მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 07.12.2015
ძალაში შესვლა 07.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №17-73
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016413
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/07/2016
matsne.gov.ge 1,073 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.12.2015 მიღება
07.12.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 14.02.2023 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის გაფართოებული თანამშრომლობის შესახებ ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 26.11.2014 „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 30.11.2022 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 03.12.2013 „საქართველოსა და ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90%

დოკუმენტის ტექსტი

მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში წოდებულნი როგორც „მხარეები“; ითვალისწინებენ რა, მხარეებს შორის მჭიდრო კავშირებს, მათ საერთო ღირებულებებსა და ვალდებულებას, განამტკიცონ წარსულში დამყარებული ურთიერთობები 2012 წლის 1 აპრილს ქ. თბილისში ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმის მეშვეობით, აღნიშნავენ რა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის,  ევროსაბჭოს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და რეგიონალური ფორუმების ფარგლებში თანამშრომლობის მაღალ დონესა და შედეგებს, მიზნად ისახავენ რა, ხელი შეუწყონ უფრო ეფექტური ურთიერთობების განვითარებასა და უწყვეტი თანამშრომლობის გაძლიერებას საერთო ინტერესის მქონე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში, აცნობიერებენ რა, საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რომელიც ეფუძნება ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლს, ითვალისწინებენ რა, ბულგარეთის ევროკავშირის წევრობასა და 2014 წლის 27 ივნისს ქ. ბრიუსელში ხელმოწერილ „ერთი მხრივ, საქართველოსა და,  მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და  მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებას; მხედველობაში იღებენ რა ბულგარეთის წევრობას ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში და ბულგარეთის რესპუბლიკის, როგორც ნატოს წევრი სახელმწიფოს მიერ საქართველოს  ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების სტრატეგიული მიზნის მდგრად მხარდაჭერას, ეხმიანებიან რა 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის ერთობლივ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, აღიარებენ რა, ნატო-საქართველოს კომისიისა და წლიური ეროვნული პროგრამის მნიშვნელოვან როლს ბუქარესტის სამიტის მიზნის მისაღწევად განსახორციელებელი პროცესის ზედამხედველობისათვის, ასევე, 2014 წლის სექტემბერში, უელსის სამიტზე დამტკიცებული ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, რომელიც დახმარებას გაუწევს საქართველოს მისი ალიანსში გაწევრიანებისათვის მომზადების გზაზე, კიდევ ერთხელ ადასტურებენ რა, ბულგარეთის რესპუბლიკის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უწყვეტ მხარდაჭერას, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ ხელს შეუწყობენ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასა და ნატოში მომავალ გაწევრიანებას. მხარეები ითანამშრომლებენ იმ საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, რომელიც მიმართულია საქართველოს მიერ შესაძლებლობების სრული გამოყენებისაკენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში. მუხლი 2🔗 მხარეები ადასტურებენ თავიანთ მზადყოფნას განაგრძონ აქტიური თანამშრომლობა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში და გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა გააძლიერონ ეუთოს როლი, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, ასევე ეუთოს ზონაში არსებული სხვა კონფლიქტების დარეგულირებისათვის. მუხლი 3🔗 მხარეები ითანამშრომლებენ ევროპული ინტეგრაციის სფეროში, კერძოდ: 1.  საქართველოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება, ევროპული ინტეგრაციის სფეროში, სახელმწიფო მოხელეთათვის ტრენინგების ჩატარებისა და რეფორმების პროცესში მიღებული გამოცდილების გაზიარების გზით, მხარეთა შორის შეთანხმებისა და საჭიროებისდა მიხედვით; 2.  სტრატეგიული კომუნიკაციისა და საჯარო დიპლომატიის სფეროში თანამშრომლობა; 3.  ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჩათვლით, განხორციელების პროცესთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარება; 4.  სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობისათვის რელევანტური გამოცდილების გაზიარება; 5.  ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება; 6.  ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისა და ხილვადობის თაობაზე თანამშრომლობის წახალისება; 7.  თანამშრომლობის გაგრძელება საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატის სრულად შესრულება უზრუნველყოფის მიზნით. მუხლი 4🔗 მხარეები ითანამშრომლებენ სავიზო პოლიტიკის, საზღვრის კონტროლის და მიგრაციის სფეროებში. თანამშრომლობა განხორციელდება კონსულტაციების, კოორდინაციის, ასევე ტექნიკური და ადმინისტრაციული დახმარების გზით, შემდეგ საკითხებთან მიმართებით:   1.  ინფორმაციის გაცვლა მოქმედი კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესახებ; 2.  ინფორმაციის გაცვლა სავიზო პოლიტიკის, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების, ბინადრობის ნებართვის სახეების სფეროებში მესამე ქვეყნის რეზიდენტებისა და სასაზღვრო კონტროლის სფეროებში; 3.  საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ფიზიკური და ტექნიკური უსაფრთხოება; 4.  