1. საქართველოში წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოება და რეალიზაცია ხორციელდება დამტკიცებული წესების საფუძველზე, რომლის ძირითადი ელემენტებია:
ა) საწარმოსა და წყლის ჩამოსხმის ტექნოლოგიური პირობები;
ბ) წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიები;
გ) გაბინძურებისგან დაცვის უზრუნველყოფა და საწარმოს სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები;
დ) შესაფუთი მასალები, მათ შორის წყალთან კონტაქტში მყოფი მასალები;
ე) გამოშვებული პროდუქციის ხარისხის კონტროლის სისტემა და რეჟიმი;
ვ) ინსპექტირება და ტესტირება;
ზ) დოკუმენტაცია და ჩანაწერები;
თ) პროდუქციის ეტიკეტირება;
ი) პროდუქციის შენახვის ვადა;
კ) წყლის დამუშავების ტექნოლოგია;
ლ) ფალსიფიკაციასთან ბრძოლის სისტემა.
2. წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის წესები განისაზღვრება დებულებით „წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაცის წესების შესახებ