საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1389
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021813
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1389

2016 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე   

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განისაზღვროს  საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე მაკოორდინირებელ უწყებად.

3. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (სტრატეგიაში მითითებული სხვა სამინისტროებისა და უწყებების თანამონაწილეობით) საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიისა და ეროვნული  საგზაო უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შექმნა და მათი დებულებების დამტკიცება, ამ განკარგულების მიღებიდან  2 თვის ვადაში.

4. საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში მითითებულმა სამინისტროებმა და უწყებებმა უზრუნველყონ,  ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და საჭიროების შემთხვევაში, სხვა მუნიციპალიტეტებს ეთხოვოთ, ამ განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის  შესაბამისი კანდიდატურების წარდგენა, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორის კომისიასა და ეროვნულ  საგზაო უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფში მონაწილეობისათვის.

5. საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში მითითებულმა სამინისტროებმა და უწყებებმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინირებით,  უზრუნველყონ 2016 წლის ბოლომდე საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი

 

📎 დანართები (1)
1389.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