„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 11.07.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №321
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019386
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/07/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,999 სიტყვა · ~15 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (11)
შემსყიდველი ორგანიზაცია
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს უფლება, განახორციელოს სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვა
მუხლი 3
სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვა (შემდგომში
შესყიდვა) – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ამ წესით გათვალისწინებული შესყიდვის საშუალებების გამოყენებით, ამ წესით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვის ობიექტების შესყიდვა
მუხლი 3
შესყიდვის საშუალება
ამ წესით განსაზღვრული პირდაპირი შესყიდვა, ფასთა გამოკითხვა და შესყიდვის ელექტრონული პროცედურები
მუხლი 3
სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში
ხელშეკრულება) – შესყიდვის შესაბამისი საშუალების გამოყენების შედეგად შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესახებ
მუხლი 3
სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვის ობიექტი (შემდგომში
ობიექტი) – სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული მომსახურება, საქონელი და სამშენებლო სამუშაო
მუხლი 3
საქონელი
ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება, როგორც მყარ, ასევე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას
მუხლი 3
სამშენებლო სამუშაო (შემდგომში
სამუშაო) – შენობის, ნაგებობის ან სხვა ობიექტის მშენებლობასთან, რეკონსტრუქციასთან, ნგრევასთან, რემონტთან ან განახლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო (მათ შორის, სამშენებლო მოედნის მოწყობა, გრუნტის ამოღება, შენობის ან ნაგებობის აგება-აშენება, აღჭურვილობის მონტაჟი, მოპირკეთება და მოსაპირკეთებელი სამუშაოები, მშენებლობასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო ქსელების მოწყობის სამუშაოები), აგრეთვე მშენებლობის თანმდევი მომსახურება, როგორიცაა ბურღვა, გეოდეზიური სამუშაოები, კოსმოსური და აეროგადაღება, სეისმური კვლევა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ანალოგიური მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება სამშენებლო სამუშაოს ღირებულებას
მუხლი 3
მომსახურება
შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა
მუხლი 3
მიმწოდებელი
პირი ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე შემსყიდველ ორგანიზაციას აწვდის შესყიდვის ობიექტს
მუხლი 3
პრეტენდენტი
ამ მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტი, რომელიც მონაწილეობს შესყიდვაში, ხელშეკრულების გაფორმების უფლების მოპოვების მიზნით
მუხლი 3
პირი
ამ მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის,  საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ასევე საქართველოს ან უცხო ქვეყნის სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 97% 17.08.2015 საჯარო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი 96% 09.02.2023 შპს საქართველოს ფოსტის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 29.12.2025 შპს გარდაბნის თბოსადგურ 2-ის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 24.12.2025 შპს საქართველოს მელიორაციის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 24.12.2025

დოკუმენტის ტექსტი

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №321 2016 წლის 11 ივლისი    ქ. თბილისი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხა და შესყიდვების განხორციელების წესი. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხა და შესყიდვების განხორციელების წესი თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო 1. ეს წესი განსაზღვრავს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხასა და შესყიდვების განხორციელების წესს. 2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI​1 თავით გათვალისწინებულ საქმიანობასთან დაკავშირებით შესაბამისი უფლებამოსილი დაწესებულებების მიერ გაწეულ ხარჯებზე. მუხლი 2🔗. მიზნები ამ წესის მიზანია: ა) სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; გ) სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვის მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვებში კონკურენციის ხელშეწყობა. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება ამ დადგენილების მიზნებისათვის, ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) შემსყიდველი ორგანიზაცია„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს უფლება, განახორციელოს სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვა; ბ) სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვა (შემდგომში – შესყიდვა) – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ამ წესით გათვალისწინებული შესყიდვის საშუალებების გამოყენებით, ამ წესით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვის ობიექტების შესყიდვა; გ) შესყიდვის საშუალება – ამ წესით განსაზღვრული პირდაპირი შესყიდვა, ფასთა გამოკითხვა და შესყიდვის ელექტრონული