⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.11.2022)
გაუქმებულია:

დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.07.2016
ძალის დაკარგვა 08.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №333
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.019398
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/07/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,927 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.07.2016 მიღება
08.11.2022 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (შემდგომში
შშმ პირი) – არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში
მუხლი 2
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი (შემდგომში
სსსმ პირი) – რომელსაც აქვს სიძნელეები სწავლაში და რომლისთვისაც საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება და/ან სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია და/ან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება
მუხლი 2
სააგენტო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო
მუხლი 2
ბენეფიციარი
შშმ და სსსმ პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge)
მუხლი 2
დამსაქმებელი
კერძო სამართლის იურიდიული პირები, კერძო საწარმოები, რომლებიც გამოხატავენ მზაობას, მონაწილეობა მიიღონ სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტში და ხელი შეუწყონ შშმ/სსსმ პირების დასაქმებას
მუხლი 2
სამუშაო ადგილების სუბსიდირება (შემდგომში
სუბსიდირება) – შშმ და სსსმ სამუშაოს მაძიებელ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დამსაქმებლებთან შეთანხმების მიღწევის გზით, ახალ ან არსებულ თავისუფალ სამუშაო ადგილებზე ბენეფიციართა სუბსიდირება (50 %-იანი  დაფინანსებით, არაუმეტეს  460 ლარისა), სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებების განვითარებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში
მუხლი 2
ვაუჩერი
დამსაქმებლებთან წარსადგენი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ხორციელდება ბენეფიციართა სამუშაო ადგილებზე სუბსიდირების დაფინანსება
მუხლი 2
მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტი
პირი, რომელიც მხარდაჭერას უწევს შშმ და სსსმ პირთა ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებას, დაცვას და შენარჩუნებას.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №333 2016 წლის 18 ივლისი ქ. თბილისი დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 3​1 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №199 დადგენილების საფუძველზე და „საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის „დასაქმების და პროფესიული განათლებისა და გადამზადების“ საფინანსო შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №2181 განკარგულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამა (დანართი №1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი დანართი №1 დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამა მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება/განხორციელება. მუხლი 2🔗. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები (კომპონენტები) პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებებია: ა) შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (www.worknet.gov.ge) განვითარება; ბ) შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირებების გაწევა მუნიციპალურ დონეზე; გ) საშუამავლო მომსახურების გაწევა-განვითარება; დ) პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების გაწევა მუნიციპალურ დონეზე; ე) მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა (დასაქმების ხელშეწყობის მოდელების პილოტირების – სამუშაო ადგილებზე სუბსიდირების  გზით); ვ) დასაქმების ფორუმების მოწყობა; ზ) დასაქმების ხელშეწყობის საკითხებსა და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემაჯამებელი კონფერენციის მოწყობა; თ) შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების  და საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით, თვისებრივი კვლევების განხორციელება და მონიტორინგი, მინიმუმ, წელიწადში ერთხელ; ი) ბეჭდვითი გამომცემლობების, ტელე-რადიომაუწყებლობის ჟურნალისტებისა და საზოგადოების დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, დასაქმების თემებზე ტრენინგების/სემინარების ორგანიზება. მუხლი 3🔗. პროგრამის დაფინანსების წყარო და მექანიზმები 1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 676 000 (ექვსას სამოცდათექვსმეტი ათასი) ლარით. 