ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 07.12.2015
ძალაში შესვლა 07.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №17-63
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016412
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/07/2016
matsne.gov.ge 407 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.12.2015 მიღება
07.12.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით ბულგარეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მესაქონლეობისა და მეთევზეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89% ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89% 15.05.2019 ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 86% 05.03.2018 ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 86% 29.12.2021 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტს შორის საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიებზე მოძრავი სატვირთო მანქანებისათვის ელექტრონული ლუქების შემოღებისა და ელექტრონულლუქიანი სატვირთო მანქანების ტრანსპორტირების პირობების შესახებ“ ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 86% 16.05.2023

დოკუმენტის ტექსტი

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ბულგარეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო (შემდგომში “მხარეებად” წოდებულნი); ითვალისწინებენ რა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სექტორში ნაყოფიერი თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას ურთიერთსასარგებლო პირობების საფუძველზე, თანხმდებიან  შემდეგზე: მუხლი 1🔗 მხარეებს შორის სოფლის მეურნეობის კვლევისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობა განხორციელდება ორივე ქვეყნის მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, რომლის წევრებს წარმოადგენენ მხარეების სახელმწიფოები. მუხლი 2🔗 1. მხარეები თანხმდებიან ითანამშრომლონ შემდეგ სფეროებში: 1.1 მეცხოველეობა; 1.2 მემცენარეობა; 1.3 მეთევზეობა და აკვაკულტურა; 1.4 სურსათისა და საკვების უვნებლობა; 1.5 მცენარეთა დაცვა და კარანტინი; 1.6 ვეტერინარია; 1.7 სოფლის განვითარება. 2. წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია მხარეებმა ითანამშრომლონ სხვა საერთო ინტერესის მქონე სფეროებშიც. მუხლი 3🔗 არცერთმა მხარემ არ უნდა გაამჟღავნოს მეორე მხარის მიერ ეკონომიკურ, წარმოების, კვლევისა და ტექნოლოგიის საკითხებზე მიწოდებული ინფორმაცია. მუხლი 4🔗 1.  წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ეფექტურად განხორციელების მიზნით მხარეებმა უნდა ჩაატარონ რეგულარული შეხვედრები თანამშრომლობისათვის პრიორიტეტული სფეროების განსაზღვრის, პროექტების დაგეგმვისა და შემუშავების და მხარეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის მიზნით. 2.  მხარეებმა უნდა განსაზღვრონ თანამშრომლობის პრაქტიკული ფორმები მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მხარეები მოახდენენ  ერთობლივი პროექტებისა და გაცვლითი ვიზიტების ინიცირებას. მუხლი 5🔗 წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელების პერიოდში მხარეები პასუხისმგებელნი არიან საკუთარ ხარჯებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მხარეების მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 6🔗 წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი გავლენას არ ახდენს მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომელიც გამომდინარეობს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებში მათი სახელმწიფოების წევრობიდან. მუხლი 7🔗 ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის გამოყენებასთან და განმარტებასა დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკების გზით.  მუხლი 8🔗 წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი დადებულია განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედება მეორე მხარისათვის ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი მოქმედებას წყვეტს, შეწყვეტის შესახებ მიღებული შეტყობინების მიღების დღიდან 3 თვის გასვლის შემდეგ. მუხლი 9🔗 წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით, და ძალაში შედის წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მე-8 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს. შესრულებულია 2015 წლის 7 დეკემბერს, ქალაქ სოფიაში, ორ  დედნად, თითოეული ქართულ, ბულგარულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. მხარეთა მიერ წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით ბულგარეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელით