მცხეთა-მთიანეთის რეგიონის განვითარების 2016-2021 წლების სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1285
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021743
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1285

2016 წლის 1 ივლისი

 ქ. თბილისი

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის განვითარების 2016-2021 წლების სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე

ევროკავშირს, წარმოდგენილს ევროკომისიის სახით და საქართველოს მთავრობას შორის 2011 წლის 14 ნოემბრის დაფინანსების ხელშეკრულების (საქართველოს რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერა) მე-2 დანართის (ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებები) 1.2 პუნქტის (მოსალოდნელი შედეგები და ძირითადი ღონისძიებები; ძირითადი მოქმედებების პირველი ღონისძიება) საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული მცხეთა-მთიანეთის რეგიონის განვითარების 2016-2021 წლების სტრატეგია.

 

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი

 

📎 დანართები (1)
1285-1 01.07.16.doc DOC

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის

განვითარების სტრატეგია 2016-2021 წლებისთვის

შესავალი

სტრატეგიის მიზნებისთვის მცხეთა-მთიანეთის რეგიონად განიხილება ქალაქ მცხეთის, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები და მისი საზღვრები ემთხვევა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიას. სტრატეგია ასახავს არსებულ ვითარებასა და იმ მექანიზმებს, რომელთა მეშვეობითაც ხდება რეგიონის განვითარების პოტენციალის ხელშეწყობა.

სტრატეგიის შემუშავება მიზნად ისახავს მოცემულ რეგიონში არსებული პოტენციალის განსაზღვრასა და წინადადებების შეთავაზებას დროის გარკვეულ მონაკვეთში კონკრეტული შედეგების მისაღწევად. მისაღწევი შედეგებია:

● რეგიონში არსებული ბუნებრივი, მატერიალური, შრომითი და ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენება;

● ინვესტიციების წახალისება;

● რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტიმულირება;

● სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება;

● გარემოსა და ეკოლოგიური ბალანსის დაცვა, აღდგენა და შენარჩუნება;

● ადგილობრივი თვითმმართველობის სრულყოფა.

სტრატეგია მოიცავს ყველა იმ ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ პრიორიტეტს, რომელიც რეგიონის მასშტაბით არსებობს, ასევე, ყველა იმ რესურსს, რომელიც ამ მიმართულებით იქნება გამოყენებული. სტრატეგია ასევე მოიცავს, ეკონომიკური, სოციალური და ბუნებრივი გარემოს განვითარების ამოცანებსა და პრიორიტეტებს.

სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობდნენ დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტების და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის

განვითარების სტრატეგია 2016-2021 წლებისთვის

I. რეგიონის ზოგადი დახასიათება

● გეოეკონომიკური მდებარეობა

● მოსახლეობა (დემოგრაფიული და მიგრაციული პროცესები)

● ეთნიკური უმცირესობები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში

● რელიეფი, ჰიდროქსელი და კლიმატი

II. გარემოს დაცვა

● ატმოსფერული ჰაერი და წყალი

● ტყის ფონდი

● ბუნებრივი კატასტროფების მართვა

● ბიომრავალფეროვნება, დაცული ტერიტორიები და კონსერვაცია

● გარემოსდაცვითი საქმიანობა

● ნარჩენების მართვა

● ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა

III. რეგიონის ეკონომიკური განვითარება

● შრომის ბაზარი

● რეგიონული ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა, მეწარმეობის განვითარება

● რესურსული (ბუნებრივი, ეკონომიკური) პოტენციალი

● ტურიზმი

● სოფლის მეურნეობა

IV. რეგიონის სოციალური განვითარება

● მოსახლეობის ცხოვრების დონე და სოციალური უზრუნველყოფა

● ჯანმრთელობის დაცვა

● განათლება

● კულტურა და სპორტი

● სამოქალაქო სექტორი და მედია

● გენდერული მაჩვენებლები

● იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები

V. ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი მომსახურება

● გზები და ტრანსპორტი

● კომუნალური მომსახურებები

● კავშირგაბმულობა

● სახანძრო-სამაშველო სამსახური

VI. რეგიონის მართვა

VII. ფაქტორული ანალიზი (SWOT)

VIII. რეგიონის განვითარების ხედვა, სტრატეგიული მიზნები, ამოცანები და წინადადებები

I. რეგიონის ზოგადი დახასიათება

1.1 გეოეკონომიკური მდებარეობა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში. მისი ტერიტორიის საერთო ფართობია – 5,8 ათასი კვ.კმ. (საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 8,3%), ხოლო მოსახლეობა 2014 წლის მონაცემებით 94 370[1] კაცს (საქართველოს მოსახლეობის 2.53%); მოსახლეობის სიმჭიდროვე – 1 კვ. კმ-ზე 16,3 კაცი.

რეგიონი მოიცავს: დუშეთის, თიანეთის, ქალაქ მცხეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს, მისი ცენტრია ქალაქი მცხეთა, რომელიც საქართველოს უძველესი დედაქალაქი იყო და ამჟამად, ქვეყნის მნიშვნელოვანი სასულიერო, კულტურული და ტურისტული ცენტრის ფუნქცია აქვს. მანძილი ცენტრსა და საქართველოს დედაქალაქს – თბილისს შორის 24 კილომეტრია.

რეგიონში არის ორი ქალაქი (მცხეთა, დუშეთი), ექვსი დაბა (ზაჰესი (პლატინის ქუჩა), ჟინვალი, ფასანაური, თიანეთი, სიონი, სტეფანწმინდა) და 482 სოფელი.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონს დასავლეთიდან ესაზღვრება შიდა ქართლის რეგიონი, აღმოსავლეთიდან – კახეთის რეგიონი, სამხრეთიდან – ქ. თბილისი და ქვემო ქართლის რეგიონი, ხოლო ჩრდილოეთიდან – რუსეთის ფედერაცია (ჩრდ. ოსეთი, ინგუშეთი, ჩეჩნეთი). დასავლეთის მხრიდან რეგიონს, ასევე, ესაზღვრება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. ცალკეული სოფლები გამყოფი ხაზის მახლობლად მდებარეობენ, ამდენად, ისინი სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების საგანია.

რეგიონი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობით გამოირჩევა (დედაქალაქთან საერთო საზღვარი, საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან) და, შესაბამისად, განვითარებული ინფრასტრუქტურის (საქართველოს სამხედრო გზა, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი) გამო როგორც ისტორიულ კონტექსტში, ასევე დღესაც უაღრესად დიდ როლს თამაშობს. მისი სტრატეგიული პოზიცია კიდევ უფრო გაძლიერდება ამჟამად მშენებარე თიანეთი-ჟინვალის მაგისტრალით, რომელიც საგრძნობლად დაახლოვებს რუსეთის ფედერაციის ბაზართან კახეთის რეგიონს (თიანეთი-ახმეტა-თელავი), ხოლო ყვარელი-ლაგოდეხის გავლით რეგიონს დააახლოვებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან.

[pic]

1.2 მოსახლეობა (დემოგრაფიული და მიგრაციული პროცესები)

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობა, 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, შეადგენს 94 370 კაცს. 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემების მიხედვით, მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობის რაოდენობა 125 443 კაცს შეადგენდა. 2002 წლიდან დღემდე მოსახლეობის რიცხოვნობის კლების (-24,8%) ტენდენციით ხასიათდება, რაც სხვადასხვა მიზეზებით არის გამოწვეული. ანალოგიური მაჩვენებლები პროცენტულად კიდევ უფრო მაღალია მთიან და მაღალმთიან ტერიტორიებზე, საიდანაც მიგრაციას და დეპოპულაციის პროცესებს უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში შეუქცევადი ხასიათი აქვს.

მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრი შემცირება 2008 წელს წინა წელთან შედარებით (18 900 კაცით) 15,2%-ით გამოწვეულია აღნიშნულ პერიოდში მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცევით.

ცხრილი 1.

რეგიონის მოსახლეობის დინამიკა 2002-2014 წლები

| |2002 (აღწ.) |2007 |

| |დაიბადა |გარდაიცვალა |ბუნებრივი მატება (+)|შობადობა |მოკვდაობა |ბუნებრივი მატება (+)|

| | | | |პრომილე |პრომილე | |

| | | |კლება (-) | | |კლება (-) |

|2002 |983 |1434 |-451 |7,8 |11,4 |-3,6 |

|2007 |1258 |1200 |+58 |10,1 |9,7 |+0,4 |

|2008 |1411 |1242 |+169 |13,4 |11,8 |+1,6 |

|2009 |1465 |1280 |+185 |13,9 |12,2 |+1,7 |

|2010 |1425 |1366 |+59 |13,1 |12,5 |+0,6 |

|2011 |1364 |1437 |-73 |12,4 |13,1 |-0,7 |

|2012 |1235 |1513 |- 278 |11,25 |

| |სულ |ქ. |სოფ. |სულ |ქ. |

|2010 |204.0 |4587 |4279 |27.7 |518.4 |

|2011 |207,2 |2188 |2136 |25.7 |921.9 |

|2012 |311.8 |2820 |2799 |29,7 |867.8 |

|2013 |327.3 |2739 |2683 |34.5 |1058,2 |

საწარმოთა ბრუნვამ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია 2013 წელს - 327.3მლნ.ლარი, 2010 წლიდან უკვე აღინიშნება საწარმოთა ბრუნვის ზრდის ტენდენცია, ეს ის პერიოდია, როცა აქტიურად გამოდის ბაზარზე „ბარამბო“, ნატახტარი“.

დიაგრამა 3

ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში მლნ.ლ

[pic]

რეგიონის ძირითად საწარმოებს აქვთ მოთხოვნა სახელმწიფოს მიერ კვების სფეროში რეგულირების სტანდარტების დაწესების. ყველა საწარმო აღჭურვილია ევროკავშირის შესაბამისი ტექნიკით, ყველას წარდგენილი აქვს ISO-ს ხარისხის სერტიფიკატზე განაცხადი.

3.3 რესურსული (ბუნებრივი, ეკონომიკური) პოტენციალი

ბიზნეს რეგისტრის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2011 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით მცხეთა-მთიანეთის რეგიონში რეგისტრირებული იყო 7974 სუბიექტი, რაც საქართველოში რეგისტრირებულ სუბიექტთა მთლიანი რაოდენობის 2,1%-ს შეადგენს.

რეგიონის საწარმოო სტრუქტურის ფორმირება, მისი სამეურნეო სპეციალიზაცია, ისევე როგორც მის ტერიტორიაზე სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ობიექტების განლაგება და მეურნეობის დარგების სივრცითი განაწილების კანონზომიერება, ბევრადაა დამოკიდებული ბუნებრივ პირობებზე. მათ შორის, უმნიშვნლოვანეს რიგს განეკუთვნება: გეოგრაფიული მდებარეობა, რელიეფის ხასიათი, ენერგეტიკული და სამთო-მინერალური სიმდიდრეების რაოდენობა და მათი საწარმოო მნიშვნელობა, ნიადაგ-კლიმატური რესურსების ხასიათი, მიწის ფონდი, ბიორესურსები და ა.შ.

რეგიონის სამეურნეო განვითარების ერთ-ერთი არსებითი მახასიათებელი, მისი რთული ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს რეგიონის მეურნეობის სახეს და განვითარების დონეს; ხელს უშლის მეურნეობის დარგების ინტენსიურ განვითარებას, რაციონალურ განსახლებას, სატრანსპორტო გადაადგილებების სრულყოფას.

მართალია რეგიონის ბუნებრივი კომპლექსი მთლიანად არ ქმნის მეურნეობის განლაგება-განვითარებისა და მოსახლეობის განსახლებისათვის ხელსაყრელ პირობებს, მაგრამ სწორედ ამ ბუნებრივი კომპლექსის წყალობით, რეგიონს გააჩნია რიგი უპირატესობანი, რისი მაქსიმალური ამოქმედებისა და გამოყენების ამოცანაც არის დღეისთვის გადასაჭრელი.

რეგიონის ბუნებრივ კომპლექსთან, განსაკუთრებით მის მთიანობასა და მაღალმთიანობასთან არის დაკავშირებული რიგი დამახასიათებელი ნიშნები, რომლებიც არსებით როლს თამაშობენ:

ა. სასარგებლო სამიწათმოქმედო ფართობთა სიმცირე;

ბ. დამუშავებული ფართობების მცირე კონტურიანობა, ტერიტორიული დაქსაქსულობა და დიდი დახრილობა (გამონაკლისია მხოლოდ მცხეთის მუნიციპალიტეტი);

გ. მძიმე კლიმატურ-ნიადაგობრივი პირობების გამო კულტურათა დაბალი მოსავლიანობა და სასაქონლო პროდუქციის სიმცირე;

დ. სოფლის მეურნეობაში მექანიზაციის დანერგვის სიძნელეები და შრომის მწარმოებლობის დაბალი დონე;

ე. მრეწველობის განვითარებისათვის არახელსაყრელი პირობები (თუ არ ჩავთვლით საქართველოს სამხედრო გზის გასწვრივ განლაგების ფაქტორს);

ვ. საგზაო კომუნიკაციების შექმნის სირთულეები;

ზ. მატერიალური წარმოების სფეროს შეზღუდულობის გამო მოსახლეობის შრომითი რესურსების სუსტად გამოყენება და აქედან გამომდინარე დინამიურად მზარდი შიდა და გარე მიგრაცია.

რეგიონის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია ის, რომ იგი ძირითადად საკუთარ სანედლეულე ბაზაზე ვითარდება. ასეთი მდგომარეობა შექმნილია როგორც ობიექტური (სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა), ასევე, სუბიექტური (რეგიონის, განსაკუთრებით მისი მთიანი ნაწილის, მიმართ ათეული წლების მანძილზე გატარებული არასწორი პოლიტიკა) მიზეზებით. სწორედ ამიტომ, სატრანსპორტო-საკომუნიკაციო პრობლემა რეგიონის ერთ-ერთ სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემაა, რომლის დროულ და ეფექტურ გადაწყვეტაზეა დამოკიდებული რეგიონის სამეურნეო-კულტურული აღმავლობა.

რეგიონის ეკონომიკური წინსვლა მომავალში უმთავრესად საკუთარ ბუნებრივ რესურსებს დაეყრდნობა. ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ეკონომიკური პოლიტიკისა და ქვეყნის რეალური განვითარების პირობებში აუცილებელია რეგიონის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების შესწავლილი და შეუსწავლელი მარაგების ხელახალი ინვენტარიზაცია, კომპლექსური კვლევა და მათი პერსპექტიულობის (ეროვნული, რეგიონული და მუნიციპალური დონეები) განსაზღვრა. ამასთან, ბუნებრივი რესურსების შესაძლო მოპოვება-დამუშავების შემთხვევაში აუცილებელი იქნება ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის განისაზღვროს როგორც მოპოვება-დამუშავების აუცილებლობა (მოტივაცია), ასევე ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხები. კონკრეტულად უნდა დამუშავდეს მარკეტინგული პროგრამა, როგორც შესაბამის ბაზარზე გატანის აუცილებელი პირობა.

აღმოსავლეთ კავკასიონის მდინარეთა წლიური ჩამონადენი 4063 მილიონი მ3-ია. მდინარეთა პოტენციური სიმძლავრე 1 მლნ. კილოვატია, რაც შეადგენს საქართველოს მდინარეთა პოტენციური მარაგის 6.4%-ს. ჰიდროენერგიის მარაგით გამოირჩევა მდ. არაგვი, რომლის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი 0.5 მლნ. კილოვატს უდრის და მდ. თერგი (საქართველოს ფარგლებში) – 0.23 მლნ. კილოვატი.

მრავალწლიანი გაზომვების შედეგად მიღებული მონაცემების ანალიზიდან ჩანს, რომ მცხეთა-მთიანეთის ვაკე და მთისწინა ზონები ფლობენ გაცილებით დიდ ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალს, ვიდრე რეგიონის საშუალომთიანი და მაღალმთიანი ადგილები.

მაღალმთიან ადგილებში ზაფხულის პერიოდში ღრუბლიანობის ხშირი განმეორებადობისა და ზამთრის პერიოდში დაბალი ტემპერატურის გამო ნაკლებად ხელსაყრელია მზის ენერგიის ასათვისებლად მზის თბური კოლექტორების გამოყენება. ასეთ ადგილებში მიზანშეწონილია, მზის ენერგიის ელექტროენერგიად პირდაპირი გარდაქმნის ნახევრადგამტარიანი პანელების გამოყენება.

მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში (სადაც მზის ენერგიის გამოყენების მაღალი შესაძლებლობებია) მიზანშეწონილია, თანამედროვე მზის თბური კოლექტორების გამოყენებით ცხელი წყალმომარაგების სისტემების შექმნა, რის შედეგადაც შეიძლება მიღწეულ იქნეს სათბობის მნიშვნელოვანი ეკონომია.

რეგიონის ენერგეტიკულ ბალანსში მნიშვნელოვანი წვლილი შეუძლია შეიტანოს ბიოგაზის მიღების ტექნოლოგიის დანერგვამ, რისთვისაც შეიძლება გამოყენებული იყოს მცენარეული და საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ნაკელი და სხვა. ბიოგაზის წარმოების შედეგად მიღებული ორგანული სასუქი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ტყის რესურსების დაზოგვას.

ალტერნატიული ენერგეტიკული რესურსების ეფექტიანი გამოყენებისათვის საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა და კვალიფიციური კადრების მომზადება.

ენერგიის გამომუშავების წარმადობის გაზრდა ასევე შესაძლებელია ბიოგაზის, რეგიონში არსებული ჰელიო და ქარის ენერგეტიკული რესურსით, რაც განაპირობებს ნაკლებად დასახლებული პუნქტების გამანაწილებელი ქსელის გარეშე ელ. მომარაგებას.

ზოგიერთი მინერალური წყარო მდიდარია ნახშირორჟანგით, მათი დებეტი საკმაოდ დიდია და შესაძლებელია მათგან ნახშირორჟანგის მოპოვება. ზოგიერთი წყარო შეიცავს ბრომს და იოდს, მათი მოპოვება პერსპექტიულია.

წყაროების ნაწილი ჯერ კიდევ სრულყოფილად არ არის შესწავლილი და აღრიცხული, საჭიროა დეტალური გეოლოგიური სამუშაოების ჩატარება.

ადგილობრივი მინერალური რესურსების ბაზაზე სამთო-მოპოვებითი წარმოების შექმნა მთიანი რეგიონების სამრეწველო განვითარების ერთ-ერთ გზას წარმოადგენს. რეგიონის სინამდვილეში მინიციპალიტეტებს განსხვავებული შესაძლებლობები გააჩნიათ, თუმცა, შედარებითი სიმცირის მიუხედავად, მათ პერსპექტივებზე შესაძლებელია ფიქრი.

სპილენძი - საბადო მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ს. გველეთიდან 10 კილომეტრზე, დევდორაკის საბადოს სახელით. მარაგი დიდია, თუმცა ბოლომდე შეუსწავლელია;

პოლილითონები - ტყვია-თუთიის მცირე გამოსასვლელებია შენიშნული მდ. ასას ხეობაში, მაგრამ დაბალია მადნის კონცენტრაცია. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში შემჩნეულია სტიბიუმის (სურმა) უმნიშვნელო გამოვლინებები;

ანდეზიტი - მდ. თერგისა და მისი მარცხენა შენაკადების ხეობებში ცნობილია არშის, საკუცეტოსა და სხვა საბადოები ერთიანი მარაგით 3638 ათ. მ3.

კვარციტები - სამრეწველო მნიშვნელობის საბადოებია დ. სტეფანწმინდასთან;

საშენი ფიქლები - საბადოები მრავლადაა გამოვლენილი საქართველოს სამხედრო გზისა და ფშავ-ხევსურეთის არაგვის ხეობის გასწვრივ;

მთის ბროლი და გრაფიტი - მცირე საბადოებია დ. სტეფანწმინდასთან, თუმცა შესასწავლია მისი გამოყენების შესაძლებლობები და მასშტაბები;

დიაბაზი - სოლიდური მარაგებია ჯუთისა და როშკის მიდამოებში (სავარაუდო მარაგები 10 მლნ. მ3) მათ სამრეწველო გამოყენების დიდი პერსპექტივები გააჩნიათ.

მდინარე არაგვის სისტემა განაპირობებს ინერტული მასალების ქსელურ განვითარებას. ქვიშა-ხრეშის მოპოვებით მოწინავეა დუშეთის და მცხეთის მუნიციპალიტეტები.

რეგიონში ბევრგან არის დაზვერილი გრანიტების, პორფირიტების, გნეისების საბადოები, მაგრამ ისინი ძნელად მისადგომ ადგილებშია და ამიტომ მოპოვება არ წარმოებს.

3.4 ტურიზმი

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მთიანი ტერიტორიები და მთისწინეთი საკმაოდ საინტერესო (უკვე არსებული ათვისების სისტემით) და პერსპექტიულ ზონას წარმოადგენს ტურიზმისა და საკურორტო მეურნეობის განვითარებისათვის.

ზოგადად, მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების, როგორც ტურიზმისა და საკურორტო მეურნეობის ობიექტის, მნიშვნელობას ზრდის ამ მხარის ჯანმრთელი ჰავა და საკმარისი რაოდენობის მინერალური და სამკურნალო წყაროები, რომელთა მიზნობრივი და კომპლექსური გამოყენების საფუძველზე შესაძლებელია აღდგეს და ახლიდან შეიქმნას სხვადასხვა პროფილის ბალნეო-კლიმატური და კლიმატურ-ბალნეოლოგიური ცენტრები.

ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონის დასახლებული ადგილების თავისებურ არქიტექტურას, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების ძეგლებს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პოზიციების რაციონალური გამოყენების შედეგად, რეგიონი შეიძლება გადაიქცეს ტურიზმ-ალპინიზმისა და კლიმატურ-ბალნეოლოგიური ცენტრების კონცენტრირებულ ზონად და სწორედ ეს არამწარმოებლური დარგები განსაზღვრავენ უახლოეს პერსპექტივაში რეგიონის ტერიტორიული სპეციალიზაციისა და განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონს დიდი პოტენციალი გააჩნია ტურიზმის განვითარების სფეროში. რეგიონი გამოირჩევა დიდი ისტორიული წარსულით, ძეგლებით, ადათ-წესებით და ტრადიციებით. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ქ. მცხეთა, რომელიც იუნესკოს ძეგლია. საინტერესო და ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველია რეგიონის მთიანეთი, სადაც უდიდესი შესაძლებლობაა მნიშვნელოვნად განვითარდეს ტურიზმის სხვადასხვა სახეობა: კულტურული, მომლოცველობითი, არქეოლოგიური, სათავგადასავლო, ეკოტურიზმი, აგროტურიზმი, სამთო-სათხილამურო, ბიზნესტურიზმი, შემეცნებითი ტურიზმი, ექსტრემალური ტურიზმი.

დღეისათვის რეგიონში მხოლოდ ერთი ტურისტული საინფორმაციო ცენტრია ქ. მცხეთაში, სადაც ტურისტს შესაძლებლობა აქვს ინფორმაცია მიიღოს მთელი რეგიონის ტურისტული მარშრუტების და სხვა სერვისების შესახებ (თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ნაბეჭდი მასალა მცირე რაოდენობითაა და რიგ შემთხვევაში არ აკმაყოფილებს ხარისხს). მიგვაჩნია, რომ ტურისტული საინფორმაციო ცენტრის გახსნის აუცილებლობა ყველა მუნიციპალიტეტშია.

ტურიზმის სწრაფი ტემპით განვითარების თვალსაზრისით, განსაკუთრებით აღსანიშნავია მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები. ამ ორი ტურისტული ობიექტისადმი ინტერესი ყოველთვის არსებობდა, რამაც განაპირობა სახელმწიფო და ადგილობრივი პროექტების მათკენ მიმართვა. ქ. მცხეთაში და დაბა ყაზბეგში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული განაშენიანება და რეაბილიტაცია, რომლის განხორციელების ერთ–ერთი ძირითადი მიზანი ტურიზმის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა და ადგილობრივი შემოსავლების გაზრდაა. რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულმა განვითარებამ განაპირობა ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების მატება, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესის გაზრდა საოჯახო სასტუმროებისა და სხვა ტურისტული მომსახურების ობიექტების მოსაწყობად.

3.5 სოფლის მეურნეობა

რეგიონის ბუნებრივი პირობების თავისებურებები მკვეთრადაა გამოხატული მიწის ფონდის სტრუქტურაში.

მიწის ფონდი მუდმივ ტრანსფორმაციაში იმყოფება - მიწების ნაწილი გამოდის სასოფლო-სამეურნეო ბრუნვიდან და გამოიყენება მშენებლობის, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, გზების აგებისა თუ სხვა დანიშნულებისათვის. მეორეს მხრივ, სასოფლო-სამეურნეო მიწებად იქცევა ახალი, ადრე გამოუყენებელი მიწები. ეს ძალზე რთული პროცესია (მით უმეტეს ჩვენი ქვეყნის დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით), რომელიც სერიოზულ კონტროლს მოითხოვს. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მიწის სხვა კატეგორიაში გადატანა, ერთი მხრივ სახალხო (სოფელი, თემი), მეორე მხრივ, რეგიონის განვითარების სამეურნეო ინტერესების გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს.

რეგიონის მაგალითზე აღნიშნული საკითხის სიმწვავე განპირობებულია იმითაც, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 2/3-ის საერთო მახასიათებელია:

ა. სასოფლო-სამეურნეო ფართობის არაპროპორციული სტრუქტურა - სახნავი მიწების სიმცირე და ბუნებრივი საკვები სავარგულების მკვეთრად გამოხატული აბსოლუტური და შეფარდებითი სიდიდე;

ბ. მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული ფართობების სიმცირე და შემცირების ტენდენცია;

გ. სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის გამოუსადეგარი მიწების დიდი მოცულობა.

მიწის სავარგულების სტრუქტურაში აღსანიშნავია აგრეთვე მეორე დისპროპორცია: ბუნებრივი საკვები ბაზა წარმოდგენილია მხოლოდ საზაფხულო საძოვრებითა და სათიბებით. ზამთრის საკვები რესურსების სიმცირე მეცხოველეობის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი შემზღუდველი ფაქტორია.

სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარების კიდევ ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ნიადაგის ბუნებრივი მწარმოებლობა, ანუ კონკრეტული კულტურების მოსავლიანობა, რაც დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, მათ შორის, ხარისხიან სათესლე მასალაზე, მელიორაციის განვითარების ხარისხსა და აგროვადების მკაცრად დაცვაზე.

სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონული განვითარების პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მას რეგიონის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი და წამყვანი ადგილი უჭირავს. მუნიციპალიტეტების გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებს სოფლის მეურნეობის მრავალი მიმართულების განვითარებას, რაც სამომავლოდ შესაძლებლობას მოგვცემს, გავზარდოთ რეგიონში წარმოებული პროდუქციის ხვედრითი წილი ქვეყნის შიდა ბაზარზე. განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ ეს სექტორი თვითდასაქმების და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა.

საბჭოთა მეურნეობების დაშლის და ბოლო ათწლეულების განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის მოშლის შემდგომ ტრადიციული დარგების შენარჩუნება ხდებოდა შინამეურნეობებში, რომლებიც ძირითადად საკუთარი საოჯახო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იწარმოებოდა.

მემარცვლეობა

მარცვლეულის წარმოებისათვის ხელსაყრელი ბუნებრივი პირობებია მცხეთის, დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, მაგრამ სათანადო ტექნიკის, აგროტექნოლოგიების, ხარიხიანი თესლის, გასარწყავების და სხვა საჭიროებათა უქონლობის გამო საშუალო მოსავლიანობა ძალიან დაბალია.

მებოსტნეობა-მებაღჩეობა

მებოსტნეობა-მებაღჩეობისთვის მეტ-ნაკლები პირობები არსებობს მთელი რეგიონის მასშტაბით, მაგრამ შედარებით ინტენსიურად დატვირთულია მცხეთის მუნიციპალიტეტი. ეს განპირობებულია სარეალიზაციო ბაზართან (თბილისი) სიახლოვით და კომუნიკაციის სიიოლით. ძირითადად იწარმოება პომიდორი, კომბოსტო, ხახვი და სხვა. ვინაიდან ეს მიმართულება ძირითადად წვრილ მეურნეობებშია განვითარებული, ვერ იქმნება იმ მოცულობის პროდუქცია, რომ კონკურენცია გაუწიოს ქვემო ქართლის და ლაგოდეხის შედარებით განვითარებულ წარმოებას. ერთჯერადად წარმოებული პროდუქციის სიმცირე არარენტაბელურს ხდის მის შენახვას ნატახტარის მაცივარში.

მეკარტოფილეობა

მეკარტოფილეობის დიდი ტარდიცია არსებობს რეგიონში. დუშეთში, თიანეთში და ყაზბეგში მეკარტოფილეობა ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. უხარისხო თესლის და არასათანადო ტექნოლოგიების უქონლობის გამო მოსავლიანობა დაბალია (20-25 ტ ჰა-ზე). წილკანთან არსებობს ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია კარტოფილის თესლის წარმოება სუპერ ელიტიდან ელიტამდე, მაგრამ, საკანონმდებლო ბაზის უქონლობის გამო ვერ იწარმოება კარტოფილის სამრეწველო თესლი. კარტოფილის მეთესლეობა პრიორიტეტული უნდა გახდეს რეგიონისთვის, აუცილებელია მეთესლეობის მეურნეობის შექმნა, რისთვისაც ძალიან ხელსაყრელი პირობებია ერწოს ქვაბულში (თიანეთის მუნიციპალიტეტი). რეგიონში შესაძლებელია ბიოკარტოფილის წარმოება და დედაქალაქის მოთხოვნილების მნიშვნელოვანწილად დაკმაყოფილება მაღალი ხარისხის კარტოფილით.

მევენახეობა

მევენახეობა ძირითადად მუხრანის ველზეა განვითარებული. აქაური ყურძენი განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა და ცნობილია აქ დამზადებული ღვინოები. უკვე მყარად დგას ფეხზე ბიოღვინის წარმოება (ს. ჩარდახი), რომელიც დიდი მოთხოვნით სარგებლობს უცხოეთში და წარმოებული ღვინო მთლიანად ექსპორტზე გადის. საჭიროა ამ მიმართულების განვითარების ხელშეწყობა. აღსანიშნავია ჯიღაურას სანერგე მეურნეობა, სადაც თავმოყრილია როგორც ენდემური, ისე უცხოეთიდან შემოტანილი პერსპექტიული ჯიშები.

