აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის და აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების რუქის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 15.07.2016
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.110.016250
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/07/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.07.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე | აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების და სქემატური რუკის დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების განსაზღვრის შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ დასახლებების განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის და აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების რუქის დამტკიცების თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2016 წლის 15 ივლისი
აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის და აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების რუკის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შეიქმნას აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები და განისაზღვროს მათი სამოქმედო ტერიტორია (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების რუკა (დანართი №2).
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 აგვისტოს №27 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე
აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები
აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია:
1. ქ.აბაშის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია –
ქალაქი, ნოღოხაში, კაპანა, კვათანა)
2. ნორიოს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მაცხოვრისკარი, ნორიო, საგვაზაო, აბაშისპირი, ძიგური, საბოკუჩაო)
3. სუჯუნის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სუჯუნა, ეწერი, წალიკარი)
4. მარნის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მარანი, მარანჭალა)
5. პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: პირველი მაისი, თხმელარი, გაუწყინარი, ქვიშანჭალა)
6. ქოლობანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ქოლობანი, ბულვანი, გუგუნაყათი)
7. ტყვირის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ტყვირი, ცილორი)
8. ნაესაკოვოს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ნაესაკოვო, გამოღმა კოდორი)
9. კეთილარის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: კეთილარი, გულეიკარი, გაღმა კოდორი)
10. ზანათის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: გაღმა ზანათი, გამოღმა ზანათი)
11. სამიქაოს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სამიქაო, მაიდანი)
12. გეზათის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: გეზათი, გულუხეთი)
13. ძველი აბაშის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ძველი აბაშა)
14. წყემის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი წყემი)
15. ონტოფოს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ონტოფო)
16. სეფიეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი სეფიეთი)