2. პროგრამის (მათ შორის, პროგრამის ადმინისტრირების ხარჯების) დაფინანსების წყაროა „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამისათვის“ (პროგრამული კოდი: 35 05) გათვალისწინებული ასიგნება. 3. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან ვაუჩერის მეშვეობით. მუხლი 4🔗. პროგრამის სამიზნე ჯგუფი 1. შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები. 2. დამსაქმებლები. 3. სოციალური პარტნიორები. 4. მასმედიის წარმომადგენლები. მუხლი 5🔗. პროგრამის განმახორციელებელი პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). დანართი №1.1 შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (www.worknet.gov.ge) განვითარება  მუხლი 1🔗. ღონისძიების მიზანი ღონისძიების მიზანია სამუშაოს მაძიებელთა, დამსაქმებელთა, ვაკანსიების აღრიცხვისა და მონაცემთა ბაზების განვითარება, შრომის ბაზრის სუბიექტების უზრუნველყოფა მათი საქმიანობის მხარდამჭერი სისტემით. სტატისტიკური ინფორმაციის რეპორტების მექანიზმის დახვეწა-განვითარება. მუხლი 2🔗. განსახორციელებელი ღონისძიებები 1. www.worknet.gov.ge-ის მოდულების: ვაკანსიებისა და დამსაქმებლებისათვის გამიზნული სერვისების ამუშავება. 2. www.worknet.gov.ge-ში სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვება, მონაცემთა ბაზების ფორმირება და რეპორტინგის დამუშავება. 3. სამუშაოს მაძიებლებისა და ვაკანსიების ავტომატური თავსებადობის პროცედურის შემუშავება და დანერგვა. მუხლი 3🔗. შესრულების ინდიკატორი შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (www.worknet.gov.ge) მოდულები – სამუშაოს მაძიებელთა, დამსაქმებელთა, ვაკანსიების, სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების უკუკავშირი და ანალიზი – ფუნქციონირებს გამართულად, იძლევა სტატისტიკურ რეპორტებს. დანართი №1.2 შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირებების გაწევა მუნიციპალურ დონეზე მუხლი 1🔗. ღონისძიების მიზანი ღონისძიების მიზანია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებისთვის შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობა, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა. მუხლი 2🔗. განსახორციელებელი ღონისძიებები 1. სამუშაოს მაძიებლებისთვის შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობისა და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, სამუშაოს მაძიებელთა ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტირებების ორგანიზება სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულში, კვარტალში ერთხელ. 2. დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, ახალგაზრდების (პროფესიული/უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების) და მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობისა და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, ჯგუფური კონსულტირებების ორგანიზება. 3. საინფორმაციო მასალების მომზადება, დაბეჭდვა და გავრცელება. მუხლი 3🔗. სამიზნე ჯგუფები სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge)  რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი. მუხლი 4🔗. შესრულების ინდიკატორი სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულში ხორციელდება ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტირებები. კონსულტირებულ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა. დანართი №1.3 საშუამავლო მომსახურების გაწევა-განვითარება მუხლი 1🔗. ღონისძიების მიზანი ღონისძიების მიზანია თავისუფალი  სამუშაო ადგილების მოძიებისა და  სამუშაოს მაძიებლების დასაქმების მიზნით, დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის ოპერატიული და ეფექტური კავშირი და/ან ასეთი კავშირის ხელშეწყობა. მუხლი 2🔗. განსახორციელებელი ღონისძიებები 1. დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებელთა ცნობიერების ამაღლება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო მომსახურებების შესახებ. 2. საშუამავლო მომსახურების გაწევის ეფექტურად უზრუნველსაყოფად თანამშრომლობის განვითარება, ცალკეულ დამსაქმებლებთან, დამსაქმებელთა გაერთიანებებსა და დასაქმების კერძო სააგენტოებთან მუნიციპალურ დონეზე. 3. დამსაქმებლის მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატების შერჩევა www.worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებიდან და მათი დამსაქმებლისათვის შეთავაზება. მუხლი 3🔗. სამიზნე ჯგუფები საქართველოს მასშტაბით დამსაქმებლები, დასაქმების კერძო სააგენტოები და შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები. მუხლი 4🔗. შესრულების ინდიკატორი შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებულ დამსაქმებელთა რაოდენობა. დამსაქმებლისთვის შეთავაზებულ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა. დანართი №1.4 პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების გაწევა მუნიციპალურ დონეზე მუხლი 1🔗. ღონისძიების მიზანი პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების განვითარება/დანერგვა სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში. მუხლი 2🔗. განსახორციელებელი ღონისძიებები 1. საქართველოს მასშტაბით, პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის კონსულტანტის კანდიდატების შესარჩევი მოთხოვნების შესაბამისად 10 კარიერის დაგეგმვის კონსულტანტის შერჩევა და მომზადება. 2. პროფკონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მოსახურებების დანერგვისა და გაწევის თაობაზე, სამიზნე ჯგუფების ცნობიერების დონის ამაღლებისათვის სხვადასხვა ღონისძიების გატარება. 3. სახელმძღვანელოს და საინფორმაციო მასალების მომზადება, დაბეჭდვა და გავრცელება. მუხლი 3🔗. სამიზნე ჯგუფები სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები. მუხლი 4🔗. შესრულების ინდიკატორი მომსახურების მიწოდება ხორციელდება სააგენტოს მინიმუმ 10 ტერიტორიულ ერთეულში. დანართი  №1.5 მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა მუხლი 1🔗. ღონისძიების მიზანი ღონისძიების მიზანია მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი პირების დასაქმების ხელშემწყობი მომსახურების დანერგვა. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ ღონისძიების მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშნელობა: ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (შემდგომში – შშმ პირი) – არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში; ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი (შემდგომში – სსსმ პირი) – რომელსაც აქვს სიძნელეები სწავლაში და რომლისთვისაც საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება და/ან სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია და/ან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება; გ) სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო; დ) ბენეფიციარი – შშმ და სსსმ პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge); ე) დამსაქმებელი – კერძო სამართლის იურიდიული პირები, კერძო საწარმოები, რომლებიც გამოხატავენ მზაობას, მონაწილეობა მიიღონ სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტში და ხელი შეუწყონ შშმ/სსსმ პირების დასაქმებას; ვ) სამუშაო ადგილების სუბსიდირება (შემდგომში – სუბსიდირება) – შშმ და სსსმ სამუშაოს მაძიებელ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დამსაქმებლებთან შეთანხმების მიღწევის გზით, ახალ ან არსებულ თავისუფალ სამუშაო ადგილებზე ბენეფიციართა სუბსიდირება (50 %-იანი  დაფინანსებით, არაუმეტეს  460 ლარისა), სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებების განვითარებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში; ზ) ვაუჩერი – დამსაქმებლებთან წარსადგენი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ხორციელდება ბენეფიციართა სამუშაო ადგილებზე სუბსიდირების დაფინანსება; თ) მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტი –  პირი, რომელიც მხარდაჭერას უწევს შშმ და სსსმ პირთა ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებას, დაცვას და შენარჩუნებას. მუხლი 3🔗. განსახორციელებელი ღონისძიებები განსახორციელებელი ღონისძიებები შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: ა) სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტი; ბ) მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტთა ჯგუფის ფორმირების კომპონენტი. მუხლი 4🔗. სამიზნე ჯგუფები ღონისძიების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ შრომის ბაზრის მართვის სიანფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული შშმ/სსსმ პირები, რომლებიც გამოხატავენ მზაობას, ჩაერთონ სუბსიდირების კომპონენტში. მუხლი 5🔗. განმახორციელებელი ღონისძიების განმახორციელებელია სააგენტო. მუხლი 6🔗. შესრულების ინდიკატორები შშმ და სსსმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც გაეწიათ სათანადო მომსახურება და დასაქმდნენ შრომის ბაზარზე. დანართი №1.5.1 სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტი მუხლი 1🔗. კომპონენტის ამოცანა კომპონენტის ამოცანაა შშმ და სსსმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დამსაქმებლებთან შეთანხმების მიღწევის გზით, ახალ ან არსებულ თავისუფალ სამუშაო ადგილებზე ბენეფიციართა სუბსიდირება. მუხლი 2🔗. კომპონენტის ღონისძიებები 1. ამ კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისთვის, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დამსაქმებლების შერჩევა რეგიონების მიხედვით, რომლებიც გამოხატავენ მზაობას ბენეფიციართა დასაქმების თაობაზე და მონაცემთა რეესტრის შექმნა. 2. სააგენტომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს, დამსაქმებლის მიერ შეთავაზებული ვაკანსიის პირობებში, შესასრულებელი სამუშაოს ანალიზი, ბენეფიციართა უნარ-ჩვევების ვაკანსიის საკვალიფიკაცო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. 3. საბოლოო გადაწყვეტილებას, ბენეფიციართა სამსახურში აყვანის თაობაზე, სააგენტოს შეთავაზების საფუძველზე, იღებს დამსაქმებელი. 4. სუბსიდირების კომპონენტით გათვალისწინებულია ორმოცამდე ბენეფიციარის დასაქმება. 5. სუბსიდირების დასრულების შემდგომ, დამსაქმებელსა და ბენეფიციარს შორის შემდგომი შრომითი ურთიერთობები რეგულირდება ორმხრივი შეთანხმებით, შრომითი ხელშეკრულებით. 6. სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციართა სუბსიდირებას დამსაქმებლის მიერ წარდგენილ ვაკანსიაზე გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების 50%-ის ოდენობით,  მაგრამ არაუმეტეს 460 (ოთხას სამოცი) ლარისა. 7. სუბსიდირება განხორციელდება ვაუჩერით, რომლის ფორმასაც დაამტკიცებს სააგენტოს დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 8. სუბსიდირების ხანგრძლივობა განისაზღვრება არაუმეტეს 4 (ოთხი) კალენდარული თვისა. მუხლი 3🔗. სამიზნე ჯგუფი კომპონენტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული შშმ/სსსმ პირი. მუხლი 4🔗. განმახორციელებელი კომპონენტის განმახორციელებელია სააგენტო. მუხლი 5🔗. შესრულების ინდიკატორი შშმ და სსსმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც გაეწიათ სათანადო მომსახურება და დასაქმდნენ შრომის ბაზარზე. მუხლი 6🔗. დაფინანსების მექანიზმები 1. ამ კომპონენტით გათვალისწინებული სუბსიდირების დაფინანსება განხორციელდება ვაუჩერის მეშვეობით. ამასთან,  ვაუჩერი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს. 2.  ვაუჩერის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 460 (ოთხას სამოცი)  ლარს ერთ თვეზე. 3. სუბსიდირების დაფინანსების მისაღებად, ბენეფიციარი სააგენტოს წარუდგენს განცხადებას, კომპონენტის მოსარგებლედ რეგისტრირების შესახებ, რომლის შემდეგაც იღებს შეთავაზებას კონკრეტული სამუშაო ადგილის შესახებ. დამსაქმებლისა და სამუშაოს მაძიებლების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ბენეფიციარი დამსაქმებელთან წარადგენს ვაუჩერს ყოველი თვის არა უგვიანეს 15 რიცხვისა. დამსაქმებელი ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებულ ვაუჩერს აგზავნის სააგენტოში  სუბსიდირების დაფინანსებისთვის არა უგვიანეს ყოველი თვის 20 რიცხვისა. ამასთან, ამ ვადების დარღვევით წარდგენილი ვაუჩერი არ ანაზღაურდება. დანართი  №1.5.2 მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტთა ჯგუფის ფორმირების კომპონენტი მუხლი 1🔗. კომპონენტის ამოცანა შშმ და სსსმ პირთა დასაქმების ხელშეწყობისთვის მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტთა ჯგუფის ფორმირება. მუხლი 2🔗. კომპონენტის ღონისძიებები 1. საქართველოს მასშტაბით, მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტთა კანდიდატების შესარჩევი მოთხოვნების შესაბამისად, 11 მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტთა შერჩევა და მომზადება. 2. მხარდაჭერითი დასაქმების მომსახურების დანერგვისა და გაწევის თაობაზე სამიზნე ჯგუფების ცნობიერების დონის ამაღლებისათვის სხვადასხვა ღონისძიების გატარება. 3. საინფორმაციო მასალების მომზადება, ბეჭდვა და გავრცელება. მუხლი 3🔗. სამიზნე ჯგუფი კომპონენტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული შშმ/სსსმ პირი. მუხლი 4🔗. განმახორციელებელი კომპონენტის განმახორციელებელია სააგენტო. მუხლი 5🔗. შესრულების ინდიკატორი შშმ და სსსმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც გაეწიათ სათანადო მომსახურება და დასაქმდნენ შრომის ბაზარზე. დანართი №1.6 დასაქმების ფორუმების მოწყობა მუხლი 1🔗. მიზანი დამსაქმებლებს, პროფესიული განათლების პროვაიდერებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის უშუალო კონტაქტის დამყარება. მუხლი 2🔗. განსახორციელებელი ღონისძიებები 1.  