„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი)“

მიღების თარიღი 10.02.2016
ძალაში შესვლა 19.05.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №1020
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016410
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/07/2016
matsne.gov.ge 4,331 სიტყვა · ~22 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.02.2016 მიღება
19.05.2016 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (7)
კატეგორია გამოყოფილი სესხის ოდენობა (აშშ დოლარში)
(2) ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო 350,000
(3) საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის და  საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის  გადასახდელი 0
ჯამი 140,000,000
ძირითადი გადახდის თარიღი წილი (გამოხატული პროცენტებში)
ყოველ 1 ივნისს და 1დეკემბერს 2026 წლის 1 ივნისიდან 2040 წლის 1 ივნისის ჩათვლით 3,33%
2040 წლის 1 დეკემბერს 3,43%
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოს, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (განრიგი 4-ის მიზნებისათვის) შორის სასესხო შეთანხმება (რეგიონალური განვითარების მეორე პროექტის დამატებითი დაფინანსება)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 96% 07.05.2016 „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო ხელშეკრულება (ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 28.03.2016 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 18.03.2022 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (სადახლო-ბაგრატაშენის ხიდის პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 30.12.2016 „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 23.01.2025

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი)“ . სესხის ნომერი 8547-GEGE სასესხო ხელშეკრულება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს  შორის                                                   დათარიღებულია     2016 წლის   10 თებერვალი სესხის ნომერი  8547 -GE სასესხო ხელშეკრულება წინამდებარე ხელშეკრულება,  დათარიღებული  2016 წლის 10 თებერვლით, საქართველოსა (შემდგომში „მსესხებელი”) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (შემდგომში „ბანკი”). მსესხებელი და ბანკი თანხმდებიან შემდეგზე:  I მუხლი - ზოგადი პირობები,  განმარტებები 1.01. ზოგადი დებულებები (წინამდებარე ხელშეკრულების დანართში მოყვანილი განსაზღვრებების შესაბამისად) წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. 1.02.  გარდა იმ შემთხვევებისა, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ ითვალისწინებს,  წინამდებარე ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინები გამოიყენება ზოგად პირობებში და წინამდებარე ხელშეკრულების დანართში მოცემული მნიშვნელობით. II მუხლი  - სესხი 2.01. ბანკი თანახმაა, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ან აღნიშნული პირობების, მსესხებელს ასესხოს თანხა ას ორმოცი მილიონი აშშ დოლარის (140,000,000 აშშ დოლარი) ოდენობით, რომელიც შეიძლება პერიოდულად კონვერტირებულ იქნეს ვალუტის კონვერტაციის საშუალებით, წინამდებარე ხელშეკრულების („სესხი”) 2.08 ნაწილის დებულებების შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების პირველ განრიგიში აღწერილი  პროექტის (”პროექტი”) დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით. 2.02. მსესხებელს შეუძლია სესხის თანხების გამოთხოვა წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 განრიგის IV ნაწილის შესაბამისად. 2.03. მსესხებელის მიერ დასაფარი ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო უნდა  შეადგენდეს სესხის თანხის ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%). 2.04. მსესხებლის მიერ დასაფარი ვალდებულების გადასახადი უნდა შეადგენდეს სესხის ჩამოურიცხავი თანხის ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%) წელიწადში. 2.05. მსესხებელის მიერ გადასახდელი პროცენტი ყოველი საპროცენტო პერიოდისთვის უნდა შეესაბამებოდეს სესხის ვალუტისთვის განსაზღვრული საბაზისო პროცენტის ეკვივალენტს  დამატებული ცვლადი მარჟა.  სესხის ძირითადი თანხის მთლიანი ან ნაწილობრივი ოდენობის კონვერსიის შემთხვევაში, კონვერსიის პერიოდში მსესხებლის მიერ გადასახდელი პროცენტი აღნიშნულ თანხაზე უნდა განისაზღვროს ზოგადი პირობების IV მუხლის  დებულებების შესაბამისად. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, თუ ჩამორიცხული სესხის ბალანსის ნებისმიერი ოდენობით რჩება დაუფარავი ვადის დადგომის მომენტში და ამგვარი გადაუხდელობა გრძელდება ოცდაათი დღის განმავლობაში, მსესხებლის მიერ გადასახდელი პროცენტის გამოანგარიშება უნდა მოხდეს ზოგადი პირობების 3.02 (ე) პუნქტის შესაბამისად. 2.06. გადახდის თარიღებია ყოველი წლის 1 ივნისი და 1 დეკემბერი. 2.07. სესხის ძირითადი თანხის დაფარვა განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების მე-3 განრიგში მოცემული ამორტიზაციის გრაფიკის შესაბამისად. 2.08.  (ა) სესხის გონივრული მართვის ხელშეწყობის მიზნით, მსესხებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს სესხის პირობების ქვემოთ მოცემული ნებისმიერი კონვერსია, კერძოდ: (i) სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი, ჩამორიცხული ან ჩამოსარიცხი თანხის ვალუტის შეცვლა დამტკიცებული ვალუტით; (ii) საბაზისო საპროცენტო განაკვეთის შეცვლა: ა) ჩამორიცხული და დაუფარავი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის ცვლადი საპროცენტო განაკვეთის ფიქსირებული განაკვეთით შეცვლა, ან პირიქით, ან ბ) ჩამორიცხული და დაუფარავი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის საბაზისო განაკვეთზე და ცვლადი მარჟაზე დაფუძნებული ცვლადი საპროცენტო განაკვეთიდან ფიქსირებულ საბაზისო განაკვეთზე და ცვლად მარჟაზე დაფუძნებულ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე ან პირიქით (გ) ჩამორიცხული