სს „ლელოს” აქციონერთა საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
Nს-29
19 ივლისი, 2016 წელი
განცხადება
სს „ლელოს“ აქციონერთა საერთო კრების
მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება „ლელოს’’ დირექტორატი საზოგადოების აქციონერებს იწვევს ს/ს „ლელოს” აქციონერთა საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2016 წლის 15 აგვისტოს, დღის 2 საათზე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ქსნის ქ. №36, სს „ლელო”.
სს „ლელოს”კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2016 წლის 17 ივლისი.
დღის წესრიგი:
1. ბანკიდან სესხის აღება, უძრავ-მოძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა;
2. სხვადასხვა;
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ლელოს” დირექტორატში, ხოლო განმარტებების და წინადადებების მისაღებად მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.
კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა სააღრიცხვო დღის მდგომარეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ სს „საქართველოს რეგისტრატორში”, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74-ა, ტელ: 25-15-60; 22-53-51.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სს „ლელოში“, მისამართზე: ქ. თბილისი, ქსნის ქ. №36.
აქციონერთა კრების მუშაობაში აქციონერი მონაწილეობას იღებს პირადობისა მოწმობისა და აქციათა რეესტრის საფუძველზე.
სს „ლელოს“ დირექტორი ბესიკ ახალაძე