მეხილეობა

მეხილეობისთვის ხელსაყრელი პირობები არსებობს როგორც ბარში, ისე საშუალო მთის ზონაში. ძველი ბაღების ამორტიზირების და ახალი დიდი ბაღების გაუშენებლობის გამო ხილის წარმოებას რეგიონში მასობრივი სახე არა აქვს. ჯიღაურაში არსებობს ხეხილის სანერგე მეურნეობა, ის აწარმოებს როგორც საძირის ასევე სადედეს წარმოებას, მაგრამ მის საქმიანობას რეგიონზე არსებითი დადებითი გავლენა არ მოუხდენია. თიანეთი უნიკალურ მიკროზონას წარმოადგენს მეხილეობისთვის (ვაშლი, მსხალი, ქლიავი, კომში, კაკლოვნები). ტრადიციულად აქ არ გამოიყენებოდა შხამქიმიკატები და აქაური ხილი გემოვნურ თვისებთან ერთად ეკოლოგიური სისუფთავისთაც გამოირჩევა. საჭიროა ამ მიმართულებით განვითარება.

რეგიონში სამრეწველო ხილის ბაღების გაშენების ხელშემშლელი ფაქტორებია ნერგების სიძვირე, სათანადო ტექნიკის არარსებობა, ახალი ტექნოლოგიების ცოდნის დაბალი დონე, ხილის ლოკალური დამზადების პუნქტებისა და გადამუშავების მცირე საწარმოების არქონა.

მესაქონლეობა (მსხვილფეხა)

გეოგრაფიულ-ბუნებრივ-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე მესაქონლეობა რეგიონის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. როგორც სარძევე, ასევე სახორცე მიმართულება დაბალპროდუქტიულობით გამოირჩევა. ამის ძირითადი მიზეზებია სანაშენე ფერმების არარსებობა, საკვები ბაზის არასათანადო დონე და ჩვენი მოსახლეობის დაბალი მატერიალური შესაძლებლობა. საჭიროა მაღალრენტაბელური, მათ შორის ალპურ პირობებთან შეგუებული ჯიშების შემოყვანა-გამრავლება, რძის და ხორცის მიმღებ-გადამამუშავებელი მცირე საწარმოების ამოქმედება, ახალი, მაღალფასიანი პროდუქტების შექმნა.

მესაქონლეობა (წვრილფეხა)

მეცხვარეობა რეგიონის უძველესი ტრადიციული დარგია. მცხეთა-მთიანეთის რეგიონს მისი განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. პოსტსაბჭოთა პერიოდში ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 120 000 სული ცხვარი იყო აღრიცხული, თიანეთსა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში ცხვრის სულადობა 200 000 სულს აჭარბებდა. ცხვრის რაოდენობის მკვეთრი შემცირება განპირობებულია ზამთრის საძოვრების სიმცირით. მოსაწესრიგებელია ცხვრის გადასარეკი ტრასების ინფრასტრუქტურის შექმნა და მისი გამართული ფუნქციონირება.

მეღორეობა

მეღორეობა ძალიან პერსპექტიული დარგია რეგიონისათვის. ბოლო წლებში გაჩენილმა დაავადებებმა დიდი დარტყმა მიაყენა ამ დარგს. იგი თავმოყრილია შინამეურნეობებში.

მეფრინველეობა

მეფრინველეობის სამრეწველო ფერმები თავმოყრილია მხოლოდ მცხეთის მუნიციპალიტეტში, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს დედაქალაქის ფრინველის ხორცითა და კვერცხით მომარაგებაში. დიდი მოთხოვნილებაა ე.წ. სოფლის ქათამზე და კვერცხზე, რომელიც შინამეურნეობების მცირე წარმოების გამო მინიმალურადაც არაა დაკმაყოფილებული. ამიტომ საინტერესო პერსპექტივა აქვს ბიომეფრინველეობის განვითარებას. თიანეთში საბჭოთა პერიოდში ფუნქციონირებდა სახორცე ინდაურების მსხვილი ფერმა. აქ კარგი პერსპექტივაა ამ მიმართულების ასაღორძინებლად. მცხეთაში, დუშეთსა და თიანეთში წარმატებით შეიძლება წყლის მეფრინველეობის (იხვი, ბატი) განვითარება.

მეფუტკრეობა

რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში განვითარებულია მეფუტკრეობა. ჯანსაღი ეკოლოგიური გარემო, ალპური და ტყის მცენარეების სიმრავლე და მრავალფეროვნება, ქართული ჯიშის ფუტკრის თვისებები განაპირობებს აქაური თაფლის განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს. ბუნებრივი რესურსების სიუხვე ფუტკრის პროდუქტების რამდენჯერმე გაზრდის შესაძლებლობას იძლევა. საჭიროა სათანადო დაფასოება-გაფორმების ორგანიზება და მარკეტინგული ღონისძიებების გატარება, რაც უპრიანია მეფუტკრეთა კოოპერირების გზით მოხდეს.

მეთევზეობა

მთელი რეგიონის მასშტაბით ხელსაყრელი პირობებია მეთევზეობის განვითარებისათვის. მეთევზეობის მეურნეობები (ტბორები) არსებობს ყველა მუნიციპალიტეტში. შესაძლებელი რაოდენობრივი ზრდა, სასურველია თევზის გადამამუშავებელი მცირე საწარმოების ამოქმედება.

მესათბურეობა

სასათბურე მეურნეობების შექმნა სტრატეგიულ მიმართულებად უნდა იქცეს სეზონის გარეშე ჩვენი ბაზრისთვის პროდუქტების მიწოდების მიზნით. ეს მიმართულება განსაკუთრებით პერსპექტიულია მცირემიწიანობის პირობებში. უკვე ნახევარი და ერთი ჰა მიწისმფლობელთა საქმიანობაც შეიძლება გახდეს მომგებიანი. ამასთანავე მინიმუმამდე დადის ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული რისკი. მაგრამ ენერგორესურსების სიძვირე ამ მიმართულების განვითარების შემაფერხებელი ფაქტორია. ამ მხრივ საჭიროა ხელისუფლების მხარდაჭერა. ამასთანავე უნდა დაინერგოს ენერგოდამზოგავი კონსტრუქციები, ათვისებულ იქნეს ალტერნატიული ენერგიის წყაროები.

საკვებწარმოება

საჭიროა მაღალმოსავლიანი კულტურების დანერგვა მეცხოველეობა-მეფრინველეობის საკვების წარმოების მიზნით. უნდა შეირჩეს რეგიონის პირობებისადმი შეგუებული მრავალწლიანი ბალახები, ბოლქვიანი და სხვა მცენარეები.

სოფლის მეურნეობის რეგიონული პროდუქტების კომერციალიზაცია

რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქტების ისედაც დაბალმწარმოებლურობას ემატება მისი კომერციალიზაციის დაბალი დონე. ცალკეულ მწარმოებლებს არ ხელეწიფებათ, რომ მოახდინონ თავიანთი პროდუქციის სათანადო შეფუთვა, რეკლამირება და ბაზრისთვის მიწოდება. ამ საკითხში საჭიროა გარკვეული სახელმწიფო მხარდაჭერა (ისევე როგორც მეღვინეობის მიმართ), რათა რეგიონული პროდუქტები კონკურენტუნარიანი და მაღალშემოსავლიანი გახდეს. ტრადიციული პროდუქტის პოპულარიზების კარგ მაგალითს წარმოადგენს თიანეთური დამბალ-ხაჭო, რომელიც აღიარებულ იქნა როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრება და ამან მკვეთრად აამაღლა მასზე მოთხოვნილება და შესაბამისად ფასი. ადგილობრივ მწარმოებლებს სტიმული მიეცათ და ზოგიერთი ფერმერი მთლიანად მის წარმოებაზე გადავიდა.

ტყის პროდუქტები

რეგიონში ძალიან დიდი რესურსი არსებობს ტყის არამერქნული პროდუქტების (ხილი, კენკრა, სამკურნალო მცენარეები). საჭიროა მისი დამზადების და გადამუშავების ორგანიზება, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, მოსახლეობას გაუჩენს დამატებით შემოსავალს.

კოოპერაცია

კანონმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერციის შესახებ, ამ მიმართულების სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერამ, შესაძლებლობა მისცა ცალკეულ ფერმერთა ჯგუფებს, რომ თავიანთი საქმიანობა წარმატებით განევითარებინათ, თუმცა შემაფერხებელ ფაქტორად რჩება საგრანტო პირობებში წილობრივი ფინანსური თანამონაწილეობა.

IV. რეგიონის სოციალური განვითარება

4.1 მოსახლეობის ცხოვრების დონე და სოციალური უზრუნველყოფა

2013 წელს რეგიონში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 6687 ადამიანი (რეგიონის მოსახლეობის 6,14%) შეადგენდა, რაც 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2100 ადამიანით აღემატებოდა. აქედან, 3970 ადამიანი მსხვილ, 619 ადამიანი საშუალო, ხოლო 2097 ადამიანი მცირე საწარმოში იყო დასაქმებული.

დასაქმებულთა შრომის საშუალოთვიური ანაზღაურება 2013 წელს 775,0 ლარს შეადგენდა (ადგილობრივ კერძო ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან - 722,8 ლარი, უცხოელ/უცხოურ კერძო ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან - 1251,3 ლარი, რაც 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე პირველ შემთხვევაში 226,2 ლარით, ხოლო მეორე შემთხვევაში 346 ლარით მეტია. შრომის საშუალო თვიური ანაზღაურება 2013 წელს მსხვილ საწარმოებში 1045,0 ლარს, საშუალო საწარმოებში 497,9 ლარს, ხოლო მცირე საწარმოებში 294,7 ლარს შეადგენდა, რაც საქართველოს ერთიან საშუალო მაჩვენებელთან ახლოსაა (მსხვილ საწარმოებში სჭარბობს კიდეც).

2016 წლის მარტის მდგომარეობით, რეგიონში რეგისტრირებულია 15 020 სოციალურად დაუცველი ოჯახი (40 469 პირი). აქედან, მიზნობრივი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის მიღების უფლება მოიპოვა 6481 ოჯახმა (18327 პირმა), რაც საარსებო შემწეობის მიმღებ მთელ მოსახლეობასთან მიმართებაში 17,7% ოჯახს (19,4% პირს) შეადგენს. გარდა ამისა, რეგიონში ირიცხება 18 556 ასაკით პენსიონერი და 3834 სოციალური პაკეტის მიმღები პირი.

მცირე საოჯახო ტიპის სახლები მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის ქალაქ დუშეთში და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წილკანში და გალავანში, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის დღის ცენტრის მომსახურება ხორციელდება თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთში და იმავე სახის მომსახურება - შშმ ბავშვებისათვის ქალაქ მცხეთაში. აღსანიშნავია, რომ რეგიონი არ არის უზრუნველყოფილი შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურით, რაც ხელს უშლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ სათანადო ინტეგრირებას.

ნიშანდობლივია, რომ 2015 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“, რომელიც რიგ სოციალურ და საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პირებისა და შექმნილი საწარმოებისთვის. „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიიღო რეგიონის 375-მა დასახლებამ, სადაც 21200-მდე მოსახლე ცხოვრობს. აღნიშნული კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს რეგიონის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

4.2 ჯანმრთელობის დაცვა

2015 წელს რეგიონში მოქმედებს 4 საავადმყოფო, 9 ამბულატორია, რეგიონს ემსახურება 6 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი 14 სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ბრიგადით, რომლებიც უზრუნველყოფილი არიან შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით. 2014 წელს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში დასრულდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (ტრავმული) ცენტრის მშენებლობა, თუმცა, რეგიონის ბუნებრივი რელიეფის ხასიათიდან და განსახლების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ხშირად გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს სამედიცინო ვერტმფრენით მომსახურების საკითხის გაუმჯობესება.

რეგიონის მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურიდან გამომდინარე, სამედიცინო მომსახურებაზე მოთხოვნა მაღალია. საავადმყოფოები მდებარეობს რეგიონში არსებული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში და ზამთრის პერიოდში, ცუდი კლიმატური პირობების გამო, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნება. რეგიონის ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებები განიცდის მაღალკვალიფიციური კადრების უკმარისობას, განსაკუთრებით ვიწრო სპეციალობით, რაც იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის სამკურნალოდ გასვლას სხვა რეგიონებში არსებულ კლინიკებში.

კერძო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა რეგიონში ძალზე მცირეა. აქტუალურია მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომის პრობლემა. გაფართოებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უზრუნველყოფს მოსახლეობას საბაზისო სადაზღვევო პაკეტით, თუმცა, პრობლემის სრულად აღმოფხვრას ვერ უზრუნველყოფს.

4.3 განათლება

რეგიონში ფუნქციონირებს 86 საჯარო და 2 კერძო (მცხეთა, სტეფანწმინდა) სკოლა, სადაც 2016 წლის აპრილის მონაცემებით, 11 196 მოსწავლე სწავლობს. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად მოსწავლეთა რაოდენობა საგრძნობლად მცირდება, რაც ზოგადი დემოგრაფიული და მზარდი მიგრაციული პროცესებით არის განპირობებული (განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან ტერიტორიებზე). მოსწავლეების განათლებას ემსახურება 2141 პედაგოგი. მაღალმთიან სოფლებში, რიგ შემთხვევებში, ფუნქციონირებს დაწყებითი სკოლები, რის გამოც უფროსი ასაკის მოსწავლეებს უახლოეს საჯარო სკოლებში (ძირითადად, შესაბამისი მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში) უწევთ სიარული. მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებთან ახლოს მდებარე სოფლებში მცხოვრები მოსწავლეების ნაწილი შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში არსებულ სკოლაში სწავლას ამჯობინებს, რაც განპირობებულია უკეთესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ინფორმაციის მეტად ხელმისაწვდომობით, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებებში (სამუსიკო, სამხატვრო, სასპორტო და სხვ.) სიარულის სურვილით და ა.შ. სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში გადასაადგილებლად ემსახურება სასკოლო ავტობუსები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - „საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში.

უკანასკნელ წლებში თითქმის ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, მცხეთის მუნიციპალიტეტში აშენდა 2 ახალი სკოლა. სკოლების დიდი ნაწილი აღიჭურვა კომპიუტერული ტექნიკით და ჩაერთო ინტერნეტის ქსელში. თუმცა, სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა კვლავაც სერიოზული ზრუნვის საგანი უნდა იყოს როგორც მუნიციპალიტეტების, ასევე სამინისტროს მხრიდან.

რეგიონში არსებული მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს 59 საბავშვო ბაღი, სადაც 2743 ბავშვს ემსახურება 771 პედაგოგი და ტექნიკური პერსონალი. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების უმრავლესობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არადამაკმაყოფილებელია.

რეგიონში არ მოქმედებს არცერთი საჯარო ან კერძო უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. მიმდინარეობს სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიაანთკარში არსებული საზოგადოებრივი კოლეჯის რეაბილიტაცია-აღდგენისათვის. აქტუალურია ისეთი სასწავლო ცენტრების ჩამოყალიბება, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა მიმართულებით მოკლევადიანი პროგრამებით პროფესიული კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება.

4.4 კულტურა და სპორტი

მცხეთის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 3 კულტურის სახლი: მუხრანის (სარემონტო); წილკნის (ავარიული); ძალისის (გადაეცა ეკლესიას) და 3 სოფლის კლუბი (ნატახტარი, საგურამო, ქსანი).