ექსპერტთა ტრენინგი ზემოხსენებულ სფეროებში; 5.  თანამშრომლობა „პარტნიორობა მობილურობისათვის“ ფარგლებში.     მუხლი 5🔗 მხარეები ითანამშრომლებენ ევროატლანტიკური თანამშრომლობის სფეროში, კერძოდ: 1. მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგისა და ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში სამუშაო და აღმასრულებელ დონეზე თანამშრომლობის  ხელშეწყობა. 2.  საქართველოს ნატო-ს წევრობისათვის მომზადების მხარდაჭერა და ხელშეწყობა მისი წლიური ეროვნული პროგრამის და ნატო-საქართველოს არსებით პაკეტის წარმატებული განხორციელების გზით. 3.  მრავალმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს მეგობართა ახალი ჯგუფის ფარგლებში.    4.  ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ნატოსა და უსაფრთხოების სხვა საკითხებზე რეგულარული კონსულტაციების გამართვა ორი მხარის საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და სხვა შესაბამის უწყებებს შორის. 5.  ინფორმაციისა და ცოდნის ურთიერთგაზიარება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის რეფორმირების, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე კონცეპტუალური და სტრატეგიული დოკუმენტებისა და კანონმდებლობის შემუშავების, შეიარაღების კონტროლის, განიარაღების, გაუვრცელებლობისა და შეიარაღებისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და  ტექნოლოგიების ექსპორტის კონტროლის სფეროში შესაბამისი ვალდებულებების იმპლემენტაციის საკითხებზე. 6.  ევროატლანტიკური ინტეგრაციის წახალისებისა და ნატოს სტრუქტურებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით, ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება და საჯარო მოხელეების მომზადება.  7.  სტრატეგიული კომუნიკაციის, საჯარო დიპლომატიისა და ნატოსთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა. 8.  გაცვლითი პროგრამებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა პარლამენტარებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აკადემიურ ინსტიტუტებს შორის.   მუხლი 6🔗 მხარეები ითანამშრომლებენ ამ შეთანხმების 1-ლი, მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ სფეროებში, რომლებიც ამ ურთიერთობების ფარგლებში გამოიყენებენ შემდეგ საშუალებებსა და მეთოდებს და მხედველობაში მიიღებენ ორივე მხარისათვის ხელმისაწდომ რესურსებს:   1. მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით.   2. რეგულარული ორმხრივი კონსულტაციები ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. 3.  ერთობლივი მუშაობა ნატო-საქართველოს კომისიისა და საქართველოს მეგობართა ახალი ჯგუფის ფარგლებში. 4. ინფორმაციისა და ცოდნის ურთიერთგაზიარება და გაძლიერებული პრაქტიკული თანამშრომლობა. 5.  ორი მხარის ექსპერტებისა და ოფიციალური პირების მონაწილეობით ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორებიცაა ექსპერტების  შეხვედრები, სემინარები, სასწავლო ვიზიტები და სხვა. 6. ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების შემუშავება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშესაწყობად. 7.  სწავლებების ჩატარება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სემინარების, კურსების და სტაჟირებების მეშვეობით, ასევე თითოეული მხარის ექსპერტთა მონაწილეობის წახალისება მეორე მხარის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო და ეროვნულ ღონისძიებებში. მუხლი 7🔗 წინამდებარე მემორანდუმის იმპლემენტაციის მიზნით, მხარეებს შეუძლიათ შეიმუშავონ წლიური გეგმები. მუხლი 8🔗 თითოეულ მხარეს შეუძლია წარადგინოს მათი ერთობლივი თანამშრომლობის შედეგები იმ მესამე მხარესთან, რომელთანაც ორივე მხარეს გაფორმებული ჰქონდა ერთობლივი შეთანხმება, მათი ეროვნული კანონმდებლობის დებულებათა შესაბამისად.    მუხლი 9🔗 წინამდებარე მემორანდუმი არ მოვა წინააღმდეგობაში სხვა არსებულ ან მომავალში მხარეებს შორის გასაფორმებელ შეთანხმებებთან. ეს მემორანდუმი გავლენას არ ახდენს მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებზე ნებისმიერი სხვა საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში. თითოეული მხარე მემორანდუმის იმპლემენტაციას განახორციელებს საკუთარი ეროვნული კანონმდებლობის თანახმად და თავისი კომპეტენციისა და არსებული რესურსების ფარგლებში. მუხლი 10🔗 წინამდებარე მემორანდუმი ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან. მუხლი 11🔗 ეს მემორანდუმი  დადებულია სამი (3) წლის ვადით და ავტომატურად განახლდება შემდგომი სამ  (3) წლიანი პერიოდებით. თითოეულ მხარეს, არანაკლებ ერთი (1) წლით ადრე საწყისი ან შემდგომი სამ (3) წლიანი პერიოდების ამოწურვამდე, შეუძლია შეწყვიტოს მემორანდუმის მოქმედება, მეორე მხარისათვის, მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხებით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. მემორანდუმი მოქმედებას წყვეტს მეორე მხარის მიერ შეტყობინების მიღებიდან ექვსი (6) თვის გასვლის შემდეგ. მუხლი 12🔗 ამ მემორანდუმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა აღნიშნული შეთანხმების მე-10 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს. მუხლის 13 ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ მემორანდუმის განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით. მუხლი 14🔗 ამ მემორანდუმის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ მისი დებულებები გავრცელდება უკვე არსებულ პროექტებსა და კონტაქტებზე მათ შესრულებამდე, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. შესრულებულია ქ. სოფიაში, 2015 წლის 7 დეკემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ბულგარულ და ინგლისურ ენებზე; ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით