შვილად აყვანის წესის შესახებ
მიღების თარიღი 17.10.1997
ძალის დაკარგვა 01.05.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №970
სარეგისტრაციო კოდი 040.200.140.05.001.000.264
გამოქვეყნების წყარო სსმ, 44, 11/11/1997
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შვილად აყვანის წესის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 49.6pt 49.65pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კანონი
შვილად აყვანის წესის შესახებ
პრეამბულა
ბავშვის ერთ-ერთი უმთავრესი უფლებაა – სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის იცხოვროს და აღიზარდოს ოჯახურ გარემოში, და თუ იგი დარჩენილია მშობლების მზრუნველობის გარეშე, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს ამ უფლების რეალიზაციას. შვილად აყვანა არის მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილ ბავშვთა მოვლის ყველაზე მისაღები ფორმა. შვილად აყვანისათვის ზრუნვა სახელმწიფოს განსაკუთრებული პრეროგატივაა.
თავი I
ძირითადი დებულებანი
მუხლი 1🔗. კანონის მიზნები და ამოცანები
1. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს მოქალაქეების, მოქალაქეობის არმქონე პირებისა და უცხო სახელმწიფოების მოქალაქეების მიერ საქართველოში მცხოვრები, მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი, 18 წლამდე ასაკის ბავშვის შვილად აყვანის წესსა და პროცედურას.
2. კანონის მიზანია შვილად აყვანის განხორციელება ბავშვის ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლით აღიარებული ბავშვთა უფლებების საფუძველზე.
მუხლი 2🔗. კანონმდებლობა შვილად აყვანის შესახებ
შვილად აყვანის საკითხებს აწესრიგებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
მუხლი 3🔗. შვილად აყვანის საკითხებზე უფლებამოსილი დაწესებულებები
1. საქართველოს განათლების სამინისტრო თავისი ტერიტორიული ორგანოების, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროებისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით ახორციელებს საქმიანობას მშვილებლებისა და ბავშვების დასაკავშირებლად.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ორგანოების გარდა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკრძალებათ საქმიანობა შვილად აყვანის მიზნით მშობლების გარეშე დარჩენილ ბავშვთა გამოსავლენად.
მუხლი 4🔗. შვილად აყვანასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება პროფესიონალი მუშაკების მიერ
1. შვილად აყვანასთან დაკავშირებულ საქმიანობას შეიძლება ეწეოდნენ მხოლოდ ის პროფესიონალი მუშაკები, რომლებიც თავიანთი განათლებით, ზნეობრივი თვისებებითა და გამოცდილებით ამ საქმეს შეესაბამებიან.
2. საქართველოს განათლების სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროების ტერიტორიული ორგანოები საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფენ შვილად აყვანის შესახებ დასკვნის მომზადების დროს პედაგოგის, პედიატრის, ბავშვთა ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის, აგრეთვე იურისტის მონაწილეობას.
საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2078 - სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ.,მუხ.112
მუხლი 5🔗. შვილად აყვანის მიზნით წინასწარი საქმიანობის აკრძალვა
1. აკრძალულია შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალების წინასწარ შერჩევა და მშობიარობისათვის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა ან ასეთ გაშვილებაში ხელის შეწყობა.
2. პასუხისმგებლობა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 6🔗. შვილად აყვანის შესახებ საჯარო განცხადების აკრძალვა
1. დაუშვებელია როგორც გასაშვილებელი ბავშვების, ასევე მშვილებლების ძებნა ან შეთავაზება საჯარო განცხადებების მეშვეობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დებულება არ მოქმედებს, თუ განცხადებაში:
ა) მითითებულია, რომ წინადადებითა და შეკითხვით უნდა მიმართონ მე-3 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ორგანოებს;
ბ) მითითებული არ არის გასაშვილებელი ბავშვის მისამართი ან გარკვეული მონაცემები.
მუხლი 7🔗. მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილ ბავშვთა გამოვლენა და აღრიცხვა
1. საქართველოს განათლების სამინისტრო აწარმოებს მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილ ბავშვთა ცენტრალურ აღრიცხვას.