თითოეული მათგანი საჭიროებს რეაბილიტაციას ან ფინანსურ მხარდაჭერას, ვინაიდან მათი სრულყოფილი მუშაობისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც აპარატურის შეძენა-განახლება, ასევე არსებული ტექნიკის მოვლა-პატრონობა. ყოველ მათგანში ფუნქციონირებს ხელოვნების სხვადასხვა წრე. მიუხედავად ამისა, მცხეთის მუნიციპალიტეტი აშკარად განიცდის კულტურული დაწესებულებების სიმცირეს, (არ არის თეატრი, კინო-კლუბები; მხოლოდ 11 ბიბლიოთეკა და 2 სახლ-მუზეუმი, სადაც მნახველისა და მკითხველისათვის ელემენტარული პირობები ძლივს არის შექმნილი). ყოველივე აღნიშნული ქმნის საჭიროებას, კიდევ უფრო მეტად შეეწყოს ხელი ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას და ძველის რეაბილიტაციას.

ამ ეტაპზე, ძალისის, წილკნის, ძეგვის, საგურამოს და ქ. მცხეთის სპორტულ-კომპლექსში ფუნქციონირებს სხვადასხვა სპორტული წრეები (ჭიდაობა, ძიუდო, კარატე, ველო-სპორტი, ნიჩბოსნობა, კრივი). მსგავსი წრეები ფუნქციონირებს მუხრანის საჯარო სკოლის საჭიდაო დარბაზში, სასურველია სოფელში აშენდეს სპორტსკოლა, რადგან ამ მხრივ მოსახლეობის მოთხოვნა დიდია.

დუშეთის მუნიციპალიტეტში არსებობს რამდენიმე კულტურის სახლი (ქ. დუშეთში, დაბა ჟინვალში, დაბა ფასანაურსა და სოფ. ქვეშეთში) და მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, იგეგმება კინოჩვენებები (შესაბამისი აპარატურა მუნიციპალიტეტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გადასცა). მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მხოლოდ 4 ბიბლიოთეკა და 5 სახლ-მუზეუმი.

მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჟინვალის კულტურის სახლთან არსებული ხალხურ საკრავთა ანსამბლი „მამული“, დუშეთის კულტურის სახლთან არსებული ქართულ ხალხურ საკრავთა ანსამბლი „ფესვები“ და ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლი „არაგველები“, 2014 წელს ანსამბლ „ქალილოს“ ქორეოგრაფიული ჯგუფიც დაემატა. არსებობის ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს დუშეთის სახალხო თეატრს. ცოტა ხნის წინ მუნიციპალიტეტში საბავშო თეატრიც ჩამოყალიბდა.

რაც შეეხება სპორტის განვითარებას, 2013 წელს შეიქმნა საფეხბურთო კლუბი „არაგვი“, ამავე წელს ჩამოყალიბდა ძალოსნობის ჯგუფი. ქ. დუშეთში წარმატებით ფუნქციონირებს სპორტული სკოლა შესაბამისი სპორტული დარბაზით. მიმდინარე წელს ჭიდაობის დარბაზი გაიხსნა სოფ. ქვეშეთში. მსგავსი დარბაზების შექმნის საჭიროება არსებობს მუნიციპალიტეტის სხვა ადგილებშიც (დ. ჟინვალში, სოფ. მჭადიჯვარში, სოფ. ბაზალეთში, სოფ. ბულაჩაურში, სოფ. ჭოპორტში).

თიანეთის მუნიციპალიტეტში არსებულ კულტურის სახლში (დ. თიანეთი) ფუნქციონირებს ხელოვნების დარგის სხვადასხვა (ფოლკლორის, მხატვრული კითხვის, სამეჯლისო და ქართული ხალხური ცეკვის) წრე, 2014 წელს კი შეიქმნა საესტრადო სიმღერის წრე და შესაბამისად ჩამოყალიბდა საესტრადო სიმღერის ჯგუფიც. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 17 ბიბლიოთეკა და 2 სახლ-მუზეუმი.

მიუხედავად ამისა, თიანეთის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებით განიცდის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის დეფიციტს (კინო, თეატრი, სპორტული დარბაზი), რაც ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს ახალგაზრდობის მიერ სოფლის დატოვების მიზეზს. გარდა ამისა, თიანეთის მუნიციპალიტეტში თითქმის არ არსებობს არცერთი გასართობი დაწესებულება (გასართობი კლუბი, კაფე-ბარი, ინტერნეტ-კლუბი), სადაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ თავისუფალი დრო სასიამოვნო გარემოში გაატარონ.

დაბა თიანეთში არსებობს 1 სპორტული სკოლა (ფილიალი – სოფ, საყდრიონში), სადაც ფუნქციონირებს კალათბურთის, ფეხბურთის და ჭიდაობის სპორტული წრეები. 2014 წელს გაიხსნა აგრეთვე, კარატეს წრე, დაფუძნდა რაგბის კლუბი და შეიქმნა გუნდი. (თიანეთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით შექმნილია სპორტულ–გამაჯანსაღებელი კომპლექსი, რომელიც დაბა სიონში ფუნქციონირებს და იქ არსებული ფრენბურთისა და კალათბურთის მოედნები გადაცემული აქვს სარგებლობის უფლებით).

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კულტურის განვითარების ხელისშემშლელ პრობლემას ძირითადად კულტურის სახლის არარსებობა წარმოადგენს. შესაბამისად, ვერ ხდება იმ ღონისძიებების მაშტაბურად და ხარისხიანად ჩატარება, რაც ხელს შეუწყობდა ყაზბეგში კულტურული ცხოვრების განვითარებას. ამინდს ვერ ცვლის მხოლოდ 3 ბიბლიოთეკა და 1 სახლ-მუზეუმი. მნიშვნელოვანი ის ფაქტიც, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტი არის საზღვრისპირა მუნიციპალიტეტი და ამ მხრივ არსებული პრობლემა ხელს უწყობს ახალგაზრდობის გადინებას მუნიციპალიტეტიდან.

2012 წელს გამგეობის დაფინანსებით შეიქმნა ვაჟთა გუნდი. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ყაზბეგის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ქორეოგრაფიული ანსამბლების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტში არსებობს მხოლოდ ერთი სპორტული სკოლა (დ. სტეფანწმინდაში), სადაც ფუნქციონირებს ჭიდაობის, რაგბის, სამთო-სათხილამურო და მეკლდეურობის სპორტული წრეები. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ადგილობრივ ახალგაზრდულ წრეებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სამთო-სათხილამურო სპორტი, რომლის განვითარების ხელშეწყობა, კიდევ უფრო გაზრდის სპორტული ცხოვრების მსურველთა რიგებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. ამისთვის კი აუცილებელია კიდევ მეტად მოხდეს სამთო-სათხილამურო ტრასების განვითარება და სპორტის მოყვარულთათვის შესაბამისი ინვენტარის შეძენა.

კულტურული და სპორტული ღონისძიებების დასაფინანსებლად გასულ წელთან შედარებით 2014 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა თითქმის გაორმაგებულია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გაჩნდა მოთხოვნა, კიდევ უფრო განვითარდეს და რაც შეიძლება მაღალ დონეზე ჩატარდეს კულტურული და სპორტული ღონისძიები და მეტად იქნეს ჩართული მასში როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე მოწვეული სტუმრები.

რეგიონში დემოგრაფიული ვითარების გასაუმჯობესებლად დიდი მნიშვნელობა აქვს მიზანმიმართული ახალგაზრდული პოლიტიკის გატარებას, რაც გულისხმობს ახალგაზრდობის დასაქმების, მისი გართობა-დასვენებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნას, ახალგაზრდული ცენტრებისა და ორგანიზაციების შექმნისა და მუშაობისათვის ხელშეწყობას სახელმწიფოს მხრიდან. სხვაგვარად ვერ იქნება აცილებული ახალგაზრდობის რეგიონიდან გადინებისა და სოფლის მოსახლეობის „გადაბერების“ ტენდენციები, რაც დამახასიათებელია თანამედროვე ურბანული პროცესებისათვის.

4.5 სამოქალაქო სექტორი და მედია

ქალაქ მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიპალიტეტებში არ ფუნქციონირებს არცერთი მედიასაშუალება. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისინი აქტიურად არიან ჩართულნი გამგეობის მუშაობის პროცესში, სისტემატურად ხდება მათი წარმომადგენელთა დასწრება საკრებულოს სხდომებსა თუ შეხვედრებზე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აქვს ყოველთვიური ბეჭდვითი ორგანო „დუშეთის მაცნე“ (რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება). გაზეთი აქტიურად აშუქებს მუნიციპალიტეტში მომხდარ ყველა მნიშვნელოვან ფაქტს თუ მოვლენას. რაც შეეხება ისეთ ოფიციალურ ინფორმაციას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები, გამგეობის ვებგვერდის (dusheti.org.ge) საშუალებით ყველასათვის არის ხელმისაწვდომი.

ფინანსური პრობლემების გამო დამოუკიდებელი ტელევიზიის მაუწყებლობა შეწყვეტილია.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართულნი მუნიციპალიტეტის განვითარებაში.

თიანეთის მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებს ადგილობრივი მედია-საშუალება, რაც შეეხება პრესის გამოცემას, 2013 წელს დაბაში შეიქმნა ა(ა)იპ – თიანეთის მუნიციპალიტეტის გაზეთი „თიანეთის მომავალი“, რომელიც გამოიცემა 2 კვირაში ერთხელ და ასახავს მუნიციპალიტეტში მიმდანარე ყველა თემატიკას. მისი გავრცელების არეალი მოიცავს მთელ მუნიციპალიტეტს.

თიანეთის მუნიციპალიტეტის განვითარების საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებს არცერთი ადგილობრივი მედია საშუალება, თუმცა ამ მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა დიდია.

4.6 გენდერული მაჩვენებლები

ქალაქ მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულია დაახლოებით 52,4% მამაკაცი და 47,6% ქალი. შესაბამისად, გენდერული თანასწორობა მუნიციპალიტეტში თითქმის თანაბარია.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებულ ქალთა და მამაკაცთა რაოდენობა შემდეგნაირად არის წარმოდგენილი: გამგეობა – 43 მამაკაცი, 45 ქალი, საკრებულო – 4 ქალი, 29 მამაკაცი. ქალთა უმრავლესობა დაბალ თანამდებობრივ საფეხურზეა დასაქმებული. ზოგადად, ქალთა ჩართულობა მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საქმიანობაში, სოციალურ საკითხებზეა დამოკიდებული.

თიანეთის მუნიციპალიტეტში კერძო სექტორში დასაქმებულია 215 ქალი და 44 კაცი, ხოლო საჯარო სექტორში კი 320- ქალი და 160 კაცი; აღსანიშნავია, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს პირდაპირი არჩევნებით არჩეული ერთადერთი ქალი გამგებელი. გენდერული თანასწორობის დაცვის მიმართულებით ერთერთი მნიშვნელოვანი როლი უჭირავს მოსახლეობის პროფესიული გადამზადების ხელშეწყობას და კვალიფიკაციის ასამაღლებლად, სახელობო პროფესიული სასწავლებლის დაარსებას მუნიციპალიტეტში.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს: ქალი – 505; მამაკაცი – 245; ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გენდერული მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ დასაქმებულთა შორის უმეტესი ნაწილი ქალებს უკავია.

გენდერული ბალანსის დაცვის მიზნით, საჭიროა მუნიციპალიტეტებში ჩამოყალიბდეს გენდერულ საკითხებზე მომუშავე მუდმივი სტრუქტურები, რომლებიც შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას ქალთა დასაქმების, კარიერული წინსვლისა და გენდერული თანასწორობის მისაღწევად. მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის საკითხებში, პოლიტიკურ პარტიებში ქალთა მონაწილეობის გაზრდა, მუნიციპალიტეტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება. აუცილებელია მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო პროცესში გენდერული ასპექტების დანერგვა იმისათვის, რომ ორივე სქესის პრობლემებზე, შესაძლებლობებსა და მიზნებზე, მუშაობა თანაბარი შესაძლებლობებით მოხდეს და გათვალისწინებულ იქნას გენდერული თვალსაზრისით აქტუალური ხარჯები. მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტების სტრატეგიულ გეგმებში გენდერული თვალსაზრისით პრობლემური საკითხების გათვალისწინება, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში ქალების მონაწილეობის გააქტიურება.

4.7 იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები

ქალაქ მცხეთის და მცხეთის მუნიციპალიტეტებში იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების (რაოდენობა ქ. მცხეთის ჩათვლით შეადგენს 10 375 პირს) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მათი დასაქმება არც თუ ისე მაღალია, აღნიშნული პროცესი მუნიციპალიტეტის შესაძლებლობის ფარგლებში ხორციელდება. საქართველოს მთავრობის განკარგულებებით მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხიდან, დევნილებისათვის სოფელ წეროვანში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ შენდება ახალგაზრდობის სახლი, ხოლო, სოფელ წილკანში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში-საბავშვო ბაღი. რაც შეეხება ეკომიგრაციას, მუნიციპალიტეტებში 2013–2014წწ. ეკომიგრაცია არ ფიქსირდება.

დუშეთის მუნიციპალიტეტი. ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის პანსიონატში ცხოვრობს 349 დევნილი, მათგან 45 ოჯახი არის სოციალურად დაუცველი. გარდა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მიღებული დახმარებებისა, ყველა დევნილის კომუნალურ ხარჯს ანაზღაურებს მუნიციპალიტეტი. შეძლებისდაგვარად ხდება მათი დასაქმება ადგილობრივ სტრუქტურებში.

რაც შეეხება ეკომიგრაციას, დუშეთის მუნიციპალიტეტის მეწყერსაშიშ ზონაში (მლეთა, ვეძათხევი, შარახევი) ცხოვრობენ ოჯახები, რომელთაც სასწრაფოდ ესაჭიროება განსახლება.

თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია 15 დევნილი. მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა საშუალოა, სხვადასხვა სექტორში დასაქმებულია, მხოლოდ, რამოდენიმე მათგანი. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დახმარების გაწევა ხდება დევნილთა მოთხოვნისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაძლებლობის ფარგლებში. ეკომიგრაცია თიანეთის მუნიციპალიტეტში ადგილი არ აქვს.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დევნილები არ ფიქსირდება.

V. ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი მომსახურება

5.1 გზები და ტრანსპორტი

საავტომობილო გზებს რეგიონში 476,6 კმ უკავია, მათ შორის, საერთაშორისო მნიშვნელობისაა – 172,3 კმ., შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა – 460,3 კმ., ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობის – 800 კმ-ზე მეტი გზა.

აღსანიშნავია, რომ ასფალტის ან ბეტონის საფარით არ არის დაფარული მუნიციპალური ცენტრებისა და შესაბამისი დასახლებების დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის სააავტომობილო გზების დიდი ნაწილი. მეწყერული და ღვარცოფული მოვლენები პერმანენტულად აზიანებს საფარს. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დიდი ნაწილი გრუნტოვანია, რის გამოც ზამთრის დიდთოვლობის პერიოდში იშლება კომუნიკაცია ბევრ დასახლებულ პუნქტთან. განსაკუთრებით მწვავე პრობლემას წარმოადგენს პირიქითა ხევსურეთის, გუდამაყრისა და მთიულეთის სოფლებთან დამაკავშირებელი გზები, რომელიც ზაფხულის პირობებშიც ძნელად გასავლელია, ხოლო ზამთარში იკეტება, რაც იწვევს მათ მოწყვეტას მუნიციპალიტეტის ცენტრისგან.