პროცედურები; დ) სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) – შესყიდვის შესაბამისი საშუალების გამოყენების შედეგად შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესახებ; ე) სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვის ობიექტი (შემდგომში – ობიექტი) – სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული მომსახურება, საქონელი და სამშენებლო სამუშაო; ვ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება, როგორც მყარ, ასევე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას; ზ) სამშენებლო სამუშაო (შემდგომში – სამუშაო) – შენობის, ნაგებობის ან სხვა ობიექტის მშენებლობასთან, რეკონსტრუქციასთან, ნგრევასთან, რემონტთან ან განახლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო (მათ შორის, სამშენებლო მოედნის მოწყობა, გრუნტის ამოღება, შენობის ან ნაგებობის აგება-აშენება, აღჭურვილობის მონტაჟი, მოპირკეთება და მოსაპირკეთებელი სამუშაოები, მშენებლობასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო ქსელების მოწყობის სამუშაოები), აგრეთვე მშენებლობის თანმდევი მომსახურება, როგორიცაა ბურღვა, გეოდეზიური სამუშაოები, კოსმოსური და აეროგადაღება, სეისმური კვლევა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ანალოგიური მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება სამშენებლო სამუშაოს ღირებულებას; თ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა; ი) მიმწოდებელიპირი ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე შემსყიდველ ორგანიზაციას აწვდის შესყიდვის ობიექტს; კ) პრეტენდენტი – ამ მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტი, რომელიც მონაწილეობს შესყიდვაში, ხელშეკრულების გაფორმების უფლების მოპოვების მიზნით; ლ) პირი – ამ მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის,  საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ასევე საქართველოს ან უცხო ქვეყნის სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი. მუხლი 4🔗. შესყიდვის მონაწილეთა უფლება-მოვალეობები 1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია: ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან ხელშეკრულება; ბ) ამ წესის დაცვით განახორციელოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვიდან; გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე; დ) განახორციელოს კონტროლი და ზედამხედველობა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვიტოს ხელშეკრულება. 2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია: ა) დაიცვას ამ წესის მოთხოვნები; ბ) დაიცვას „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტები; გ) გადაუხადოს მიმწოდებელს შეთანხმებული საზღაური ხელშეკრულების შესაბამისად; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილება აცნობოს პრეტენდენტებს. 3. მიმწოდებელს უფლება აქვს: ა) დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა შესყიდვაში და გააფორმოს ხელშეკრულება შემსყიდველ ორგანიზაციასთან; ბ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ მიიღოს ანაზღაურება ხელშეკრულების შესაბამისად; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედება ან გადაწყვეტილება. 4. მიმწოდებელი ვალდებულია: ა) დაიცვას ამ წესის მოთხოვნები; ბ) დაიცვას „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტები; გ) შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მუხლი 5🔗. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება 1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები ეხება შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობას: ა) მიმწოდებელთა შერჩევას; ბ) ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას; გ) შესყიდვებთან დაკავშირებული დავის განხილვას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობა, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა. 3. თუ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პრეტენდენტი ან მიმწოდებელი არის ამ წესის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილით  გათვალისწინებული ურთიერთობა, გარდა ამ ნაწილის „გ“-„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა. 4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირს წარმოეშობა ინტერესთა კონფლიქტი, მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს აცილება და შეწყვიტოს მონაწილეობა ამ შესყიდვის განხორციელებაში. 5. ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ადგენს ხელწერილს. თავი II. სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვის ობიექტების ნუსხა მუხლი 6🔗. სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვის ობიექტები სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვის ობიექტებს, გარდა ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, შეიძლება მიეკუთვნოს: ა) სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული ობიექტების, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული პენიტენციური დაწესებულებების, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ასევე სახელმწიფოს სხვა სტრატეგიული და თავდაცვითი მნიშვნელობის სარეჟიმო შენობა-ნაგებობების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები; ბ) სამხედრო/თავდაცვის მიზნებისთვის სამხედრო და არასამხედრო