„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2008 წლის 27 ივნისის სასესხო ხელშეკრულების (ქობულეთის წყალარინების პროექტი) №2 ცვლილების ხელშეკრულება

მიღების თარიღი 20.01.2016
ძალაში შესვლა 11.07.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №1019
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016408
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/07/2016
matsne.gov.ge 1,975 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.01.2016 მიღება
11.07.2016 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (6)
კატეგორია სესხის თანხა (პირველი ტრანში და მეორე ტრანში)    გამოიყოფა სესხის ვალუტაში
(1) სამუშაოები პირველი ნახევარი –        დაფინასებული პირველი ტრანშით 1,485,000 ევრო
(2) ერთჯერადი გადახდის საკომისიო პირველი ტრანშისთვის 15,000 ევრო
(3)სამუშაოები პირველი ნახევარი –   დაფინანსებული მეორე ტრანშით 2,178,000 ევრო
(3)  ერთჯერადი გადახდის საკომისიო    მეორე ტრანშისთვის 22,000 ევრო
ჯამი 3,700,000 ევრო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„2018 წლის 5 იანვრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება)“ №2 ცვლილების შეთანხმება“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 14.02.2024 საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2015 წლის 12 მაისის საგრანტო ხელშეკრულების (ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი) №1 ცვლილების შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 07.06.2024 „2018 წლის 27 ნოემბრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი)“ №1 ცვლილების შეთანხმება“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 01.07.2021 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის თბილისის ავტობუსების პროექტის გაგრძელება“ სასესხო შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 29.11.2019 "2015 წლის 12 მაისის "საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი)" №1 ცვლილების შეთანხმება" საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 07.06.2024

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2008 წლის 27 ივნისის სასესხო ხელშეკრულების (ქობულეთის წყალარინების პროექტი) №2 ცვლილების ხელშეკრულება „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2008 წლის 27 ივნისის სასესხო ხელშეკრულების (ქობულეთის წყალარინების პროექტი) №2 ცვლილების ხელშეკრულება საოპერაციო ნომერი 37560 ცვლილების ხელშეკრულება №2 2008 წლის 27 ივნისით დათარიღებულ სასესხო ხელშეკრულებაში, რომელიც მოგვიანებით შეიცვალა 2010 წლის 1 ოქტომბრით  დათარიღებული №1 ცვლილების ხელშეკრულებით, (ქობულეთის წყალარინების პროექტი) საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის თარიღი: 20 იანვარი, 2016 ცვლილების ხელშეკრულება №2 2008 წლის 27 ივნისით დათარიღებულ სასესხო ხელშეკრულებაში, რომელიც მოგვიანებით შეიცვალა 2010 წლის 1 ოქტომბრით დათარიღებული №1 ცვლილების ხელშეკრულებით ეს ცვლილების ხელშეკრულება დათარიღებული 2016 წლის 20 