რეგიონის მოსახლეობის გადაადგილებისა და ტვირთების გადატანის ერთადერთ საშუალებას საავტომობილო ტრანსპორტი წარმოადგენს. რეგიონში შიდა სატრანსპორტო საშუალებები, ძირითადად, წარმოდგენილია მუნიციპალური და კერძო სატრანსპორტო ორგანიზაციების მფლობელობაში არსებული ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების სახით. ძირითადი მგზავრთნაკადები და ტვირთნაკადებია თბილისი-რეგიონის მუნიციპალიტეტები, რეგიონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრები-შესაბამის მუნიციპალიტეტებში შემავალი სოფლები და თემები. ნაკადები სეზონური ხასიათისაა და ზამთრის პერიოდში დაბალი ინტენსივობით ხასიათდება. მუნიციპალიტეტების ცენტრებს სოფლები, ძირითადად, ბაზრობის დღეს უკავშირდება. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მთელი რიგი სოფლები მოწყვეტილნი არიან მუნიციპალიტეტის ცენტრთან კავშირს (სამარშრუტო ავტობუსები პირდაპირ თბილისში მიემართებიან). არადამაკმაყოფილებელია რეგიონში არსებული ავტოსადგურების მდგომარეობა.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, ცენტრალური ხელისუფლების მიერ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ბოლო წლებში განხორციელდა საავტომობილო გზების რეაბილიტაციის ღონისძიებები. ამჟამად მიმდინარეობს სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო გზის ორი მონაკვეთის მშენებლობა: თიანეთი-ჟინვალი და როშკა-არხოტი, რომელთა დასრულების შემდეგ საგრძნობლად შეიცვლება თიანეთის მუნიციპალიტეტსა და პირიქითა ხევსურეთში მაცხოვრებელთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში სარკინიგზო მაგისტრალის სიგრძე შეადგენს 26 კმ-ს.

5.2 კომუნალური მომსახურებები

5.2.1 წყალმომარაგება და წყალანირება

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სასმელი წყლის მნიშვნელოვანი დანაკარგებია მოძველებული და დაზიანებული წყალსადენი სისტემის გამო. დასახლებული პუნქტების უმრავლესობა არ არის უზრუნველყოფილი საკანალიზაციო ქსელით. იმ ქსელების უმრავლესობა კი, რომლებიც ამჟამად ფუნქციონირებს, საჭიროებს რეკონსტრუქციასა და განახლებას. საკანალიზაციო ქსელიდან იკარგება ჩამონადენის დაახლოებით 60-70%, რაც იწვევს გრუნტის წყლების დაბინძურებას.

5.2.2 ბუნებრივი აირი და ენერგომომარაგება

ენერგომომარაგება. რეგიონი თითქმის მთლიანად არის ელექტრიფიცირებული. რელიეფის სირთულეების გამო გადასაწყვეტია ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი მცხეთის მუნიციპალიტეტის ორ და დუშეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე მაღალმთიან სოფელში.

გაზიფიკაცია. ამჟამად, ბუნებრივი აირის მიწოდებით უზრუნველყოფილია მხოლოდ ყაზხბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში. აქვე ხაზგასასმელია შემდეგი გარემოება: გაზის მიწოდებით უზრუნველყოფის მიუხედავად, მისი გამოყენების სერიოზული პრობლემები აქვთ არამარტო მთიანი და მაღალმთიანი სოფლების მაცხოვრებლებს, არამედ ამავე ზონაში განლაგებულ სკოლებსა და საბავშვო ბაღებს, რამდენადაც ვერ ახერხებენ გადასახადის გადახდას.

5.2.3 ნარჩენების მართვა

რეგიონში, გარდა ადმინისტრაციული ცენტრებისა, სათანადოდ არ ხორციელდება ნარჩენების ორგანიზებული გატანა, ასევე, არ არის მოგვარებული ნაგავსაყრელების განთავსების პრობლემაც.

რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში მოწყობილი ნაგავსაყრელების მდგომარეობა არასახარბიელოა. ვერ ხდება მათი სათანადო სანიტარიული დამუშავება და გაუვნებელყოფა. არასაკმარისია ნარჩენების შემგროვებელი ავტომანქანები და ბუნკერები.

ნარჩენების მართვის მოწესრიგებაში მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების როლი და, მათ შორის, ამ სფეროში ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის განვითარება. ნარჩენების მართვის კოდექსის და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ თანახმად, მუნიციპალიტეტ(ებ)ის კომპეტენციას განეკუთვნება მუნიციპალური ნარჩენების მართვა, მათ შორის, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება. მუნიციპალიტეტები უფლებამოსილი არიან, შექმნან, დანერგონ და მართონ მუნიციპალური ნარჩენების მართვის ერთობლივი სისტემა. ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, 2017 წლის 31 დეკემბრამდე ყველა მუნიციპალიტეტი მიიღებს მის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიან გეგმას; ამასთან, შესაძლებელია, მოხდეს ნარჩენების მართვის ერთობლივი გეგმების შემუშავება მოსაზღვრე მუნიციპალიტეტების მიერ.

აღსანიშნავია, რომ გარემოზე ზემოქმედების ნაკლები ხვედრითი წილი მოდის რეგიონში არსებულ მსხვილ საწარმოებზე. წარმოების დიდი მოცულობა და ინვესტიცია მათ საშუალებას აძლევს, საწარმოები აღჭურვონ თანამედროვე ტექნოლოგიების გამწმენდი ნაგებობებით, მოახდინონ ნარჩენების მეორადი გადამუშავება და გამოყენება. მეტი საფრთხე მოდის მცირე და საშუალო ბიზნესის მეწარმეების და მოსახლეობის მხრიდან, რომელთაც არ გააჩნიათ ფინანსური შესაძლებლობები, სათანადო დონეზე უზრუნველყონ ნარჩენების მართვა და გაუვნებელყოფა.

რეგიონში მოქმედი საავადმყოფოების მიერ წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობა არ აღირიცხება. ასევე მოსაწესრიგებელია სხვა სპეციფიკური (მეფრინველეობის კომბინატი მუხრანში და სხვა) ნარჩენების გაუვნებელყოფის და უტილიზაციის საკითხი. ინფორმაცია რეგიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების, პესტიციდების მოქმედი და მიტოვებული საწყობის არსებობისა და მდგომარეობის შესახებ არ მოიპოვება.

5.3 კავშირგაბმულობა

რეგიონის ტერიტორიაზე ვრცელდება ფიჭური კავშირგაბმულობის მობილური ქსელები. ინტერნეტკავშირი ძირითადად ხელმისაწვდომია ყველა მუნიციპალიტეტში (გარკვეული ტექნიკური პრობლემები აქვს თიანეთს); მომხმარებლის მიერ ინტერნეტის მიღება ხდება მობილური ქსელების (მოდემები), სატელეფონო კავშირის სადენების და სატელიტური თეფშების საშუალებითაც. „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრები მუნიციპალიტეტებში მოქმედებს.

5.4 სახანძრო-სამაშველო სამსახური

რეგიონულ ცენტრში ბაზირებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ხოლო მუნიციპალიტეტებში ფუნქციონირებს სახანძრო-სამაშველო სამსახურები. სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და პერსონალის კვალიფიკაცია ძირითადად დამაკმაყოფილებელია.

VI. რეგიონის მართვა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოქმედებს სახელმწიფო რწმუნებული – გუბარნატორი და მისი ადმინისტრაცია, რომელთა უფლებამოსილება ხორციელდება ქ. მცხეთის, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის ფუნქციებია: რეგიონის მატერიალური, შრომითი და ფინანსური რესურსების მობილიზაცია; რეგიონის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება; ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ორგანიზება; ინვესტიციების მოზიდვისა და რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა; ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა.

სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საქმიანობის გამჭვირვალეობისა და გადაწყვეტილებათა ლეგიტიმაციის ამაღლების მიზნით, ფუნქციონირებს საკოორდინაციო საბჭო სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორისა და მუნიციპალიტეტების გამგებლების/მერების მონაწილეობით. საბჭოსთან შექმნილია მიზნობრივი სამუშაო ჯგუფები; სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობს ისეთი საზოგადოებრივი ინსტიტუტები, როგორიცაა რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების საბჭო, არაგვის ხეობის გვარების წინამძღოლთა დარბაზი, რეგიონის უფროსკლასელთა სათათბირო და სხვა.

სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია სარგებლობს შეზღუდული ფინანსური და ქონებრივი რესურსებით. შესაბამისად, ძალზე შეზღუდულია მათი შესაძლებლობები რეგიონული განვითარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. გარდა ამისა, საჭიროა სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის სისტემატური ამაღლება განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა სტრატეგიული დაგეგმვა, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა, საზოგადოებრივი მომსახურებების გაწევა და სხვ.

დასახლებებში არ მოქმედებს მოსახლეობებისთვის ადმინისტრაციული მომსახურებების გაწევაზე პასუხისმგებელი სერვისცენტრები.

VII. ფაქტორული ანალიზი (SWOT)

რეგიონის ფაქტორული ანალიზი

|ძლიერი მხარეები |სუსტი მხარეები |

|გეო-ეკონომიკური მდებარეობა; |რეგიონის მაღალმთიანობა და ურბანიზაციის დაბალი დონე; |

|მრავალმხრივი საგარეო კავშირები რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე; |რეგიონში სივრცითი დაგეგმვის პრაქტიკის არარსებობა; |

|კარგად განვითარებული საგზაო ინფრასტრუქტურა, საგარეო და საშინაო |რთული დემოგრაფიული ვითარება და მზარდი შიდა და გარე მიგრაცია; |

|ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობა; |მოსახლეობის ბუნებრივი მატების უარყოფითი დინამიკა და მოსახლეობის |

|დედაქალაქთან სიახლოვე; |დაბერება და დეპოპულაცია მთიან და მაღალმთიანი ზონებში; |

|ტყის რესურსები და რეგიონის ბიომრავალფეროვნება; |უმუშევრობისა მაღალი მაჩვენებლები, ცხოვრების დაბალი დონე და სოციალური|

|მნიშვნელოვანი საწარმოო, ენერგეტიკული და რეკრეაციული პოტენციალის |უზრუნველყოფის სისტემის არასაკმარისი ქმედუნარიანობა; |

|მქონე წყლის რესურსები; |მოსახლეობის უმრავლესობისთვის ჯანდაცვის სისტემის ობიექტებზე და |

|წიაღისეული რესურსების გარკვეული მარაგები; |მედიკამენტებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა; |

|ტურისტული ატრაქციების მრავალფეროვნება; |სუსტად განვითარებული სოციალური მომსახურებები და ინფრასტრუქტურა; |

|სასოფლო-სამეურნეო სავარგულების, განსაკუთრებით, სათიბებისა და |სუსტი სამოქალაქო სექტორი და რეგიონული მედიის არ არსებობა; |

|საძოვრებისდიდი რესურსი; |ეკონომიკის განვითარებისა და დივერსიფიკაციის დაბალი დონე; |

|ეკოლოგიურად სუფთა გარემო. |სუსტად განვითარებული კომერციული და საბაზისო ინფრასტრუქტურა; |

| |კომერციული კრედიტების სიძვირე და კაპიტალის ალტერნატიული წყაროების |

| |არარსებობა; |

| |სუსტად განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა სოფლის მეურნეობის |

| |მოდერნიზაციის დაბალი დონე; |

| |რეგიონის მცირემიწიანობა, რელიეფის სირთულე და სასოფლო-სამეურნეო |

| |ფართობების ფრაგმენტაცია; |

| |აგროწარმოებისა და ლოჯისტიკის განვითარების არასათანადო დონე; |

| |ბუნებრივი კატასტროფების შეტყობინებისა და პრევენციის მართვის ქმედითი |

| |სისტემის არარსებობა; |

| |სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციისა და |

| |მუნიციპალიტეტების მცირე შემოსავლები და ქონებრივი რესურსები. |

|შესაძლებლობები |საფრთხეები |

|პირდაპირი საგარეო კავშირები (დაძმობილებული ქალაქები, რეგიონული |ტრანსსასაზღვრო ურთიერთობების გართულება; |

|თანამშრომლობის პერსპექტივები - პოლონეთი, სლოვენია, ლიტვა, ლატვია, |პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაცია; |

|შვეიცარია); |საფინანსო-ეკონომიკური კრიზისი; |

|ევროკავშირის პროგრამა „მერების შეთანხმება“; |ბუნებრივი კატასტროფები; |

|სახელმწიფოს მიერ პროფესიული განათლების სისტემის სრულყოფისაკენ |ეპიზოოტიებისა და მცენარეული დაავადებების გავრცელება. |

|(მცხეთა, დუშეთი, თიანეთი) მიმართული ღონისძიებები: | |

|საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (თიანეთი-ჟინვალი, როშკა-არხოტი);| |

|ტურისტული ინფრასტრუქტურის სრულყოფის პერსპექტივა (მსოფლიო ბანკი, | |

|სახელმწიფო პროგრამა); | |

|ტურიზმის რეგიონული მართვის სისტემის დაგეგმვის პერსპექტივა; | |

|ტურისტული ნაკადების გაზრდა; | |

|მელიორაციის განვითარების პროგრამა; | |

|საფინანსო-ეკონომიკური განვითარების დადებითი დინამიკა; | |

|საბანკო კრედიტებზე და კაპიტალის ალტერნატიულ ბაზრებზე | |

|ხელმისაწვდომობის ზრდა; | |

|რეგიონში წარმოებული პროდუქციისთვის გასაღების ახალი ბაზრების გახსნის | |

|პერსპექტივა; | |

|ინვესტორების გაზრდილი ინტერესი რეგიონის წყლის რესურსებისა და | |

|ტურისტული პოტენციალის მიმართ; | |

|საერთაშორისო ბაზრებზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე მოთხოვნის გაზრდა. | |