ობიექტების, ქვეყნის თავდაცვის, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, პენიტენციური დაწესებულებების მიზნებისათვის შესაბამისი ორგანოების შეიარაღების, საბრძოლო მასალების, სპეციალური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებებით აღჭურვასა და შენახვასთან დაკავშირებული საქონელი და მომსახურება; გ) სახელმწიფო მატერიალურ რეზერვებში მატერიალურ ფასეულობათა დაგროვებასთან, მიწოდებასა და შეცვლასთან, სახელმწიფო და სამობილიზაციო რეზერვების მატერიალური ფასეულობების და მათი შესანახი საცავების განლაგებასა და მოცულობასთან, ასევე ამ საცავების მშენებლობასა და სარემონტო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული მომსახურება; დ) სამეცნიერო-კვლევითი მომსახურება, რომელიც ემსახურება მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ინტერესებს; ე) სხვა საქონელი, მომსახურება და სამუშაო, რომელიც შეიცავს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას. თავი III. შესყიდვის საშუალებები და მათი განხორციელება მუხლი 7🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურები 1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურები გამოიყენება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც შესყიდვა  არ ტარდება ფასთა გამოკითხვის ან პირდაპირი შესყიდვის საფუძველზე. 2. შესყიდვის ელექტრონული პროცედურების შესახებ განცხადება (არსებობის შემთხვევაში, ასევე დოკუმენტაცია) ქვეყნდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (https://tenders.procurment.gov.ge – შემდგომში – სისტემა). 3. შესყიდვის ელექტრონული პროცედურების განცხადებაში (არსებობის შემთხვევაში, ასევე დოკუმენტაციაში) შესაძლებელია  მიეთითოს: ა) მონაცემები, რომლებიც ზოგად ინფორმაციას აწვდის დაინტერესებულ პირებს ობიექტის შესახებ; ბ) დაინტერესებული პირის მიერ ინტერესის გამოხატვისა და წინადადების წარდგენისთვის საჭირო პროცედურების შესახებ ზუსტი ინფორმაცია; გ) პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი ინფორმაციისა და დოკუმენტების ზუსტი ჩამონათვალი; დ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი ინფორმაცია. 4. დაუშვებელია შესყიდვის განცხადებაში (არსებობის შემთხვევაში, ასევე დოკუმენტაციაში) მიეთითოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.  აღნიშნული გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით. 5. შესყიდვის ელექტრონული პროცედურების განცხადებაში (არსებობის შემთხვევაში, ასევე დოკუმენტაციაში) ცვლილების შეტანა დასაშვებია მხოლოდ წინადადებების მიღების დაწყებამდე. 6. შესყიდვის ელექტრონული პროცედურების გამოცხადების შემდეგ, შესყიდვის ელექტრონული პროცედურების განცხადებით (არსებობის შემთხვევაში, ასევე დოკუმენტაციით), განსაზღვრული პირობების დაცვით, დაინტერესებული პირი მიმართავს შემსყიდველ ორგანიზაციას,  შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და სრულყოფილი ინფორმაციის მიღების მოთხოვნით. 7. შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და სრულყოფილი ინფორმაციის მიღების მოთხოვნის უფლება აქვს შესაბამისი კატეგორიის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მქონე პირს. 8. შემსყიდველი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პრეტენდენტისთვის შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და სრულყოფილი ინფორმაციის გადაცემას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის განცხადების (არსებობის შემთხვევაში, ასევე დოკუმენტაციის) შესაბამისად. 9. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის ინტერესის გამოხატვა შესაძლებელია შესყიდვის ელექტრონული პროცედურის განცხადების (არსებობის შემთხვევაში, ასევე დოკუმენტაციის) შესაბამისად. 10. დაუშვებელია, პრეტენდენტმა სისტემაში წარადგინოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. აღნიშნული გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით. 11. პრეტენდენტს უფლება აქვს, სისტემის მეშვეობით, დადგენილი წესით, შეამციროს წარდგენილი წინადადების ფასი. მუხლი 8🔗. ფასთა გამოკითხვა 1. ფასთა გამოკითხვის ჩატარება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პირდაპირი შესყიდვის განხორციელების საფუძველი და შესყიდვასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაცვის უზრუნველსაყოფად, არ არის მიზანშეწონილი შესყიდვის ელექტრონული პროცედურების გამოყენება. 2. სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შესყიდვა შესაძლებელია მხოლოდ ფასთა გამოკითხვის ჩატარების გზით, თუ არ არსებობს ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პირდაპირი შესყიდვის განხორციელების საფუძველი. 3. ფასთა გამოკითხვის დროს, შემსყიდველი ორგანიზაცია წინასწარ შერჩეულ არანაკლებ 2 პრეტენდენტს უგზავნის წერილობით მოწვევას  ფასთა გამოკითხვის პროცედურებში მონაწილეობის მისაღებად. 