და დაუფარავი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი თანხის ცვალებად მარჟაზე დაფუძნებული ცვლადი საპროცენტო განაკვეთიდან, ფიქსირებულ მარჟაზე დაფუძნებულ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე და (iii) ჩამორიცხული და აუთვისებელი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის ცვლად განაკვეთზე ან მითითებულ განაკვეთზე ლიმიტების დაწესება, ცვლად განაკვეთზე ან მითითებულ განაკვეთზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარის ან საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვარის დაწესების გზით. (ბ) წინამდებარე თავის (ა) ქვეპუნქტის თანახმად განხორციელებული ნებისმიერი საჭირო ცვლილება, რომელიც დადასტურებულია ბანკის მიერ, უნდა განისაზღვროს როგორც „კონვერსია”, როგორც ეს განმარტებულია ძირითად პირობებში და უნდა ამოქმედდეს ზოგადი პირობების IV ნაწილისა და კონვერსიის სახელმძღვანელოს  შესაბამისად. (გ) საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის ან საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვარის  გადახდის თარიღის დადგომისთანავე, რომლისთვისაც მსესხებელმა მოითხოვა ძირითადი თანხის სესხის თანხებიდან დაფარვა, ბანკმა, მსესხებლის სახელით, სესხის ანგარიშიდან უნდა გამოიტანოს და დაფაროს ის თანხები, რაც საჭიროა ნებისმიერი ძირი თანხის დასაფარად, ზოგადი პირობების 4.05 (გ) პუნქტის შესაბამისად, იმ ოდენობამდე, რაც პერიოდულად გამოიყოფა წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 განრიგის IV ნაწილში ჩამოყალიბებული მიზნების განსახორციელებლად. III მუხლი - პროექტი 3.01.  მსესხებელი აღიარებს თავის ვალდებულებებს პროექტის მიზნების მიმართ. ამასთან დაკავშირებით, მსესხებელი (i) პროექტის „ა“, „ბ.1“, „გ“, და „დ“ ნაწილებს განახორციელებს  საავტომობილო გზების დეპარტამენტის (RD) მეშვეობით; და (ii) პროექტის ბ.2 ნაწილს განახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (MESD) მეშვეობით საავტომობილო გზების დეპარტამენტის დახმარებით; ყოველივე აღნიშნული განხორციელდება ზოგადი პირობების V მუხლის დებულებების შესაბამისად. 3.02. წინამდებარე ხელშეკრულების 3.01 პუნქტში მოცემული პირობების  შეუზღუდავად და გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსესხებელი და ბანკი სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, მსესხებელი პროექტის განხორციელებას უზრუნველყოფს წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 განრიგის დებულებების შესაბამისად. IV მუხლი  - ძალაში შესვლა;  შეწყვეტა 4.01.  ძალაში შესვლის დამატებით პირობას წარმოადგენს შემდეგი: (ა) მსესხებელმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით ბანკში წარადგინა პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელო ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით. (ბ)  პროექტის განხორციელების ხელშეკრულება MESD-ს, RD-ის (MRDI-ის ფარგლებში) და TRRC-ის შორის დაიდო ბანკისათვის მისაღები ფორმითა და შინაარსით.   4.02. ხელშეკრულების ძალაში შესვლის ვადად განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან ას ოცი დღე (120) დღე.   V მუხლი -  წარმომადგენლები, მისამართები   5.01.  მსესხებელი წარმომადგენელია  მსესხებლის ფინანსთა მინისტრი. 5.02. მსესხებლის მისამართია: ფინანსთა სამინისტრო გორგასლის ქ.№16 0114, თბილისი, საქართველო                                                            ფაქსიმილე 995 32 2 26 24 23 5.03.  ბანკის მისამართია:  International Bank for Reconstruction and Development  1818 H Street, N.W. Washington, D.C. 20433 United States of America      ტელეგრაფი                   ტელექსი:                         ფაქსიმილე:       INTBAFRAD                   248423 (MCI) or                 1-202-477-6391       Washington, D.C.            64145 (MCI)               შეთანხმებულია ­­­­პირველ გვერდზე მითითებულ დღესა და წელს.                             საქართველო უფლებამოსილი წარმომადგენელი სახელი: ნოდარ ხადური თანამდებობა: ფინანსთა მინისტრი რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი უფლებამოსილი წარმომადგენელი სახელი: მერსი ტემბონი თანამდებობა: რეგიონული დირექტორი განრიგი   1 პროექტის აღწერა პროექტის მიზნებია: (i) პროექტით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის მონაკვეთზე გზით მოსარგებლეთა ხარჯების შემცირება;  (ii) საგზაო ქსელის მართვისა და ლოგისტიკის სერვისების გარემოს სათანადოდ გაუმჯობესების მიზნით RD-ის და MESD-ის შესაძლებლობების გაზრდა. პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან: ნაწილი ა: აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესება და აქტივების მართვა 1. აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის ზემო ოსიაურიდან 5.8 კმ-დან ჩუმათელეთამდე 13.8 კმ ჩათვლით დაახლოებით 8 კილომეტრიან მონაკვეთზე არსებული ორზოლიანი გზის გაუმჯობესება ოთხზოლიან მაგისტრალად. 2. სამშენებლო სამუშაოებზე მშენებლობის ზედამხედველობის და ხარისხის უზრუნველყოფის მომსახურების უზრუნველყოფა პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ სამშენებლო სამუშაოებზე და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის მონაკვეთზე, რომელიც მოიცავს (ზემო ოსიაურის) საწყისი 0 კმ ნიშნულიდან) 5.8 კმ-მდე მონაკვეთს.  ნაწილი ბ: ინსტიტუციონალური განვითარება 1. RD-ის ტრანსპორტის ავტომატიზებული მართვის სამმართველოსთვის (ITS) დახმარების გაწევა ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით მათ შორის: (i) აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის კრიტიკულ ადგილებზე ITS მოწყობილობების დიზაინისა და ინსტალაციის ჩათვლით და (ii) გზის მომხმარებელთა კმაყოფილების დონის ყოველწლიური კვლევის განვითარების თვალსაზრისით.  2. MESD-ისათვის ტექნიკური დახმარების გაწევა შემდეგი აქტივობების განხორციელებისათვის: ლოჯისტკის სტრატეგიის განვითარებისა და განხორციელებისათვის, რომელიც მოიცავს: i. ეროვნული ლოგისტიკის სტრატეგიის კონსოლიდაცია და შემდგომი განვითარება; ii. კერძო სექტორთან მდგრადი თანამშრომლობის განვითარების მიზნით სახელმწიფო და კერძო სექტორის მონაწილეობით ,,უწყებათაშორისი კომიტეტის“ შექმნა ლოგისტიკის სფეროში; iii. იმ ძირითადი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც განსაზღვრული იქნება ლოგისტიკის ეროვნულ სტრატეგიაში ზემოაღნიშნულის შესაბამისად (i) ან რეკომენდებული იქნება ლოგისტიკის სფეროში ,,უწყებათაშორისი კომიტეტის“ მიერ, რომელიც შეიქმნება სახელმწიფო და კერძო სექტორის მონაწილეობით ზემოხსენებულის შესაბამისად,  (ii) და მათ შორის მოიცავს პრიორიტეტული ლოჯისტიკური ადგილმდებარეობის/ლოკაციების შესარჩევად ტექნიკურ-­ეკონომიკური დასაბუთების მომზადებას; iv. ლოგისტიკისა და პროექტის მართვის სფეროებში კვალიფიკაციის ამაღლება. ნაწილი გ: პროექტის მართვა პროექტის განსახორციელებლად RD-ს მხარდაჭერა ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების მიზნით. ნაწილი დ:  მომავალი ინვესტიციების მომზადება საგზაო ქსელის შემდგომი განვითარებისთვის პროექტებისა და დამხმარე კვლევების მომზადება. განრიგი 2 პროექტის განხორციელება ნაწილი I. განხორციელების ღონისძიებები ა. ინსტიტუციონალური ღონისძიებები       1. მსესხებელი, გზების დეპარტამენტის მეშვეობით, პასუხისმგებელი იქნება პროექტის განხორციელების სრულ კოორდინაციასა და ზედამხედველობაზე. ამ მიზნით, მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს გზების დეპარტამენტი პროექტის განხორციელებისათვის  საჭირო რესურსებითა და პერსონალით.  2. პროექტის განხორციელებისას, მსესხებელი ბანკისთვის მისაღები ფორმით RD-ის მეშვეობით უზრუნველყოფს FPU სათანადო რესურსებით, სტრუქტურით და შესასრულებელი ტექნიკური დავალებით. 3. მსესხებელმა MRDI-ს მეშვეობით უნდა: (ა) განახორციელოს და მართოს TRRC, რომელიც უნდა მოიცავდეს ბანკისთვის მისაღებ სტრუქტურას, პირობებს, რესურსებსა და შესასრულებელ ტექნიკური დავალების პირობებს; და (ბ) უზრუნველყოს, რომ პროექტის ფარგლებში არსებული ფინანსური მართვის პასუხისმგებლობები ეკისრებოდეს TRRC-ის, პროექტის განხორციელების ხელშეკრულების შესაბამისად. 4. ზოგადი პირობების დებულების 5.03 პუნქტის შეუზღუდავად, მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ შესაბამისი საბიუჯეტო რესურსები ხელმისაწვდომია პროექტისათვის მსესხებლის წლიურ ბიუჯეტში პროექტის განხორციელების თითოეული წლის შესაბამისად, ბანკისთვის მისაღები ფორმით. ბ. პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელო 1. ზოგადი პირობების მე-5 მუხლის დებულებების შეუზღუდავად, მსესხებელმა, RD-ის საშუალებით, უნდა: (ა) განახორციელოს პროექტი პროექტის განხორციელების სახელმძღანელოს შესაბამისად (POM): და (ბ) არ შეცვალოს, არ განაახლოს ან უარყოს, ასევე არ დართოს ნება აღნიშნული POM-ის ან ნებისმიერი მისი ნაწილის შეცვლის, განახლებისა და უარყოფის შესახებ ბანკის წერილობითი თანხმობის გარეშე. 2. POM-სა და აღნიშნულ ხელშეკრულებას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, აღნიშნული ხელშეკრულების დებულებები უპირატესია. გ. პროექტის განხორციელების ხელშეკრულება პროექტის განხორციელებისა და კოორდინაციის მიზნებისათვის, MESD, RD (MRDI-ის ფარგლებში) და TRRC ბანკისთვის მისაღები ფორმით, გააფორმებენ პროექტის განხორციელების ხელშეკრულებას, რომელიც უნდა მოიცავდეს აღნიშნული განრიგის მიხედვით დადგენილ მოვალეობებს, შესაბამისად RD-ისათვის, MESD-ისთვის და TRRC-ისათვის. დ. ანტიკორუფციული სტრატეგია მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტის განხორციელება ანტიკორუფციული სახელმძღვანელოს შესაბამისად.   ე. გარემოსდაცვითი ღონისძიებები 1.  მსესხებელმა, გზების დეპარტამენტის მეშვეობით, უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტი განხორციელდება ESIA-ს დებულებების შესაბამისად, რომელიც მოიცავს EMP, RPF-სა და RAP-ს, ბანკისთვის მისაღები ფორმით.      2. მსესხებელმა არ უნდა გააუქმოს, შეცვალოს ან უარი თქვას ან ნება არ უნდა დართოს EMP, RPF-სა და RAP-ის ან ნებისმიერი დებულების შეცვლას, გაუქმებასა და უარყოფას, ბანკის წერილობითი თანხმობის გარეშე. 3. პროექტის ა.1 ნაწილის ფარგლებში განსაზღვრული სამუშაოებისათვის, მსესხებელმა გზების დეპარტამენტის საშუალებით უნდა: (i) შეთანხმებული სამუშაოების განხორციელებამდე მოამზადოს და მიაწოდოს ბანკს, ბანკისთვის მისაღები RAP(s) (რომელიც იქნება შესაბამისობაში RPF-ის სათანადო დებულებებთან); (ii) განათავსოს და გამართოს კონსულტაციები შეთანხმებული RAP(s)-სთვის; და (iii) აღნიშნულის შემდეგ განახორციელოს RAP(s)-ი მისი პიროებების შესაბამისად ბანკისთვის მისაღები ფორმით. 4. გზების დეპარტამენტის მეშვეობით მსესხებელმა: (ა) უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ტექნიკური დავალების არსებობა პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი კონსულტაციისათვის (რომელიც მოიცავს ეკონომიკური და ტექნიკური შესწავლის მიმოხილვასა და პროექტის „დ“ ნაწილში აღწერილი დეტალური საინჟინრო დიზაინის მომზადებას), რომელსაც თან მოყვება ბანკის მიმოხილვა; (ბ) უზრუნველყოს, რომ ასეთი ტექნიკური დავალების პირობები სათანადოდ შესრულებულია იმ მომენტში ძალაში მყოფი ბანკის გარემოსდაცვითი პოლიტიკის მოთხოვნების შესაბამისად და, შესაბამისად, ვრცელდება იმ რჩევებზე, რომელიც მიცემულია ტექნიკური დახმარების მეშვეობით. 5. თუ სამშენებლო სამუშაოების შედეგად 0 კილომეტრ ნიშნულიდან (ზემო ოსიაურის ტერიტორიაზე) 5.8 კმ-მდე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის ფარგლებში, ამ მონაკვეთს მოიცავს RPF და განსაზღვრულია, რომ ამ მონაკვეთზე გათვალისწინებულია განსახლება, მსესხებელმა: (i) შეთანხმებული სამუშაოების განხორციელებამდე უნდა მოამზადოს და მიაწოდოს ბანკს, ბანკისთვის მისაღები RAP(s), რომელიც  შესაბამისობაში უნდა იყოს RPF-ის სათანადო დებულებებთან); (ii) შეთანხმებული RAP-ისთვის განახორციელოს კონსულტაციები; და (iii) აღნიშნულის შემდეგ განახორციელოს RAP(s)-ი მისი პიროებების შესაბამისად ბანკისთვის მისაღები ფორმით. 