დარგობრივი ანალიზი

სოციალური ინფრასტრუქტურა და სერვისები

|ძლიერი მხარეები |სუსტი მხარეები |

|მატერიალურ-ტექნიკურად აღჭურვილი საავადმყოფოები ყველა |სამედიცინო სფეროში ვიწრო სპეციალისტების ნაკლებობა; |

|მუნიციპალიტეტში; |დასახლებების ინფრასტრუქტურული იერსახის არადამაკმაყოფილებელი |

|ყველა მუნიციპალიტეტში შესაბამისად აღჭურვილი სასწრაფო-სამედიცინო |მდგომარეობა; |

|დახმარების სამსახურის არსებობა; |დასახლებების დიდ ნაწილში გარე განათების არარსებობა; |

|სახელმწიფო და მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამები; |ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების უდიდესი ნაწილის |

|სამკურნალო ფიტო მედიცინის დიდი შესაძლებლობები; |არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა; |

|სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის მიერ სოციალური ინფრასტრუქტურის |მგზავრთა შიდა გადაყვანის სისტემაში მოძველებული და ამორტიზებული |

|განვითარების პრიორიტეტულობა; |ავტოტრანსპორტი; |

|სახელმწიფოს მზარდი მხარდაჭერა სკოლების რეაბილიტაციის საკითხებისადმი;|მოუწესრიგებული ავტოსადგურები და მოძრაობის რეგულაცია; |

|მცხეთის მუნიციპალიტეტში საჯარო პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაციის|მუნიციპალიტეტების ადმინისტარციულ ცენტრებს შორის პირდაპირი სამგზავრო |

|პროექტის დამტკიცება; |გადაყვანების არარსებობა; |

|გარე განათებით დასახლებებისა და მთავარი მაგისტრალების სერიოზული |რეგიონის ტერიტორიის დიდ ნაწილში მგზავრთა რეგულერული შიდა |

|ნაწილის უზრუნველყოფა; |გადაყვანებისა და ტვირთების გადაზიდვების სისტემის არარსებობა; |

|მოწესრიგებული საავტომობილო გზები; |საჯარო სკოლების, სკოლა-ინტერნატებისა და სკოლამდელი აღზრდის |

|მგზავრთა გადაყვანის სისტემაში კონკურენციის არსებობა; |დაწესებულებების არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა; |

|სასმელი წყლით მოსახლეობის დიდი ნაწილის უზრუნველყოფა; |მთიანი და მაღალმთიანი ტერიტორიების სოფლებისათვის საჯარო სკოლებსა და |

|მობილური სატელეფონო ქსელით, ინტერნეტითა და საფოსტო მომსახურებით |სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე გართულებული ხელმისაწვდომობა; |

|რეგიონის მაქსიმალური დაფარვა; |რეგიონის მასშტაბით პროფესიული განათლების სისტემის საგანმანათლებლო |

|„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის |დაწესებულების არარსებობა; |

|მოქმედების არეალი. |კულტურის ცენტრების, პარკების, სკვერების, ბიბლიოთეკების, სამუსიკო და |

| |სამხატვრო სკოლების, სტუდიების, გალერეების, მუზეუმების, თეატრების, |

| |სასპორტო სკოლების/კლუბების/წრეების და საცურაო აუზების არასაკმარისი |

| |რაოდენობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არადამაკმაყოფილებელი |

| |მდგომარეობა; |

| |ხარისხის სტანდარტებთან სასმელი წყლის შეუსაბამობა; |

| |მუნიციპალატეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში საკანალიზაციო სისტემების |

| |გაუმართაობა და სოფლებში საკანალიზაციო სისტემების არარსებობა; |

| |რეგიონში გარემოზე ზემოქმედების ნებართვის არმქონე ნაგავსაყრელების |

| |არსებობა. |

|შესაძლებლობები |საფრთხეები |

|ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე სახელმწიფო რეფორმა; |სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები; |

|ჯანდაცვის მაღალი ხარისხის სისტემის განვითარება; |საწვავის ღირებულების ზრდა; |

|მუნიციპალიტეტის დონეზე მაღალი ტექნოლოგიების წყლის და ჰაერის | |

|ლაბორატორიების არსებობა. მუდმივი მონიტორინგი; | |

|ელექტრო ენერგიისა და გაზიფიცირების ქსელით რეგიონის დაფარვის | |

|პროგრამა; | |

|სატრანსპორტო სისტემის განვითარება; | |

|საავტომობილო გზებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; | |

|სოციალური დაცვის გაუმჯობესება. | |

|პროფესიული განათლების სისტემის ამოქმედება. | |

ბუნებრივი რესურსები და გარემოს დაცვა

|ძლიერი მხარეები |სუსტი მხარეები |

|რეგიონში ტყის მასივის დიდი წილი და პირველადი ტყის ეკოსისტემა; |გაჩეხილი ქარსაცავი და დაზიანებული მწვანე ზონის ტყეები; |

|არსებული და დაგეგმილი დაცული ტერიტორიები; |ტრანსსასაზღვრო გარემოსდაცვითი ურთიერთობების არარსებობა; |

|მზაობა დაცული ტერიტორიების გაფართოებისათისლ |საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების დაბალი დონე; |

|ჰიდრორესურსების სიუხვე და წყლის რესურსების თვითგაწმენდის უნარი; |რეგიონში საკანალიზაციო სიტემების მოუწესრიგებლობა და გამწმენდი |

|რეგიონის მდიდარი ბიომრავალფეროვნება; |ნაგებობის არარსებობა; |

|ნაგავსაყრელების არსებობა და ეკოლოგიურად საშიში ქიმიური, სამედიცინო |ნარჩენების არამდგრადი მართვა; |

|და სხვა ორგანული ნარჩენების დაბალი ხვედრითი წილი; |ნაგვის შემგროვებელი ტექნიკის არასაკმარისი ოდენობა; |

|ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობა; |რეგიონში ბუნებრივი კატასტროფების მართვისა და სტიქიური გეოლოგიური |

|არსებული დაცული ტერიტორიების მართვის გაუმჯობესება და მიზანმიმართული |პროცესების პრევენციულ ღონისძიებათა ქმედითი სისტემის არარსებობა; |

|განვითარება. |კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლადი ტერიტორიების ადაპტაციის |

| |ღონისძიებათა გეგმების არარსებობა; |

| |ტყის ხანძრების პრევენციისა და ლიკვიდაციისათვის საკმარისი რესურსის |

| |არარსებობა; |

| |ტყეების არადამაკმაყოფილებელი სანიტარული მდგომარეობა; |

| |საქონლის დაურეგულირებელი ძოვება |

| |ნარჩენების მართვასა და გადამუშავებაში ინვესტორების ნაკლები ინტერესი.|

|შესაძლებლობები |საფრთხეები |

|არასამთავრობო სექტორის უფრო მეტი ჩართულობა; |ხშირი სტიქიური მოვლენები; |

|ტყის მდგრადი მართვის უზრუნველყოფა მუნიციპალურ დონეზე; |გლობალური დათბობა; |

|სახელმწიფოს მიერ რეგიონულ დონეზე ტყის ხანძრების პრევენციისა და |ინფექციების წარმოშობისა და გავრცელების შესაძლებლობები. |

|მართვის პროგრამის განხორციელება; | |

|ქარსაცავი ზოლების და მწვანე ზონის ტყეების აღდგენა; | |

|საზოგადოებრივი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება; | |

|მაღალპროდუქტიული მთის სათიბებისა და საძოვრების მდგრადი მართვის | |

|ღონისძიებების გატარება; | |

|ნარჩენების მართვის ინსტიტუციური სრულყოფა; | |

|ეკოტურიზმის განვითარება. | |

| | |

| | |

სოფლის მეურნეობა

|ძლიერი მხარეები |სუსტი მხარეები |

|რეგიონის მაღალი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი; |არახელსაყრელი ბუნებრივ-კლიმატური პირობები; |

|სათიბ-საძოვრების დიდი რესურსი და პოტენციალი; |ფრაგმენტირებული სასოფლო სამურნეო ნაკვეთები; |

|ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და სოფლის მეურნეობის დარგში არსებული |სახნავ-სათესი სავარგულების სიმწირე; |

|განსაკუთრებული, პრეფერენციული დაბეგვრა; |ფერმერების ნაკლები ინფორმირებულობა ტექნოლოგიებისა და ბაზრების |

|დედაქალაქთან (პოტენციურ ბაზართან) სიახლოვე; |შესახებ; |

|საკურორტო ზონებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზების |კვალიფიკაციური კადრების სიმცირე; |

|შესაძლებლობა; |აგრარულ სესხებზე არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები; |

|სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვა-გაყიდვისა და რეგისტრაციის პროცესის |რეგიონის ზოგიერთი ნაწილში სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის საჭირო|

|სიმარტივე; |ინფრასტრუქტურის არარსებობა; |

|სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისათვის ხელსაყრელი სავაჭრო |სასოფლო-სამურნეო დაზღვევის სისტემის განვითარების დაბალი დონე; |

|რეჟიმები; |რეგიონში მექანიზაციის ცენტრისა და რელიეფის სირთულის ადეკვატური |

|მეცხოველეობის დიდი ტრადიციები მაღალმთიან ადგილებში; |სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის არარსებობა. |

|ჯანსაღი ეკოლოგიური გარემო და ნატურალური პროდუქტები. | |

|შესაძლებლობები |საფრთხეები |

|სასურსათო პროდუქციაზე მზარდი მოთხოვნა დედაქალაქში; |მოსახლეობის მიგრაცია სოფლებიდან ქალაქში; |

|ბიოპროდუქტებზე მუდმივად მზარდი მოთხოვნა როგორც შიდა და გარე ბაზარზე;|სოფლის მეურნების პროდუქციის დაავადებების გავრცელება; |

|ტურიზმის განვითარება და მოთხოვნილებების ზრდა ადგილობრივ პროდუქტზე; |ბუნებრივი კლიმატური კატაკლიზების დიდი ალბათობა და დაცვის მექანიზმის |

|გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარება; |არ არსებობა. |

|ინოვაციური მიდგომები სასოფლო-სამეურნეო წარმოების სფეროში; | |

|ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების | |

|შესასრულებლად მხარდამჭერი აქტივობები. | |

ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა

|ძლიერი მხარეები |სუსტი მხარეები |

|დედაქალაქთან სიახლოვე; |პროდუქციის დაბალი კონკურენტუნარიანობა, განსაკუთრებით საგარეო |

|გადამამუშავებელი მრეწველობისთვის მრავალფეროვანი სანედლეულო ბაზის |ბაზარზე; |

|მნიშვნელოვანი მოცულობა და სიიაფე; |პროდუქციის წარმოებისა და • ადგილობრივ ბაზარზე გასაღების სუსტი |

|რეგიონში ბანკების ფილიალების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების |ორგანიზაცია; |

|არსებობა; |შედარებით მოძველებული დანადგარები და ტექნოლოგიები; |

|რეგიონში მაღალი პოტენციალის მქონე მთის და ბალნეოლოგიური |მოქმედი ბიზნესსუბიექტების სიმცირე; |

|საკურორტო-დასასვენებელი ადგილების არსებობა; |მრეწველობის სექტორის განვითარების არადამაკმაყოფილებელი დონე; |

|ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებების განვითარების პოტენციალი; |ეკონომიკის არასათანადო დივერსიფიკაცია; |

|წყლის რესურსების მაღალი საწარმოო, ენერგეტიკული და რეკრეაციული |მუშახელის პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციის დაბალი დონე; |

|პოტენციალი; |შრომითი რესურსების მომზადება-გადამზადების ქმედითი სისტემის |

|მდიდარი ენერგეტიკული რესურსები და ენერგიის ალტერნატიული წყაროები |არარსებობა; |

|(ქარი, ბიომასა, მზე) |რეგიონიდან შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინება; |

|ტყის რესურსების ბიომრავალფეროვნება, სამკურნალო მცენარეების მდიდარი |ინოვაციების განვითარების უკიდურესად დაბალი დონე, ახალი ტექნოლოგიების|

|რესურსების არსებობა; |გამოყენების დაბალი ინტენსივობა, მოწინავე ტექნოლოგიების შესახებ |

|სამთო-მომპოვებელი მრეწველობის განვითარების შესაძლებლობები და |მოსახლეობის დაბალი ინფორმირებულობა; |

|გამოცდილება. |მოძველებული საწარმოო-ტექნიკური ბაზა; |

| |პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბალი მაჩვენებლები და რეგიონის |

| |დონეზე მათი მოზიდვის ქმედითი მექანიზმების არარსებობა; |

| |რეგიონის რესურსული პოტენციალის არასრული ინვენტარიზაცია. |

|შესაძლებლობები |საფრთხეები |

|პროდუქციის ადაპტაცია ევროპული ბაზრის მოთხოვნებთან; |პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაცია; |

|საერთაშორისო, რეგიონულ და ადგილობრივ ბაზრებზე ბიო (ორგანულ) |გლობალური საფინანსო-ეკონომიკური კრიზისი; |

|პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდა; |რეგიონული და მუნიციპალური განვითარების გეგმების სუსტი იმპლემენტაცია;|

|ადგილობრივ ბაზარზე დისტრიბუციის გაუმჯობესება; |მათ განხორციელებაზე სუსტი მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმების |

|ქვეყანაში კვების მრეწველობის განვითარების პერსპექტივები; |არსებობა; |

|მრეწველობის (ხის დამუშავება, პლასტმასის და სამშენებლო მასალების |ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა; |

|წარმოება, საწარმოო სერვისის სფეროს) განვითარება; |სტიქიური მოვლენები. |

|ტურისტული ნაკადების, ტურიზმის მიმართულებათა მრავალფეროვნების ზრდა; | |

|საბანკო კრედიტებზე და კაპიტალის ალტერნატიულ ბაზრებზე | |

|ხელმისაწვდომობის ზრდა; | |

|ხარისხზე და ექსპორტზე ორიენტირებული, მთიან რეგიონებში ახლადშექმნილი | |

|მეწარმეობის საკანონმდებლო წახალისება; | |

|მცირე ბიზნესის და აგროსესხების გაიაფებაზე ორიენტირებული სპეციალური | |

|სახელმწიფო პროგრამები | |

|ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვაზე მიმართული სპეციალური | |

|სახელმწიფო და დონორული პროგრამები | |

|ფორმირების პროცესში მყოფი თანაინვესტირების, სუვერენული და ვენჩორული | |

|ფონდების, ასევე, მოქმედი სოფლის მეურნეობისა და რეგიონული | |

|განვითარების ფონდების ეფექტური საქმიანობა. | |

ტურიზმი და რეკრეაცია

|ძლიერი მხარეები |სუსტი მხარეები |

|იუნესკოს ძეგლი ქალაქი-მუზეუმი მცხეთა; | რეგიონის ტურიზმის განვითარების არასრულყოფილი მენეჯმენტი; |

|მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალი; |რეგიონის ტურისტული მარშრუტების მარკეტინგის დაბალი დონე, უაღრესად |

|ძირითადი ძეგლების ცნობადობა; |დაბალი რენტაბელობა; |

|სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორციე-ლებული |ტურისტული საინფორმაციო ცენტრების სიმწირე; |

|ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმის გასავითარებლად; |საოჯახო სასტუმროების მომსახურების დაბალი დონე და არასაკმარისობა; |

|უძველესი ფოლკლორი და ტრადიციები; |ადგილობრივი გიდების არასაკმარისი ოდენობა და კვალიფიკაცია; |

|რეგიონზე გამავალი ტრანსკავკასიური გზა; |წინასწარ დაგეგმილი (გეგმიური) კულტურულ-გასართობი ღონისძიებების |

|გეოგრაფიული მრავალფეროვნება; |სიმცირე და პროგრამული დაუხვეწაობა; |

|დაცული და რეკრეაციული ტერიტორიები; |მარკირებული ტურისტული ბილიკების სიმცირე; |

|თვითმყოფადი კულტურა, ხელოვნება; |მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობის სიმცირე. |

|ლიტერატურულ ძეგლთა ავტორების სახლ- მუზეუმები (ვაჟა-ფშაველას, დანიელ |მხარის ბუნებრივი, კულტურული და ისტორიული თავისებურებების სუსტი |

|ჭონქაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, მირზა გელოვანის და სხვ.); |კომერციალიზაცია. |

|ხალხური რეწვის ორიგინალური ნიმუშები; | |

|მსოფლიო მნიშვნელობის სამთო კურორტები. | |

|შესაძლებლობები |საფრთხეები |

|ყურადღების, პრომოუშენისა ცნობადობის გაზრდა კულტურული მემკვიდრეობის |ბუნებრივი კატასტროფები; |

|ძებლებისადმი UNESCO-ს მხრიდან |პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაცია; |

|ტურიზმის მართვის რეგიონული სისტემის ჩამოყალიბება; საკადრო |გლობალური და რეგიონული კრიზისები. |

|უზრუნველყოფის სისტემის ფორმირება და მუდმივი განახლება; |კკონფლიქტურ ტერიტორიებთან სიახლოვე; |

|რეგიონის ერთიანი ტურისტული სტრუქტურის შექმნა და გზამკვლევის |უკონტროლო ურბანული განვითარება ტურისტულ ატრაქციებთან და კულტურული |

|დამზადება; |მემკვიდრეობის ძეგლებთან; |

|ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა; |ზამთრის კურორტებზე/ტურიზმში მაღალი შიდა (ნაციონალური დონე) |

