„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№36
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.158.016308
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2016 წლის 18 ივლისი

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 71-ე და 72-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 24-ე მუხლების  საფუძველზე,  ბოლნისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 17/07//2014, 010250020.35.158.016161) დამტკიცებულ  დანართი   №1-ში  შევიდეს  შემდეგი  ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „ თ1“ ქვეპუნქტი  და   ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„თ1) მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს,  შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ბავშვის დაბადების, პირის დაბადების რეგისტრაციის არარსებობის, აგრეთვე პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე.“.

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის 16  დადგენილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე  ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 ივლისის  №33 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/07/2016, 010250020.35.158.016305 ).
მუხლი 3
დადგენილებას მიეცეს უკუძალა და ამოქმედდეს 2016 წლის  3 ივლისიდან.

 


ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი