სს „სანატორიუმი აჭარის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/1263
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2016 წლის 18 ივლისი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გენადი მაკარიძემ განიხილა სს ,,სანატორიუმ აჭარის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და,
გამოარკვია :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის21 ივლისის განჩინებით სასამართლო წარმოებაში იქნა მიღებული განმცხადებლის სს ,,სანატორიუმ აჭარის’’ (დირექტორი ჯემალ ბოლქვაძე) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
2015 წლის 2 სექტემბრის განჩინებით განმცხადებლის სს ,,სანატორიუმ აჭარის’’ მიმართ გაიხსნას გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ − აღსრულების ეროვნული ბიურო, ამასთან შედგა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი.
2016 წლის 15 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სს ,,სანატორიუმი აჭარას’’ გაკოტრების მმართველმა სსიპ − აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით მიხეილ ლომთაძემ, წარმოადგინა საბოლოო ანგარიში და სს ,,სანატორიუმ აჭარ ი ს’’ გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება გაკოტრების მმართველის ანგარიშის მოსმენის და გაკოტრების საქმის წარმოებით დასრულების საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დღის წესრიგით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე 42-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დაადგინა :
სს ,,სანატორიუმ აჭარის’’ (ს/კ 248381843) კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2016 წლის 28 ივლისს 12:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:
1. გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა და გაკოტრების საქმის წარმოებით დასრულების საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
2 . კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი№5).
3 . დაევალოს სს ,,სანატორიუმი აჭარას’’ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4 . განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის№11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მოსამართლე გენადი მაკარიძე