საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.07.2016
ძალაში შესვლა 28.07.2016
ძალის დაკარგვა 01.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №319
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019384
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/07/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 808 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.07.2016 მიღება
28.07.2016 ძალაში შესვლა
01.01.2026 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (12)
1 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის  დოზიმეტრული გაზომვა
2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დოზიმეტრული გაზომვა
3 სამომხმარებლო  პროდუქციის გამოსხივების დოზის სიმძლავრის გაზომვა
4 სამშენებლო მასალის და სამშენებლო ნარჩენის გამოსხივების დოზის სიმძლავრის გაზომვა
5 შენობის დოზიმეტრული გაზომვა
6 ჯართის გამოსხივების დოზის სიმძლავრის გაზომვა
7 სატრანსპორტო საშუალების დოზიმეტრული გაზომვა
8 დახურული რადიოაქტიური წყაროს ან რადიოაქტიური ნარჩენის შენახვა რადიოაქტიური ნარჩენების საცავში
9 რადიოაქტიური წყაროს ჯართიდან გამოცალკევება და რადიოაქტიური ნარჩენების საცავში განთავსება
10 მაიონებელი გამოსხივების მილაკის შენახვა
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
მომსახურების სახეები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №319 2016 წლის 11 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტისა და 53-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობები.  მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი დანართი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობები მუხლი 1🔗. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ მომსახურების გაწევისათვის დაწესებულია შემდეგი საფასურის ოდენობები: № მომსახურების სახეები საზომი ერთეული საფასურის ოდენობა 1 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის  დოზიმეტრული გაზომვა 0 – 500 მ​2 500-დან – 1000 მ​2 1000 მ​2-დან ზევით ყოველ დამატებით 500 მ​2-ზე 400 ლარი 600 ლარი +200 ლარი 2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დოზიმეტრული გაზომვა 0 – 1 ჰა 1 ჰა-დან  ზევით ყოველ დამატებით 1 ჰა მ​2-ზე 400 ლარი +200 ლარი 3 სამომხმარებლო  პროდუქციის გამოსხივების დოზის სიმძლავრის გაზომვა ერთჯერადი გაზომვა 15  ლარი 4 სამშენებლო მასალის და სამშენებლო ნარჩენის გამოსხივების დოზის სიმძლავრის გაზომვა ყოველი 100 მ​2 100ლარი 5 შენობის დოზიმეტრული გაზომვა 0 – 50 მ​2 50-დან – 100 მ​2 100 მ​2-დან ზევით ყოველ დამატებით 100 მ​2-ზე 100 ლარი 150 ლარი +50 ლარი 6 ჯართის გამოსხივების დოზის სიმძლავრის გაზომვა 0-20 ტონის ჩათვლით ყოველი დამატებითი ერთი ტონა 150 ლარი +5 ლარი 7 სატრანსპორტო საშუალების დოზიმეტრული გაზომვა ერთი ერთეული 50  ლარი 8 დახურული რადიოაქტიური წყაროს ან რადიოაქტიური ნარჩენის შენახვა რადიოაქტიური ნარჩენების საცავში ერთი წელი 3 წელზე მეტი ვადით 300 ლარი 1000ლარი 9 რადიოაქტიური წყაროს ჯართიდან გამოცალკევება და რადიოაქტიური ნარჩენების საცავში განთავსება ჯართიდან რადიოაქტიური წყაროს გამოცალკევება და შენახვა 500ლარი 10 მაიონებელი გამოსხივების მილაკის შენახვა 1 ცალი 100 ლარი. შენიშვნა:  ცხრილში მითითებულ ღირებულებაში არ შედის მივლინების ხარჯები. მუხლი  2🔗.  ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მიზნით, დაჩქარებული წესით გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობები და მომსახურების გაწევის ვადები 1. სააგენტოს მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მიზნით, დაჩქარებული წესით გაწეული მომსახურებისათვის დაწესებულია შემდეგი საფასურის ოდენობები: ა) მაიონებელი გამოსხივების გენერატორების გამოყენებით ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება - 20 კალენდარული დღის ვადაში - 100 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში - 300 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში - 500 ლარი; ბ) სალიცენზიო პირობებში შესატანი ცვლილების შეთანხმება - 20 კალენდარული დღის ვადაში - 50 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში - 100 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში - 150 ლარი; გ) რადიოაქტიურ წყაროებთან დაკავშირებული საქმიანობის სალიცენზიო პირობებში შესატანი ცვლილების შეთანხმება, რომელიც არ მოითხოვს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებას, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის გაფართოების მიზნით - 20 კალენდარული დღის ვადაში - 100 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში - 200 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში - 300 ლარი; დ) ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება - 10 კალენდარული დღის ვადაში - 100 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში - 200 ლარი. 2. სააგენტო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციასთან დაკავშირებულ მომსახურებას, ლიცენზიის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილ 30-დღიან, ხოლო ნებართვის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილ 20-დღიან ვადაში, ახორციელებს უფასოდ. მუხლი 3🔗. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის წესი და პირობები 1.  ამ დანართის მე-2 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადების ათვლა იწყება შესაბამისი მოთხოვნის შესახებ განცხადების რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღეს და მთავრდება მოთხოვნილი ვადის ბოლო დღის გასვლისთანავე. თუ ვადის ბოლო დღეს ემთხვევა უქმე ან დასვენების დღე, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის დენა ჩერდება სააგენტოს არაგეგმური ინსპექტირების ან/და სააგენტოსათვის წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების ხარვეზის გამოსასწორებლად,  სააგენტოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში.   3. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის შეტანამდე,  უნაღდო ანგარიშსწორების გზით. 4. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. საფასური ჩაირიცხება სააგენტოს  ანგარიშზე. 6.საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროები და მათ გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.  მუხლი 4🔗. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი 1. ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ დაინტერესებული პირი, სააგენტოს მიზეზით, ვერ მიიღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამისად მოთხოვნილ ვადაში. 2. ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური არ ბრუნდება იმ შემთხვევაში, როცა  დაინტერესებული პირის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მიღებულია კანონიერი გადაწყვეტილება უარის შესახებ. 3. გადახდილი საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობით დასაბუთებული განცხადების საფუძველზე. განცხადება უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას, მას თან უნდა ერთვოდეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. დაუშვებელია ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა. გადახდილი საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების  წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.