|საინფორმაციო ცენტრების შექმნა; |კონკურენცია. |

|საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობა; | |

|ეკო-, აგრო-, სასოფლო, სათავგადასავლო, მომლოცველობითი, კულტურული და | |

|ბიზნესტურიზმის განვითარება; | |

|მოსახლეობის ინტერესის გაღვივება ტურისტული ბიზნესის მიმართ; | |

|სასტუმროების ქსელის განვითარება; | |

|სუფთა ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნება. | |

რეგიონის ხელისუფლება და მუნიციპალიტეტი

|ძლიერი მხარეები |სუსტი მხარეები |

|მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევითობა; |რეგიონული ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების მწირი ბიუჯეტი და |

|რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების თანმიმდევრული |ქონებრივი რესურსები; |

|პროცესი; |რეგიონული ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული |

|გუბერნატორის ადმინისტრაციის უფლება-მოვალეობების, მუნიციპალურიტეტის |ინფრასტრუქტურის დაუხვეწაობა; |

|ორგანოებთან საქმიანი ურთიერთობის დახვეწის მიმდინარე პროცესი. |რეგიონული ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების მოხელეების |

| |კვალიფიკაცია. |

|შესაძლებლობები |საფრთხეები |

|სახელმწიფოს და, შესაბამისად, რეგიონული მმართველობისა აგრეთვე, |პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაცია; |

|მუნიციპალიტეტების საფინანსო-ეკონომიკური გაძლიერება. |სახელმწიფო კურსის სერიოზული ცვლილებები; |

| |გლობალური და ნაციონალური საფინანსო-ეკონომიკური კრიზისები. |

VIII. რეგიონის განვითარების ხედვა, სტრატეგიული მიზნები, ამოცანები და წინადადებები

მცხეთა-მთიანეთის მდგრადი განვითარებისათვის შემუშავებული სტრატეგიული ხედვები, პრიორიტეტები და წინადადებები ეფუძნება რეგიონის რესურსული პოტენციალის და მისი სექტორული განვითარების მრავალმხრივ ანალიზს, შესაბამის სიტუაციურ და ფაქტობრივ დიაგნოსტიკას (SWOT), რომელიც მომზადდა წინამდებარე დოკუმენტის ჩამოყალიბების პროცესში, შესაბამისი მეთოდოლოგიის საფუძველზე და რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.

დიაგნოსტიკური და ფაქტორული ანალიზის, გამოვლენილი გამოწვევებისა და შესაძლებლობების საფუძველზე განისაზღვრა რეგიონის ხედვა 2021 წლისთვის.

ხედვა 2021 წლისათვის

მცხეთა-მთიანეთის რეგიონი 2021 წლისთვის წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც:

√ ადგილობრივი რესურსული პოტენციალის (ბუნებრივი, ადამიანური, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული) კომპლექსური ანალიზის საფუძველზე ამ რესურსების ოპტიმალური გამოყენების უნარისა და შესაძლებლობების მქონე,

√ რეგიონის უნიკალური (აბსოლუტური) უპირატესობის მოძიება-განვითარების ინოვაციური სქემები საფუძველზე შემუშავებული, რეგიონის განვითარების მდგრადი ეკონომიკური სისტემის შემქმნელი და მისი რეალიზაციის პროცესის ორგანიზატორი,

√ შედარებით სრულყოფილი სოციალური გარემოს ჩამოყალიბების ორგანიზატორი,

საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობითა და გენდერული თანასწორობის პრინციპების საფუძველზე შემუშავებული რეგიონული მართვისა და ადგილობრივი თვითმართველობის დახვეწილი სტრუქტურების მქონე რეგიონი.

√ რეგიონის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების, მოსახლეობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საქმიანი წრეების ძალისხმევა აქცენტირებული იქნება შემდეგ პრიორიტეტებზე:

● გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება;

● რეგიონის მდგრადი საინოვაციო სისტემის განვითარების ხელშეწყობა, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა;

● რეგიონის მოსახლეობის სოციალურ-კულტურული მდგომარეობისა და ცხოვრების დონის ამაღლება;

● რეგიონული მართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სრულყოფა.

სტრატეგია მიმართული იქნება შემდეგი მიზნებისა და ამოცანების მიღწევაზე:

მიზანი 1. გარემოს დაცვა, მდგრადი ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება

ამოცანები

1.1 ბუნებრივი კატასტროფების რისკების, სტიქიური გეოლოგიური პროცესების საფრთხის და ავარიული სიტუაციების მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავება და განსაკუთრებით მოწყვლადი ტერიტორიების მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება;

1.2 წყლის, ჰაერისა და ნიადაგის ხარისხის მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება, რეგულარული კონტროლი და ზედაპირული წყლებისა და ჰაერის დაცვისაკენ მიმართული ღონისძიებების ხელშეწყობა;

1.3 ტყეების მდგრადი მართვის უზრუნველყოფა და შესაბამისი საკადრო პოლიტიკის გატარება;

1.4 გარემოსდაცვით საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერებისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლება;

1.5 რეგიონის დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარება და მართვის ინოვაციური სისტემების ჩამოყალიბება;

1.6 ტრანსსასაზღვრო და საერთაშორისო გარემოსდაცვით თანამშრომლობაში და საქმიანობებში რეგიონის ჩართულობის უზრუნველყოფა;

1.7 გარემოს დაბინძურების ზონირებისა და მონიტორინგის სისტემის შემუშავება, მ.შ. რადიოაქტიური ნარჩენების ცენტრალიზებული შესანახისა და და დეკომისირების პირობებში მყოფი ბირთვული რეაქტორის რეგიონის საზღვართან ყოფნის გათვალისწინებით;

1.8 ავტომანქანების გამონაბოლქვის უშუალოდ გარემოზე ზემოქმედების და ჰაერის დაბინძურების შემცირებაზე ზრუნვა;

1.9 ენერგოეფექტური, გარემოსდამზოგავი ტექნოლოგიების, ალტერნატიული ენერგიის წყაროების დანერგვა-განვითარება;

1.10 ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, რესურსების მართვისა და მონიტორინგის ღონისძიებების ხელშეწყობა;

1.11 ნიადაგის ეროზიასთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელება;

1.12 თევზჭერის, ნადირობისა და ველური მცენარეების შეგროვების მდგრად სისტემაში მოყვანა, კონტროლის ეფექტური მექანიზმების შექმნა;

1. 13 მდინარეების ნაპირსამაგრი ღონისძიებების გეგმის შემუშავება და განხორციელება;

1.14 ინერტული მასალების გადამუშავებისა და სხვა საწარმოებით მდიბნარეების წყლების დაბინძურების პრევენცია;

1.15 ქარსაცავი ზოლების აღდგენა.

მიზანი 2. რეგიონის მდგრადი საინოვაციო სისტემის განვითარების ხელშეწყობა

ამოცანები

2.1

რეგიონული ეკონომიკური რეფორმის პაკეტის შექმნა, კლასტერულ-სტრატეგიული დაგეგმვის პრინციპების შემუშავება და, მასზე დაფუძნებული, განვითარების პროექტების ინიცირება; რეგიონის უნიკალური კონკურენტული უპირატესობის, სამუშაო ადგილებისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა;

2.2 რეგიონის სტრატეგიული განვითარების სისტემის საფუძვლის შესაქმნელად მცხეთა-მთიანეთის აქტივების რუქის შექმნა;

2.3 რეგიონის განვითარების ინტეგრირებული გრძელი, საშუალო და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმების შემუშავება;

2.4 ინოვაციური სახელმწიფო შესყიდვების და საჯარო და კერძო სექტორებს შორის ტექნოლოგიური ტრანსფერის სტიმულების ინსტიტუციონალური სისტემის შექმნა;

2.5 რეგიონის სტრატეგიული განვითარების ადეკვატური ადგილობრივი კადრების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების, ახალი პროფესიების დაუფლების სისტემის შექმნა.

მიზანი 3. საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა

ამოცანები

3.1

მეწარმეობის იდეის პოპულარიზაცია და მეწარმეობის მსურველთა მხარდამჭერი პროექტების განხორციელება;

3.2 ახალი ბიზნესის შექმნისა და არსებულის განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება და მხარდამჭერი პროექტების განხორციელება;

3.3 ექსპორტზე და ინოვაციებზე ორიენტირებული მცირე და საშუალო საწარმოების წახალისება, რეგიონული კლასტერული ინოვაციის სტრატეგიული განვითარების სისტემის დახვეწა;

3.4 რეგიონის ინოვაციური კლასტერების ფინანსური ხელშეწყობის სისტემის შექმნა და წახალისება;

3.5 რეგიონული საინოვაციო და ტექნოლოგიური საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ფორმირება, რეგიონში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტიმულირება;

3.6 რეგიონში წარმოებული პროდუქტის ვიზუალური და ვერბალური სლოგანისა და ლოგოტიპის ფორმირება;

3.7 თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაძლებლობების აქტიურად გამოყენების ხელშეწყობა;

3.8 საექსპორტო ბაზარზე მომხმარებელთა ინფორმირება რეგიონში წარმოებული ხარისხიანი პროდუქტებისა და უნიკალური თვისებების შესახებ ვებ-გვერდის მეშვეობით;

3.9 საინფორმაციო პაკეტების მომზადება რეგიონის ბაზრებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, მათი გავრცელება ვებგვერდით, გამოფენებსა და ბიზნეს ფორუმებში მონაწილეობით;

3.10 რეგიონში ლოჯისტიკური სერვიცებისა და ცენტრების განვითარება.

მიზანი 4. სოფლის მეურნეობის განვითარება

ამოცანები

4.1

მეურნეობრიობის ახალი ფორმებისა და აგროინოვაციების დანერგვა;

4.2 სასოფლო-სამეურნეო ნიადაგების კვლევა, „დიაგნოსტიკა“ და მიკრო/მაკრო ეკონომიკური განვითარების კონცეფციის შემუშავება;

4.3 აუთვისებელი სავარგულების ათვისება, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება, სავარგულებთან მისასვლელი შიდა გზების რეაბილიტაცია და აღურიცხავი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეგისტრაციის უზრუნველყოფა;

4.4 ექსტენციისა და მომსახურების ცენტრების შექმნა-განვითარების, საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთების ორგანიზების, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების გზით, მემცენარეობისა და მეცხოველეობის განვითარებისა და პროდუქტიულობის ზრდის ხელშეწყობა;

4.5 სოფლისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების განვითარებაზე მიმართული არსებული და მოსალოდნელი ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო პროგრამებისა (მ.შ. სადაზღვევო და ფინანსური) და ფონდების შესახებ ინფორმაციის მიწოდება რეგიონის ფერმერებისათვის, მათში მონაწილეობასა და მიღებაში დახმარება;

4.6 ადგილობრივი მოთხოვნილებებისა და პერსპექტივების სრულად დასაკმაყოფილებლად მექანიზაციის ცენტრების შექმნა, აუცილებელი ტექნიკით, მ.შ. მცირეგაბარიტიანი (მთიანი და მაღალმთიანი ტერიტორიების სპეციფიკა) ტექნიკით უზრუნველყოფა;

4.7 სურსათის უვნებლობის ქმედითი სისტემის დანერგვა;

4.8 სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საერთაშორისო და ეროვნული ცნობადობის ამაღლება, „დამბალხაჭოს“, როგორც ეროვნული არამატერიალური კულტურული ძეგლის და სხვა რეგიონული ბრენდების ექსპორტზე გატანის მხარდაჭერა; ადგილობრივი ბაზრის (თბილისი) მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვა;

4.9 აგროწარმოების ეკოლოგიზაცია, ბიოაგროწარმოების განვითარება და როგორც შიდა, ისე გარე ბაზრისთვის ბიოპროდუქციის წარმოება. სრული ციკლის ბიოაგრარული კომპლექსების შექმნა;

4.10 ჯიშთა გამოცდისა და განახლების მეურნეობის შექმნა;

4.11 ფერმერთა გადამზადება ბიოაგროწარმოების ასპექტში, მათი ინფორმირებულობა ახალი ტექნოლოგიებისა და ბაზრების, თანამედროვე ტექნოლოგიების და ჯიშების შესახებ; გადამზადება-კვალიფიკაციის ამაღლებისა და ინფორმაცია-კონსულტაციის მიღების ცენტრის შექმნა;

4.12 მარცვლეულის, ბოსტნეულ-ბაღჩეულის, კარტოფილის, ხილის მოსავლიანობის გაზრდა ჯიშების გაუმჯობესებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვით;

4.13 შიდა სამეურნეო გზების, სარწყავი სისტემების და აგროწარმოების სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა;

4.14 ველური სამკურნალო და არომატული მცენარეების, ტყის არამერქნული პროდუქტების (ხილი, კენკრა, სამკურნალო მცენარეები)დამზადება-გადამუშავება;

4. 15 რეგიონის სოფლის მეურნეობის პროდუქციის დივერსიფიკაცია საქართველოს განვითარების, ევროპასთან ინტეგრაციისა და საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით;

4.16 რეგიონის სოფლის კატეგორიის დასახლებებში საოჯახო მეურნეობების საქმიანობისა და მათი საჭიროებების შესწავლა; სოფლებში არსებული საქმიანობების დივერსიფიკაცია, რათა მაცხოვრებლებს ჰქონდეთ შემოსავლების სხვადასხვა წყაროებიდან მიღების შესაძლებლობა;

4.17 საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სოფლის კატეგორიის დასახლებებში და მათი იდენტობის შენარჩუნება; საზოგადოების გააქტიურება სოფლის კატეგორიის დასახლებების განვითარებაში ჩასართავად;

4. 18 სანერგე და სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა.