6. მსესხებელმა უნდა განახორციელოს  მე-5 პარაგრაფში ნახსენები სამშენებლო სამუშაოები ESIA-ის, EMP-ს, RPF-სა და RAP(s)-ის შესაბამისად.    ნაწილი II. პროექტის მონიტორინგი, ანგარიშგება და შეფასება ა. პროექტის ანგარიშები 1. მსესხებელმა გზების დეპარტამენტის მეშვეობით უნდა განახორციელოს მონიტორინგი, შეაფასოს პროექტის მიმდინარეობა და უზრუნველყოს პროექტის ანგარიშების მომზადება ზოგადი პირობების 5.08 პუნქტის შესაბამისად და ბანკთან შეთანხმებული ინდიკატორების საფუძველზე. ყოველი ანგარიში უნდა მოიცავდეს ერთ კალენდარული სემესტრს და უნდა იყოს მიწოდებული ბანკისთვის არაუგვიანეს 45 დღის ვადაში ასეთი პერიოდის დასრულების შემდეგ. 2. ზემოთ აღნიშნული მეორე ნაწილის „ა" პუნქტის პირველ ქვეპუნქტში აღნიშნული დებულებების შეუზღუდავად, მსესხებელმა გზების დეპარტამენტის მეშვეობით, უნდა: (ა)  ამ პუნქტის „(ბ)“ ქვეპუნქტში აღნიშნული შუალედურ მიმოხლვამდე არაუგვიანეს ერთი თვისა,   მიაწოდოს ბანკს პროექტის მიმდინარეობის ანგარიში ისეთი ფორმითა და დეტალების მითითებით, როგორსაც ითხოვს ბანკი, აღნიშნული ანგარიშის თარიღის შესაბამისად. (ბ)  არაუგვიანეს 2017 წლის 15 დეკემბრისა, ბანკთან ერთად თავის თავზე აიღოს პროექტის დეტალური შუალედური მიმოხილვა, რომელიც დაფუძნებულია ამ პუნქტის „(ა)“ ქვეპუნქტში  ნახსენებ ანგარიშზე, და რომელიც მოიცავს: განხორციელების ინდიკატორებთან შესაბამისობასა და მსესხებლის მოვალეობებს აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში; (გ)  შუალედური მიმოხილვის შემდეგ, იმოქმედოს შესაბამისად და დროულად, რათა მიღებულ იქნეს ნებისმიერი გამოსასწორებელი ქმედებები, რომელიც მიჩნეულია საჭიროდ პროექტის განხორციელებაში აღნიშნული ნებისმიერი ნაკლის გამოსასწორებლად, ან მიიღოს სხვა ისეთი ზომები, რომელსაც შესაძლოა მოითხოვდეს პროექტის შემდგომი მიზნები, რომელიც გამომდინარეობს ზემოაღნიშნული შუალედური მიმოხილვიდან.  ბ. ფინანსური მართვა, ფინანსური ანგარიშები და აუდიტი 1. მსესხებელი დაიცავს ან უზრუნველყოფს ფინანსური მართვის სისტემის დაცვას ზოგადი პირობების 5.09 ნაწილის დებულებების შესაბამისად.   2. მსესხებელი TRRC-ის მეშვებობით ყოველი კალენდარული სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს ორმოცდახუთი (45) დღის ვადაში, მოამზადებს და წარუდგენს ბანკს შუალედურ, არააუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშებს, ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით. 3. მსესხებელს TRRC-ის მეშვეობით უნდა ჰქონდეს აუდიტორულად შემოწმებული ფინანსური ანგარიშები ზოგადი პირობების 5.09 (ბ) ნაწილის დებულებების მიხედვით. ამ ფინანსური ანგარიშების ყოველი აუდიტორული შემოწმება უნდა მოიცავდეს მსესხებლის ერთ ფისკალურ წელიწადს. თითოეული პერიოდის ფინანსური მონაცემები უნდა  მიეწოდებოდეს  ბანკს ამ პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში. ნაწილი  III. შესყიდვები ა. ზოგადი 1. საქონელი, სამუშაოები და და არასაკონსულტაციო მომსახურება.  პროექტისათვის საჭირო ყველა საქონელი, სამუშაოები და არასაკონსულტაციო მომსახურება, რომელთა დაფარვა მოხდება სესხიდან, იქნება შესყიდული შესყიდვების ინსტრუქციების პირველი ნაწილის მოთხოვნების და წინამდებარე ნაწილის დებულებების  თანახმად. 2. საკონსულტაციო მომსახურება.  პროექტისათვის საჭირო ყველა საკონსულტაციო მომსახურება, რომლის დაფარვა მოხდება სესხიდან, იქნება შესყიდული შესყიდვების ინსტრუქციების I და IV ნაწილების მოთხოვნების და წინამდებარე ნაწილის დებულებების  თანახმად. 3. განმარტებები.  წინამდებარე ნაწილში გამოყოფილი ტერმინოლოგია, რომელიც აღწერს შესყიდვების კონკრეტულ მეთოდებს, ან ასოციაციის მიერ კონკრეტული კონტრაქტების შემოწმების მეთოდებს, უკავშირდება შესაბამის მეთოდებს, რომლებიც აღწერილია შესყიდვების სახელმძღვანელოს II და III ნაწილებში ან, საჭიროებისამებრ, კონსულტანტების სახელმძღვანელოს II, III, IV და V ნაწილებში. ბ. საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურების  შესყიდვის კონკრეტული მეთოდები 1. საერთაშორისო ტენდერის ჩატარება. გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც მოცემულია ქვემოთ მე-2 პარაგრაფში, საქონლის, სამუშაოების  და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა მოხდება საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე. 2. საქონლის, სამუშაოების და  არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის სხვა მეთოდები.  გარდა საერთაშორისო ტენდერისა, ქვემოთ მოყვანილ ცხრილში აღწერილია შესყიდვების მეთოდები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია საქონლის,  სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურების მიმართ შესყიდვების გეგმით განსაზღვრული კონტრაქტებისთვის: შესყიდვების მეთოდი (ა) ეროვნული ტენდერი, ქვემოთ მოცემული დამატებითი პირობების გათვალისწინებით: (i)  „ღია კონკურენტული პირობები: („საჯარო ტენდერი“) უნდა იყოს სტანდარტული წესი. ერთი კონვერტის პროცედურა უნდა იქნეს გამოყენებული საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურებებისათვის. (ii)  ტენდერის შესახებ მიწვევა უნდა გამოქვეყნდეს მინიმუმ ერთ საყოველთაო გაზეთში, რომელიც საშუალებას მისცემს მინიმუმ ოცდაათი (30) დღით ადრე მოამზადონ და წარადგინონ წინადადებები. ინფორმაცია გამოქვეყნებული უცხოურ გაზეთებში ასევე უნდა ითვალისწინებდეს მინიმუმ 30 დღეს წინადადებების მოსამზადებლად და წარსადგენად. (iii)  წინადადებების მიღება არ უნდა შეიზღუდოს წინასწარ დარეგისტრირებული ფირმებისათვის. იმ შემთხვევაში თუ საჭიროა რეგისტრაცია, იგი არ უნდა იქნეს უარყოფილი წინადადებების წარმდგენთათვის იმ მიზეზთა გამო, რომლებიც არ არის დაკავშირებული ფირმების შესაძლებლობასთან და რესურსებთან წარმატებით განახორციელონ კონტრაქტი (მაგ. სავალდებულო წევრობა პროფესიულ ორგანიზაციებში, კლასიფიკაციები, ა.შ.). პოსტკვალიფიკაცია უნდა განხორციელდეს რათა შემოწმდეს, რომ წინადადებს წარმდგენს შეუძლია წარმატებით განახორციელონ კონტრაქტი. (iv)  სახელმწიფო საწარმოებს საქართველოში შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ტენდერში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ შეუძლია წარმოაჩნინონ, რომ ფინანსურად დამოუკიდებლები არიან, კომერციული კანონმდებლობით მოქმედებენ და არ არიან მთავრობაზე დამოკიდებული საააგენტო. სახელმწიფო საწარმოებზე ვრცელდება იგივე პირობები რაც სხვა საწარმოებზე. (v)  მომწოდებლებმა უნდა გამოიყენონ შესაბამისი ბანკის სატენდერო დოკუმენტები, პრეკვალიფიკაციის დოკუმენტების ჩათვლით საქონლის, სამუშაოების და სხვა არასკონსულტაციო მომსახურებებისათვის, ამგვარი დოკუმენტები უნდა შეიცავდნენ კონტრაქტის პროექტს და კონტრაქტის პირობებს, კორუფციასთან დაკავშირებული დებულებების, აუდიტის და კონტრაქტის გამარჯვების ჩათვლით, ბანკის  მისაღები პირობებით. (vi)  სატენდერო წინადადებები უნდა გაიხსნას საჯაროდ, წარდგენის ბოლო ვადის გასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ. წინადადებების წარმდგენების წარმომადგენლები დაშვებული უნდა იქნენ წინადადების გახსნაზე. (vii)  წინადადების ვადის გადაწევა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ერთხელ არაუმეტეს ოცდაათი (30) დღისა. სხვა გადაწევა არ შეიძლება მოთხოვნილ იქნას ბანკთან წინასწარი შეთანხმების გარეშე. (viii)  წინადადებების შეფასება უნდა განხორციელდეს რაოდენობრივი კრიტერიუმზე დაყრდნობით მონეტარული პირობებით, როგორც განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტებში, დამსახურების და საშინაო უპირატესობის სისტემა არ გამოიყენება წინადადების შეფასებისას. კონტრაქტები შეიძლება გაფორმდეს ტენდერში მონაწილეებთან, რომლებსაც წარდგენილი აქვთ უმცირესი ღირებულების წინადადება და არანაირი მოლაპარაკება არ უნდა წარიმართოს კონსტრაქტის გაფორმებადე. (ix) ხანგრძლივი პერიოდის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტები (მაგ. თვრამეტზე (18) მეტი თვით) უნდა შეიცავდეს შესაბამისი ფასის რეგულირების პუნქტს. (x) არ შეიძლება უარყოფილ იქნეს წინადადება მხოლოს იმის საფუძველზე, რომ წინადადების ფასი უფრო მაღალია, ვიდე შეფასებითი ბიუჯეტი ამ შესყიდვისთვის. არ უნდა იქნეს უარყოფილი არცერთი წინადადება და ახალი წინადადების შუამდგომლობა ბანკთან წინასწარი თანხმობის გარეშე. (ბ) შოფინგი (გ) პირდაპირი დაკონტრაქტება გ. საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის კონკრეტული მეთოდები 1. შერჩევა ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით.  გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ქვევით არის მოყვანილი მე-2 პარაგრაფში, კონსულტანტების მომსახურებების შესყიდვა განხორციელდება იმ კონტრაქტების ფარგლებში, რომელთა შერჩევა მოხდება  ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით.   2. საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის სხვა მეთოდები.  ქვევით მოყვანილი მეთოდების, ხარისხისა და ფასის გათვალისწინების მეთოდის გარდა, გამოყენება შესაძლებელია საკონსულტაციო მომსახურებასთან მიმართებაში, ისეთი კონტრაქტებისთვის, რომლებიც ასახულია შესყიდვების გეგმაში: (ა)შესყიდვა ხარისხის გათვალისწინებით ; (ბ)  შერჩევა  ფიქსირებული  ბიუჯეტის გათვალისწინებით; (გ) შერჩევა ნაკლები ხარჯების გათვალისწინებით; (დ) შერჩევა კონსულტანტთა პროფესიონალური კვალიფიკაციის გათვალისწინებით; (ე) საკონსულტაციო ფირმების შერჩევა ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე; (ვ)  ინდივიდუალური კონსულტანტების შერჩევისათვის კონსულტანტის სახელმძღვანელოს 5.2 და 5.3 პარაგრაფებში მოცემული პროცედურები; და (ზ)  ინდივიდუალური კონსულტანტების შერჩევა ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე დ. შესყიდვებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების განხილვა ბანკის მიერ შესყიდვების გეგმაში დადგენილი იქნება ის კონტრაქტები, რომლებიც საჭიროებენ ბანკის წინასწარ განხილვას. ყველა სხვა კონტრაქტი საჭიროებს ბანკის შემდგომ განხილვას. ნაწილი IV. სესხის თანხების ჩამორიცხვა ა. ზოგადი 1. მსესხებელი უფლებამოსილია ჩამორიცხოს სესხის ფარგლებში გამოყოფილი რესურსები ზოგადი პირობების II მუხლის, წინამდებარე ნაწილის მოთხოვნებისა და წარდგენილი დამატებითი ინსტრუქციების შესაბამისად (2006 წლის მაისის “მსოფლიო ბანკის პროექტებისათვის ხარჯების ჩამორიცხვის ინსტრუქციები”, რომლის ცვლილებასაც ბანკი პერიოდულად ახორციელებს და რომელიც აღნიშნული ინსტრუქციების თანახმად გამოიყენება წინამდებარე ხელშეკრულებაში), ნებადართული ხარჯების დასაფინანსებლად, როგორც მომდევნო მე-2  ქვეპუნქტის ცხრილშია მოყვანილი.    2. წინამდებარე ცხრილში ნაჩვენებია სესხის თანხებიდან დასაფინანსებელი ხარჯების კატეგორიები („კატეგორია”), თითოეული კატეგორიისათვის გამოყოფილი სესხის ოდენობა და თითოეულ კატეგორიაში დასაფინანსებელი ნებადართული ხარჯების პროცენტული შეფარდება: კატეგორია გამოყოფილი სესხის ოდენობა (აშშ დოლარში) დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტულობა (გადასახადების ჩათვლით) (1) საქონელი, სამუშაოები, არასაკონსულტაციო მომსახურება,  საკონსულტაციო მოსახურება და ტრეინინგი და ნაზარდი საოპერაციო ხარჯები პროექტისათვის 139,650,000 100% (2) ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო 350,000 ზოგადი პირობების 2.07 (ბ) პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების 2.03 პუნქტის თანახმად გადასახდელი თანხა (3) საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის და  საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის  გადასახდელი 0 წინამდებარე ხელშეკრულების 2.08 (გ) პარაგრაფით განსაზღვრული თანხის ოდენობა  ჯამი 140,000,000 ბ. თანხის ჩამორიცხვის პირობები; თანხის ჩამორიცხვის პერიოდი 1. წინამდებარე თავის „ა“ ნაწილში განსაზღვრული დებულებების მიუხედავად, წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერამდე დაუშვებელია გადახდების განხორციელების მიზნით თანხების ჩამორიცხვა გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთი ჩამორიცხვები გამოიყენება წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერამდე, მაგრამ არაუადრეს 2015 წლის 1 ივლისამდე განხორციელებული გადახდებისათვის სესხის თანხების არაუმეტეს 20%-ის ფარგლებში ჯამურად. 