4. ფასთა გამოკითხვის პროცედურებში მონაწილეობის მისაღებად მოწვევა შესაძლებელია გაეგზავნოს მხოლოდ იმ პრეტენდენტს, რომელსაც აქვს შესაბამისი კატეგორიის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება. 5. წერილობითი მოწვევა უნდა შეიცავდეს: ა) ობიექტთან დაკავშირებულ სრულყოფილ ინფორმაციასა და დეტალურ დავალებას; ბ) პრეტენდენტის მიერ წარსადგენი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ჩამონათვალს, მათი წარდგენის წესსა და პირობებს; გ) წინადადების გახსნისა და განხილვის დროსა და ადგილს; დ) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას. 6. პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წინადადებას წარუდგენს, წერილობით მოწვევაში განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 7. განსაზღვრული პირობების შესაბამისად წარდგენილი წინადადებ(ებ)ის პირველად გაცნობასა და განხილვის დაწყებას ესწრებიან შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირ(ებ)ი და სურვილის შემთხვევაში, პრეტენდენტ(ებ)ის წარმომადგენლები (თითო პრეტენდენტიდან არა უმეტეს 2 პირისა). პრეტენდენტ(ებ)ის წარმომადგენელთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს შესყიდვის პროცედურების ჩატარებას. მუხლი 9🔗. პირდაპირი შესყიდვა 1. პირდაპირი შესყიდვა ხორციელდება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ კონკრეტულ ერთ მიმწოდებელთან მოლაპარაკების საფუძველზე. 2. პირდაპირი შესყიდვა ხორციელდება, თუ კონკრეტული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 20 000 ლარს. 3. პირდაპირი შესყიდვა ასევე შესაძლებელია განხორციელდეს, თუ: ა) კონკრეტულ შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით შესაბამისი კატეგორიის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება აქვს მხოლოდ ერთ რეზიდენტ მიმწოდებელს; ბ) საქონლის ან მომსახურების შესყიდვა ხორციელდება უშუალოდ არარეზიდენტი მწარმოებლისგან ან მისი არარეზიდენტი ოფიციალური წარმომადგენლისგან/დილერისგან; გ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია, შესყიდვა განხორციელდეს იმავე მიმწოდებლისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველად შესყიდული ობიექტის ღირებულებას; დ) არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა ანუ ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას; ე) პირდაპირი შესყიდვა განპირობებულია მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ან/და საჯარო ინტერესებით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე დაყრდნობით, პირდაპირი შესყიდვის განხორციელების შესახებ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მუხლი 10🔗. შესყიდვის განმახორციელებელი პირი 1. შესყიდვა ხორციელდება შესაბამისი კატეგორიის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მქონე პირის ან პირთა ჯგუფის მიერ. 2. შესყიდვის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ შესყიდვის მიმდინარეობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება წერილობით. მუხლი 11🔗. შერჩევა-შეფასება და გამარჯვებულის გამოვლენა 1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურებსა და ფასთა გამოკითხვაში პრეტენდენტთა რიგითობა განისაზღვრება ყველაზე დაბალი წინადადების ფასის ან თუ შემსყიდველი ორგანიზაცია იყენებს ხარისხისა და ფასის კრიტერიუმებს, ყველაზე მაღალი ჯამური ქულის მიხედვით. 2. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია იყენებს ხარისხისა და ფასის კრიტერიუმებს, იგი, პირველ ეტაპზე, პრეტენდენტებსა და მათ წინადადებებს აფასებს განსაზღვრულ მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის კუთხით, ხოლო შემდგომ – ხარისხობრივი თვალსაზრისით და შესაბამის კრიტერიუმში ანიჭებს შესაბამის ქულას, ჯამური ქულის გამოთვლის მიზნით. 3. პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ: ა) წინადადებას წარადგენს შესყიდვის ელექტრონული პროცედურების განცხადებაში (არსებობის შემთხვევაში, ასევე დოკუმენტაციაში) ან წერილობით მოწვევაში განსაზღვრული ვადის დარღვევით; ბ) მისი წინადადება არ შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს; გ) შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შესაბამისად არ დააზუსტებს წინადადებას; დ) დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის წინადადებას ან/და გაზრდის წინადადების ფასს; ე) ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას; ვ) უარს იტყვის წინადადებაზე/ხელშეკრულების გაფორმებაზე. 4. შემსყიდველი ორგანიზაცია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი წინადადება არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს წინადადების არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია იყენებს ხარისხისა და ფასის კრიტერიუმებს, იგი პრეტენდენტებს დაზუსტების მოთხოვნით მიმართავს მათი წინადადებების ხარისხობრივ შეფასებამდე. 5. გამარჯვებულად ვლინდება ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე ის პრეტენდენტი, რომლის წინადადებაც სრულად შეესაბამება განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო თუ შემსყიდველი ორგანიზაცია იყენებს ხარისხისა და ფასის კრიტერიუმებს – ყველაზე მაღალი ჯამური ქულის მქონე პრეტენდენტი, რომლის წინადადებაც სრულად შეესაბამება განსაზღვრულ მოთხოვნებს. 6. თუ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას, პროცედურა გრძელდება რიგით მომდევნო პრეტენდენტის მიმართ. ამასთან, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, შეწყვიტოს პროცედურები, თუ მომდევნო პრეტენდენტის წინადადების ფასი ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას. 7. თუ ყველაზე მაღალი ჯამური ქულის მქონე პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას, პროცედურა გრძელდება რიგით მომდევნო პრეტენდენტის მიმართ. 