ფორუმის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით აუცილებელი ღონისძიებების გატარება. 2. ფორუმის ჩატარების დროის, ხანგრძლივობისა და ადგილის განსაზღვრა. 3. ფორუმის ჩატარებისთვის სივრცის (ფართის) მოძიება და საჭირო ინვენტარით აღჭურვა. 4. ფორუმის მონაწილე სუბიექტების განსაზღვრა და თანამშრომლობის განვითარება. 5. ფორუმში მონაწილე სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაცია. 6. შედეგების მონიტორინგი არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში და შედეგების სტატისტიკური დამუშავება. მუხლი 3🔗. სამიზნე ჯგუფი სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ დამსაქმებლები და შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი. მუხლი 4🔗. განმახორციელებელი ღონისძიების განმახორციელებელია სააგენტო. მუხლი 5🔗. შესრულების ინდიკატორი ჩატარებულია მინიმუმ ერთი ფორუმი. ფორუმში მონაწილე სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა რაოდენობა, ფორუმის შედეგად დასაქმებულთა რაოდენობა. დანართი №1.7 დასაქმების ხელშეწყობის საკითხებსა და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემაჯამებელი კონფერენციის მოწყობა მუხლი 1🔗. ღონისძიების მიზანი ღონისძიების მიზანია შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაინტერესებულ სუბიექტთა მაქსიმალური ჩართულობისა და სოციალური დიალოგის განვითარება და დასაქმების სახელმწიფო სამსახურის გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მუხლი 2🔗. განსახორციელებელი ღონისძიებები 1. კონფერენციების დროის, ხანგრძლივობის და ადგილის განსაზღვრა. 2. დაინტერესებული მხარეებისთვის ჩასატარებელ კონფერენციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება. 3. კონფერენციის ორგანიზება. მუხლი 3🔗. სამიზნე ჯგუფი სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სოციალური პარტნიორები, პარტნიორი სახელმწიფო უწყებები და საზოგადოების სხვა დაინტერესებული პირები. მუხლი 4🔗. განმახორციელებელი პროგრამის განმახორციელებელია სააგენტო. მუხლი 5🔗. შესრულების ინდიკატორი ჩატარებულია კონფერენცია დასაქმების ხელშეწყობის საკითხებსა და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. დანართი №1.8 შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით, თვისებრივი კვლევების განხორციელება და მონიტორინგი, მინიმუმ, წელიწადში ერთხელ მუხლი 1🔗. მიზანი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვისებრივი კვლევების განხორციელების გზით, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების და საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენა. მუხლი 2🔗. განსახორციელებელი ღონისძიებები 1. შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების, საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით, თვისებრივი კვლევის ორგანიზება, მინიმუმ, წელიწადში ერთხელ. 2. კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავება. მუხლი 3🔗. განმახორციელებელი ღონისძიების განმახორციელებელია სააგენტო. მუხლი 4🔗. შესრულების ინდიკატორი შემუშავებულია მეთოდოლოგია. ჩატარებულია კვლევა და წარმოდგენილია კვლევის შედეგები. დანართი  №1.9 ბეჭდვითი გამომცემლობების, ტელე-რადიო მაუწყებლობის ჟურნალისტებისა და საზოგადოების დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, დასაქმების თემებზე ტრენინგების/სემინარების ორგანიზება მუხლი 1🔗. ღონისძიების მიზანი ღონისძიების მიზანია მედიისა და საზოგადოების დაინტერესებული მხარეების ცნობიერების გაზრდა, დასაქმების სახელმწიფო სამსახურისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებების შესახებ. მუხლი 2🔗. განსახორციელებელი ღონისძიებები 1. ტრენინგების/სემინარების ჩატარების დროის, ხანგრძლივობისა და ადგილის განსაზღვრა. 2. დაინტერესებული მხარეების ინფორმირება,  ქვეყნის მასშტაბით,  რეგიონების მიხედვით, დაგეგმილი ღონისძიების თაობაზე. 3. წინასწარ განსაზღვრულ ჯგუფებთან ტრენინგების/სემინარების ჩატარება. მუხლი 3🔗. შესრულების ინდიკატორი ტრენინგების საფუძველზე გადამზადებული ჟურნალისტების/სხვა დაინტერესებული პირების რაოდენობა. მუხლი 4🔗. განმახორციელებელი ღონისძიების განმახორციელებელია სააგენტო.