მიზანი 5. ტურიზმის მდგრადი განვითარება

ამოცანები

5.1

ტურიზმის განვითარების რეგიონული და მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

5.2 ტურიზმის, როგორც კომპლექსური ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობების (ინფრასტრუქტურა, კადრები, წარმოება, მომსახურება, კლასტერიზაცია, და სხვ.) შესწავლა და გამოვლენა, შესაბამისი ინიციატივების შემუშავება, განხორციელება და პოპულარიზაცია;

5.3 ტურიზმის სხვადასხვა სახეების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია;

5.4 ტურიზმის ეფექტური მართვისათვის, შესაბამისი სახელმწიფო გრანტებისა და პროგრამების ათვისება-განხორციელებაში კერძო სტრუქტურების ჩართვის ხელშეწყობა;

5.5 რეგიონის საკურორტო და სარეკრეაციო ობიექტების, მათთან მისასვლელი გზებისა და ინფრასტრუტურის მოწესრიგება; ისტორიული და კულტურული ძეგლებისა და ობიექტების კეთილმოწყობა-რეაბილიტაცია და მათთვის იურიდიული სტატუსის მინიჭება;

5.6 რეგიონის მასშტაბით საინფორმაციო ინფრასტრუქტურის სრულფასოვანი მოწყობა; ქალაქებში, სოფლებში გზებზე და მაგისტრალ-ტრასებზე ისტორიული და ბუნებრივი ძეგლების, ტურისტული ობიექტების მიმანიშნებელი საგზაო ნიშნების, ასევე ქუჩების სახელდებისა და ნუმერაციის მრავალენოვანი აღმნიშვნელი (მიმართულების მიმანიშნებელი) ფირნიშების და აბრების დამონტაჟება, ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკის დაფების მოწყობა;

5.7 ტურისტთა დაბინავების ადგილებისა და კვების ობიექტების (მათ შორის, სწრაფი კვების ობიექტების) მოწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;

5.8 კეთილმოწყობილი კემპინგის პუნქტების შექმნის ხელშეწყობა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში;

5.9 ტურისტული მომსახურების ობიექტებში მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების განხორციელება; ტურისტულ სფეროში დასაქმებულ პირთათვის მიზნობრივი ტრენინგების ჩატარების ორგანიზება-მხარდაჭერა;

5.10 რეგიონის მუნიციპალიტეტების ცენტრებში დამატებითი ბანკომატების განთავსების ხელშეწყობა ტურისტების საბანკო მომსახურების გაუმჯობესების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საბანკო სექტორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის მიზნით;

5.11 რეგიონის ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად ინტერნეტრესურსების, ტურისტური რუკების, გზამკვლევების, ტურისტული მარშუტების, მობილური აპლიკაციების, ხმოვანი გიდების, სარეკლამო რგოლების და სხვა საინფორმაციო პროდუქტების მომზადება სხვადასხვა ენაზე;

5.12 სხვადასხვა სახის და მასშტაბის სპორტული შეჯიბრებების, ფოლკლორული ფესტივალების, მუნიციპალიტეტების ღირსშესანიშნავ დღეებზე ღონისძიებების ჩატარების მხარდაჭერა;

5.13 ადგილობრივი ტრადიციული ნაწარმისა და სუვენირების წარმოებისა და გაყიდვების რეგიონალური ქსელის განვითარება, მათი წარმოებისას ტრადიციისა და თანამედროვე მოთხოვნების შერწყმის ხელშეწყობა;

5.14 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მცხეთა-მთიანეთის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან დამაკავშირებელი საავტობუსო მარშრუტების ამოქმედება და სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებით (ავტობუსი, ავტომანქანა, ველოსიპედი, ა.შ.) მიღწევადობის გაუმჯობესება;

5.15 ახალი საკურორტო-რეკრეაციული სივრცეების შექმნა.

მიზანი 6. ეკონომიკის ინოვაციური დარგების განვითარების ხელშეწყობა და ინვესტიციების მოზიდვა

ამოცანები

6.1

„მწვანე ბიზნესის“ განვითარება;

6.2 სოციალური მეწარმეობის განვითარება;

6.3 რეგიონში დიდი რაოდენობით არსებული ეკოლოგიურად სუფთა რესურსის (ხილი – კენკროვანი, თესლოვანი, კურკოვანი) გამოყენებისა და საკონსერვო მრეწველობის განვითარების ხელშეწყობა - ხილის ნატურალური წვენების, ჯემების, ჩირის დამზადების წახალისების სახით;

6.4 რძის ჩასაბარებელი პუნქტების გახსნის, შესაბამისი ხელშეწყობის აუცილებლობის, სხვა შესაძლებლობათა შესწავლა და გამოვლენა;

6.5 სამშენებლო მასალების წარმოების წახალისება და ხელშეწყობა მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტში არსებული რესურსების (მოქმედი და პერსპექტიული კარიერები) გათვალისწინებით;

6.6 ალტერნატიული ენერგეტიკული პოტენციალის ქმედითი გამოყენების ხელშეწყობა;

6.7 ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა ახალი ბაზრების და შესაძლებლობების მოძიებაში;

6.8 თანამედროვე ორგანიზებული სავაჭრო ქსელების განვითარების ხელშეწყობა;

6.9 უცხოელ და ადგილობრივ სამეწარმეო სუბიექტებს შორის კავშირების დამყარების ხელშეწყობა; მათ შორის, საინფორმაციო ბანკის მომზადება ადგილობრივი სამეწარმეო სუბიექტების, მათი საქმიანობის პროფილისა და შესაძლებლობების შესახებ;

6.10 მოქმედი და პოტენციური უცხოელი ინვესტორების კონსულტირება რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის, ინვესტიციების განხორციელების ოპტიმალური იურიდიული ფორმების, ერთობლივი საწარმოების შექმნის შესაძლებლობის, უძრავი ქონების და სხვა საკითხებზე;

6.11 ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების (უპირველესად ევროკავშირის ბაზარი) მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა შეფუთვის, მარკირების და სხვა კუთხით.

მიზანი 7. განათლების, კულტურისა და სპორტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება

ამოცანები

7.1

საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, მათი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემის გადაჭრა და პედაგოგების/ადმინისტრაციული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის ჩამოყალიბება;

7.2 ადგილობრივ საჭიროებათა გათვალისწინებით, რეგიონში მრავალპროფილიანი პროფესიული გადამზადების ცენტრის (ცენტრების) შექმნა;

7.3 რეგიონის საჭიროებათა განსაზღვრა პროფესიული განათლების მიმართულებით და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაცია და აშენება;

7.4 რეგიონის მაცხოვრებლების უნარ-ჩვევების განვითარება, მხარდაჭერა ახალი სპეციალობების შესწავლაში;

7.5 რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების განვითარებისთვის პირობების გაუმჯობესება;

7.6 რეგიონის მოსახლეობის სწავლება და ტრეინინგი;

7.7 რეგიონში კულტურული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება;

7.8 რეგიონის კულტურული მემკვიდრებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლების მოვლა-პატრონობა და რევიტალიზაცია;

7.9 მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების, საკლუბო დაწესებულებების, კინოთეატრების, მუზეუმების, თეატრების, საგამოფენო დარბაზებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა და განვითარება;

7.10 სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება, მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდა დარეგიონის ყველა ასაკის და სოციალური ჯგუფის მაცხოვრებლებისათვის თანაბარი პირობების შექმნა სპორტულ-გამაჟანსაღებელი ცხოვრებისათვის; სპორტული ნიჭის მქონე ბავშვების გამოვლენა, სკოლამდელი ფიზიკური აღზრდისა და სასკოლო სპორტის განვითარებისათვის ხელშეწყობა;

7.11 ახალგაზრდობის დასვენებისა და გართობის მრავალფეროვანი ფორმების განვითარება; რეგიონული და მუნიციპალური ახალგაზრდული ცენტრების შექმნა, ახალგაზრდული ორგანიზაციების განვითარება.

მიზანი 8. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისათვის საჭირო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯებესება

ამოცანები

8.1 რეგიონის მოსახლეობისთვის თანამედროვე სტანდარტების, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტებული ზოგადი პროფილის საავადმყოფოების, სათემო ამბულატორიების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

8.2 გაფართოებული საყოველთაო ჯანდაცვის საბაზისო პაკეტს ზემოთ, დამატებითი სამედიცინო სერვისების მიღებაში დახმარება და რეგიონში კერძო სამედიცინო დაზღვევის განვითარება;

8.3 სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემის სრულყოფა და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი განახლება;

8.4 დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესებისაკენ მიმართული პროგრამების, მ.შ. რეგიონში მცხოვრები და დაბრუნებული ახალგაზრდებისთვის დასაქმების სპეციალური პროგრამების ამოქმედება, ახალდაქორწინებულთა და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება, ორსულობასთან, მშობიარობასთან და მცირეწლოვანი ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება და ა.შ. შემუშავება და განხორციელება;

8.5 მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული სოციალური პროგრამების შექმნა და განხორციელება, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების ფინანსური დახმერება;

8.6 მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებისათვის სოციალური სახლების მომსახურეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მართვისა და მონიტორინგის რეგიონული სისტემის განვითარება;

8.7 სამედიციონო მომსახურებისა და სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების, პირველადი ჯანდაცვის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა;

8.8. მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებისთვის სოციალური სახლების ფორმირება, მართვისა და მონიტორინგის რეგიონული სისტემის ჩამოყალიბება;

8.9. ეკომიგრანტების საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფა;

8.10. იძულებით გადაადგილებული პირთა - დევნილთა, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისა და საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩენილი სხვა ჯგუფების საცხოვრებელი ფართითა და თავშესაფრით უზრუნველყოფა;

8.11. რეგიონში მცხოვრები და დაბრუნებული მოსახლეობის დასაქმების სპეციალური პროგრამების განხორციელება;

8.12. სხვადასხვა მოწყვლადი სოციალური ჯგუფების (შშმ, დევნილები, ასაკიანი მოსახლეობა, ეროვნული უმცირესობები და ა.შ.) ინტეგრირება რეგიონის ცხოვრებაში;

8.13. შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის განვითარება და თავისუფლად გადაადგილების პირობების შექმნა;

8.14. გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

მიზანი 9. სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესება

ამოცანები

9.1 საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, საერთაშორისო, რეგიონალური და მუნიციპალური მნიშვნელობის თანამედროვე სატრანსპორტო კვანძების შექმნა, ავტოსადგურების კეთილმოწყობა;

9.2 რეგიონის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო, რეგიონული და ადგილობრივი მნიშვნელობის საატომობილო გზები (მ.შ. ხიდები, გვირაბები, ტროტუარები, სამთო გზები) რებილიტაცია, ახლის მშენებლობა და რეგულარული მოვლის უზრუნველყოფა;

9.3. რეგიონში საგზაო საინფორმაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება: გზებზე მოძრაობის მიმართულებების, საგზაო ნიშნების, ქუჩების სახელდებისა და ნუმერაციის ნიშნების დამონტაჟება; ტრანსპორტის ოფიციალურ გაჩერებებზე ტრანსპორტის მოძრაობის დაფების მოწყობა;

9.4. ნატახტარის აეროპორტის შესაძლებლობების გამოყენება რეგიონის მაღალმთიან დასახლებებთან და საქრთველოს სხვა დასახლებებთან საჰაერო კავშირის განვითარებისათვის;

9.5 მუნიციპალურ ცენტრებსა და შესაბამის დასახლებებს, მუნიციპალურ ცენტრებსა და ქ. თბილისს შორის რეგულარული პირდაპირი სამგზავრო გადაყვანებისა და სატვირთო გადატანების უზრუნველყოფა;

9.6. ზამთრის პერიოდში დუშეთი-შატილი-არხოტის შორის ვერტმფრენის საშუალებით საჰაერო კავშირის უზრუნველყოფა და მოსახლეობის ინფორმირება.

მიზანი 10. სოციალური და კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება

ამოცანები

10.1 რეგიონის ტერიტორიის სივრცითი ორგანიზაციის, ტერიტორიული განვითარების სტანდარტების, მისი მონიტორინგის სისტემის შემუშავება და დანერგვა;

10.2 სოციალურ-კულტურული და ინჟინრული ინფრასტრუქტურის რეგიონის განვითარების სტრატეგიის შესაბამისად განვითარება;

10.3 მოსახლეობისთვის ცენტრალური სისტემებით ხარისხიანი სასმელი წყლის უწყვეტი მიწოდების, ხარისხიანი და უწყვეტი ენერგომომარაგების და ბუნებრივი აირის უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა;

10.4 რეგიონის ტერიტორიაზე წყალანირებისა და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება და საწარმოო და საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა;

10.5 მუნიციპალიტეტებში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის ქმედითი სისტემის დანერგვა, ყველა დასახლებიდან ნარჩენების გატანის უზრუნველყოფა და „უკონტროლო“ ნაგავსაყრელების გაუქმება;

10.6 მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებსა და საკურორტო დასახლებებში ქუჩების რეგულარული დასუფთავების უზრუნველყოფა;

10.7 რეგიონის დასახლებების, საავტომობილო გზების გარე განათების ქსელებით უზრუნველყოფა და მათი მომსახურება, შესაძლებლობობის შემთხვევაში ამ ქსელების ელექტროენერგიით მომარაგება ენერგიის განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიით;

10.8. სახანძრო-სამაშველო სამსახურების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა და ოპტიმალური განთავსება მუნიციპალიტეტებისა და რეგიონის ტერიტორიაზე, მათ შორის კოორდინაციის გაუმჯობესება; სახანძრო-სამაშველო სამსახურებში დასაქმებულების კვალიფიკაციის ამაღლება;

10.9 რეგიონში კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება;

10.10 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების მოვლა-პატრონობა, გამწვანება და განვითარება;

10.11 სასაფლაოების მოწყობა, მოვლა-პატრონობა და სარიტუალო მომსახურების უზრუნველყოფა;

10.12 მესაკუთრეების დახმარება არსებული შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და გარემოს მოვლა-პატრონობასა და განვითარებაში;

10.13 ბუნებრივი აირით სოციალური ინფრასტრუქტურის ყველა ობიექტის უზრუნველყოფა, დასახლებების მაქსიმალური გაზიფიცირება;

10.14 ყველა დასახლების ელექტროენერგიის მუდმივი მიწოდებით უზრუნველყოფა;

10.15 ისტორიული, კულტურული ღირებულების მქონე და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების რეაბილიტაცია და ახალი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა, დასახლებების გარეგნული იერ-სახის გაუმჯობესება;

10.16. შინაური ცხოველების ყოლისა და უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;

10.17. ყველა დასახლების ხარისხიანი და იაფი ინტერნეტკავშირით უზრუნველყოფა.

მიზანი 11. რეგიონული მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სრულყოფა

ამოცანები

11.1. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება, მათთვის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, ხელსაყრელი სამუშაო გარემო-პირობების შექმნა;

11.2. რეგიონისა და მუნიციპალიტეტების დონეზე სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების, სისტემატიზაციის და ანალიზის სისტემის დანერგვა; განვითარების ინდიკატორების სისტემის დანერგვა;

11.3. რეგიონისა და მუნიციპალიტეტების განვითარების სტრატეგიების, გეგმების, პროგრამებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება, მათი განხორციელება და განხორციელებაზე ეფექტიანი მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დანერგვა;

11.4. რეგიონში არსებული მდგომარეობის, რესურსებისა და ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა დაინტრესებული პირისათვის;

11.5. საზოგადოებაში სოციალური კაპიტალის შენება და ნდობის ჩამოსაყალიბებლად მიმართული საქმიანობის წარმართვა, როგორც რეგიონული განვითარების სტრატეგიის საფუძველი;

11.6. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების მუშაობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, გადაწყვეტილებათა პროექტების პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკისა და ელექტრონული დემოკრატიის ფორმების დანერგვა;

11.7. საჯარო-კერძო თანამშრომლობის პრინციპების დანერგვა რეგიონის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად;

11.8. რეგიონის ახალგაზრდების ჩართვა რეგიონის განვითარების საკითხებში; ახალგაზრდობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

11.9. საზოგადოებასთან რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლების თანამშრომლობის გაძლიერება, ურთიერთობის მრავალგვარი ფორმების დანერგვა და დახვეწა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა და მონაწილეობის ეფექტური მექანიზმების დანერგვა;

11.10. რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ინსტიტუციების შექმნა და განვითარება;

11.11. მცხეთა-მთიანეთისა და მისი მუნიციპალიტეტების რეგიონათშორისი, ტრანსასაზღვრო და საერთაშორისო ურთიერთობების გაუმჯობესება;

11.12. სოფლებსა და დაბებში თანამედროვე ტიპის სერვისცენტრების (ე.წ. „სოფლის სახლები“) შექმნის ხელშეწყობა;

11.13. ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს/მედიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება და ბიზნესსექტორსა და სამოქალაქო სექტორს შორის თანამშრომლობის წახალისება.

-----------------------

[1] აქ და შემდგომ ტექსტში ყველგან, თუ არ არის გაკეთებული სპეციალური მითითება, გამოყენებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.

-----------------------

დუშეთი

ქალაქი მცხეთა და მცხეთა

თიანეთი

სტეფანწმინდა