სს სამკერვალო კომპანია „იმერი“ს მორიგი კრების ჩატარების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს - სამკერვალო კომპანია „იმერის“ მორიგი კრების ჩატარების შესახებ
სს - სამკერვალო კომპანია „იმერის“ დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთად, იწვევს სს-ის აქციონერებს სააქციო საზოგადოების მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2016 წლის 29 ივლისს ქ. ქუთაისში, ასათიანის ქ. №119-ში, 12.00 სთ-ზე.
დღის წესრიგი:
1. 2016 წლის II კვარტალის ანგარიში.
ა) კვარტალური ანგარიშის წარმოდგენა დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშთან ერთად;
ბ) მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
2. დირექტორის ანგარიშის დამტკიცება;
3. სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის დამტკიცება;
4. ხელფასებში ცვლილებების შეტანის შესახებ;
5. სხვადასხვა.
დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „იმერის“ დირექტორატში.
სააღრიცხვო დღედ დანიშნულია 15 ივნისი.
დირექცია