2.  დახურვის თარიღია: 31 დეკემბერი, 2020 წელი. განრიგი 3 ამორტიზაცის გრაფიკი 1. წინამდებარე ცხრილი განსაზღვრავს  სესხის ძირითადი თანხის გადახდის თარიღებს და სესხის მთლიანი ძირითადი თანხის გადასახდელ პროცენტულობას ყოველი ძირითადი გადახდის თარიღისათვის („დარიცხული პროცენტი“). თუ სესხის ფარგლებში გამოყოფილი რესურსები სრულად გამოთხოვილია პირველი ძირითადი გადახდის თარიღის შესაბამისად, მსესხებლის  მიერ გადასახდელი სესხის ძირითადი თანხა ყოველი ძირითადი თანხის გადახდის თარიღისათვის უნდა განისაზღვროს ბანკის მიერ გამრავლებით: (ა) ჩამორიცხული სესხის ბალანსზე პირველი ძირითადი გადახდის თარიღისათვის; (ბ) დარიცხულ პროცენტზე თოთოეული ძირითადი გადახდის თარიღისათვის, ასეთი გადასახდელი თანხა ექვემდებარება შესწორებას, საჭიროებისამებრ, ნებისმიერი იმ თანხის გამოკლებით, რომელიც მოხსენიებულია აღნიშნული განრიგის მეოთხე პუნქტში, რომელსაც ემატება კურსის კონვერტაცია. ძირითადი გადახდის თარიღი წილი (გამოხატული პროცენტებში) ყოველ 1 ივნისს და 1დეკემბერს 2026 წლის 1 ივნისიდან 2040 წლის 1 ივნისის ჩათვლით                 3,33% 2040 წლის 1 დეკემბერს                        3,43% 2. თუ სესხის ფარგლებში გამოყოფილი რესურსები სრულად არ იქნა  გამოთხოვილი პირველი ძირითადი თანხის გადახდის თარიღისათვის, მსესხებლის მიერ გადასახდელი სესხის ძირითადი თანხა ყოველი ძირითადი თანხის გადახდის თარიღისათვის უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად: (ა) იმის გათვალისწინებით, რომ სესხის ფარგლებში გამოყოფილი რესურსები სრულად გამოთხოვილია ძირითადი თანხის გადახდის თარიღისათვის, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს ჩამორიცხული სესხის ნაშთი ასეთი თარიღისათვის აღნიშნული განრიგის 1-ლი პარაგრაფის შესაბამისად; (ბ) ნებისმიერი გამოთხოვილი თანხა  ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღის შემდეგ უნდა დაიფაროს ყოველი ძირითადი თანხის გადახდის თარიღისათვის ბანკის მიერ განსაზღვრული თანხის ასეთი გამოთხოვის თარიღის დადგომის შემდეგ თითოეული ასეთი გამოთხოვილი თანხის გამრავლებით წილადზე, რომლის მრიცხველი არის ძირითადი თანხის დარიცხული პროცენტი, რომელიც განსაზღვრულია ამ განრიგის 1-ლი პარაგრაფის ცხრილში ხსენებული ძირითადი გადახდის თარიღისათვის („ძირითადი დარიცხული პროცენტი“) და რომლის მრიცხველი არის ყველა დარჩენილი ძირითადი დარიცხული პროცენტების ჯამი ძირითადი გადახდის თარიღის დადგომისას ან ასეთი თარიღის შემდეგ, ასეთი გადასახდელი თანხები ექვემდებარება შესწორებას, საჭიროებისამებრ, ნებისმიერი თანხის გამოკლებით, რაც მოხსენიებულია აღნიშნული განრიგის მეოთხე მუხლში, რომელსაც ესადაგება კურსის კონვერსია. 3. (ა) სესხის თანხები გამოთხოვილი ორი კალენდარული თვის განმავლობაში ნებისმიერი ძირითადი გადახდის თარიღის დადგომამდე უნდა განიხლებოდეს როგორც ჩამორიცხული და გადაუხდელი ძირითადი თანხის მეორე  გადახდის თარიღისათვის შემდეგი ჩამორიცხვის თარიღამდე, მხოლოდ ძირითადი გადასახდელი თანხის გამოთვლის მიზნით ძირითადი გადახდის თარიღისათვის, და უნდა იყოს გადასახდელი ყოველი ძირითადი თანხის გადახდის თარიღისათვის, რომელიც იწყება  ძირითადი თანხის  მეორე გადახდის თარიღისათვის ჩამორიცხვის შემდეგ თარიღამდე. (ბ) წინამდებარე პარაგრაფის (ა) ქვექვეპუნქტის მოთხოვნების მიუხედავად, თუ ბანკი ნებისმიერ მომენტში შეიმუშავებს გადახდების განრიგის სისტემას, რომლის მიხედვითაც ანგარიშფაქტურების გაცემა ხდება სესხის გადახდის ძირითადი თარიღის დადგომის დღეს ან მის შემდეგ თანხის გამოტანისას, ამ  ქვეპუნქტის მოთხოვნის დაკმაყოფილება არ იქნება სავალდებულო ზემოხსენებული სისტემის შემოღების შემდეგ. 4. წინამდებარე განრიგის პირველ და მე-2 პუნქტებში განსაზღვრული მოთხოვნის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება განაღდებული სესხის სრული ან ნაწილობრივი კონვერტაცია იმ ვალუტაში, რომელშიც სესხი დამტკიცდა, კონვერტირებული თანხის იმ ნაწილის ოდენობა, რომელიც გადასახდელია სესხის ძირის დაფარვის თარიღისთვის, თუ ეს თარიღი ემთხვევა კონვერტაციის პერიოდს, დადგინდება ბანკის მიერ ამ თანხის გამრავლებით დენომინირებულ ვალუტაში უშუალოდ კონვერტაციამდე ნებისმიერი მხარის მიერ: (i) ვალუტის კურსი, რომელიც ასახავს სესხის ძირითად თანხებს დამტკიცებულ ვალუტაში და რომელიც გასაცემია ბანკის მიერ კონვერტირებადი თანხის სავალუტო ჰეჯირების ტრანზაქციის მეშვეობით; ან (ii) იმ შემთხვევაში, თუ ბანკი ასე დაადგენს ბანკის განაკვეთების ვალუტის კურსის ნაწილში განმარტებული კონვერტაციის სახელმძღვანელოს შესაბამისად. 5. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ჩამორიცხული სესხის ბალანსის დენომინაცია ერთზე მეტ სასესხო ვალუტაში, წინამდებარე განრიგის მოთხოვნები სავალდებულოა თითოეულ სასესხო ვალუტაში დენომინირებული  თანხის შემთხვევაში ცალ-ცალკე იმ მიზნით, რომ მოხდეს თითოეული ამგვარი თანხის ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ამორტიზაცის განრიგის შემუშავება. დანართი ნაწილი I. განსაზღვრებები 1. „ანტიკორუფციული სახელმძღვანელო” ნიშნავს „რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხებითა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებში თაღლითობისა და კორუფციის აღმოფხვრის სახელმძღვანელოს”, დათარიღებულს 2006 წლის 15 ოქტომბრით და შესწორებულს 2011 წლის იანვარში. 2. „კატეგორია” ნიშნავს წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 განრიგის IV ნაწილის ცხრილში დადგენილ კატეგორიას. 3. „საკონსულტაციო მომსახურების სახელმძღვანელო” ნიშნავს „მსოფლიო ბანკის მსესხებლების მიერ კონსულტანტების შერჩევისა და დაქირავების სახელმძღვანელო ინსტრუქციებს, IBRD-ის სესხებისთვის და IDA-ს კრედიტების და გრანტებისთვის, დათარიღებულს 2011 წლის იანვრით (შესწორებული ივლისი, 2014). 4. „გადაადგილებული პირი“ ნიშნავს პირს, რომელიც პროექტის განხორციელების შედეგად განსახლების გამო იღებს პირდაპირ სოციალურ ან ეკონომიკურ ზიანს. 5.  „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფანი“ ნიშნავს ავტომაგისტრალის დერეფანს სიგრძით დაახლოებით 450 კმ. რომელიც შედგება მსესხებელის ტერიტორიაზე არსებული ავტომაგისტრალი E60-ის (წითელი ხიდიდან, აზერბაიჯანის საზღვრიდან ფოთამდე) და E70-ის (ფოთიდან სარფამდე, თურქეთის საზღვრამდე) მონაკვეთებისაგან და E60 და E70 ავტომაგისტრალები აღნიშნულია 1975 წლის 15 ნოემბერს ჟენევაში ხელმოწერილ ძირითადი საერთაშორისო სატრანსპორტო არტერიების (AGR) ევროპულ შეთანხმებაში. 6. „გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასება“ ან „ESIA” ნიშნავს პროექტისათვის მსესხებელის გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასების ანგარიშს, რომელიც ესადაგება პროექტს და და სამუშაოებს, რომლებიც აღნიშნულია ამ ხელშეკრულების მეორე განრიგის I ნაწილის „ე“ პუნქტის მე-5 ქვეპუნქტში და გათვალსწინებულია ESIA-ში, რომელიც მისაღებია ბანკისათვის და გამოქვეყნებულია მსესხებელის ტერიტორიაზე და InfoShop-ში 2015 წლის 15 ივნისს და რომელიც მათ შორის მოიცავს იმ დონის შემარბილებელ ღონისძიებებს, რომლებიც მისაღები იქნება ბანკისათვის მონიტორინგის და ინსტიტუციური ღონისძიებების თვალსაზრისით, რომლებიც უნდა გატარდეს პროექტის განხორციელებისას და ოპერაციებისას, რათა შემცირდეს გარემოზე ზემოქმედების და სოციალური ზიანი. 7. „გარემოსდაცვითი მართვის გეგმა” ან „EMP”  ნიშნავს გეგმას, რომელიც გათვალისწინებულია ESIA-ში, და ბანკისათვის მისაღები ფორმითა და პირობებით მომზადებულია მსესხებლის მიერ ESIA-ის შესაბამისად და ესადაგება პროექტს და სამუშაოებს რომლებიც აღნიშნულია ამ ხელშეკრულების მეორე განრიგის I ნაწილის „ე“ პუნქტის მე-5 ქვეპუნქტში და განსაზღვრავს მათ შორის (i) გარემოზე მიყენებული ზიანის რისკების შემარბილებელ ღონისძიებებს, რაც უკავშირდება პროექტის განხორციელებას. (ii) კულტურული რესურსების მიმართ არსებული ზიანის გაუვნებელყოფას, შერბილებას ან კომპენსირებას და (iii) აღნიშნული გეგმების ადმინისტრაციულ და მონიტორინგის ღონისძიებებს, ასეთი აღნიშნული გეგმები შეიძლება დროდადრო დაზუსტდეს ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, და ასეთი პირობები შეიძლება მოიცავდეს დანართებს ან  განრიგებს.   8. „საგარეო პროექტების სამმართველო“ ან „FPU” ნიშნავს RD-ის საგარეო პროექტების სამმართველოს, რომელიც პასუხისმგებელია პროექტების განხორციელებაზე, რომლებიც ფინანსდება დაფინანსების საგარეო წყაროებიდან და აღნიშნულია  ამ ხელშეკრულების მეორე განრიგის I ნაწილის „ა" პუნქტის მე-3 ქვეპუნქტში. 9.  „ზოგადი პირობები” ნიშნავს 2012 წლის 12 მარტით დათარიღებულ „რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხების ზოგად პირობებს”, ამ დანართის II ნაწილში განხორციელებული მოდიფიკაციებით. 10. „ნაზარდი საოპერაციო ხარჯები“ ნიშნავს საჭირო და აუცილებელ ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია მსესხებელის მიერ პროექტის განხორციელებასთან, მართვასთან და მონიტორინგთან, პერონალის ხელფასების ჩათვლით (სახელმწიფო სექტორის მოხელეების ხელფასების გარდა), კომუნიკაციასთან, სარედაქციო, ბეჭდვითი და გამოქვეყნების ხარჯებთან, თარგმნის, ავტომობილის გამოყენების და მოვლა-შენახვის ხარჯებთან, საბანკო ხარჯებთან, ადგილობრივი მგზავრობის ხარჯებისა და სამუშაო ადგილზე მისასვლელ ხარჯებთან, საოფისე ქირასთან, კომუნალურ ხარჯებთან, აღჭურვილობისა და მომარაგების ხარჯებთან. 11. MESD ნიშნავს მსესხებლის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან მის სამართალმემკვიდრეს. 12. MRDI ნიშნავს მსესხებლის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტუის სამინისტროს ან მის სამართალმემკვიდრეს. 13. „შესყიდვების სახელმძღვანელო” ნიშნავს „სახელმძღვანელოს: საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვას მსოფლიო ბანის მსესხებლების მიერ რეკონსტურქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხების და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში”, დათარიღებულს 2011 წლის იანვრით (შესწორებული – ივლისი, 2014). 14. „შესყიდვების გეგმა” ნიშნავს პროექტის გეგმას პროექტის განსახორციელებლად,  რომელიც დათარიღებულია 2015 წლის 20 მაისით და მოხსენიებულია შესყიდვების სახელმძღვანელო დებულებების 1.18 მუხლში და კონსულტანტის სახელმძღვანელო დებულებების 1.25  მუხლში, რომელიც დროდადრო შეიძლება გადაისინჯოს ზემოაღნიშნული პარაგრაფების დებულებების გათვალისწინებით.   15. „პროექტის განხორციელების ხელშეკრულება” ნიშნავს ხელშეკრულებას, რომელიც აღწერილია წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 განრიგის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტში და რომელშიც შესაძლოა  პერიოდულად შეტანილ იქნეს ცვლილებები ბანკის თანხმობით. 16. „პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელო“ ან „POM” ნიშნავს მსესხებელის სახელმძღვანელოს, რომელიც მისაღებია ბანკისათვის ყველა დანართისა და განრიგის ჩათვლით და რომელიც განსაზღვრავს პროექტის განსახორციელებლად პოლიტიკასა და პროცედურებს, მათ შორის: (ა) RD-ის, MESD-ის, TRRC-ის პასუხისმგებლობებს; (ბ) პროექტისათვის პერსონალის საჭიროებას; (გ) განხორციელების დაახლოებით განრიგს; (დ) პროექტის ფარგლებში თანხების ხელმისაწვდომობის, ჩამორიცხვების და აღრიცხვიანობის პროცედურებს; (ე) პროექტის მონიტორინგის, ზედამხედველობის და შეფასების პროცედურებს მათ შრის ანგარიშების ფორმატსა და შინაარსს; და (ვ) შესყიდვებისა და ფინანსური მართვის პროცედურებს რადგან აღნიშნული სახელმძღვანელოში შესაძლოა პერიოდულად შევიდეს ცვლილებები ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. 