2. სკოლამდელ, ზოგადსაგანმანათლებლო, სამკურნალო-პროფილაქტიკურ, სოციალური დაცვის და სხვა მსგავს დაწესებულებათა თანამდებობის პირები, რომლებსაც აქვთ მონაცემები მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების შესახებ, ვალდებულნი არიან ამის თაობაზე აცნობონ საქართველოს განათლების სამინისტროსა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროების ტერიტორიულ ორგანოებს ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით. ასეთივე მონაცემები საქართველოს განათლების სამინისტროსა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროების ტერიტორიულ ორგანოებს შეიძლება მიაწოდონ მოქალაქეებმაც.
3. საქართველოს განათლების სამინისტროსა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროების ტერიტორიული ორგანოები ასეთი ინფორმაციის მიღებიდან 3 დღეში გამოიკვლევენ ბავშვის ცხოვრების პირობებს, და თუ დადასტურდა, რომ იგი დარჩენილია მშობლების ან ნათესავების მზრუნველობის გარეშე, უზრუნველყოფენ ბავშვის უფლებებისა და ინტერესების დაცვას მისი განთავსების საკითხის გადაწყვეტამდე.
4. სკოლამდელი, ზოგადსაგანმანათლებლო, სამკურნალო-პროფილაქტიკური, სოციალური დაცვის და სხვა მსგავსი დაწესებულებების ხელმძღვანელები, სადაც იმყოფებიან მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვები, ვალდებულნი არიან 7 დღის განმავლობაში აცნობონ ამის თაობაზე საქართველოს განათლების სამინისტროსა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროების ტერიტორიულ ორგანოებს.
5. საქართველოს განათლების სამინისტროსა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროების ტერიტორიული ორგანოები 3 თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც მათთვის ცნობილი გახდება ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული მონაცემები, უზრუნველყოფენ ბავშვთა გაშვილებას მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა ოჯახებში და იმავდროულად აწვდიან ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტროს, რომელიც, კანონის თანახმად, ახორციელებს ბავშვთა ცენტრალურ აღრიცხვას. თუ ვერ მოხერხდა ბავშვთა გაშვილება აღნიშნულ ტერიტორიაზე, საქართველოს განათლების სამინისტრო მომდევნო 3 თვის განმავლობაში უზრუნველყოფს ბავშვის გაშვილებას საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეთა ოჯახებში.
6. საქართველოს განათლების სამინისტრო მიღებული მონაცემების საფუძველზე ქმნის მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების შესახებ მონაცემთა ცენტრალურ საინფორმაციო ბანკს (შემდგომ – საინფორმაციო ბანკი). საინფორმაციო ბანკის მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული დებულებით.
7. იმ ბავშვის სამართლებრივი სტატუსის შეცვლის შემთხვევაში, რომლის შესახებაც არსებობს მონაცემები საინფორმაციო ბანკში, საქართველოს განათლების სამინისტროსა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროების ტერიტორიულმა ორგანოებმა ან შესაბამისმა დაწესებულებებმა ბავშვის აღრიცხვიდან მოსახსნელად ერთი კვირის ვადაში უნდა აცნობონ საინფორმაციო ბანკს.
8. ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის დგება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8🔗. შვილად აყვანის მსურველთა აღრიცხვა
1. საქართველოში მცხოვრებ პირებს, რომელთაც სურთ იშვილონ ბავშვი, შეაქვთ განცხადება საქართველოს განათლების სამინისტროსა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროების ტერიტორიულ ორგანოებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელიც თავის მხრივ აღრიცხავს ასეთ პირებს და მონაცემებს გადასცემს საინფორმაციო ბანკს.
2. საქართველოს განათლების სამინისტროსა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროების ტერიტორიული ორგანოები ვალდებულნი არიან განუმარტონ განმცხადებელს შვილად აყვანის პირობები, მშობლის უფლება-მოვალეობანი, რომლებიც წარმოიშობა ბავშვის შვილად აყვანის შემდეგ, აგრეთვე, შვილად აყვანასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
მუხლი 9🔗. შვილად აყვანის საკითხის მომზადება
1. თუ საქართველოს განათლების სამინისტროსა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროების ტერიტორიული ორგანოები მიიჩნევენ, რომ ბავშვი ექვემდებარება შვილად აყვანას, ისინი იწყებენ საქმიანობას მშვილებელთა შერჩევისა და არსებითი შემოწმებისათვის. ამასთან, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, რომ მშვილებლები შეესაბამებოდნენ ბავშვის პიროვნებასა და მის განსაკუთრებულ მოთხოვნილებებს.
