატის ერთფურცლიან ბლანკს. 2. ლიცენზიის ფორმის წინა გვერდზე გამოსახულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი, წარწერა „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“ და ჩანაწერი გაცემული ლიცენზიის თაობაზე შემდეგი მონაცემების შესატანად: საქმიანობის ლიცენზიის N, ლიცენზიის მფლობელი, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ლიცენზიის გაცემის თარიღი, სამართლებრივი საფუძვლები, უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი. ლიცენზიის ფორმის ბოლო მარჯვენა კუთხეში დაიტანება ბლანკის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს სახელწოდება, დამკვეთის – „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“ სახელწოდება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები - სფს. 3. ლიცენზიის ფორმის უკანა გვერდზე არ სრულდება არანაირი ჩანაწერი. 4. ლიცენზიის ფორმა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს: ა) ბამბის 100%, 110± გრ/მ2 ქაღალდი, ქარხნული ექსკლუზიური წყლის ნიშანი, უხილავი ფიბრებით, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ გამოსცემს ლუმინისცენციას; ბ) ექსკლუზიურ გილიოშურ დამცავ ბადეს; გ) პირველი სამი ხაზის მაგივრად გამოყენებულია მიკროტექსტი, სადაც იკითება „საზღვაო ტრანპორტის სააგენტო“; დ) ექსკლუზიური ნუმერაცია, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ გამოსცემს ლუმინისცენციას.   საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქმიანობის ლიცენზია № ლიცენზიის მფლობელი:   ___________________________________________ ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, განახორციელოს _________________________________________________________________________________ (საქმიანობა) ლიცენზიის გაცემის თარიღი: ____ ____ 20--წ.  (რიცხვი, თვე, წელი) ლიცენზიის გამცემი ორგანო უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გააუქმოს მის მიერ გაცემული ლიცენზია ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში. თუ ლიცენზიის მფლობელმა სრულად ამოიღო სალიცენზიო ობიექტი, იგი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს მიმართოს განცხადებით ლიცენზიის გაუქმების თაობაზე. უფლებამოსილი პირის ხელმოწერა:  _____________________________ ბ. ა. ლიცენზიის ყალბი ფორმის დამზადება ისჯება კანონით. დამამზადებელი: დამკვეთი: სფს-ს რეგისტრაციის №.