8. შერჩევა-შეფასებისა და გამარჯვებულის გამოვლენის საერთო ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 3 თვეს. მუხლი 12🔗. ერთობლივი (კონსოლიდირებული) შესყიდვა 1. შემსყიდველ ორგანიზაციებს, შეთანხმების საფუძველზე, უფლება აქვთ, შესყიდვა განახორციელონ ერთობლივად (კონსოლიდირებულად). 2. შემსყიდველი ორგანიზაციების შეთანხმება უნდა შეიცავდეს შემდეგ პირობებს: ა) შესყიდვის განხორციელების პირობებს; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ პირს ან პირთა ჯგუფს; გ) მითითებას იმ შემსყიდველი ორგანიზაციის შესახებ, რომელიც უფლებამოსილია, გამოაცხადოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურები (თუ გამოიყენება შესყიდვის აღნიშნული საშუალება); დ) მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პირობებს; ე) შესყიდვის ობიექტის მიწოდების წესს; ვ) დამატებით პირობებს, რომლებიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მოქმედ კანონმდებლობას. 3. ერთობლივი (კონსოლიდირებული) შესყიდვის შედეგად  გაფორმებული ხელშეკრულებიდან მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, თუ რომელ შემსყიდველ ორგანიზაციას განეკუთვნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ესა თუ ის უფლება-მოვალეობა, აგრეთვე რომელი შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართ აქვს მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ესა თუ ის უფლება-მოვალეობა. 4. შემსყიდველ ორგანიზაციებს უფლება აქვთ, ერთობლივი (კონსოლიდირებული) შესყიდვის შედეგად  მიმწოდებელთან ხელშეკრულება გააფორმონ ცალ-ცალკე. თავი IV. ხელშეკრულება მუხლი 13🔗. ხელშეკრულების გაფორმება 1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურებისა და ფასთა გამოკითხვის შედეგად ხელშეკრულება ფორმდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან. 2. პირდაპირი შესყიდვის შემთხვევაში ხელშეკრულება ფორმდება იმ მიმწოდებელთან, რომელთანაც შემსყიდველი ორგანიზაცია მიაღწევს შეთანხმებას. 3. ხელშეკრულების გაფორმება სავალდებულო არ არის საქართველოს საჰაერო კოდექსით განსაზღვრული საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სპეციალური რეისის დაუყოვნებლივ შესრულების აუცილებლობის შემთხვევებში საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისას, რა დროსაც, ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაცვლდეს შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციით (ინვოისი, ჩეკი, ქვითარი და სხვ.). მუხლი 14🔗. ხელშეკრულების გაფორმების შეთანხმება უფლებამოსილ ორგანოებთან 1. საერთაშორისო ორგანიზაციასთან ან უცხო ქვეყნის პირთან ხელშეკრულების დადებამდე, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია,  კონკრეტულ მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების მიზანშეწონილობის საკითხი შეათანხმოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურთან. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ხელშეკრულების დადება დაუშვებელია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და საქართველოს დაზვერვის სამსახური შემსყიდველ ორგანიზაციას შესაბამის პასუხს აცნობებენ მიმართვიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში. თუ პასუხის გასაცემად საჭიროა დამატებითი ვადა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და საქართველოს დაზვერვის სამსახური უფლებამოსილნი არიან, აღნიშნული ვადა გააგრძელონ 45 დღემდე, რის თაობაზეც, თხუთმეტდღიანი ვადის ამოწურვამდე, წერილობით აცნობებენ შემსყიდველ ორგანიზაციას. 3. საერთაშორისო ორგანიზაციასთან ან უცხო ქვეყნის პირთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს  და საქართველოს დაზვერვის სამსახურს. 4. სხვა სახელმწიფოსთან (რომელთანაც საქართველოს არ აქვს გაფორმებული შესაბამისი შეთანხმება) ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან/სხვა სახელმწიფოს რეზიდენტ პირთან (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ მიუღია შესაბამისი დაშვება) სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია გაფორმდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით. 5. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტების, ასევე ამ წესის მე-15 და მე-16 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს საჰაერო კოდექსით განსაზღვრული საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სპეციალური რეისის დაუყოვნებლივ შესრულების აუცილებლობის შემთხვევებში საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებზე. მუხლი 15🔗. ხელშეკრულების ფორმა და პირობები 1. ხელშეკრულების დადება შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. მათ შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობის მინიჭების საკითხი წყდება ხელშეკრულებით. 2. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს: ა) მხარეთა ზუსტ დასახელებას და რეკვიზიტებს; ბ) ხელშეკრულების საგანს; გ) ხელშეკრულების ღირებულებას; დ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან სამუშაოების შესრულების ვადას; ე) საქონლის მიწოდების, გასაწევი მომსახურების ან/და სამუშაოს მიღება-ჩაბარების წესს; ვ) ანგარიშსწორების წესსა და პირობებს; ზ) ხელშეკრულების მოქმედების ვადას; თ) ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის და ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს; ი) დავის შემთხვევაში, მისი განხილვისა და გადაწყვეტის წესს (მათ შორის, გამოსაყენებელ სამართალსა და კომპეტენტურ სასამართლოს). 