„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №50 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.121.016216
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2016 წლის 14 ივლისი

ქ. ვანი

 

„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №50 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს  ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი  პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის  შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2014  წლის  14 ნოემბრის №50 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 19.11.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016131) დამტკიცებულ ,,ვანის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში“  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. „მუხლი 4. სამსახურის ფუნქციები“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. სამსახურის  ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

1) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას;

2) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;

3) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ საკრებულოს და მუნიციპალურ სამსახურებს შორის;

4) საკრებულოსა და გამგებლის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს;

5) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას; გამგეობის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე გამგეობის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას;

6) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;

7) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას;

8) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას;

9) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;

10) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;

11) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას ,,ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით;

12) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

13) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;

14) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

15) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

16) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

17) გამგებლის  წარმომადგენლებისაგან შესაბამისი ადმინისტრაციული  ერთეულის ტერიტორიაზე  საკრებულოსა და გამგებლის  მიერ  მიღებულ  გადაწყვეტილებათა  შესრულების  მიმდინარეობის  შესახებ  ინფორმაციების  მიღებას და  სათანადო  დამუშავების  შემდეგ  გამგებლისათვის  წარდგენას;

 18) გამგეობის თანამდებობის პირთა და სამსახურების სარგებლობაში არსებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების ტექნიკურ მომსახურებას, მათ სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული გამართულობის უზრუნველყოფას;

19) კომპიუტერული ტექნიკისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელის ექსპლოატაციის წესების დაცვას და ზედამხედველობას;

20) გამგეობის თანამდებობის პირთა და სამსახურების სარგებლობაში არსებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების ტექნიკურ მომსახურებას, მათ სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული გამართულობის უზრუნველყოფას;

21) კომპიუტერული ტექნიკისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელის ექსპლოატაციის წესების დაცვას და ზედამხედველობას;

 22)  სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის ბავშვის დაბადების და პირის გარდაცვალების შესახებ კონსოლიდირებული ინფორმაციის მიწოდებას;

23) კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №50 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.07.2016.
როდის იქნა მიღებული „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №50 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №50 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.07.2016. მიმღები ორგანო — ვანის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №18. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.121.016216.
რამდენი მუხლისგან შედგება „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №50 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №50 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №50 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.07.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №50 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე, №18, 14.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016216 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.07.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3341415/