1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებაზე საერთო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები ვალდებულნი არიან მიაწოდონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სრული ინფორმაცია საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების შესახებ.

3. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების სხვა მხარეების მიერ თავიანთი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულნი არიან, ასეთი ფაქტების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო