„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) შორის თანამშრომლობის შესახებ 2013 წლის 8 ნოემბერს გაფორმებულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ შეთანხმება N 1
მიღების თარიღი 20.04.2016
ძალაში შესვლა 20.04.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №1022
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016409
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2015 წლის 12 მაისის საგრანტო ხელშეკრულების (ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი) №1 ცვლილების შეთანხმება საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის პარიზის შეთანხმების განხორციელების შეთანხმება „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“ №2 ცვლილების შეთანხმება“ „თვლიანი სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთგვაროვანი პირობების მიღებისა და აღნიშნული ინსპექტირების ურთიერთაღიარების შესახებ“ შეთანხმება 2021 წლის 19 მარტის „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებების ცვლილების შეთანხმება“
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) შორის თანამშრომლობის შესახებ 2013 წლის 8 ნოემბერს გაფორმებულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ შეთანხმება N 1
პროექტი No. 599537
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა
და
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) შორის
თანამშრომლობის შესახებ
2013 წლის 8 ნოემბერს გაფორმებულ
შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
შეთანხმება No. 1
თარიღი: 20 აპრილი, 2016
2013 წლის 8 ნოემბერს გაფორმებულ
თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში
ცვლილებების შეტანის შესახებ
შეთანხმება No. 1
თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმება № 1 (შემდეგ _ „ცვლილება No.1“) ხელმოწერილია 2016 წლის 20 აპრილს
(1) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა, საქართველოს მთავრობის სამინისტრო („სამინისტრო“) და
(2) საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) შორის, რომელიც წარმოადგენს წევრ ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე შექმნილ საერთაშორისო ორგანიზაციას (რომლის წევრი საქართველოცაა).
ამ ცვლილება No. 1-ში ტერმინი „მხარეები“ გამოიყენება IFC-ის და სამინისტროს ერთობლივად აღსანიშნავად, ტერმინი „მხარე“ კი _ რომელიმე ცალკეული მხარის აღსანიშნავად. მხარეებს შორის 2013 წლის 8 ნოემბერს ხელმოწერილ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში („შეთანხმება“) განსაზღვრულ ტერმინებს იგივე მნიშვნელობები აქვთ No.1 ცვლილებაში გამოყენების დროსაც.
პრეამბულა
(A) მხარეები ხელს აწერენ ამ შეთანხმებას პროექტის განხორციელებაში ფინანსთა სამინისტროს მხარდასაჭერად.
(B) No.1 ცვლილების საშუალებით მხარეებს სურთ მათ შორის არსებული თანამშრომლობის შეთანხმების შეცვლა შემდეგნაირად:
მუხლი I
მიზანი
(a) ცვლილება No.1 წარმოადგენს შეთანხმების დამატებას და ცვლის მას შეთანხმების II ნაწილის მე-11 პუნქტის შესაბამისად. პროექტის მიმდინარე სტატუსის შეფასების შედეგების და მის განსახორციელებლად საჭირო დამატებითი დროის გათვალისწინებით, მხარეთა ერთობლივი შეთანხმებით გადაწყდა შეთანხმების დასრულების სავარაუდო თარიღის ცვლილება.
(b) მხარეები აღიარებენ და თანხმობას აცხადებენ, შეიცვალოს თანამშრომლობის შეთანხმება წინამდებარე No.1 ცვლილების ხელმოწერის თარიღის მდგომარეობით და მისი პირობების შესაბამისად და აისახოს აღნიშნული ცვლილებები ქვემოთ, II მუხლში.
მუხლი II
ცვლილებები
(a) მხარეები აღიარებენ და თანხმდებიან, შეთანხმების 1-ლი ნაწილის მე-2 პუნქტის („პროექტი და პროექტის განხორციელება“) (ბ) (ii) ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს შეთანხმებიდან და მის ნაცვლად ჩამოყალიბდეს შეთანხმების პირველი ნაწილის მე-2 პუნქტის („პროექტი და პროექტის განხორციელება“) ახალი (ბ) (ii) ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„(ii) ვადა
პროექტი განხორციელდება ამ შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან 2017 წლის 31 მარტამდე პერიოდში“.
(b) მხარეები აღიარებენ და თანხმდებიან, შეთანხმების 1-ლი ნაწილის მე-7 პუნქტის („პროექტის მონაცემები და ანგარიშგება შედეგების შესახებ“) (გ) ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს შეთანხმებიდან და მის ნაცვლად ჩამოყალიბდეს შეთანხმების პირველი ნაწილის მე-7 („პროექტის მონაცემები და ანგარიშგება შედეგების შესახებ“) მუხლის ახალი „c) ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„(c) ამ შეთანხმების მოქმედების ვადის განმავლობაში და ნებისმიერ შემთხვევაში – 2017 წლის 31 მარტიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში, სამინისტრო უზრუნველყოფს პროექტის ეფექტიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, IFC-ის პერსონალის ან IFC-ის მოწვეული კონსულტანტების მიერ პროექტის შედეგების შესაფასებლად.“
მუხლი III
სხვადასხვა
(a) No.1 ცვლილება წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და, შესაბამისად, შეთანხმებისა და No.1 ცვლილების დებულებები შეადგენს ერთიან და განუყოფელ შეთანხმებას.
(b) თუ No. 1 ცვლილებით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, შეთანხმების ყველა მოთხოვნა და პირობა ძალაში რჩება და მოქმედებს სრულად. ამ შეთანხმების არც ერთი პირობა არ უნდა იქნეს განმარტებული ან ინტერპრეტირებული იმგვარად, რომ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ ახდენდეს გავლენას შეთანხმების რომელიმე დებულების მოქმედებაზე ან რაიმე ფორმით ცვლიდეს მას, გარდა იმ დებულებებისა, რომლებიც კონკრეტულად შეიცვალა No. 1 ცვლილებით და ამ შეთანხმების არც ერთი პირობა არ უნდა იქნეს განმარტებული ან ინტერპრეტირებული როგორც უფლებების გადაცემა შეთანხმებასთან დაკავშირებით. შეთანხმების ნებისმიერი მოხსენიება ნიშნავს შეთანხმებას მასში შეტანილი No. 1 ცვლილებებით.
(c) შეთანხმების II ნაწილის მე-9 პუნქტის („დავების გადაწყვეტა“) დებულებები გამოიყენება No.1 ცვლილების მიმართ შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით (mutatis mutandis).
მუხლი IV
შეთანხმების ასლები
No.1 ცვლილება მომზადებულია სამი (3) ასლის სახით, რომელთაგან თითოეული წარმოადგენს ორიგინალს და ყველა მათგანი მთლიანობაში შეადგენს ერთსა და იმავე შეთანხმებას.
(იხ. ქვემოთ ხელმოწერების გვერდი)
აღნიშნულის დასტურად, მხარეები ხელს აწერენ შეთანხმების No 1 ცვლილებას საკუთარი სახელით და ზემოთ მითითებული თარიღის მდგომარეობით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელით
________________________
ხელმომწერი: ნოდარ ხადური
თანამდებობა: საქართველოს ფინანსთა მინისტრი
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) სახელით
__________________________
ხელმომწერი: ჯესპერ კიაერი
თანამდებობა: უფროსი მენეჯერი
ევროპის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტი