„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N53 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№90
სარეგისტრაციო კოდი
010340020.22.038.016684
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N53 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №90

2016 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1🔗

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N53 ბრძანებაში (სსმ, 010340020.22.038.016468, 26/06/2015) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) დაწესებულებების მთავარი ექიმებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ექიმის მიერ დაწესებულებებში და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში კონსულტანტების მიერ განხორციელებული ვიზიტებისა და მათ მიერ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესახებ მიღებული ინფორმაციის ანალიზსა და დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენას;“.

2. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51) ყოველი კვირის პირველ სამუშაო დღეს, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მთავარი ექიმი უზრუნველყოფს, გასული კვირის განმავლობაში კონსულტანტების მიერ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტებისა და მათ მიერ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესახებ სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველოსათვის ინფორმაციის წარდგენას. ინფორმაციაში აღინიშნება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დასახელება, კონსულტანტის სახელი, გვარი და საექიმო სპეციალობა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელი და გვარი, კონსულტაციის თარიღი.“.

3. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41) ყოველი კვირის პირველ სამუშაო დღეს სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი უზრუნველყოფს გასული კვირის განმავლობაში კონსულტანტების მიერ სამკურნალო დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტებისა და მათ მიერ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესახებ სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველოსათვის ინფორმაციის წარდგენას. ინფორმაციაში აღინიშნება სამკურნალო დაწესებულების დასახელება, კონსულტანტის სახელი, გვარი და საექიმო სპეციალობა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელი და გვარი, კონსულტაციის თარიღი.“.

4. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41) ყოველი კვირის პირველ სამუშაო დღეს ცენტრის მთავარი ექიმი უზრუნველყოფს გასული კვირის განმავლობაში კონსულტანტების მიერ ცენტრში განხორციელებული ვიზიტებისა და მათ მიერ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესახებ სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველოსათვის ინფორმაციის წარდგენას. ინფორმაციაში აღინიშნება ცენტრის დასახელება, კონსულტანტის სახელი, გვარი და საექიმო სპეციალობა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელი და გვარი, კონსულტაციის თარიღი.“.

5. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31) ყოველი კვირის პირველ სამუშაო დღეს, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ექიმი უზრუნველყოფს, გასული კვირის განმავლობაში კონსულტანტების მიერ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტებისა და მათ მიერ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესახებ სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველოსათვის ინფორმაციის წარდგენას. ინფორმაციაში  აღინიშნება თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების დასახელება, კონსულტანტის სახელი, გვარი და საექიმო სპეციალობა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელი და გვარი, კონსულტაციის თარიღი.“.

6. მე-18 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტები:

ა1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კურატორი მინისტრის მოადგილის მეშვეობით, მინისტრს წარუდგენს ინფორმაციას პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ;

ა2) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ყოველი თვის არაუგვიანეს 10 რიცხვისა, კურატორი მინისტრის მოადგილის მეშვეობით, მინისტრს წარუდგენს ინფორმაციას წინა თვის განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში კონსულტანტების მიერ განხორციელებული ვიზიტებისა და მათ მიერ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესახებ;“.

მუხლი 2🔗

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N53 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.07.2016.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N53 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N53 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.07.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №90. სარეგისტრაციო კოდი — 010340020.22.038.016684.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N53 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N53 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N53 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.07.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N53 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №90, 11.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.038.016684 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.07.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3333684/