ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის ღონისძიების ჩატარებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1274
2016 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის ღონისძიების ჩატარებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„შიდა ტურიზმის ხელშეწყობისა და საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის №1532 განკარგულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს მიეცეს თანხმობა, 2016 წლის 14-15 ივლისს, ქალაქ ბათუმში ჩაატაროს რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი