შეწყვეტის შედეგები

საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ან არ არის მიღწეული რაიმე სხვაგვარი შეთანხმება ხელშეკრულების მხარეთა შორის, ათავისუფლებს საქართველოს ნებისმიერი ვალდებულებისაგან – შემდგომში შეასრულოს ხელშეკრულება, და არ ახდენს გავლენას საქართველოს უფლება-მოვალეობებსა და იურიდიულ მდგომარეობაზე, რომელიც წარმოიქმნა ხელშეკრულების შესრულების შედეგად მისი მოქმედების შეწყვეტამდ