იანვრით („ცვლილების ხელშეკრულება”) ფორმდება საქართველოს (მსესხებელი)  და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (“EBRD”ან „ბანკი”) შორის. პრეამბულა: ა)   EBRD დაარსდა კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად ღია საბაზრო სისტემაზე ორიენტირებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის გადასვლის პროცესის ხელშეწყობისა და კერძო და სამეწარმეო წამოწყებების წახალისების მიზნით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებმაც აიღეს ვალდებულება და იცავენ მრავალპარტიული დემოკრატიის, პლურალიზმისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს; ბ) 2008 წლის 27 ივნისს მსესხებელმა EBRD-თან გააფორმა სასესხო ხელშეკრულება („თავდაპირველი სასესხო ხელშეკრულება”), რომელშიც ცვლილებები შევიდა 2010 წლის 1 ოქტომბერს, და რომლის მიხედვითაც EBRD დათანხმდა, სესხი გაეცა მსესხებელზე თავდაპირველი სასესხო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, არაუმეტეს 1,500,000 ევროს ოდენობით; გ) მსესხებელსა და EBRD-ს სურთ, შეცვალონ თავდაპირველი სასესხო ხელშეკრულება რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის თანხა გაიზრდება 2,200,000 ევროთი, ცალკე ტრანშის დამატებით .  ამდენად, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე: ნაწილი 1: განმარტებები და ინტერპრეტაციები (ა)  ამ ხელშეკრულებაში: „ცვლილების ხელშეკრულება №2” გულისხმობს ამ ცვლილების ხელშეკრულებას. „ცვლილებები“ გულისხმობს განხორციელებულ ცვლილებებს ან იმ ცვლილებებს, რომლებიც შესაძლებელია განხორციელდეს ამ ცვლილების ხელშეკრულების მე-2 ნაწილის შესაბამისად. „ძალაში შესვლის თარიღი“  გააჩნია ამ ხელშეკრულების მე-3 ნაწილით მინიჭებული მნიშვნელობა. (ბ) ტერმინებს, რომლებიც განსაზღვრულია თავდაპირველი ხელშეკრულებით (პირდაპირ ან  მითითებულია სხვა ხელშეკრულებაში ან ინსტრუმენტში), თუ აქ სხვაგვარად არ არის განმარტებული, გააჩნიათ იგივე მნიშვნელობა ამ ცვლილების ხელშეკრულებაში. თავდაპირველი ხელშეკრულების 1.03 ნაწილის დებულებებს უნდა გააჩნდეს იგივე მნიშვნელობა, თითქოს ეს დებულებები განსაზღვრულია ამ ხელშეკრულებაში სრულად. (გ) თავდაპირველი ხელშეკრულება და ეს ხელშეკრულება უნდა იქნეს განხილული, როგორც ერთიანი დოკუმენტი. ნაწილი 2.  ცვლილებები და უწყვეტობა ა)  წინამდებარე ცვლილების ძალაში შესვლის თარიღიდან, თავდაპირველი სასესხო ხელშეკრულება უნდა შეიცვალოს ისე, რომ შეიცვალოს თავდაპირველი სასესხო ხელშეკრულების დებულებები ქვემოთ, დანართ 1-ში განსაზღვრული ცვლილებების შესაბამისად; ბ)  თავდაპირველი სასესხო ხელშეკრულების დებულებები, ამ ცვლილების ხელშეკრულებით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, რჩება ძალაში და აგრძელებს მოქმედებას.  ნაწილი 3.  ძალაში შესვლის თარიღი გარდა იმ შემთხვევისა, როცა EBRD და მსესხებელი შეთანხმდებიან სხვაგვარად, ეს ცვლილების ხელშეკრულება ძალაში შევა იმ თარიღში, როცა  EBRD გაუგზავნის შეტყობინებას მსესხებელსა და გარანტორს EBRD -ის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ნაწილი 4-ით („ცვლილების ძალაში შესვლის თარიღი”) გათვალისწინებული მტკიცებულების მიღების შესახებ. წინამდებარე ცვლილების ხელშეკრულება ძალაში არ შევა, სანამ ბანკი არ დარწმუნდება, რომ სტანდარტული ვადებისა და პირობების 7.01 (ა) ან 7.06 ნაწილებში ჩამოთვლილიდან არცერთი მომხდარა და გრძელდება და სანამ, ბანკისათვის მისაღები ფორმითა და შინაარსით, ბანკს არ მიეწოდება მტკიცებულება, რომ მოხდა შემდეგი წინაპირობების შესრულება, ან EBRD-ის ერთპროვნული გადაწყვეტილებით გაუქმდა სრულად თუ ნაწილობრივ:           ა) ამ ცვლილების ხელშეკრულების შესრულება და მიწოდება მსესხებლის სახელით სათანადო უფლებმოსილების საფუძველზე იქნა გაფორმებული ან დამტკიცებული ყველა სათანადო სამთავრობო და კორპორაციული ქმედებით.    ბ)  ცვლილება თითოეული პროექტის ხელშეკრულებასა და პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულებაში, ბანკისათვის მისაღები ფორმითა და შინაარსით, აღსრულებული და მიწოდებული იქნა და შესრულდა ყველა წინაპირობა მის ძალაში შესასვლელად, და  გ) ცვლილება ქვესასესხო და საგარანტიო ხელშეკრულებაში, EBRD-ისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით, შესრულებული და მიწოდებული იქნა და შესრულდა ყველა წინაპირობა მის ძალაში შესასვლელად ან პროექტის კომპანიისათვის სესხის მიღების უფლების ასამოქმედებლად, გარდა ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლისა.   ნაწილი 4. სამართლებრივი დასკვნები როგორც მტკიცებულების ნაწილი, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს ზემოთ მოყვანილი ნაწილი 3-ის თანახმად, მსესხებელი, ქობულეთის მუნიციპალიტეტი და პროექტის კომპანია EBRD -ს წარუდგენენ, ან უზრუნველყოფენ წარდგენას დასკვნის ან დასკვნების (EBRD-თვის მისაღები ფორმით და შინაარსით) რომელიც გაცემულია EBRD -თვის მისაღები იურისტის მიერ და რომელიც აჩვენებს: ა) რომ მსესხებლის სახელით, ეს ცვლილების ხელშეკრულება სათანადო უფლებამოსილების საფუძველზე იქნა გაფორმებული ან რატიფიცირებული და შესრულებული და მიწოდებულ იქნა მსესხებელის სახელით და არის იურიდიული ძალის მქონე და იურიდიულად სავალდებულო მსესხებლისათვის და განხორციელებადი საკუთარ პირობებთან შესაბამისად. ამ ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, სამართლებრივი დასკვნა ან დასკვნები გაიცემა მსესხებლის სახელით იუსტიციის სამინისტროს მიერ; ბ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის სახელით, ცვლილება პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულებაში, სათანადო უფლებამოსილების საფუძველზე გაფორმებული ან რატიფიცირებული და შესრულებული და მიწოდებული იქნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სახელზე და არის იურიდიული ძალის მქონე და იურიდიულად სავალდებულო ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის და განხორციელებადი საკუთარ პირობებთან შესაბამისად;   გ) პროექტის კომპანიის სახელით, ეს ცვლილება პროექტის ხელშეკრულებაში, ქვესასესხო ხელშეკრულებასა და საგარანტიო ხელშეკრულებაში, სათანადო უფლებამოსილების საფუძველზე გაფორმებული ან რატიფიცირებული და შესრულებული და მიწოდებული იქნა პროექტის კომპანიის სახელზე და არის იურიდიული ძალის მქონე და იურიდიულად სავალდებულო პროექტის კომპანიისათვის და განხორციელებადი საკუთარ პირობებთან შესაბამისად. ნაწილი  5.  