2. საკითხის მომზადების, შესწავლისა და შესაბამისი პროცედურის განხორციელების შემდეგ საქართველოს განათლების სამინისტროსა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროების ტერიტორიული ორგანოები საბოლოო მონაცემების საფუძველზე ამზადებენ დასკვნას სასამართლოში წარსადგენად.
მუხლი 10🔗. ბავშვის სხვა სახელმწიფოში გაშვილება
1. თუ საქართველოში არ მოიძებნა მშვილებელი, ბავშვის სხვა სახელმწიფოში გაშვილების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ბავშვის მოვლის ალტერნატიული საშუალება.
2. საქართველოში მცხოვრები ბავშვის სხვა სახელმწიფოში გაშვილების საკითხის მომზადება შეიძლება მხოლოდ საქართველოს ცენტრალური ორგანოს – საქართველოს განათლების სამინისტროს მეშვეობით.
3. საქართველოში მცხოვრები ბავშვის სხვა სახელმწიფოში გაშვილება შეიძლება მხოლოდ მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვის საინფორმაციო ბანკში აღრიცხვაზე აყვანიდან ექვსი თვის შემდეგ და თუ არსებობს საქართველოს მოქალაქეების მიერ მისი შვილად აყვანის შეუძლებლობის დამადასტურებელი საკმარისი დოკუმენტაცია. ბავშვის ჯანმრთელობისათვის საშიში მდგომარეობის შემთხვევაში შესაძლებელია ამ ვადის შემცირება სასამართლოს მიერ.
საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2078 - სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ.,მუხ.112
მუხლი 11🔗. შვილად აყვანის თაობაზე დასკვნის მომზადება
1. საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ საქართველოში მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში დასკვნას ამზადებს საქართველოს განათლების სამინისტროსა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროების ტერიტორიული ორგანოები ბავშვის ან მშობლის ადგილსამყოფლის მიხედვით, ხოლო სხვა სახელმწიფოს მოქალაქის მიერ საქართველოში მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში – ცენტრალური ორგანო.
2. დასკვნაში უნდა აისახოს შემდეგი მონაცემები:
ა) მშვილებლების შესაფერისობა შვილად აყვანის მიზნებთან, მათი ბიოგრაფია და პიროვნული დახასიათება, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა, შვილად აყვანის მოტივები;
ბ) გასაშვილებელი ბავშვის ბიოგრაფია და ჯანმრთელობის მდგომარეობა;
გ) ნამდვილი მშობლების სოციალური გარემო და ჯანმრთელობის მდგომარეობა;
დ) სხვა აუცილებელი ცნობები ბავშვისა და მშვილებლების შესახებ.
3. საჭიროების შემთხვევაში დასკვნა აგრეთვე უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის აღზრდის შესაძლებლობას ეთნიკური, რელიგიური და კულტურული გარემოს გათვალისწინებით.
4. საქართველოს განათლების სამინისტროსა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროების ტერიტორიული ორგანოების და ცენტრალური ორგანოს საბოლოო დასკვნა წარედგინება სასამართლოს.
5. სხვა სახელმწიფოს მოქალაქის მიერ ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში ცენტრალური ორგანო აწვდის ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურას.
მუხლი 12🔗.ბავშვის გადაყვანა მიმღებ სახელმწიფოში
ბავშვის სხვა სახელმწიფოში გაშვილებისას საქართველოს განათლების სამინისტრო იღებს აუცილებელ ზომებს გაშვილებული ბავშვის გამგზავრების ნებართვის მისაღებად და უზრუნველყოფს მის უსაფრთხო და სათანადო წესით გადაყვანას, საჭიროების შემთხვევაში კი – მშობლების თანხლებით.
მუხლი 13🔗.დავის გადაწყვეტის წესი
ამ კანონთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განიხილება სასამართლო წესით.
თავი II
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 14🔗. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები
1. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის განმავლობაში საქართველოს განათლების სამინისტრომ მოამზადოს მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების აღრიცხვის წესი.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ერთ თვეში დაამტკიცოს იმ დაავადებათა სია, რომელთა არსებობის შემთხვევაში მშვილებელს არ შეუძლია ბავშვის შვილად აყვანა.
საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ.,მუხ.239
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ.,მუხ.88
თავი III
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 15🔗. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 17 ოქტომბერი.
№970–Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2078 - სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ.,მუხ.112
2. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ.,მუხ.239
3. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ.,მუხ.88
4. ძალადაკარგულია - საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5626 - სსმ I, №48, 27.12.2007 წ.,მუხ.416