„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება
№01-25/ნ
2016 წლის 8 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 16/06/2015, 010320040.22.035.016330) დამტკიცებულ დანართში (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის (ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი) 8.15, 8.16, 8.17 და 8.18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 8.15. საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი: (კოდი 831)
ა) უმაღლესი განათლება, სამედიცინო ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის განხრით, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) არანაკლებ 4 წლის მუშაობის გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში;
გ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „პაციენტის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების, ,,ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი წლის დადგენილების ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
8.16. საორგანიზაციო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: (კოდი 832-833-834-835-836-837)
ა) უმაღლესი განათლება, უპირატესობა ენიჭება სამედიცინო ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის განხრით მიღებულ განათლებას;
ბ) არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში;
გ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „პაციენტის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების, ,,ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი წლის დადგენილების ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
8.17. საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი სპეციალისტი: (კოდი 838-839)
ა) უმაღლესი განათლება, უპირატესობა ენიჭება სამედიცინო ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის განხრით მიღებულ განათლებას;
ბ) არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში;
გ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
8.18. საორგანიზაციო სამმართველოს სპეციალისტი: (კოდი 840-841)
ა) უმაღლესი განათლება, უპირატესობა ენიჭება სამედიცინო ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის განხრით მიღებულ განათლებას;
ბ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ცოდნა;
გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.”.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.07.2016.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.07.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-25/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.035.016392.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.07.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №01-25/ნ, 08.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.035.016392 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.07.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3333644/