17. „განსახლება“ ნიშნავს (ა) მიწის არანებაყოფილებით აღებას, რომელსაც შედეგ მოყვება: (i) თავშესაფრის გადაადგილება ან დაკარგვა; (ii) აქტივების დაკარგვა ან აქტივებზე წვდომის დაკარგვა; (iii) შემოსავლის ან საცხოვრისის დაკარგვა, მიუხედავად იმისა დაზარალებული პირი უნდა გადავიდეს თუ არა სხვა ადგილზე ან (ბ) კანონიერად განსაზღვრულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებზე წვდომის არანებაყოფილებითი შეზღუდვა, რომლის შედეგადაც პირის საცხოვრისმა მიიღო მატერიალური ზიანი. 18. განსახლების სამოქმედო გეგმა ან „RAP” ნიშნავს განსახლების სამოქმედო გეგმას, მათ შორის, შემცირებულ განსახლების გეგმას, რომელიც მიღებული უნდა იქნეს მსესხებელის მიერ RPF-ის შესაბამისად, და რომელიც მისაღებია ბანკისათვის და მათ შორის მოიცავს სამოქმედო პროგრამას, ღონისძიებებს და პოლიტიკას კომპენსაციისა და განსახლებისათვის გადაადგილებული პირებისათვის და მათ შორის მოიცავს კომპენსაციისა და განსახლების საკითხებს, ბიუჯეტს და სავარაუდო ფასებს და დაფინანსების წყაროებს ასევე ადეკვატურ ინსტიტუციონალურ, მონიტორინგის და ანგარიშების საკითხებს რაც შესაბამისი იქნება სწორად განხორციელებისათვის და საშუალებას მისცემს რეგულარული უკუკავშირისათვის თითოეული სადაო ადგილთან მიმართებაში. 19. „RD“ ნიშნავს მსესხებელის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ან ბანკისათვის მისაღებ მის სამართალმემკვიდრეს. 20. „განსახლების ჩარჩო პოლიტიკა“ ან “RPF” ნიშნავს ბანკისათვის მისაღებ მსესხებელის განსახლების ჩარჩო დოკუმენტს, რომელიც ესადაგება პროექტს და სამუშაოებს, რომლებიც აღნიშნულია ამ ხელშეკრულების მეორე განრიგის I ნაწილის „ე“ პუნქტის მე-5 ქვეპუნქტში და გათვალისწინებულია ESIA-ში; გამოქვეყნებულია ქვეყანაში 2015 წლის 18 მაისს და ბანკის InfoShop-ში 2015 წლის 27 მაისს, და განსაზღვრავს პროექტის ფარგლებში გადაადგილებული პირების კომპენსაციისა და განსახლების პრინციპებს. 21. „გარემოსდაცვითი პოლიტიკა“ ნიშნავს ძალაში მყოფ მსოფლიო ბანკის ოპერაციების პოლიტიკას და პროცედურებს და რომლებიც ამჟამად განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის „საოპერაციო სახელმძღვანელოში“ OP/BPs 4.01, 4.04, 4.09, 4.10, 4.11, 4.12, 4.36, 4.37, 7.50 და 7.60 და გამოქვეყნებულია ვებგვერდზე:  www.WorldBank.org/opmanual 22. „ტრეინინგი” ნიშნავს მსესხებლის მიერ პროექტის მეორე  ნაწილის ფარგლებში სასწავლო ღონისძიებებთან დაკავშირებით გაღებულ ხარჯებს, რომელიც მოიცავს სამგზავრო და  სამივლინებო ხარჯებს სწავლების მონაწილეებისთვის, ასევე სასწავლო ტურების, სემინარების, კონფერენციების, და ღონისძიებების ჩასატარებლად საჭირო ფართის, მასალებისა და საჭირო ხელსაწყოების იჯარით აღების ხარჯებს. 23. „TRRC” ნიშნავს ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრს, რომელიც შექმნილია 2015 წლის 3 აპრილის №-153 განკარგულებით, ან მის სამართალმემკვიდრეს. ნაწილი II. ცვლილებები ზოგად პირობებში ზოგადი პირობები შეცვლილია შემდეგნაირად: 1.  სარჩევში, წყაროების მითითების ნაწილში, ნაწილის სახელები და ნომრები შეცვლილია ქვემოთ მოყვანილ პარაგრაფში ჩამოყალიბებული ცვლილებების შესაბამისად. 2. 3.01 (ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო) ნაწილი შეცვლილია შემდეგნაირად: „ნაწილი 3.01. ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო;  ვალდებულების გადასახდელი (ა) მსესხებელმა ბანკს უნდა გადაუხადოს სესხის თანხის ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო სესხო ხელშეკრულებაში განსაზღვრული კურსის მიხედვით („ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო“); (ბ) მსესხებელმა უნდა გადაუხადოს ბანკს ვალდებულების გადასახდელი აუთვისებელ სესხის ნაშთზე იმ კურსით რაც განსაზღვრულია სასესხო ხელშეკრულებაში („ვალდებულების გადასახდელი“). ვალდებულების გადასახდელის გადახდა ხდება სასესხო ხელშეკრულების თარიღიდან  60 დღის შემდეგ, როცა თანხები ჩამორიცხულია მსესხებლის მიერ სასესხო ანგარიშიდან ან გაუქმებულია. ვალდებულების გადასახდელის გადახდა ხდება ნახევარწლიურად ყოველ გადახდის თარიღისათვის.“. 3. დანართში განმარტებები, ყველა შესაბამისი ნაწილის ნომრები და პარაგრაფები შეცვლილია საჭიროებისამებრ, რომელიც ასახავს  ზემოთ ხსენებულ  მეორე პარაგრაფში არსებულ ცვლილებებს. 4. დანართი შეცვლილია მასში ახალი  პარაგრაფი 19-ის ჩართვით „ვალდებულების გადასახდელის“  შემდეგი განმარტებით და მომდევნო პარაგრაფების გადანომრვით, შესაბამისად: „19. „ვალდებულების გადასახდელი“  ნიშნავს სასესხო ხელშეკრულებაში განსაზღვრულ ვალდებულების გადასახდელს  ხელშეკრულების 3.01(ბ)  მიზნებისათვის. 5. დანართის გადანომრილ 49-ე პარაგრაფში (ძირითადი 48-ე პარაგრაფი) „ერთჯერადი ადმინისტრირების გადსახდელის“ ტერმინი შეცვლილია და 3.01 ნაწილი ჩანაცვლებულია 3.01(ა) ნაწილით. 6. დანართის გადანომრილ  პარაგრაფში 68 (თავდაპირველი პარაგრაფი 47) „სესხის გადახდის“ ტერმინის განმარტება შეცვლილია და იკითხება შემდეგნაირად: „68.  „სესხის გადახდა“ ნიშნავს სესხის მხარეების მიერ   ბანკისთვის გადასახდელ თანხას სამართლებრივი შეთანხმებისა ან ამ ზოგადი პირობების შესაბამისად, რომელიც მოიცავს (მაგრამ არ ზღუდავს) ჩამორიცხული სესხის ბალანსის ნებისმიერ თანხას, პროცენტს, ერთჯერადი ადმინისტრირების გადასახადს, ვალდებულების გადსახადს, პროცენტს ძირითადი საპროცენტო განაკვეთით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ნებისმიერი წინასწარი გადახდები, ნებისმიერი საკომისიო კონვერტაციისა ან კონვერტაციის ვადამდე ადრე  შეწყვეტისათვის, ცვალებადი მარჟის ფიქსირებული გადასახადი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ნებისმიერი წინასწარი გადასახადი საპროცენტო განაკვეთის ზედა ან ქვედა ზღვარის წარმოშობისას და მსესებლის მიერ ნებისმიერი გაუთვალისწინებული გადასხდელი. 7. დანართის გადანომრილ  პარაგრაფში 73 (თავდაპირველი პარაგრაფი 72), „გადახდის თარიღის“ განმარტება შეცვლილია, წაშლილია სიტყვა „არის“ და მის ნაცვლად ჩასმულია სიტყვები „და ვალდებულების გადასახადი არის“(and Commitment Charge are) სიტყვა „პროცენტის“ შემდეგ.