შემდგომი გარანტიები პროექტის კომპანია თანახმაა, EBRD -ის მოთხოვნით და საკუთარი ხარჯებით, შეასრულოს ყველა იმგვარი აქტი და მოთხოვნა, რაც საჭირო და სასურველია ამ ცვლილებების ასამოქმედებლად, რომლებიც შეიცვალა ან შეიცვლება ამ ცვლილებების ხელშეკრულების პირობების თანახმად.   ნაწილი  6.  სხვადასხვა ა) 2007 წლის 1 ოქტომბრით დათარიღებული სტანდარტული ვადებისა და პირობების ყველა დებულება ჩართულია და ეხება ამ ცვლილების ხელშეკრულებას იმავე ძალით, რაც ამ დოკუმენტში სრულად გაწერის შემთხვევაში; ბ) ყველა მინიშნება “ხელშეკრულებაზე” თავდაპირველ სასესხო ხელშეკრულებაში და ყველა მითითება თავდაპირველ სასესხო ხელშეკრულებაზე, ყველა ისნტრუმენტსა და ხელშეკრულებაში, რომლებიც აღსრულდება ამის შემდეგ, გულისხმობს თავდაპირველ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც შეცვლილია ამ ცვლილების ხელშეკრულების მიხედვით; გ)  ეს ხელშეკრულება შეიძლება შესრულდეს რამდენიმე ეგზემპლარად, თითოეული მათგანი უნდა ჩაითვალოს ორიგინალად, მაგრამ  ყველა მათგანი ერთად უნდა წარმოადგენდეს ერთსა და იმავე ხელშეკრულებას. რის დასტურადაც, მხარეები, თავიანთი სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ხელს აწერენ ამ ხელშეკრულების ხუთ ეგზემპლარს ინგლისურ ენაზე თბილისში, საქართველოში, ზემოთ დასახელებულ წელსა და რიცხვში. საქართველო  ______________________ სახელი:  ნოდარ ხადური             თანამდებობა:  ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი  ______________________ სახელი:    ბრუნო ბალვანერა თანამდებობა: კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში EBRD -ის დირექტორი დანართი 1 თავდაპირველ სასესხო ხელშეკრულების ცვლილება თავდაპირველი სასესხო ხელშეკრულება შეიცვლება შემდეგნაირად: ა) თავდაპირველი სასესხო ხელშეკრულების პრეამბულის მეათე პარაგრაფი სრულად წაშლილია და ჩანაცვლებულია შემდეგით: „ვინაიდან,  EBRD თანახმაა, მათ შორის, ზემოთ ჩამოთვლილის საფუძველზე, გასცეს სესხი მსესხებელზე 3,700,000 ევროს ოდენობით, იმ პირობების გათვალისწინებით, რაც მოცემულია ამ ხელშეკრულებასა და პროექტის ხელშეკრულებაში, რომელიც გაფორმებულია წინამდებარე ხელშეკრულების თარიღში პროექტის კომპანიასა და ბანკს შორის („პროექტის ხელშეკრულება” როგორც ეს განსაზღვრულია სტანდარტულ პირობებში).”   (ბ)  შემდეგი ახალი განმარტებების დამატებით თავდაპირველ სასესხო ხელშეკრულების 1.02 ნაწილში (განმარტებები) „პირველი ტრანში”  გულისხმობს სესხის მაქსიმალურ ძირითად თანხას, რომელიც მითითებულია ნაწილში 2.01(1), ან როგორც კონტექსტი მოითხოვს პერიოდულად დარჩენილ ძირითად თანხას. „მეორე ტრანში”    გულისხმობს სესხის მაქსიმალურ ძირითად თანხას, რომელიც მითითებულია ნაწილში 2.01(2), ან როგორც კონტექსტი მოითხოვს პერიოდულად დარჩენილ ძირითად თანხას. (გ) თავდაპირველი სასესხო ხელშეკრულების ნაწილი 2.01 (თანხის ოდენობა და ვალუტა) სრულად წაშლილია და ჩანაცვლებულია შემდეგით: „ბანკი თანახმაა, მსესხებელს ასესხოს 3,700,000 ევროს  ოდენობის  თანხა წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული პირობების თანახმად, რაც შედგება შემდეგისგან: (1)  პირველი ტრანშის ოდენობა, რომელიც არ აღემატება 1,500,000 ევროს; და (2)  მეორე ტრანშის ოდენობა, რომელიც არ აღემატება 2,200,000 ევროს.” (დ) თავდაპირველი სასესხო ხელშეკრულების ნაწილი 2.02 (სესხის სხვა ფინანსური პირობები) სრულად წაშლილია და ჩანაცვლებულია შემდეგით: „ნაწილი 2.02  სესხის სხვა ფინანსური პირობები (ა)  მინიმალური  ჩამოსარიცხი თანხა იქნება 25,000 ევრო; (ბ)  მინიმალური წინსწრებით გადახდილი თანხა იქნება 200,000 ევრო; (გ) მინიმალური გაუქმების თანხა  იქნება 200,000 ევრო; (დ)  პროცენტის გადახდის თარიღები უნდა იყოს ყოველი წლის 25 მაისი და 25 ნოემბერი; (ე)  პირველ ტრანშთან მიმართებაში: (1)  მსესხებელმა უნდა დააბრუნოს სესხი 24 თანაბარი (ან შეძლებისდაგვარად თანაბარი) გადარიცხვებით - წელიწადში ორჯერ, ყოველი წლის 25 მაისს და 25 ნოემბერს, სესხის გადახის პირველი თარიღი იქნება 2011 წლის 25 ნოემბერი და სესხის გადახდის ბოლო თარიღი იქნება 2023 წლის 25 მაისი. (2) ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ (i)  მსესხებელი მთლიანად არ აითვისებს სესხის თანხას 2.02 (ე) ნაწილში მითითებულ სესხის გადახდის პირველ დღემდე და (ii) ბანკი არ გააგრძელებს 2.02(ე) ნაწილში მითითებულ სესხის გაცემის ბოლო თარიღს, მაშინ ზემოთ მითითებული გადასახდელი თანხები შემცირდება პროპორციულად. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ (i)  მსესხებელი  მთლიანად არ აითვისებს  სესხის თანხას   2.02 (ე) ნაწილში მითითებულ სესხის გადახდის პირველ დღემდე, და (ii) ბანკი გააგრძელებს 2.02 (ზ)(1)  ნაწილში მითითებული სესხის გაცემის ბოლო თარიღს იმ თარიღამდე, რომელიც მოხვდება პირველი სესხის გადახდის თარიღის შემდეგ, მაშინ თითოეული ასეთი ათვისებული თანხა პირველი სესხის დაფარვის თარიღის შემდეგ უნდა განაწილდეს დაფარვის მიზნით თანაბარი მოცულობებით სესხის დაფარვის რამდენიმე თარიღზე, რომელი თარიღიც დადგება ასეთი ათვისების თარიღის შემდეგ (EBRD შეასწორებს ამგვარად გამოყოფილ თანხებს საჭიროების შემთხვევაში საიმისოდ, რომ მიაღწიოს  თითოეულ შემთხვევაში თანაბარ რაოდენობას).  EBRD პერიოდულად შეატყობინებს მსესხებელს ასეთი განაწილების შესახებ.   (ვ) მეორე ტრანშთან მიმართებაში: (1)  მსესხებელი დააბრუნებს სესხს 24 თანაბარი (ან შეძლებისდაგვარად თანაბარი) გადარიცხვებით - წელიწადში ორჯერ, ყოველი წლის 25 მაისს და 25 ნოემბერს, სესხის გადახდის პირველი თარიღი იქნება 2018 წლის 25 ნოემბერი და სესხის გადახდის ბოლო თარიღი იქნება 2030 წლის 25 მაისი.  (2) ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ (i)  მსესხებელი  მთლიანად არ აითვისებს სესხის თანხას 2.02 (ვ) ნაწილში მითითებულ სესხის გადახდის პირველ დღემდე, და (ii) EBRD არ გააგრძელებს სესხის გაცემის ბოლო თარიღს, მაშინ ზემოთ მითითებული გადასახდელი თანხები შემცირდება პროპორციულად. ასევე, იმ შემთხვევაში თუ (i)  მსესხებელი  მთლიანად არ აითვისებს  სესხის თანხას 2.02 (ვ) ნაწილში მითითებულ სესხის გადახდის პირველ დღემდე, და (ii) ბანკი გააგრძელებს 2.02 (ზ)(2)  ნაწილში მითითებულ სესხის გაცემის ბოლო თარიღს, იმ თარიღამდე, რომელიც მოხვდება პირველი სესხის გადახდის თარიღის შემდეგ, მაშინ  თითოეული ასეთი ათვისებული თანხა პირველი სესხის დაფარვის თარიღის შემდეგ უნდა განაწილდეს დაფარვის მიზნით თანაბარი მოცულობებით  სესხის დაფარვის რამდენიმე თარიღზე, რომელი თარიღიც დადგება ასეთი ათვისების თარიღის შემდეგ (EBRD შეასწორებს ამგვარად გამოყოფილ თანხებს საჭიროების შემთხვევაში, საიმისოდ რომ მიაღწიოს თითოეულ შემთხვევაში თანაბარ რაოდენობას).  EBRD პერიოდულად შეატყობინებს მსესხებელს ასეთი განაწილებების შესახებ.   (ზ)  ბოლო ხელმისაწვდომი თარიღი იქნება: (1) პირველი ტრანშისათვის 2016 წლის 1 სექტემბერი ან ისეთი გვიანი ვადა, რომ ბანკს საშუალება ჰქონდეს, გადაწყვიტოს და გააფრთხილოს მსესხებელი, და (2) მეორე ტრანშისათვის 2018 წლის 30 სექტემბერი ან ისეთი გვიანი ვადა, რომ ბანკს საშუალება ჰქონდეს, გადაწყვიტოს და გააფრთხილოს მსესხებელი (თ)  ვალდებულების საკომისიო იქნება წელიწადში 0.5%. (ი)  სესხი ექვემდებარება ცვლად საპროცენტო განაკვეთს. (კ)  მეორე ტრანშისათვის ვალდებულების საკომისიოს გამოთვლის მიზნით, (i) სადაც მინიშნება კეთდება სასესხო ხელშეკრულების თარიღზე სტანდარტული პირობების ნაწილი 3.05-ის (ვალდებულების საკომისიო და ერთჯერადი გადახდის საკომისიო), პარაგრაფ (ა)-ში, ამგვარი თარიღი გაგებული უნდა იქნეს, როგორც 2016 წლის 20 იანვარი, რაც არის ცვლილების ხელშეკრულება №2-ის თარიღი და (i) სადაც მითითებულია ძალაში შესვლის თარიღი, უნდა იქნეს გაგებული, როგორც ცვლილების ძალაში შესვლის თარიღი.”   (ე) 3.01(დ)(2)  (3.01 ნაწილის (დ)(2) თავდაპირველი სასესხო ხელშეკრულების (პროექტის სხვა ვალდებულებები) სრულად წაშლილია და ჩანაცვლებულია შემდეგით: „დ)“ ყველა კონტრაქტი დაექვემდებარება წინასწარ გადასინჯვას EBRD –ის შესყიდვების წესის მიხედვით” (ვ) თავდაპირველი სასესხო ხელშეკრულების ნაწილში 4.01 (შეჩერება) პარაგრაფი (ა) სრულად წაშლილია და ჩანაცვლებულია შემდეგით: „ა) საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოები მუნიციპალური წყლის სერვისის სექტორში მსესხებლის ტერიტორიაზე შეიცვალა, შეჩერდა, გაუქმდა ან ანულირდა ისე, რომ პროექტის კომპანიას არსებითად შეეშალა ხელი (EBRD -ისთვის გასაგები მიზეზით), რომ შეესრულებინა პროექტის ხელშეკრულებასა და ქვესასესხო და საგარანტიო ხელშეკრულებაში განსაზღვრული ვალდებულებები, და”    (ზ) თავდაპირველი სასესხო ხელშეკრულების ნაწილი 4.02 (გადახდის ვადის შემცირება) პარაგრაფი (ა) ამგვარად, სრულად წაშლილია და ჩანაცვლებულია შემდეგით: „ა) საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოები მუნიციპალური წყლის სერვისის სექტორში მსესხებლის ტერიტორიაზე შეიცვალა, შეჩერდა, გაუქმდა ან ანულირდა ისე, რომ პროექტის კომპანიას არსებითად შეეშალა ხელი (ბანკისათვის გასაგები მიზეზით), რომ შეესრულებინა პროექტის ხელშეკრულებასა და ქვესასესხო და საგარანტიო