3. ხელშეკრულების მოქმედება, სულ მცირე, 30 დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდებისთვის, მომსახურების გაწევისთვის ან სამშენებლო სამუშაოს შესრულებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას. მუხლი 16🔗. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია 1. თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია. 2. თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება ნაკლებია 200 000 ლარზე, შემსყიდველ ორგანიზაციას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნა შეუძლია მხოლოდ შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, რაც უნდა დასაბუთდეს. 3. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 5%-ის ჩათვლით. 4. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენისგან შესაძლებელია გათავისუფლდეს პრეტენდენტი ან პოტენციური მიმწოდებელი, მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით, აგრეთვე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრში (შემდგომში – თეთრი სია) რეგისტრირებული მიმწოდებელი. 5. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თეთრ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებელს არ ათავისუფლებს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენისგან, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს. 6. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება შესყიდვის ელექტრონული პროცედურების განცხადებით (არსებობის შემთხვევაში, ასევე დოკუმენტაციით) ან წერილობითი მოწვევით განსაზღვრული წესით. 7. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, დასაბუთებული გადაწყვეტილებით არ მიიღოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ისეთი გარანტია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. 8. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა, გარანტიიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების ან ამ ვალდებულებების გაუქმების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით. 9. ამ მუხლის შეზღუდვებიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით.      მუხლი 17🔗. ანგარიშსწორების წესი და პირობები 1. ანგარიშსწორების წესი და პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით. 2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია, გარდა ამ მუხლის მე-3-მე-4 პუნქტებით დადგენილი გამონაკლისებისა. 3. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარი ანგარიშსწორებისას გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებელი შესაძლებელია გათავისუფლდეს: ა) მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით; ბ) თუ იგი სახაზინო დაწესებულებაა; გ) საქართველოს საჰაერო კოდექსით განსაზღვრული, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სპეციალური რეისის დაუყოვნებლივ შესრულების აუცილებლობის შემთხვევებში საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისას; დ) თუ არსებობს საქართველოს მთავრობის შესაბამისი თანხმობა. 4. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს წინასწარ გადასახდელი თანხის ნახევარი ოდენობის გარანტიას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. მუხლი 18🔗. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი 1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი დაავალოს როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომელს ან თანამშრომელთა ჯგუფს, ასევე ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც უნდა ჰქონდეს შესაბამისი კატეგორიის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების ფუნქციაა მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, გასაწევი ან/და გაწეული მომსახურების, შესრულებული ან/და შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და ვალდებულების შესრულების ვადების დაცვის ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. 3. ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი შესაძლებელია ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე. 4. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ობიექტი მიიღება მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტის გაფორმების საფუძველზე. 5. მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლისთვის აუცილებელი პერსონალისა და ტექნიკური საშუალებების გამოყოფა, ასევე უზრუნველყოს საჭირო სამუშაო პირობები. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მათ ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვითონ შემსყიდველი ორგანიზაცია, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 6. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა გამოვლენილი ნაკლოვანების აღმოფხვრასა და ხელახალ კონტროლთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი V. გასაჩივრება მუხლი 19🔗. გასაჩივრება 1. პრეტენდენტს უფლება აქვს, გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილება/ქმედება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავების გადაწყვეტის წესი განისაზღვრება ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.