ხელშეკრულებაში განსაზღვრული ვალდებულებები, და”     (თ) თავდაპირველი სასესხო ხელშეკრულების ნაწილი 6.01 (შეტყობინებები)  სრულად წაშლილია და ჩანაცვლებულია შემდეგით: სტანდარტული პირობების ნაწილი 10.01-ის მიზნებით, მითითებულია შემდეგი მისამართები: მსესხებელისათვის: ფინანსთა სამინისტრო გორგასლის ქ.16 0114 თბილისი საქართველო ვის:  სახელმწიფო ვალისა და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი ფაქსი: +995 32 2262423 ბანკისათვის: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი One Exchange Square ლონდონი  EC 2 A 2 JN  გაერთიანებული სამეფო ვის:  საოპერაციო ადმინისტრაციული დეპარტამენტი ფაქსი:  +44-20-7338-6100” (ი)დანართი 1 (პროექტის აღწერა)  წაშლილია და ჩანაცვლებულია შემდეგით: დანართი 1 - პროექტის აღწერა 1.   პროექტის მიზანია წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტში ა) პრიორიტეტული ინვესტიციის პროგრამის დანერგვით, რომელიც მოიცავს წყალარინების სისტემის რეაბილიტაციას და წყლის გაწმენდას; ბ) ფინანსური, მენეჯერული, ოპერაციული შესრულებისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას პროექტის კომპანიისათვის, კორპორატიული განვითარებისა და ქალაქის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების გზით; გ) პროექტის კომპანიის მფლობელის ქობულეთის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების განვითარება პროექტის კომპანიის მიერ სერვისის მიწოდების მონიტორინგის მიზნით, კორპორატიული განვითარებისა და ქალაქის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების გზით.        2. პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან, რომლებიც შეიძლება შეიცვალოს პერიოდულად EBRD -სა და მსესხებლის შეთანხმებით: ნაწილი 1: გამდინარე წყლების შეგროვება და გაწმენდა ნაწილი 2: კორპორატიული განვითარება და ქალაქის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება 3. პროექტის დასრულება ნავარაუდებია 2017 წლის აპრილში. (კ)  თავდაპირველი სასესხო ხელშეკრულების დანართი 2 (კატეგორიები და ჩამორიცხვები)  წაშლილია და ჩანაცვლებულია შემდეგით: დანართი 2 – კატეგორიები და ჩამორიცხვები წინამდებარე დანართის ცხრილში მითითებულია კატეგორიები, პირველი და მეორე ტრანშებისათვის, გამოყოფილი თითოეული კატეგორიისათვის და დანახარჯების პროცენტი, რომელიც უნდა დაფინანსდეს თითოეულ კატეგორიაში. მე-2 დანართის  დამატება კატეგორია   სესხის თანხა (პირველი ტრანში და მეორე ტრანში)    გამოიყოფა სესხის ვალუტაში     დასაფინანსებელი დანახარჯების   პროცენტი (1) სამუშაოები პირველი ნახევარი –        დაფინასებული პირველი ტრანშით   1,485,000 ევრო       კონტრაქტის ღირებულების 100% - მდე გადასახადების გამოკლებით (2) ერთჯერადი გადახდის საკომისიო პირველი ტრანშისთვის 15,000 ევრო 100% (3)სამუშაოები პირველი ნახევარი –   დაფინანსებული მეორე ტრანშით 2,178,000 ევრო კონტრაქტის ღირებულების 100% -            მდე გადასახადების გამოკლებით (3)  ერთჯერადი გადახდის საკომისიო    მეორე ტრანშისთვის          22,000 ევრო 100% ჯამი     3,700,000 ევრო